რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:31 PM | შეტყობინება # 511 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
- ეწევი? - კითხულობ დახრილი თვალებით და თითქოს შეკითხვებს მაპარებ შერჩევით... კითხვაზე ვიცინი და მერე პასუხით გაკვირვებ, როდესაც ვამბობ, რომ ვეწევი:
ვეწევი ყოველდღე პოეტურ ცხოვრებას, წინასწარ არცერთი დღე არ მაქვს გათვლილი, ფურცლიდან ფურცლამდე თავისით გადის დრო და ვცხოვრობ უბრალოდ პოეტი ქალივით.
ყოველ წუთს ვეწევი სიცოცხლის სიყვარულს, სიცოცხლეს თვითონაც ვუყვარვარ, მჯერა და თუ ზოგჯერ ყველაფერს შავ-თეთრად აღვიქვამ, ხანდახან შავ-თეთრსაც ვუყურებ ფერადად.
ვეწევი მე ჩემს ბედს ნაჩუქარს ღმერთისგან, ბევრ რამეს აწმყოდან წარსულთან ვეწევი და თუ რეალობა სურვილთან შორია, გასწევ თუ გამოსწევ, მაინც დგას კედელი...
სხვა თუ არაფერი, ვეწევი სიყვარულს, თავის დარწმუნება ხომ მაინც შევძელი იმაში, რომ როცა ვერავის შველიან, ხანდახან ცრემლებიც ხდებიან ზედმეტი...
- ეწევი? - კითხულობ დახრილი თვალებით და თითქოს შეკითხვებს მაპარებ შერჩევით... სიგარეტს არასდროს! ისე კი, მის გარდა ხომ ხედავ, თუ რამდენ რაღაცას ვეწევი?!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:32 PM | შეტყობინება # 512 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| "ო რა მაგარი ქალი ხარ!"
უდაბნოში რომ აღმოვჩნდე შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ, დასაწყისშივე გეტყვი რომ "ო რა მაგარი ქალი ხარ!"
შავი ღვინის გაქვს ტუჩები მაშინ როდესაც ლოთი ვარ, და როცა თრობა მინდება მეც შენთან სტუმრად მოვდივარ.
აი მაშინ კი დავთვრები, ჩავიძირები სასმელში, იმას ალერსით გადმოგცემ, რასაც ვერ გეტყვი სათქმელში.
ცხოვრებას რისკით შევხედავ, სიკვდილ სიცოცხლის მკვლევარად თუ მთამსვლელობა შევძელი მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.
ღრუბლებს კი ნუ ემალები გიხდება მათგან გამოსვლა, და როცა მწვერვალს დავიპყრობ, შენ მზის იქნები ამოსვლა.
ვარდების ზღვაში გიხილე ლექსი გიძღვენი უთქმელი, ვარდებს სურნელი აღარ აქვთ ვარდებს აქვთ შენი სურნელი.
ხედაც რა ქალი ყოფილხარ? შენკენ ლტოლვა რომ დიდია, ეს ვარდები კი სუყველა, გრძნობებით მოქარგულია, არცერთი არ მიყიდია, სუყველა მოპარულია.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:34 PM | შეტყობინება # 513 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ზოგჯერ ცრემლებით გაილუმპები, ცხოვრება დარდებს ისე მოგისევს, წამიც და ალბად დაიღუპები, მაგრამ ვიღაცა სულზე მოგისწრებს.
არ მოგასვენებს, არ დაგაძინებს, სხეულში ჩამდნარ სიმებს მისწვდება, გაიცინებს და შენც გაგაცინებს და ტკივილებიც დაგავიწყდება.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:35 PM | შეტყობინება # 514 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
მოდი დამებედე, თორემ აგვიცივდა ვიცი გავგიჟდები სანამ გაამარტებს, ვიდრე ნაბავშვები გრძნობა გაგვიცივდა, მოდი თორემ თოვს და უფრო დაამატებს.
მინდა დამებედო... როგორც არასოდეს, თორემ უშენობა სულში დაფარფატებს, შენი სიყვარული ჩემთან ბაასობდეს, მოდი თორემ თოვს და ღამით დაამატებს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:36 PM | შეტყობინება # 515 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| თანხმობა
მადლობა უფალს, არ მომკლა ისე, შენი ღიმილი რომ არ მენახა, ამ გულს თავიდან მოგიძღვნი ისევ, რომ მოგეხვიო მერე ხელახლა.
ის დღე არასდროს გაფერმკრთალდება მერე რა წლები თუკი წავიდა? მიწაზე რაღაც თუკი მთავრდება, შენ შეგიყვარებ მაინც თავიდან...
