რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:11 PM | შეტყობინება # 91 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს, შემოჩვეულ სევდას წვიმის ცვარი შლიდეს. იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს.
მინდა ვიყოთ ერთად, არა ვგავდეთ დიდებს, გიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს. მთელი ღამე თბილი, ხშირი წვიმით წვიმდეს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:13 PM | შეტყობინება # 92 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე!
არ დაიჯერო თითქოს მაკლიხარ, არ დაიჯერო თითქოს გინატრე, შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით, შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე.
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა, ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს, რად ვერ ამჩნევენ, რომ მზეებივით შენი თვალები დააქვთ ჩემს თვალებს.
როგორ თქვეს ჩემზე – ცხოვრობს ეულად, და გულზე დარდებს იკრავს ღილივით, სასაცილოა, რად ვერ შენიშნეს, ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.
უკვირთ, აღმართზე მყარად რომ მივალ, მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს, სასაცილოა, როდესაც ვტირი, ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ.
მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით, მინდა, ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო, და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ, ლექსებად მაინც გადავაქციო.
... არ მეშინია უკვე არაფრის, მე დასათმობი დავთმე ბოლომდის, დღეს სინანულის ქარი არა ჰქრის, დაუსრულებელს ვირჩევ მოლოდინს...
ჩემი სიკვდილი და დგომა ცალკე, ლექსების სიკვდილს რადგან მერჩივნა, მე მოველ შენთან, რომ დამეკარგე, და... სიყვარული გადამერჩინა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:13 PM | შეტყობინება # 93 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
არ დაგიჯერებ არც ერთ სიტყვას არ დაგიჯერებ, ეს განშორება არ იქნება გამოსავალი... არ დაფერფლილა სიყვარული მერწმუნე ჯერაც, არ დამიკარგავს ბილიკები შენკენ სავალი.
და ღამით ისევ შენზე დარდი გამომაღვიძებს, ქარი დამლანდავს სევდის ბაღში ჩუმად მოტირალს, ვხედავ სხვა კაცის სიახლოვე ისე გამშვენებს, ჩემთან ყოფნა კი გაუსაძლის ტკივილს მოგიტანს.
არც კი უკითხავს ბედისწერამ ისე გამტანჯა, მოდი, მომძებნე, გამიხსენი სულის სიმები, ისევ მე ვრჩები სიყვარულის ობოლ დარაჯად, ასე ვიქნები მანამ, სანამ გარდავიცვლები.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:14 PM | შეტყობინება # 94 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ჰაერივით და მზესავით მჭირდები, წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ და ასფურცელას ასი ფერით ვირთვები...
ბავშვობაში რომ დავკარგე ის თოჯინა მიპოვნია წუხანდელი სიზმარით, ვერ გავუძელ უშენობის ტკივილებს და ცხრა მთის იქეთ, ჯადოქრებთან ვიყავი...
ვერ მიწამლეს, დავბრუნდი და ეხლა მინდა ასკინკილა ვითამაშოთ თავიდან, კაკანათი კვლავ დავუგოთ ჩიორებს და არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან...
ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ხელისგულზე კვლავ გვირილებს ვიხატავ, ჰაერივით და მზესავით მჭირდები და წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:15 PM | შეტყობინება # 95 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
რომელსაც მე ვეძებ ის ქალი არა სჩანს, თუმცა კი ჩემს ირგვლივ ზღვა ცეცხლი კიაფობს, საიდან გელოდო, სად დავდგე დარაჯად, გიპოვო და ჩემი წუხილი გიამბო.
მკერდზე თავს მოგაყრდნობ, როგორც ნავსაყუდარს, ქარივით ვიცელქებ შენს გვერდით ხანდახან, შეგხედავ თვალებში, ახლობელს, საკუთარს, ოღონდაც მითხარი, სადა ხარ, სადა ხარ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:15 PM | შეტყობინება # 96 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
მინატრე როცა გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის, როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა, როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის, მინატრე, როცა თოვლისფერი აპრილი მოვა.
მინატრე ყველგან, სიყვარული დაგაკლდეს სადაც, როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი, მე შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთად მოვალ, როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი...
მინატრე ღამით, დამილოცე დეკემბრის თოვა და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის, მინატრე... როცა თოვლისფერი აპრილი მოვა, როდესაც ჩემო, გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.
მინატრე...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:16 PM | შეტყობინება # 97 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
მახსოვს, იგრძენი ხეივანი, მთვარის დუმილი და სიყვარული შემომფიცე ღიმილით მერე... მე დაგიჯერე, რადგან არის ქვეყნად ტყუილი, რომელიც გინდა დაიჯერო და დაიჯერებ!..
და აი, ახლა, როს უმთვარო ღამეს მინათებ, შენ გაიღიმე და ის ფიცი უარყავ მერე... არ დაგიჯერე, რადგან არის ქვეყნად სიმართლე, რომელიც გინდა არ გჯეროდეს და არ იჯერებ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:16 PM | შეტყობინება # 98 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს, გამიღვიძებდეს წამით იმედებს, ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს,
მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას მისი თვალების ჩუმი ბრძანება, გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს ჩემი ლომური ამპარტავნება.
არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე, არა და არა, არ დავირცხვენდი, ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს, გახელებამდის, თავდავიწყებით..
ოღონდაც, ღმერთო, გარდასულ ყრმობის ისევ მარგუნე უცხო თრიაქი, ის ღვთაებრივი მაცდური თრობა, შიში, ცახცახი და ფორიაქი.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:17 PM | შეტყობინება # 99 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
გაზაფხულია, რამე ინატრე, განა ყოველთვის გაგაწბილებენ, განა ყოველთვის ცას და სინათლეს თვალახვეული ანაწილებენ...
ხედავ? იებმა გადაგირბინეს, შეგაბეს ყელზე ლურჯი ეჟვნები, აწი საითაც უნდა გაფრინდე, შენ არავისში არ შემეშლები…
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:17 PM | შეტყობინება # 100 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
გაზაფხულია, მაშინ, როცა გაიხდის კაბას ტუჩალეწილი ალუბალი და მიხვდი აბა - ცაცხვის ყვავილთან რატომ ცეკვავს მთვრალი ფუტკარი? აბა, მიდი და- გიჟი ხარო, მიდი, უთხარი...
გაზაფხულია, თუ გიყვავის ხმაში იები, გზას არ გითმობენ ნაგიჟარი აკაციები, გაზაფხულია, თუკი მკერდზე გასკდება კაბა, თუ შენს ტუჩებზე ნექტრად ჟონავს ველური ხსენი... გაზაფხულია, აპრილია, რა არი აბა, ალუბალივით ბოლო ღილი თუ შევიხსენი.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:18 PM | შეტყობინება # 101 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მოდი...
მოდი, სანამდე ალუბლის კვირტებს მკერდზე ასკდებათ თეთრი საკინძე, როცა სხეულში გაზაფხულს იგრძნობ, გულიც უჩემოდ როს ვერ გაგიძლებს.
მოდი. სანამდე ტყეს ხარირემი შეჰბღავლებს და ფურს დაუწყებს ძებნას, სანამ ნიავი ნაზად დაჰქროლავს, ჩაეხუტება მთრთოლვარე ძეწნას.
მოდი, სანამდე ატმის ყვავილებს ეს ვარდისფერი კაბა დაეხათ, და ამ წითელი ბროწეულის ხეს ყვითელი ფუტკრის ჯარი დაეხვა.
მოდი მანამდე, სანამ იქუხებს, ფეთქვას დაიწყებს ზეცა – უმანკო, სანამ ყოველი მიჯნურს შეხვდება და ჯერ დაეძებს უმისამართოდ...
