ორშაბათი, 2025-07-14, 2:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 35
  • 36
  • »
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:58 PM | შეტყობინება # 16
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ის გზა და ბილიკი გახსოვს?
აჩრდილი გაფოთლილი თუთის,
- რომელი თუთა ქალო,
ქმარი შეჰყურებს და უკვირს.

თუ გახსოვს წისქვილი ძველი,
საფქვავი დაგვქონდა ერთად,
- რომელი წისქვილი ქალო,
წისქვილში რა მინდოდა შენთან?

- როგორ მომიტაცე, გახსოვს?
როგორ ამიხვიე თვალი,
- ღმერთმანი ტყუილია, ქალო
ბრაზდება ასწლოვანი ქმარი.

შვილთაშვილები კი ამ დროს
ხითხითით იკლებენ ბინას,
დედაბერს მოგონება ართობს,
ბერიკაცს რა ხანია სძინავს...




 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:59 PM | შეტყობინება # 17
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ჩემს ბაღში თეთრი ვარდები იცის,
თეთრი ნუში და თეთრი ფრთოსნები,
გაზაფხულივით დავიწყებ სიცილს,
ნუშივით თეთრად შევიმოსები...

არ შემშურდება სიმდიდრე სხვისი,
ამ საფიქრალით მე არ მოვკვდები
ვიკმარებ თეთრი ვარდების სიცილს,
მოვილხენ ჩემი თეთრი ფრთოსნებით.

ჩემს ბაღში თეთრი ვარდები იცის...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:00 PM | შეტყობინება # 18
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:00 PM | შეტყობინება # 19
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

... დროგამოშვებით ვყლაპავ ნაფაზებს,
აზრი არა აქვს თვეა რომელი,
დრო იმ ღამესაც გადააფასებს,
თუმც მე იმ ღამის ვარ
მადლობელი -
როცა გიყვარდი დაუსრულებლად
და გვეცვა ერთი წუთისოფელი,
ახლა კი მხოლოდ წერის უფლება
მრჩება შენზე და ვარ
მადლობელი...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:05 PM | შეტყობინება # 20
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
რომ მინდოდეს?!

რომ მინდოდეს?
ჰე, რას ვიზამ...
სულსაც დაგალევინებ,
ისე შემოგეპარები,
სულ არ გაგაგებინებ.

ფაცერსა და მახეს შენთვის
შენვე დაგაგებინებ.
ნატვრასა და ოცნებაში
დღეებს გაგალევინებ.

წყაროს პირას ჩაგიყვან და
წყალს არ დაგალევინებ,
ლაშქრად იყო სანაქებო
ფარ–ხმალს დაგაყრევინებ!

ხან გატირებ, ხან გაცინებ
დაგიყენებ მაგ თვალებს.
ეზო–ეზო, ღობე–ყორე
გატარებ და გაწვალებ.

დარდად გაქცევ დარდიმანდს და
დარდს არ გაგამხელინებ,
წუთისოფელს ნატვრაში და
დარდში გაგალევინებ.

რომ მინდოდეს?
ჰე, რას ვიზამ...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:05 PM | შეტყობინება # 21
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შემომეფეთა წელათრევით მარტში აპრილი

შემომეფეთა წელათრევით მარტში აპრილი,
ისე სცვიოდა ქარს სურნელი შენთა ბაგეთა,
მოასკდა ქუჩებს რეტიანი, ვნების ნაპირით,
სურვილი ტფრობის, ისე ძლიერ, რომ დამაფეთა.

შემომეფეთა შენი კაბა, ამრივ-დამრია,
ერთად ჩამოდგა შუაღამე, ბინდი და დილა,
შენი ფეხებით დადიოდა ქუჩები ჭრელი,
ჩემი ფიქრები დაჰყვებოდნენ უხმო წადილად.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:06 PM | შეტყობინება # 22
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ოღონდაც...

ვერ შეგელევი ვეროდეს,
თუნდა ავმაღლდე ცამდე,
ოღონდაც შენი მჯეროდეს,
ოღონდაც შენი მწამდეს.

