პარასკევი, 2025-07-18, 8:11 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:52 PM | შეტყობინება # 121
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

როცა ქუჩაში დიდთოვლობისას,
აღარ გესვრიან ბიჭები გუნდას,
შენ დრო და ჟამი ყვავილობისა,
უკვე წარსულად ჩათვალო უნდა.

მერცხლის მოფრენის დრო და საათი,
როცა სულ ერთი გახდება შენთვის,
თუ თვალხმიერად არავის ეტრფი,
გაგხუნებია სიზმრები თეთრი...

ხიდან ჩამოშლას ჩიტის ბუდისას,
ვეღარ მიიტან როდესაც გულთან,
შენ სიმღერები სიჭაბუკისა,
უკვე წარსულად ჩათვალო უნდა!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:52 PM | შეტყობინება # 122
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მესაუბრები ჩურჩულით,
სულგანაბული გისმენ,
მსურს რომ მარადის გისმინო,
განა მიყვარხარ? - ისე!

გნახავ და ჩემს უნებურად
ბავშვივით ვცელქობ მყისვე,
თავდავიწყებით ვტიტინებ,
განა მიყვარხარ? - ისე.

გვერდით ჩაგივლი, შეგხედავ,
და გზას განვაგრძობ ისევ,
მსურს, მზერა შემოგაპარო,
განა მიყვარხარ? - ისე.

მთების გული გაქვს კარგო,
გოლიათობა მთისვე,
მსურს, ჩავიხედო შენს გულში,
განა მიყვარხარ? - ისე!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:54 PM | შეტყობინება # 123
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ვინც გვიყვარს,
მისგან იის ერთი
ღერიც გვახარებს,
იქნება სხვისგან მილიონსაც
არ ჰქონდეს ფასი,
ვინც მეტად გვიყვარს,
მისგან მცირე
წყენაც გვაწამებს,
სხვისგან იქნება
შხამით სავსე
დავცალოთ თასიც!

ნანა მახიტაშვილი


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:54 PM | შეტყობინება # 124
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ვიმარჩიელებ ფოთლის კარტებით
და მთელი ღამე ვიფიქრებ შენზე,
თუმც ფეხშიშველი ბოშა ვარ მაგრამ,
გულწრფელ სიყვარულს მე მაინც შევძლებ.

შავი მზეები აივსებიან
ჩუმი ცრემლებით სევდიან დღეში,
მე გიცდი, მაგრამ
ფიქრები მათოვს
და გიცდი ქარში...
წვიმაში...
მზეში...

რა ვუყოთ მერე, გიწამე ღმერთად,
თუმც ფეხშიშველი გოგო ვარ - ბოშა,
შავი მზეები სიყვარულს გთხოვენ,
შენ მათი ცქერა არ გიღირს გროშად.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:55 PM | შეტყობინება # 125
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

კვლავ ლურჯ ზღვასავით აღელდება შენი სიმშვიდე,
და გულთან ერთად ათრთოლდება თეთრი ხელები,
მე გვირილებად, ყოჩივარდად, იად, ენძელად
ულევ სიხარულს მოგიტან და მოგეფერები...

შენს სავალ გზებზე მე მოვქარგავ ყაყაჩოებს და
სიმწარის ეკლებს გადავაქცევ ცისფერ იებად,
ისე კარგი ხარ, ისე ნაზი, ისე გულწრფელი,
ყველა შეცდომა დიდსულოვნად გეპატიება.

მე შენს ხატებას შევადარე მარადისობა,
დამშვიდებულ ცას სევდიანი შენი თვალები,
გრძნეულ მზეჭაბუკს, ანდა როგორც ვარსკვლავთბიჭუნას,
გინდ არ მენახე ზღაპრით მაინც შეგიყვარებდი.

