რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:31 PM | შეტყობინება # 2 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მაესტრო
მაესტრო თეთრი კლავიშები თითებს კოცნიან, სული ცახცახებს და თვალებში იწვება ღამე, მე თქვენს თვალებში ულამაზეს სიმღერებს ვხედავ, ჩემი გრძნობისაც დაუკარით, მაესტრო რამე!
მაესტრო, გესმით კლავიშები როგორ კვნესიან? სადღაც კუთხეში ერთი შავი კლავიშიც გიცდით, უთქმელი თხოვნა შემისრულეთ ძვირფასო ჩემო, მაესტრო, ჩემი სიყვარულის კლავიშსაც მისწვდით!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:38 PM | შეტყობინება # 3 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ, ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ...
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს, ვერ გპოვე ვერასდროს, ვერასდროს, შენი მე სახება დამდევს თან ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან.
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:38 PM | შეტყობინება # 4 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ის ხარ თუ ჰგავხარ...
მაეჭვიანებ მორცხვი ღიმილით, და შემოდგომას მიდარებ ზამთარს, შემომეხიზნა ეჭვის ტკივილი - მე რომ ველოდი, ის ხარ თუ ჰგავხარ?
თაფლა თვალებში ვეძებ ნაპერწკლებს, რომ კვლავ ავანთო ცეცხლი, რაც ჩაქრა. ვეჩურჩულები ხელებს საფერებს - მე რომ ვეძებდი, ის ხარ თუ სხვა ხარ?
მიდის ზამთარი ზანტი ზმორებით და სულ არა გავს შარშანდელ ზამთარს, ვართ ტკივილებით თითქმის ტოლები და ვეძებ, რაიც სიხარულს ახლავს...
ის თუ არა ხარ, ვისაც ველოდი, თუ კვლავ ვცდები და უბრალოდ ჰგავხარ, დავიღუპები, ვერ გადავრჩები, ვერ გადავიტან ამ მგლისფერ ზამთარს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:40 PM | შეტყობინება # 5 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * * დრო იყო და ბილიკ - ბილიკ დავფრინავდით, და ფეხს ფრთხილად გვიკოცნიდა კამელია, მერე წახველ, ძლიერ, ძლიერ დაგვიანდი, და მეც თმაში ალაგ ვერცხლი გამერია.
მხოლოდ ერთმა იცი, არ ვარ შორეული, მხოლოდ ერთი მიხვდები და გამამართლებ, რად ვწითლდები, როცა ოდნავ მორეული ეს ჭაღარა მაგ გიშრის თმას გაანათებს.
ზიმზიმებენ ღამისფერი შენი თმები, ჩემი თმა კი უკვე გიშერს აღარ ისხამს, და მრცხვენია, და მრცხვენია, გეფიცები, ცალკე შენი, ცალკე ჩემი ჭაღარისა...
ჭირხლია თუ თმას გაევლო თეთრი ბრწკალი, და ფიფქადა არ გადნება არასოდეს, მომისწარი, მომისწარი, მომისწარი, სანამ სულმთლად დამათოვდეს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:41 PM | შეტყობინება # 6 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
თეთრ ტაძარში თეთრი ფანტელები ცვივა, სადა ხარო? კითხვით დაღლილიყო წვიმა, ამ ლურჯთვალა იებს მოჰყვებაო მარტი, ნამთვრალევი დამდევს მარტოსული დარდი.
იცრემლება მთვარეც და მდუმარე მისმენს, მეკითხება დღემდე სიმარტოვის მიზეზს, ქარტეხილი მძაფრი მოვარდება ისევ, ღამის მწუხრის ფერი გადარეკავს ნისლებს.
შემოირბენს ჩემთან წუთით შენი წვიმა, თეთრ ტაძარში თეთრი ფანტელები ცვივა... დავუღლივარ ლოდინს, შეწყვეტილა სუნთქვა, ქარი ისევ ქრის და სხვის არიას უკრავს...
დღეს ლურჯთვალა იებს მოჰყვებაო მარტი, ნამთვრალევი დამდევს მარტოსული დარდი, ნეტავ სად ხარ, დღემდე გეძებს ჩემი წვიმა, თეთრ ტაძარში თეთრი ფანტელები ცვივა!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:41 PM | შეტყობინება # 7 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ქორწილი ზეცაში
შენი სუნთქვა წმინდა სანთლებს აქრობს, ო, ბაგეო, ლოცვა რისთვის აცხოვლე, შენ ხარ ჩემი იდუმალი საქმრო, მე ვარ შენი სევდიანი საცოლე...
ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს, რადგან ავცდით აქ, მიწაზე ერთმანეთს, ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს, სადაც ლურჯი ყვავილები ფეთქავენ.
არ გვჭირდება საქორწილო სუფრა, თოლიებმა ლურჯი ფრთები გაშალეს, რიჟრაჟისას მადლს შევწირავთ უფალს და ვარსკვლავნი ჩააქრობენ მაშხალებს...
ჩვენ მეჯვარედ გამოგვყვება მთვარე, და ღრუბლები გაგვიშლიან სარეცელს, შენ ხარ ჩემი სულის ნახევარი, დაგკარგე და... ირემივით დაგეძებ!
ნაზი კილასონია
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:42 PM | შეტყობინება # 8 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ისევ დადგა სიყვარულის ჟამი, ისევ დაეკიდა ცას ცრემლივით მთვარე, ისევ დაიკარგა დასაკარგი წამი, სიზმარივით ცაში ისევ გამეპარე.
ლოყა აელანძა ისევ ჩვენს სიყვარულს, უცებ მოფარფატდა იმედებით სავსე, ფრთები გაუმაგრდა ისევ ჩვენს სიხარულს, ვზივარ მე შენს გულში, შენი ტრფობის ცაზე...
ცაა ჯადოსნური, ვარსკვლავთ მეჯლისია, და საოცრად ბრწყინავს თოვლი მთვარის შუქზე, ოცნებები ახლა ისე ხალასია, როგორც ცისარტყელა სიყვარულის შუბლზე.
ასეთ ლამაზ ღამეს მე რა დამაძინებს, ფიქრი იცქირება თითქოს მთვარის მიღმა, ბაგეც, ჩემო, უხმო კოცნას დაგიპირებს, ასე წრფელი გრძნობა რატომ გაგიკვირდა?
მონატრებას ისევ მონატრება ჰქვია, მთებსაც თეთრი მკერდი ისევ უცახცახებთ, ტკივილამდე ტრფობას სხვა სახელიც ჰქვია? ნახე, ჩემო, მთვარე ისევ გვითვალთვალებს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:45 PM | შეტყობინება # 9 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გვერდით რომ მყავდი, არ სტანჯავდა ბგერებს შიმშილი, მაშინ, როდესაც ცას ვხედავდი შენი თვალებით. დღეს კი, უშენოს, ნოსტალგია დამდევს შიშივით, და ვეწამები...
გვერდით რომ მყავდი, სხვა ფერები ჰქონდა გაზაფხულს, დღეს მაინც ვერ გთმობ, დავიწყების ბურუსით შემკულს, მონატრება კვლავ სტრიქონებად უნდა გაგანდო, ლექსივით ერთგულს...
მწუხრის ქარები აირივნენ, წუხს შემოდგომა, ბებერ ხელებში დაკოჟრილი ფოთოლი ეწვის, საკუთარ თავთან წამოწყებულ უვადო ბრძოლას, დღეს ვაგებ... შენთვის....
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:45 PM | შეტყობინება # 10 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას, თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს, თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი, თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო, თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს, თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა, ძველებურად ამარიდებს ავს.
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური, - ჩუმად! თითქოს შენს ფეხის ხმას ჰგავს, დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს, დარდი ვეღარ დამისველებს თვალს.
თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას, თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:46 PM | შეტყობინება # 11 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
შენ ჩემო დიდო იმედო, კოშკო, ნაგებო კირითა კახეთს მოჭრილო ისარო, ქალაქს ნაღებო ინითა.
წითელო მოვის პერანგო, შვიდგან შეკრულო ღილითა, ცავ წმინდავ, ვარსკვლავიანო, მზევ, დაფენილო დილითა.
უკვდავებისა წყაროო, ნადენო ოქროს მილითა, შენთანამც ყოფნით გამაძღო, შენთანამც წოლა ძილითა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:46 PM | შეტყობინება # 12 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
შენ ერთი მყავხარ, შენ ერთი, რომელსაც გესმის ჩემი, ხარ ჩემი ზღვა და ხმელეთი, ჩემი ფუძე და ჭერი...
შენ ერთი მოხვალ ყოველთვის, როცა ვერ ვიკვლევ გზებს, სხვებს აბა რა შეუძლიათ, რა ესაქმებათ სხვებს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:47 PM | შეტყობინება # 13 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| წაგიკითხო მოდი მარტი
წაგიკითხო მოდი მარტი არეული ფურცელ-ფურცელ, მიმიყვანე აპრილთან და ნუშის ხესთან გადამფურცლე...
გადამთვალე ამდენ სითბოდ ამდენ უთქმელ სიტყვად მფანტე, მე დაგიწერ მაისს წვიმით შენ ნისლებით დამიხატე.
ნარცისებად გამომკარი, ჩამაყოლე მწკრივად მზერას, ატმისფერი წამიკიდე, თამამ კაბას შემიკერავს.
ეს ამდენი პწკალი ლექსის, რითმის წვიმად დამითოვე, მარტში აპრილს შემახვედრე, ადექი და მიმათხოვე
იმ ნუშის ხეს აყვავებულს, ნატვრის ხეს რომ ეფარება, თორემ ნახე, თმაში მგონი ნისლის ფერი მეპარება.
წაგაკითხო მოდი მარტი, არეული ფურცელ-ფურცელ, მე აპრილთან გელოდები, შენ მაისთან გადამფურცლე...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:47 PM | შეტყობინება # 14 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| და უჩემობა სულში გაგატანს...
დღეს უფლება მაქვს ქალურად მშურდეს, შენი ფიქრის და ღელვის საგანთა, დღეს შენი დღეა, მაგრამ მოვა დრო და უჩემობა სულში გაგატანს...
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ენთები, მაგრამ მე მჯერა, მოვა დღე ისევ და მტკივნეულად გაგახსენდები...
რაც ლამაზია, რაც ზღაპარია, შენზე ფიქრებს და ოცნებებს ერთვის, და შენ ოდესმე მართლა ინატრებ ლექსებს, დაწერილს შენზე და შენთვის...
მე ვარ ვინც ნებით სიმართლე დათმო და მარტოობის ღამეს ეწვია, ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია..
დღეს უფლება მაქვს ქალურად მშურდეს, შენი ფიქრის და ღელვის საგანთა, როცა იქნება სითბო მოგშივა და უჩემობა სულში გაგატანს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:56 PM | შეტყობინება # 15 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| წვიმაში...
წვიმაში მოვალ, დასველებულს მოგიტან ღამეს... სევდიანია, თვალები კოცნით ამოუმშრალე!... რომ არ გაცივდეს, კაბა გაუშრე, გამოუცვალე!... შიშველ სხეულზე ვარსკვლავები ამოუყვანე!... მერე, გაუშვი!... ღამეში ღამე... ის ბედნიერი ივლის დილამდე...
|
|
| |
|