დრო მოგონებებს ისე ვერ წაშლის, ის წამი თუ არ შემოინახა, როცა სიყვარულს მოგთხოვ ზეცაში, შენც დამთანხმდები ვიცი ხელახლა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:37 PM | შეტყობინება # 516 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ჩემი ნაოჭი მინდა გიყვარდეს, თვალების ქვეშ რომ ხაზავს რვიანებს, ვერ ამიტაცებ ხელში აწი და ჰაერშიც ვეღარ დამატრიალებ...
რა ვუყოთ მერე? ჩვენ არ ვიდარდოთ, ჩვენს ნაცვლად დარდი ზიდოს ფიქრებმა, ჩემი დამჭკნარი პეშვიდან წყალი, ისევ ისეთი ტკბილი იქნება.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:40 PM | შეტყობინება # 517 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ქალის სურნელი
მე მოვედი და მოვიტანე სურნელი ქალის, ტრფობით და ვნებით ავსებული შლეგი სხეული, მზედაკრულ მკერდზე აბურცული საკოცნი ხალი და ლტოლვა, ლტოლვა მამრისაკენ მდედრისეული.
შენ მოხვედი და ჩამიქსოვე სულში ტკივილი, ყველა იმედი დამიკოცნე სუსხიან ბაგით, შემომახვიე მარტოობის ცივი კივილი და ეხლა ასე უსასოო, შილიფი კაბით
ვდგევარ სფინქსის წინ მუხლმოყრილი, როგორც მეძავი, უტყვ პირამიდებს შუაღამის ელვა ანათებს, შენზე ფიქრები სიძულვილის კარებს ლეწავენ და ცხელ ქვიშაში აგორებენ ბედის კამათელს.
შაში... დუშაში... უეჭველად აზარტიც მოვა, სპილოსძვლისფერი დათამაშებს თითების ჩრდილში, მე მოვედი და მოვიტანე ალერსის თოვა, შენ მოხვედი და მომიტანე წაგების შიში...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:41 PM | შეტყობინება # 518 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
მარტის ბაგეს ქალის სუნი ახლავს, აპრილს დარდი შეჰპარვია თითქოს, მაისი კი, ვარდთ მოუთხრობს ამბავს, ივნისს, როგორ უსაჩუქრა სითბო.
ივლისის თვეს გათეთრდება ღამე, აგვისტოში ასიცხდება ვიდრე, სექტემბერი მოგვიყვება რამეს, თუ ოქტომბრის ხვავ-ბარაქა ზიდე.
ნოემბერი ყვრიმალებში გასცრის, დეკემბერი ფიფქით ხატავს ამბავს, იანვარი ქათქათა და მკაცრი, მოგვიყვება თოვლის ბებოს ზღაპარს.
თებერვალი წყალს ჩაგვიდგავს ხეში, ამღერდება ნაზამთრალი ქარი. სიგიჟის და სიყვარულის თვეში, მარტს საოცრად ალამაზებს ქალი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:42 PM | შეტყობინება # 519 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ჩემთან მოდი
იცი, გულში რა ძალიან თბილა? ასე ყოფნა, სულ არაა რთული, შენ ხარ, ჩემი საოცარი – დილა, და შენს გამო, მიფრთხიალებს გული.
მზეს და მთვარეს, შენს სიყვარულს ვუმხელ, და სხივები მინათებენ, დილას, მომიყევი, რა გადაგხდა წუხელ, მოდი, გულში, იცი, როგორ თბილა...
შემატოვე ღამე, წასულ სიზმრებს, მომეპარე, და მაკოცე ფრთხილად, შენთან, გულში შემომიშვი ისევ, გაზაფხულით დამინამე დილა.
შენ ხარ ჩემი წარსული და აწმყო, ჩემი ლოცვა, ოცნება და დარდი, მე ხომ დილას, შეუძლებელს არ ვთხოვ, როცა მოვალ, არ წახვიდე, დამხვდი...
იცი, წუხელ რა ძალიან მაკლდი? ვიცი, მალე გათენდება დილა, შენს გულში თუ, ვერ მომიჩენ ადგილს, ჩემთან მოდი, ჩემთან უფრო თბილა...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:42 PM | შეტყობინება # 520 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით, მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი, ჩემს წასალეკად და გასატანად და არსაიდან არის საშველი...
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება, და მზიან გულზე დარდად მოწოლა ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად...
შემოგადნება სხეულზე კაბა, როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი, და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად, შენი ღვთიური, რძისფერი ტანი...
მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი, თავდავიწყებას რადგან მპირდები, მე ცარიელი ვარ კალაპოტი, და ამომავსე შენი ზვირთებით...
ველური მზერით გიყვარს თამაში, ჩემს წინ ამაყად, ველურად დგომა. ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში, შენ, გაზაფხული და შემოდგომა...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:43 PM | შეტყობინება # 521 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ეგ საოცარი ბროლის ყელი და ფიქალ მკერდზე, თეთრ ღილ-კილოდან ასხლეტილი ოქროს ღილები… ჯოკონდას ღიმად ჩამოქნილი სახის ნაკვთები და ეგ თვალები, მოლოდინით გადაღლილები…
თითქოს მიხმობენ ლაჟვარდებში სახეტიალოდ და მეც მოვადექ შენი ზეცის მაღალ კაბადონს… ამ ჩემი სულის ამღერებას, ლექსთა კონებად - მხოლოდ შენ გიძღვნი – შენ, ყველაზე ლამაზ ქალბატონს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:44 PM | შეტყობინება # 522 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
მერე რა მოხდა თუ დავალ, კვლავ მარტოდ-მარტო ეული. იანვარივით სუფთა ვარ, მარტივით გადარეული.
მერე რა მოხდა თუ დღემდე, არ გამიმართლა ცხოვრებამ. რა მოხდა თუკი ვერ შევძლე, სამოთხის გამოგონება.
მერე რა მოხდა თუ გზები, უსწორ-მასწოროდ წავიდა. მაინც შენზე ფიქრს ვუნდები, ოცნებებს ვიწყებ თავიდან.
მერე რა მოხდა თუ შენი, ალერსი მე არ მეღირსა. უკვე ხომ ვერას ვუშველი, მაგრამ კვლავ მჯერა ბედისა.
მერე რა მოხდა თუ დღემდე, აქ ვერ გამიგეს აზრები. მერე რა მოხდა, გთხოვთ მენდეთ, წამითაც არ გავბრაზდები.
მერე რა მოხდა თუ დავალ, კვლავ მარტოდ-მარტო ეული. იანვარივით სუფთა ვარ, მარტივით გადარეული.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:44 PM | შეტყობინება # 523 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| შენი კოცნა მაკლია...
შენი კოცნა მაკლია და გაბუტული ტუჩები... შემოდგომა შიშველი, შენს სიყვარულს მპირდება. ... დაუბერა ქარმა და აშრიალდნენ ქუჩები, მე კი, შენზე ვფიქრობ და ისევ, შენთან მინდება...
თავზე ფიქრი მაყრია და შემოდგომის ფერები... მეცემიან ლოყაზე, წვიმის თეთრი ლაქები, მოვალ ჩუმად გაკოცებ, მერე მოგეფერები... ისევ გაგაგიჟებ და ისევ ჩუმად გავქრები.
შენი კოცნა მელის და ჩამოქნილი თითები, ჩემს სხეულზე მალიმალ, ზოლად ეფინებიან, გარინდული გისმენ და შემომაწვა ფიქრები, თავბრუს მახვევს თითები და არ მერიდებიან...
ეგ თვალები ფიქრის და მონატრების ფერია, გახსოვს? რომ გიკოცნიდი, თვალებს უფრო ხუჭავდი, დამიჯერე, უშენოდ ეს ცხოვრება ძნელია. სიყვარულის გარეშე კოცნა არაფერია...
შენზე ნატვრით რამდენჯერ, დამელია წუთები, ვიცი ისევ გიყვარვარ, მაგრამ არ მეუბნები, მთელი წლები უშენოდ, მხოლოდ გავლას ვუნდები, და დღეებიც მიჰქრიან, თავგზააბნეულები...
ცქერით ბევრი გიცქერის, ცოტანი თუ ხვდებიან რა ლამაზი გული გაქვს და, რა საოცრად ჩემია, მე სიცოცხლეს გაჩუქებ, შეშლილსა და ვნებიანს. ჰოდა, უნდა მოხვიდე... მეტი რა დაგრჩენია?
შენი კოცნა მაკლია და გაბუტული ტუჩები...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:46 PM | შეტყობინება # 524 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი, შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები, შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად გაჰქრი... საით გაჰყევი ქუჩებს, სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ... ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ, ჩემი ყვირილი გაეგო ქარში.....
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:47 PM | შეტყობინება # 525 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
სიყვარულს გულში ვერ გავივლებ, ჩემთვის ღიმილიც არ გემეტება, ზურგსუკან დამალულ ყვავილებს, შენი ნაზი სუნთქვა ენატრება.
სახურავზე ყინვის ლოლოები, შევყურებ სინათლეს აივანზე, ჯიუტად ბოლომდე გელოდები, სიზმარში დანიშნულ პაემანზე...
|
|
| |
|