რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:10 PM | შეტყობინება # 151 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე ახლა ისევ ცელქი მარტი ვარ და აპრილობას ნუ მოინდომებთ, ასე მგონია ძალზე მარტივად, ძალზე უბრალოდ გამოგიგონეთ.
სიო ჩემს თმებში დაქრის და ცელქობს, და გაზაფხულით ვარ ავსებული, მე აღმოჩენის უფლება მერგო მხოლოდ და მხოლოდ არარსებულის!
...და სულზე ისევ სევდამ დათოვა, ვინ დამაბრუნებს ჩემს სამყაროში, ყველა წავიდა, ყველამ დამტოვა და შევრჩი დღეებს, წვიმით გათოშილს.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:11 PM | შეტყობინება # 152 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| დავაგვიანე
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო, იღვიძებდა გაზაფხული იაში.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე!
რიგში იდგნენ ჭაბუკები, თუმც უმეტეს - ქალები, შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა - გაურიყავი, სიყვარულის რიგში, ღმერთო, აქაც ბოლო ვიყავი.
რომ მეთხოვა, იქნებ ჩემთვის ვინმეს რიგიც დაეთმო, რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო,
მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო, სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
სიყვარული დამითმეო, - ვისთვის მეკადრებინა, სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა?
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო, იღვიძებდა გაზაფხული იაში.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა - გაურიყავი, სიყვარულის რიგში, ღმერთო, აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ, კითხვიანი თვალებით, "სიყვარულით" ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.
შერჩენოდა წიგნის თაროს, ერთადერთი კრებული, და გამყიდველს ისიც სხვისთვის ჰქონდა გადადებული.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, უსათუთეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე!...
ჟუჟუნა შაინიძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:11 PM | შეტყობინება # 153 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| სიყვარულო, ძალსა შენსა
სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს? ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს? შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს, და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!
სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა, სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა; ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა, გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.
შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის! თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის? ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის, მაშა ცუდია, თუ მასში სიბნელეც არსით ერევის!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:12 PM | შეტყობინება # 154 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.
ტანჯვა - განსაცდელში თვალნი მიურიდენ, სული მოუვლინე ისევ შენმიერი, დილა გაუთენე ისევ ციურიდან, სული უმანკოთა მიეც მშვენიერი.
ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:13 PM | შეტყობინება # 155 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| დავბერდი? - არა!
ცხოვრებისაგან წყალწაღებული მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული, გალაღებული მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, რა დააბერებს სულზე უტკბესო!
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს.
და თუ ხანდახან ფშატის ხესავით, ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, - გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი, დაუკვნესავი ვერ შეველევი.
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, რა დააბერებს სულზე უტკბესო!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:13 PM | შეტყობინება # 156 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე ისე დიდი ალერსი შემხვდა, არ ესიზმრება ალბად არავის, ღამემ უთეთრეს მერანზე შემსვა და მთვარისფერი მომცა კარავი.
უფრთხილდებოდა სიყვარულს ჩემსას მარად ჩუმი და ყველას მფარავი, მე ისე დიდი ალერსი შემხვდა, არ ესიზმრება ქვეყნად არავის.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:14 PM | შეტყობინება # 157 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| სიყვარული გალაპარაკებთ
ჩამოჰყრის მთვარე სინათლის გირჩებს და ღამის ტანზე ქარგავს არაკებს, მე ახლა ისევ სიჩუმეს ვირჩევ, თქვენ - სიყვარული გალაპარაკებთ?
გაივლის ღამე, ალბათ დილამდე გამოიდარებს ჩემი დარდები, და მერე, სანამ კიდევ იავდრებს, მცირე ხნით სადღაც დავიკარგებით.
წვიმა გვიკითხავს ახლა განაჩენს სასოწარკვეთით და გაფითრებით, ჰო, სიყვარული უნდა გადარჩეს, ვიქნებით ქვეყნად, თუ არ ვიქნებით.
ჩამოყრის მთვარე სინათლის გირჩებს, და ღამის ტანზე ქარგავს არაკებს, მე ახლა ისევ სიჩუმეს ვირჩევ თქვენ - სიყვარული გალაპარაკებთ?
ცირა ბარბაქაძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:14 PM | შეტყობინება # 158 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| საახალწლო მილოცვა
შენ ახლა შორსა ხარ და შენი ღიმილიც წარსულის ნაღვლიან ოცნებას მინათებს, არც ჩემი ხმა გესმის, არც გულისტკივილი, და ობლად ციმციმებს ობოლი სინათლე...
მარტო ვარ, ახალწლის ღამე იფერფლება, შორს ლურჯი ვარსკვლავი რაღაცას მანიშნებს, ფიფქები ცვივიან ვით მკვდარი პეპლები და უხმოდ ფარავენ ჩვენს გაყრილ ნაბიჯებს...
და მაინც, მომავლის იმედი არ მტოვებს, ამშვენებს ამ ღამეს, ამ ცისფერ ღვინოსაც, ჩვენს პირველ შეხვედრებს რაც უნდა ათოვოს, ბედნიერ ახალ წელს ჩურჩულით გილოცავ!...
ოთარ შალამბერიძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:14 PM | შეტყობინება # 159 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მას ქერა თმები უყვარდა მუდამ, მე კი შავი თმის ბუჩქი მეფინა, მას რომ ლექსები საოცრად სძულდა, მე უამრავი ვუთხარ ზეპირად!
წავიდა იგი, მაინც წავიდა, სხვა სიყვარულის განკარგულებით, დამრჩნენ ხელები მზით დამწვარნი და თვალნი სალექსეთ განაბულები!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:15 PM | შეტყობინება # 160 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| იები
გუშინ სიხარულმა დამამუნჯა, რწმენით გამინათა მარტო სული, იები შემომხვდა ბღუჯა-ბღუჯა, ხევში, სიპ ლოდებზე ამოსული!
ვიწამე ზღაპარი სინამდვილედ, იმედით ავივსე მარტოსული, მას შემდეგ ცხოვრებას მიადვილებს, იები, სიპ ლოდზე ამოსული!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:15 PM | შეტყობინება # 161 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ცვრიან ბალახზე თავს იკლავს მუზა, კვირტებს დასცვივდა ცეცხლის ალები, გაზაფხულს სუნთქვა გახშირებია, გადავსებია ვნებით თვალები...
და როცა შენში სიყვარულია, ჩემში თავს იჩენს შლეგი სიგიჟე, და როცა სული ყველაფერია, გრძნობას არა აქვს თურმე სიდინჯე.
ცვრიან ბალახზე ატირდა დილა, სიყვარულს ცეცხლის ენთო კოცონი, ზოგჯერ სიგიჟეც სიყვარულია და თვითმკვლელობის დიდი კორტოხი.
გაზაფხულს სუნთქვა გახშირებია, იების გვირგვინს ის იდგამს კრძალვით, ზოგჯერ წუხილიც სიყვარულია, შემოპარული ფანჯრიდან ღამით.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:16 PM | შეტყობინება # 162 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
წინ ზღვა არის სუროსფერი, ცრემლი სადღა დაატიოს, ტირის მერი, ტირის მერი, ტირის მერი გალაკტიონ!
ტირის შენი ლექსის პწკარი, შეფრენილი ლურჯა ცხენებს, მოყვავილე ატარებს ცვარს, მოწვეთავს და არ ასვენებს.
არ ასვენებს ნაზ ქალიშვილს შენზე ფიქრი, შენზე დარდი, ფიანდაზად გულს გაიშლის და მარტოკა ბაღში დადის.
სხვაგან რომ ვერ დაგინახავს, ეკითხება მტკვარს და რიონს, სად გეძებო, საითა ხარ, სად შეჩერდი, გალაკტიონ!
იქნებ წახველ ბეთანიას, იქნებ რიწა აგიბრწყინდა, იქნებ სული მწუხარეა, მოგენატრა ნიკორწმინდა!..
ღამე ვისთან გაათიე, ჩუმად რატომ გეცინება, ღამის სამი საათია და მერის არ ეძინება...
წინ ზღვა არის სუროსფერი, ცრემლი სადღა დაატიოს, ტირის მერი, ტირის მერი, შენი მერი გალაკტიონ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:16 PM | შეტყობინება # 163 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ღვინო ავკრძალე, მაგრამ ფეხი მაინც მერევა,- უღვინოდაც მათრობს რადგან შენი მშვენება!
სიტყვა არ მეშლება, მაგრამ ლექსი მაინც მერევა, ერთმა შეიწირე, რადგან მთელი ჩემმიერება.
ლამის არი გადამრიონ მთებმა, ზვრებმა, სერებმა, იცის ღმერთმა, მაინც შენ ხარ ჩემი ბედნიერება!
მ. ფოცხიშვილი
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:16 PM | შეტყობინება # 164 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ქართული სული გავშალე სუფრად, ქართული გული ჩამოგირიგეთ, ქართული ლექსი შემოვდგი სურად და სიმღერები მყავს მერიქიფედ!
გულს ვინც ჰგონიხარ, მართლა თუ ის ხარ, და აღტაცებით სხვას არ გამსგავსებს, მაშ გაუმარჯოს შენს გულის ბუხარს, მცხუნვარებით და ნათლით რომ მავსებს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:17 PM | შეტყობინება # 165 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ალავერდს თქვენთან გადმოვდივარ, უარს ნუ მეტყვით, დაბადებიდან ვისაც გული თან დაგყოლიათ, ვისაც გიზიდავთ ბობოქარი გრძნობები მკერდით, ტრფობის ზიარი, გულის სწორი ვისაც გყოლიათ.
ჰეი, თქვენ, ვისაც სიყვარულის ძალა გიგრძვნიათ, წამით შეჩერდით, სადღეგრძელო ისმინეთ ჩემი, ისმინეთ, ვისაც ტრფობის თასი გამოგიცლიათ, შეჩერდით, მოდით, დღეს ჩემს სუფრას ღიმილი შვენის...
დღეს მე ამ ქვეყნად ყველა კაცზე ბედნიერი ვარ, ჰეი, მიჯნურნო, მაშ, დალოცეთ ჩემი რჩეული, ნუ მერიდებით, ლოთი არა ვარ, ღვინო არ მათრობს, ტრფობით თრობას ვარ შეჩვეული!...
ალავერდს თქვენთან გადმოვდივარ, უნდა დაგლოცოთ, დაბადებიდან ვისაც გული თან დაგყოლიათ, ყველა ნორჩ გრძნობას სიყვარულის გზა დავულოცოთ... ტრფობის ზიარი, გულის სწორი ვისაც გყოლიათ!
|
|
| |
|