მოდი, სანამდე ოქროსფერი მზე ველ-მინდვრებს მწვანედ ააელვარებს, მოდი ვნებით და ალერსით სავსე და გაზაფხულად გადმომეღვარე.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:19 PM | შეტყობინება # 102 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ვარდისფერი ოცნებებით მათოვდები და მზის ცხელი სხივებივით მათბობ, ცივ თოვლს ერთად ფანტელებად ვაყოვნებდით, აი, ახლა სიზმარშიც კი გნატრობ.
გაფრენილი პეპლებივით მაშფოთებდი, ვიცი, შენს გულს არასოდეს მანდობ, გაყინული, ღამეებით შემოსილი უშენობას შენს გარეშე ვდადობ.
ახლა უკვე გვიანია ყველაფერი, დრო გაივლის დარდს წაიღებს წლები, ვარდისფერი ოცნებებიც გაქრება და გამიქრება მოგონილი ფრთებიც.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:20 PM | შეტყობინება # 103 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
შენ გქვია ქალი, თორემ ისე ჰგევხარ გაზაფხულს. ზამთრის მკვლელ მზიურ სითბოსა და სხივთა ნაკადულს. გადაჭრელებულს, მოქარგულს და ღმერთის დახატულს. შენ ყველა კაცი ქალს გიწოდებს, მე კი - გაზაფხულს!!!.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:20 PM | შეტყობინება # 104 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ფიქრი ფიქრად დარჩეს… ვეღარ გადამარჩენს. მორჩა ნაფიქრალი თავნება. წლები დავითვალე, ნუთუ დავიღალე, ნუთუ ყველაფერი მთავრდება..
რჩება სინანული სულში მიმალული, წლები ნეტა საით წამიყვანს, ცრემლი დავატანო და ქარს გავატანო? არა, დავიწყება არ მიყვარს.
მე სულ აქ ვიქნები, ლექსში ავინთები, ლექსად მოვალ როცა მინატრებ, მე ხომ ის ვიყავი, ცა რომ გაგიყავი, ახლა დარჩენილსაც გინათებ.
წლები გამეცალა, ფიქრი არ მაცალა.. მიდის და წამებსაც არ მარჩენს. მაინც აქ დავრჩები, ლექსში გადავრჩები, ლექსად მოგიყვები დანარჩენს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:21 PM | შეტყობინება # 105 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
იყიდეთ ვინმემ, დაფლეთილი არ გინდათ გული? წამით შეჩერდით, იაფია თანაც ძალიან. არა, საერთოდ არ სჭირდება ოქრო და ფული და რაც აკლია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბრალია.
გაგეცინება, თბილი სიტყვა სჭირდება ერთი, რატომ ან რისთვის გევედრებით, შემდეგ განსაჯეთ, არა, კისერზე ცოდვა არ აქვს კაცის და ღმერთის, ის ჭეშმარიტი სიყვარულის მუხლით დასაჯეს...
და ერთ თბილ სიტყვას, ერთ თბილ სიტყვას ვინც გაიმეტებს, თუნდ ტყუილების გახვეული იყოს გუდაში, და ვინც გათელილს ამიშენებს ისევ იმედებს, დარჩენილ დღეებს უყოყმანოდ მივცემ ხურდაში.
თუმცა მყიდველმა უნდა დადოს ერთი პირობა, უყვარდეს მხოლოდ პოეზია და სილამაზე, სწამდეს ნამდვილი სიყვარულის უნაპირობა, სძულდეს ყოველი ბოროტება ამ ქვეყანაზე.
რატომ დაფიქრდით, მხოლოდ თქვენგან ველი განაჩენს, ნუთუ იმედის ნაპერწკალსაც არვინ მპირდება, უფსკრულის წინ მდგარს კვლავ სიკეთე თუ გადაარჩენს, თორემ ტანჯვაა, მესაფლავე არა სცილდება.
და ერთ თბილ სიტყვას, ერთ თბილ სიტყვას ვინც გაიმეტებს, თუნდ ტყუილების გახვეული იყოს გუდაში, და ვინც გათელილს ამიშენებს ისევ იმედებს, დარჩენილ დღეებს უყოყმანოდ მივცემ ხურდაში.
|
|
| |
|