ჩამოიტოვებს წლებს ოდეს,
ჩემი ცხოვრების გემი,
მე მინდა ისევ გჯეროდეს
და ისევ გწამდეს ჩემი!

ბერდია ბერიაშვილი


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:06 PM | შეტყობინება # 23
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
განწყობისთვის...

შავ ასფალტზე
თეთრი ცარცით
დახატული კონტურები...
ქუჩის პირზე გადმოსული
სახლები და ქონგურები.

ჩამოფანტელფიფქთოვდება
და ამ ღამით ბლომად დადებს,
თეთრი თოვლი მოვა ისევ
და ისევ გაგვიფერადებს -

განწყობას და მონატრებას,
შენს კაბას და ქვედაბოლოს,
ვიღაც ბუხარს მიუჯდება,
ჩიბუხი რომ გააბოლოს.

ვიღაც ციგას გამოიტანს
ვიღაც მორთავს ნაძვის ტოტებს,
ვიღაცა კი მოიგონებს,
დრო რა დინჯად მიაბოტებს.

მე კი მოგიყვები ამ ლექსს...
მოგიყვები, როგორ დადო,
გაკოცებ და შევეცდები
ცხოვრება გაგიფერადო.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:07 PM | შეტყობინება # 24
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
არ ვნანობ...

მშიერი ტალღები ნაპირებს ლოკავენ,
დაფერფლილ ოცნებას ვერავის გავანდობ,
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ,
სანამ შენ, ვიღაცის მკლავები გაგათბობს.

ცბიერი ტალღები გიჟივით ბორგავენ,
არ ვიცი, რა მოსდით,
არ ვიცი, რა ვუყო,
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ,
სანამ შენ, ვიღაცას სარეცელს გაუყოფ.

უგულო ტალღები ნაპირთან როკავენ,
შიშველი ფეხებით გავთელე ნამუსი,
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ,
სანამ მე, უშენოდ დამათრობს ბახუსი.

შეშლილი ტალღები უშენოდ ბოდავენ,
ვიბრძოლებ ბოლომდე და მაინც გავასწრებ,
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ,
სანამდე, შენს კოცნას ვიღაცა დამასწრებს.

დღეს
მშიერ ტალღებში ოცნებებს ქოლავენ,
და ბოლოს, მიხვდები, სიცოცხლე არ ღირდა,
არ ვნანობ,
ტალღები ახლა თუ მომკლავენ
და მერე,
უეცრად მიპოვი ნაპირთან...

ზვიად კეჭაყმაძე


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:07 PM | შეტყობინება # 25
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შენთან, რომ ვიყო...
დავანთებდით ალბათ ბუხარს და
ჩაის ფინჯანში ჩავადნობდი თაფლის სიტკბოებს...
არ მოვიწვევდით ყარაჩოღლებს ზურნა-დუდუკით
და არც ატლასში გამოხვეულ ცქმუტა კინტოებს...

არ ვიდარდებდით არც წვიმაზე, ქარზე, ავდარზე,
არც იმ ღობეზე ბაღჩის ბოლოს რომ დარღვეულა,
სევდა შეკრავდა გუდა-ნაბადს ბუზღუნ-ბუზღუნით
და ორღობეში გაიკვლევდა სავალს ეულად.

დამილაგებდი ჭრელ ბალიშებს ხერხემლის ქვეშ და
ჩემს შეხებაზე ოდნავ, მაგრამ დაიბნეოდი,
და როცა მზერა შეხვდებოდა ნამიან მზერას,
თვალების იქით მარცვალ-მარცვალ ჩაიბნეოდი.

გაიხსენებდი პირველ სტრიქონს, პირველი ლექსის,
მრავალძარღვაში გადახლართულ მწვანე სამყურებს,
და ისე ახლოს ისუნთქებდი ვერსამყოფ ჰაერს,
რომ დააფრთხობდი ბიბილოზე ვერცხლის საყურეს...

მოგინდებოდა ათვლა, დათვლა ღილთა ჭრილების
და საფეთქელთან ცელქი ძარღვის ტუჩით დაჭერა,
ფიქრში მეტყოდი "მიყვარხარო" თითქოსდა იცი,
ხმამაღლა როცა მეუბნები მაშინ არ მჯერა!

შენთან რომ ვიყო, დავანთებდით ალბათ ბუხარს და
არ მოვუწყობდით ლოდინს უკვე ახსნა-გამოცდას,
და როცა შეშა ნაკვერჩხლებში მიილეოდა
მოვიფიქრებდით ერთად, ერთად...
რამეს საოცარს...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:08 PM | შეტყობინება # 26
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ერთხელ მიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი, სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითმაშოთო.
სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე - ოკეანეში,
სიზარმაცე ყველაზე ახლოს მიიმალა, თავისუფლება კი ნიავს ამოეფარა,
სიკეთე კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს, რწმენა ზეცაში აიჭრა,
შური სხივში მიიმალა, სიყვარული სად არ მივიდა, ყველგან დაკავებული იყო,
ბოლოს ლამაზი ვარდი დაინახა და შიგ დაიმალა.
დაიწყო სიგიჟემ გრძნობების ძებნა...
ყველა იპოვა სიყვარულის გარდა. ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა შემოესმა,
სიყვარულს ვარდის ეკალზე თვალები დაეჭრა და დაბრმავდა....

მას შემდეგ მიწაზე დაბრმავებული სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:09 PM | შეტყობინება # 27
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მე შენთან მოვალ აპრილის თვეში

მე შენთან მოვალ აპრილის თვეში,
როცა სამოსი ასკდება კვირტებს,
ატმის ყვავილებს გავიბნევ თმაში,
მხრებზე შევისვამ ღაბუა ჩიტებს.

მე შენთან მოვალ ადრიან დილით,
როცა სინათლით გული ივსება,
მოვალ, მოგიტან იების ღიმილს,
ნაკადულების აკისკისებას.

მოვალ, სიცოცხლეს ვიგრძნობ ნამდვილად,
სულში ჩადგება სინათლის სვეტი,
მე ქვეყანაზე შენით დავდივარ,
რა უნდა გითხრა ამაზე მეტი...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:10 PM | შეტყობინება # 28
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
უნდა მაპატიო

ისევ გამალებით ფეთქავს ჩემი გული,
ძილიც რა ხანია აღარ მეკარება.
უნდა მომიტევო შენი სიყვარული,
უნდა მაპატიო შენი შეყვარება.

უნდა მაპატიო, შენ კი გამირბიხარ,
ჩემთვის სასჯელია რომ არ მეკარები,
უნდა მაპატიო, ისეც დასჯილი ვარ,
ისეც დასჯილი ვარ შენი შეყვარებით...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:10 PM | შეტყობინება # 29
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ღიმილით მითხრეს შენი სახელი

მითხრეს სიყვარულს მალვა უნდაო,
და მეც გმალავდი, არსად ვამხელდი,
მაგრამ ერთ დილით დედამ და მამამ
ღიმილით მითხრეს შენი სახელი.

საიდან, როგორ, ვინ უთხრათ ნეტავ?
სად მოჰკრეს ყური ჩვენს გულის ამბავს?
ღამით სიზმარში შენთან ვიყავი
და ვჩურჩულებდი შენს სახელს ალბათ...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:13 PM | შეტყობინება # 30
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
აპრილია, თავად უნდა მიხვდე!

გაზაფხულმა გამოაღო დარაბები
სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,
ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები,
აპრილია თავად უნდა მიხვდე...

თბილის - ქალაქს სამოთხის მზე ეფერება,
ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,
არ გეტყვი რომ განშორება მეძნელება
აპრილია, თავად უნდა მიხვდე...

არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,
ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,
აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,
აპრილია, თავად უნდა მიხვდე...


 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 35
  • 36
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz