რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:03 PM | შეტყობინება # 136 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მე კი მეგონა...
მე კი მეგონა ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის გულს ფიანდაზად გადამიშლიდით, თვალებში მენთო მოკაშკაშე სხივი ურიცხვი და თქვენ ჩააქრეთ, თქვენი სიმშვიდით...
მე გაჭრა მსურდა, სად? არ ვიცი, მსურდა კი გაჭრა, მეწადა კიდეც თქვენთან ერთად დაღლაც, შიმშილიც, მე მოვემზადე ასაფრენად, ავუშვი აფრა და... გავიყინე თქვენი სიმშვიდით!
მე კი მეგონა ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის, გულს ყვავილივით გადამიშლიდით!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:03 PM | შეტყობინება # 137 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მსურდა გვეფრინა და გვეფრიალა, ქარმა დაბერა და შენ შეგცივდა, რომ მასველებდა, წვიმა კი არა, თურმე შენს ცრემლებს ღვრიდნენ ზეციდან.
მძევლად ჩემს ფიქრებს შენ შერჩი მხოლოდ, ვერ ვხვდები საით მიჰქრის ცხოვრება, შენი ღიმილი ჩემია ბოლოს, მე ის ყოველთვის მემახსოვრება.
შენ ჩემთან მოხვალ ადრიან დილით, გაღვიძებული კვირტის გემოთი, რომ დაინახო, ნაცნობი ჩრდილი ჩემს გულში ჩუმად როგორ შემოდის.
მსურდა მეფრინა, შენ კი შეგცივდა, საითაც წავალ, ყველგან შენა ხარ, მე ჩამოვფრინდი მიტომ ზეციდან, შენი ღიმილი რომ დამენახა!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:04 PM | შეტყობინება # 138 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე ახალ თოვლში მოვძებნი შენს კვალს, მივეფერები თბილი თითებით, მერე მდუმარე ოთახში შევალ და მომირთავენ ფანჯრებს ფიფქები.
მე სპეტაკ თოვლში მოვძებნი შენს კვალს, და თუ წავაწყდი უცებ, შემთხვევით, გათელილ ფიფქებს გუნდებად შევკრავ და მოწიწებით იმას ვემთხვევი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:04 PM | შეტყობინება # 139 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მიყვარს - თქო კი არ წამომცდა, ვთქვი, გულახდილად ვთქვი... გაკვირდნენ, გაკრთნენ, გაოცდნენ: - გიყვარსო? ჰი! ჰი! ჰი!...
რაღა დროს სიყვარულია შენიო?! - პირში მითხრეს, წაველ და... როგორ დაღამდა არ გამიგია იმ დღეს!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:05 PM | შეტყობინება # 140 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| შენი მეუღლე
რატომ გგონია, რომ ჰგავხარ ტიტანს, სულ უმიზეზოდ როცა შეუბღვერ, შენ გიტანს და თან ყველაფერს იტანს, ო, რამდენს იტანს შენი მეუღლე!
ხშირად უხსენებ "ცოდვებს", ვით მითებს, და დაღვრემილი თითქმის შეუბღვერ, გითმენს და, რა ქნას, ყველაფერს ითმენს, ო, რამდენს ითმენს შენი მეუღლე...
მაინც არ სტოვებს ბავშვებს და ფუძეს, ძილი არა აქვს დღე - ღამ მოუღლელს, შენ გიძლებს და თან ყველაფერს უძლებს, ო, რამდენს უძლებს შენი მეუღლე!
გაჰყურებს შენს გზას, გაჰყურებს ნაძვებს, მიდი და კარი დროზე შეუღე, ჯერ კი სძლებს, მაგრამ როდემდე გასძლებს, როდემდე გასძლებს შენი მეუღლე...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:05 PM | შეტყობინება # 141 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
რომ შემეძლოს სათითაოდ შევაგროვებდი ყველა მთის ყვავილს და შენ მოგიტანდი... რომ შემეძლოს დროს ავაჩქარებდი, რომელსაც სიყვარული მივაბარეთ ორივემ და დროში მოგზაურობს ჯერ კიდევ ჩვენი შეხვედრის მოლოდინში. რომ შემეძლოს მთელ სიცოცხლეს გაჩუქებდი და მხოლოდ იმდენს დავიტოვებდი, რომ ერთი კოცნა მომესწრო შენთვის... მხოლოდ ერთი...
ამისთვის მართლაც ღირს სიკვდილი. რომ შემეძლოს დავთვრებოდი შენი სხეულის სურნელით და აღარასოდეს გამოვფხიზლდებოდი.
დილის ნამით დაცვარული იასამნებით დაგიგრილებდი გახურებულ მკერდს და არ გაგაღვიძებდი. მძინარეს ჩაგჩურჩულებდი ყურში, თუ რამდენს ნიშნავ ჩემთვის და როგორ მჭირდები...
დიდხანს მოვუსმენდი შენს სუნთქვას...
ძალიან, ძალიან ბევრს მოგეფერებოდი და არასოდეს მომბეზრდებოდა ეს! არც ამის თქმა მომბეზრდება არასოდეს, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:06 PM | შეტყობინება # 142 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
როგორ გულმოდგინედ მიილტვი სახლისკენ, როს ცოლთან ალერსი გშია, გსურს თმებში ჩააწნა მთელი გაზაფხული, ფერხთით გადაუგო ია.
და ხარ ბედნიერი, - გულწრფელად მშურს შენი, თუმცაღა ერთი რამ კია, შენს ცოლს რომ მარცხენა ძუძუზე ხალი აქვს, მას ჩემი სახელი ჰქვია!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:06 PM | შეტყობინება # 143 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მარტი მაჩუქეთ მისი ქოლგებით, მისი იისფერ - რუხი ავდრებით, მოდით და მნახეთ, ნუ დაიზარებთ, ხომ იცით, როგორ გამეხარდებით.
მაჩუქეთ მარტი, მისი დაქანცვით, მისი ხმებით და მისი ფერებით, ერთი ყვითელი ძაფი მზის სხივით და ენძელების თეთრი ყელებით.
მისი დაბნევით, მისი დათენთვით, ქარით - ცრემლით რომ სული ევსება, მარტი მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ, ძალიან ძვირად, მთელ ჩემს ლექსებად.
მაჩუქეთ მარტი მისი ქოლგებით, მისი იისფერ - რუხი დარებით, მარტი მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ ძალიან ძვირად, გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:07 PM | შეტყობინება # 144 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
როგორ დავემდურო ბედს, როცა შენ ამქვეყნად ხარ, არაფერს მოვითხოვ მეტს, რა უნდა მინდოდეს სხვა...
შენს ნახვას ამოჰყავს მზე, მამშვიდებს მე შენი ხმა, როგორ დავემდურო ბედს, როცა შენ ამქვეყნად ხარ!
მე ვერ მოვერიე თავს, კვლავ შენზე ოცნება მკლავს, შენს მეტი არავინ მწამს, შენ ქვეყნად არავინ გგავს. ვაითუ ეკუთვნი სხვას, ვაითუ ვერ ვძლიე თავს.
როგორ დავემდურო ბედს, როცა შენ ამქვეყნად ხარ!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:07 PM | შეტყობინება # 145 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| უსიყვარულოდ!
უსიყვარულოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან, უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!
გალაკტიონ ტაბიძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:08 PM | შეტყობინება # 146 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ადრეა ჩემი გათხოვება
უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ გვერდით როგორ დავუწვები, სერ, მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ, ხომ სირცხვილით დავიწვები, სერ.
მე ისეთი პატარა ვარ, მე ისეთი პატარა ვარ ჯერ, – მე რომ დედას მომაშოროთ, ცოდვა არის, ადრე არის სერ!
დედამ კაბა შემიკერა ლამაზი, წითელ-ყვითელ საკინძებით სერ, ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი თქვენ რომ გვერდით დაგიწვებით, სერ!
შემოდგომის უქმე უკვე გავიდა, გრძელი არის ზამთრის ღამე სერ, მე იმ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან, არ მეყოფა სითამამე სერ...
აგერ ქარმაც ჩამოჰყარა ფიფქები, ფოთოლიც კი არ ჩანს მწვანე ჯერ, გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები, მოდი მაშინ წამიყვანე, სერ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:08 PM | შეტყობინება # 147 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე - სიფრიფანა პატარა ქალი, შენ - გოლიათი ჩემგან ძლეული, შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი, ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ, ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი, მოდი და მხრებით გადმომახურე დიდი იმედის პატარა ქოხი.
მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე, მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც, მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი, ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს, შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული, შენ რომ გგონია შენ ამირჩიე, თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:09 PM | შეტყობინება # 148 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| შემომეყარა ყივჩაღი
შემომეყარა ყივჩაღი სამზღვარსა მუხრანისასა. პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი ხოხობისასა. ღვინო მთხოვა და ვასმიე, ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც მიმყავდა სიდედრისასა, - ან კი ცოლს როგორ მივსცემდი, შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა, მოზიდნა ნაწნავს თმისასა. შესტირა საბრალო ქალმა: „ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა“.
მეც გულმა ვეღარ გამიძლო, მოვზიდნე ვადას ხმლისასა, უმალვე იმან დამასწრო, ელვასა ჰგვანდა ცისასა, -
ახლა მე შემოვუქნიე, ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა. გავჭერი ცხენი და კაცი, წვერიც ვუწვდინე ქვიშასა, -
არ იყო ღირსი, მოშორდა ცქერას წითელის მზისასა. აქეთ მე ვკვდები, იქით – ის, ქალი წავიდა სხვისასა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:09 PM | შეტყობინება # 149 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე შენს გარდა არაფერი მაბადია, თავს იმეტებს უბედურის ხვედრად, ბედმა ძველი შეცდომები მაპატია, მაშინ, როცა შენთან შემახვედრა.
ბინდს ველოდი დაღლილი და დაქანცული და უეცრად ამობრწყინდა მნათი, შენ ხარ ჩემი საგანძური, სიკვდილამდე სალოცავი ხატი.
განა მართლა არაფერი მაბადია, მყოფნი კარგო საუკუნის ხვედრად, ბედმა მგონი ყველაფერი გვაპატია მაშინ, როცა ერთურთს შეგვახვედრა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:10 PM | შეტყობინება # 150 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი, მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი...
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი, გულში ჩამიკარი, გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია, სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი, ხელზე წაიკითხე ჩემი ბედისწერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო, მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი, მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა - სამსხვერპლოდან, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და ჩუმად აგატირებს სიჩუმის ტრფიალი, მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე, იქნება გვიანი.
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით. გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...
|
|
| |
|