და არ მოგთხოვდი ოცნებების უკან საფასურს,
არც ჩემთან მოსვლას ყვავილებით, ლურჯი იებით,
ზღაპრულ ოცნებას დაგარქმევდი ჩემო ძვირფასო,
და ყველა წყენას დიდსულოვნად გაპატიებდი...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:58 PM | შეტყობინება # 126
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

იქნებ გგონია რომ დავბრუნდები,
დამსხვრეულ გრძნობებს ჩავთვლი ვარგისად,
არ მითხრა ახლა რომ მოგენატრა
იის სურნელი ჩემი კაბისა!

იქნებ გგონია, რომ დავბრუნდები
და ბავშვურ თვალებს შემოგანათებ,
არა, ძვირფასო, გრძნობა თან გაჰყვა
იმ ნაკუწებად ქცეულ ბარათებს.

გული დამტვერილ საფერფლედ იქცა,
ფერფლს ცეცხლად ვეღარ აქცევ მეორედ,
სხვას შევიყვარებ, ოღონდ თავიდან
შენ ვეღარასდროს გაგიმეორებ!

დალი ყარაულაშვილი


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:59 PM | შეტყობინება # 127
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გვირილას ფურცლებს აცლიდი და ჩურჩულებდი:
ვუყვარვარ?... არა?...
მოდი, მე გეტყვი ჩემს საიდუმლოს,
ეგ მკითხაობა შეგაცდენს, კმარა.

გეტყვი - მიყვარხარ, სულ ერთად ვიყოთ,
გული სიშორეს ვეღარ გაუძლებს,
ო, ნუ გაფანტავ ამ ლამაზ გრძნობას,
როგორც ფანტავდი გვირილის ფურცლებს!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:59 PM | შეტყობინება # 128
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გაგახსენდები ვიცი ერთხელაც,
როცა ჭაღარა დაიწყებს თოვას,
როცა წარსულის ხელის შეხებას,
მოჰყვება ხსოვნის უცრემლო გლოვა.

მერე შეხტება გული კვიცივით,
ჭინკა სიმშვიდეს გაუბავს ბრძოლას,
მოგენატრება ჩემი სიცილი,
დამიძახებ და... მე აღარ მოვალ!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:00 PM | შეტყობინება # 129
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

როცა ღიღინით წავლენ სტუმრები,
და თან გაჰყვებათ ქორწილის ბოლი,
დედოფლის გვირგვინს მოიხსნის ნებით,
და შენთან მხოლოდ დარჩება ცოლი.

როცა იქნები ძალიან ავად,
და წამლებს დალევ თითების თრთოლვით,
ყველა მნახველი მოვა და წავა,
შენს გვერდით მხოლოდ იქნება ცოლი.

როს დაგღლის უცხო ქალთა ნისია,
და შინ შემოხვალ ბოლოს დაბოღმით,
მაშინ მიხვდები - ყველა სხვისია,
შენი კი მხოლოდ ეგ შენი ცოლი.

შვილებიც წავლენ თავისი გზებით,
და მეგობარნიც, ამტანნი ყოვლის,
და ბოლოს სახლში ერთად დარჩებით,
მარტოდენ შენ და ეგ შენი ცოლი.

როს დამთავრდება შენთვის ყოველი,
და კარში გავა ცხოვრების გოლი,
საიქიოშიც თან გამოგყვება,
და სულ შენს გვერდით იქნება ცოლი!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:00 PM | შეტყობინება # 130
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
როგორ დაიჯერე

დიახ, პირვანდელი გრძნობა ცოცხალია,
ეგრე რად მიცქერი, ეგრე გაოცებით,
სულში ჩაიხედე, სული ცინცხალია,
სულს არც ჭაღარა აქვს და არც ნაოჭები.

გული კვლავაც ბორგავს, განა ჩამკვდარია,
დიახ, კვლავაც უყვარს, კვლავაც გაგიჟებით,
სულის ფორიაქმა ლექსი გადარია,
მისთვის გეჩვენები ეგრე დადინჯებით.

დიახ, სიჭაბუკეს კვლავაც დავიჩემებ,
სულის ყვავილები დროს არ მოუთელავს,
როგორ დაიჯერე, როგორ დაიჯერე,
როგორ დაიჯერე ჩემი მოხუცება?!

მარი აბრამიშვილი


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:00 PM | შეტყობინება # 131
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მოვედი შენთან...
არა იმიტომ, რომ რაღაც მტკივა,
რომ უკვე მცივა და მინდა სითბო,
ისე, უბრალოდ, სულ უმიზეზოდ
მოვედი შენთან, არაფერს ვითხოვ...

არც შეწყალება და არც იმედი,
აღარც ის მახსოვს რა უნდა მეთქვა,
მე მომეჩვენა, რომ შენ გჭირდები,
მომეჩვენა და მოვედი შენთან!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:01 PM | შეტყობინება # 132
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

იწვის წიგნები და ბარათები
ღაწვზე - თხიერი...
მიტოვებულიც, ნაღალატევიც
ხარ მშვენიერი!
იყუჩე! გაცვლა კაცისგან სხვაზე,
ადვილად ითქმის,
ბევრს ვერას იტყვის მშვენიერ ქალზე,
ვერაფერს თითქმის!
იყავი შენში დარწმუნებული
თვალზე თხიერით,
გამტყუნებულიც, დაწუნებულიც
ხარ მშვენიერი!
ის არ წასულა თავისი ნებით,
არც ჰაი - ჰარად,
თავს დაეღვარა ალერსით, ვნებით,
ზღვამ წაიყვანა...
მეც ზღვა მომესმის გამძვინვებული,
ზღვა შენმიერი,
სხვაზე გაცვლილიც, დამცირებულიც
ხარ მშვენიერი!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:01 PM | შეტყობინება # 133
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

დიდი ხნის მერე მე ვუსმენდი საყვარელ მოტივს,
გადაეცალა თითქოს წარსულს ერთბაშად მტვერი,
რომ ვთქვა "მახსოვხარ"- ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა "მიყვარხარ"- ეს იქნება ძალიან ბევრი...

გაბზარულ ყავარს ღაპაღუპით ჩამოსდის წვეთი,
მადლობა ზეცას, მითანაგრძნო ამჯერად ურვით,
რა დაერქმევა მონატრებას შორეულ ბედის,
ანდა ხსოვნაში ხანჯალივით ჩატეხილ სურვილს.

და ძველ ჭრილობებს დროის ჩქარი მდინარე ლოკავს,
არ ილეწება თუმც ყოველი ჟამთასვლის კევრით,
რომ ვთქვა "მახსოვხარ" - ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა "მიყვარხარ" - ეს იქნება ძალიან ბევრი!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:02 PM | შეტყობინება # 134
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზედ იწვა.

მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უხმო ატირება...

მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაკრეფ ბაღში იასამნის რტოებს,
გეძნელება თქმა და მაგრამ მაინც მალე, მალე მიმატოვებ.

მითხარი და წადი, დამიტოვე სულში უსაშველო ბინდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი.

მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები,
შენზე ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები.

წავალ ისევ მარტო, და დამრჩება მხოლოდ უსახელო დარდი,
როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად ჰგავდი!

ლალი გულისაშვილი


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:02 PM | შეტყობინება # 135
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

სადღაც დაკარგულა ჩემი ბილიკები,
და ჩემს წყაროს წყალსაც სვავები მოსვამენ,
თუმცა ამ ბილიკებს მარტო მივიკვლევდი,
მაინც დავიკარგე მეორედ მოსვლამდე.

ჩემი ოცნებებიც სადღაც დაკარგულა,
ვცდილობ დავიჩემო აპრილი სანაცვლოდ,
მე მომენატრება დელგმა გაზაფხულის,
და როს სიყვარული ყინულებს დაადნობს

მოდი, მაპოვნინე ჩემი ოცნებები
და ეს თაიგული შენად დაიგულე,
მე კი ცელქ გრიგალებს ფრთებად მოვესხმები,
და შენთვის ავკონი მინდვრად თაიგულებს!

დარეჯან სუმბაძე


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz