პარასკევი, 2025-07-18, 3:27 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:21 PM | შეტყობინება # 106
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მენატრებოდი უსაშველო ტკივილებამდე,
მენატრებოდი, გულის გულში ტიროდა სევდა,
მენატრებოდი - ვერ ვამბობდი დანგრეულ იმედს,
მენატრებოდი! წელიწადნი მიჰქროდნენ ელვად.

იქნება ხვალე მოსულიყავ ღიმილის ნამად,
იქნებ ზეგისთვის შემოგეღო ოდის კარები,
იქნებ სხვა დილას მოგერთმია ყვავილთა დასტა,
იქნებ ოდესმე მონატრების გეხსნა ჩადრები.

მტკიოდა შენი გამგზავრება, არაფრის მსგავსი,
მტკიოდა ასე დადუმება და გადაკარგვა,
მტკიოდა კვალად დარჩენილი შენი სურნელი
და უხილავი ეს ტკივილი ნელ - ნელა მკლავდა.

დუმილი ხვევდა მონატრებას ოქროს სამოსში,
დუმილი უხმოდ ეხვეოდა ფიქრებს და სევდას,
იკლაკნებოდა ქვეწარმავლურ დიდმოსილებით,
ძირს ანარცხებდა ზეაწვდენილ ამ მონატრებას.

მენატრებოდი... დამავიწყდა მზის ამოხედვა,
მენატრებოდი, ოჰ რამდენი ჩაიფშვნა წელი,
შენს გასაკვირად ახლა ისევ ვიწყებ სიცოცხლეს,
თუ გაგახსენდი, არ გეგონოს რომ აღარ გელი...

მენატრებოდი...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:22 PM | შეტყობინება # 107
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სულის ნაწილი

ვერ შევამცირე დრო და მანძილი,
გზა - შენს გულამდე ისე შორია.
არ დაიჯერო ჩემი სიმშვიდე,
როგორც ბევრი რამ, ესეც ჭორია.

არ დაიჯერო, რომ ვარ გულგრილი,
რომ ყველა ფიქრი დავუთმე ქარებს,
ახლა უბრალოდ არის ზამთარი,
ჩემი აპრილი ყველაფერს არევს.

ახლა უბრალოდ არის ზამთარი,
მე კი არ მიყვარს ტანტალი თოვლში.
მზე გამომაგდებს ქუჩაში ალბათ
და შენს ფანჯრებთან წვიმად ჩამომშლის...

გზა - შენს გულამდე ძალზედ შორია.
ვერ შევამცირე დრო და მანძილი.
მე მაინც ჟინით დავუცდი აპრილს,
რომ გავხდე შენი სულის ნაწილი!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:23 PM | შეტყობინება # 108
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გაზაფხულამდე ალბათ დიდხანს მომიწევს მოცდა,
ცივმა ზამთარმა სევდა მომცა, ლხინი წამგვარა…
„აღარ მიყვარხარ!”-ღმერთო ჩემო ეს რა წამომცდა,
ხომ შეიძლება შენც იფიქრო ჩემზე ამგვარად.

გათენებამდე მთვარეა და მთელი ღამეა,
მღერის ქარი და პაემანზე ტყისაკენ მიჰქრის…
„ისევ მახსოვხარ!”- ღმერთო ჩემო, რა სიამეა,
ხომ შეიძლება შენც გაივლო ამგვარი ფიქრი.

ვერ შეველევი ოცნებებს და ვარდისფერ ფიქრებს.
თუმცა ტკივილმა უნუგეშოდ მტანჯა და მთენთა…
„მე გელოდები!”- ღმერთო ჩემო, ვინ იცის იქნებ
მელოდებოდე, - ავდგები და წამოვალ შენთან.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:23 PM | შეტყობინება # 109
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

შენ ალბათ ადრეც იყავი ურჩი,
და ეს სიკერპე ჩემამდე მოგყვა...
მე შენს სიყვარულს ვერ გადავურჩი,
შენი თვალების სიშავე მომკლავს.

დაგინახავ და გავხდები მუნჯი,
ამელეწება სირცხვილით ლოყა.
მე შენს სიყვარულს თუ გადავურჩი
შენი ტუჩების სიწითლე მომკლავს.

ამდენი ფიქრით მომბეზრდა თავი,
შენ არ გეტყობა ფიქრი და განცდა.
შენ თვალები გაქვს ისეთი შავი,
რომ ეს საღამოც თეთრია მასთან...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:24 PM | შეტყობინება # 110
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

შენს ფეხებთან აბეზარი ქარი გაიშრიალებს,
ურცხვად მოგეპარება და კაბას აგიფრიალებს,

აუჰ! თვალებს აგარიდებ, მაინც გამთქვეს თვალებმა,
რადგან მზერა უნებურად შენსკენ გამეპარება.

უი დედა! დაიმორცხვებ, კაბას იჭერ ხელებით
მარწყვის ბაგეს დაიშაქრავ დათაფლული წყევლებით.

მიხაროდენ; წყევლით მლოცავ,
ტოკავს გულის გალია,
ეგე ქარი, ეგ დაწყევლე, ჩემი რაღა ბრალია;

მე რაც მსურდა აქამომდე, შენს თვალებშიც ვხედავდი,
ქარს კაბა არ აეწია, რა, არ შემოგხედავდიი!

ნეტავ ქარი კვლავ მოვიდეს, კვლავაც გაიშრიალოს,
ურცხვად შემოგეპაროს და კაბა აგიფრიალოს,

ნეტავ იმ წუთს, საფიცარო,
თუ სხვა კიდევ მერჩიოს,
უკვე დედა ყოფილიყავ, ხელში პირმშო გეჭიროს;

უი დედა! წამოწითლდე,
ხელს რომ ვეღარ ახმარებ,
თვალხუჭელა მოგაგნებ და კაბას ჩამოგაფარებ;

შენ კი ისევ "დამწყევლი" და ისევ დაიქუფრები;
კარგი, ფეხებს თუ მიმალავ,
თვალებს რაღას უშვებიი!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:24 PM | შეტყობინება # 111
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შ ე მ ო მ ა დ ნ ი

ვეღარ გამიგია მძულხარ,
თუ მიყვარხარ,
ისე მომრევია გესლი.
ხანა ხარ დაყოფი ედემის
ხისა და –
ხანაც სიძულვილის თესლი.
ისიც კი ვიფიქრე , სამოთხის
ჩიტი ხარ,
მე კი ვარ დემონი ზეცის.
მე უკვე ნასროლი თოვლის
გუნდა ვარ და
შენ – ფიფქი შერჩენილი ხელში.
ერთხელ მოგიძღვენი მცხუნვარე
კოცნა და
თითქოს ჩავიფერფლე
ცეცხლში.
არც შენ იყავი ყინულის
ნატეხი და
ლამის შემომადნი ხელში.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:25 PM | შეტყობინება # 112
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მთვარე მთის ჩრდილებში დაიკარგა,
ფიქრის ლურჯი ტალღა მიმაქროლებს.
იცი? რა ძნელია იარსებო,
როცა ღმერთის სწორი მიგატოვებს.

გრძნობა ოცნებებში გაიხლართა,
თვალზე მომდგარია სიმარტოვე
ტუჩები ამბობენ არ მიყვარხარ,
თვალები – ნურასოდეს მიმატოვებ.

მძაფრად მოჩუხჩუხე ღვინის მადლი.
ლამაზ ოცნებებში მიმაქროლებს
ტუჩები ამბობენ დამივიწყე,
თვალები – ნურასოდეს მიმატოვებ.

მთვარე მზის ამოსვლით დაიღალა,
ტირიფი კვლავ ეტრფის სიმარტოვეს,
იცი? რა ძნელია იარსებო,
როცა ღმერთის სწორი მიგატოვებს!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:25 PM | შეტყობინება # 113
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად
წინანდალი აღმართულა მარტო,
გზა მიუდის ციცაბო და დამრეცილი,
გვიანია, იქ ნუ მიხვალ ტატო.

ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში,
დედოფლის შუქს ბროლის ჭაღიც ნატრობს,
გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი
და შენს სანთელს დადიანი აქრობს.

გულისძგერას ვაჟკაცურად გაუძელი,
აბა სხვა რით განუგეშო ტატო,
ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში,
გრიბოედოვს დადიანი ართობს.

შენ რატომ ხარ მოწყენილი, დარდიანი
შენ რატომ არ მხიარულობ ტატო?


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:26 PM | შეტყობინება # 114
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

დღეს არაფერი არ შეიცვლება,
რადგან შენ ჩემი მეუღლე გქვია...
მაგრამ მე ვფიქრობ –
ხომ შეიძლება,
მენახე, მაგრამ ძალიან გვიან.

ხომ შეიძლება გეცხოვრა სადღაც,
შევხვედროდით და ჩაგვევლო უბრად
შეეწყობოდი სრულიად სხვა კაცს,
დაუმშვენებდი ოჯახს და სუფრას.

ეს გაზაფხული შენით მიცვნია,
გზადაგზა
მინდვრის
ყვავილებს
ვითვლი...
და ახლა ფიქრიც არ შემიძლია,
რომ შენ შეგეძლო ცხოვრება სხვისთვის.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:48 PM | შეტყობინება # 115
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შენ წახვალ სხვასთან, გაუყვები ბილიკს, – ნამიანს,
არც გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე,
შორს გაფრინდები, ვით პატარა ჭიამაია,
ქარში გაჰყვები მეოცნებე ბაბუაწვერებს.

მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით,
სველი ფოთლები ჩამომცვივა ალბათ საფლავზე,
და თუ ოდესმე, თუ ოდესმე მოგაგონდები,
მოდი, მიტირე და სიკვდილი გამილამაზე...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:49 PM | შეტყობინება # 116
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სიმარტოვე

ახლა ჩემი გრძნობა ისე ხალასია,
როგორც ჩემი სულის სიმარტოვე,
ალბათ მარტოობაც ლამაზია,
როცა ღმერთის ტოლი მიგატოვებს.

ამ დღეს უსასრულო სევდა მოაქვს,
განცდილს ხელმეორედ ვინღა ჰპოვებს,
ალბათ სიყვარულზე სპეტაკია,
ასეთი საოცნებო სიმარტოვე.

ჰეი, ჩემი გულის სალოცავო,
რამე გასაოცრად წმინდა მთხოვე,
მოდი, ერთხელ კიდევ გამომცადე,
კიდევ გამწირე და მიმატოვე...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:50 PM | შეტყობინება # 117
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

იყიდე ჩემი ცრემლების მძივი,
შენს ცოლს შეაბი ყელზე დიდებად,
და უთხარ: მასზე წრფელი და ძვირი,
ქვეყნად მეორე არ იყიდება.

დე, ციალება ზეცას ავსებდეს,
სხვა სამკაული ნურც ეყვარება,
დამშვენდეს, ოი, ისე დამშვენდეს,
ვით მე მტკივანი გულის ტარება!

* * *
იყიდება ჩემი წილი ძილი,
უხეირო ერთი ლექსის შექმნად,
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,
თუ იპოვეთ, იქნებ ერთად შეკრათ...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:50 PM | შეტყობინება # 118
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ჰქონდათ მიზეზი...

უხმოდ დაცილდნენ, სიტყვის გარეშე
და ყველაფერი იყო ნათქვამი,
მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს,
ორივ მტყუანი... ორივ მართალი.

ჰქონდათ მიზეზი და დაემდურნენ,
მერე თავ - თავის ბილიკს დაეშვნენ,
არაფერია ამ ქვეყნად თურმე
მიზეზისა და მიზნის გარეშე.

ასე დაცილდნენ, სიტყვის გარეშე,
და ყველაფერი იყო ნათქვამი...
მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს,
თავ - თავის გულში ორივ მართალი.

ბელა შალვაშვილი


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:51 PM | შეტყობინება # 119
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შენ არ ხარ ევა, მაგრამ ხარ ქალი,
ჩემს თვალში ეგეც დიდი ნაკლია,
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი,
მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია!

მაგრამ რა ვქნა, რომ შემყვარებია,
მოცილებული ჩემს სხეულს ძვალი,
ყველა ძვალს დავთმობ იმ ნეკნის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა ქალი!...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:51 PM | შეტყობინება # 120
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

სანამ მოხვიდოდი,
მთებს ლურჯი ნისლები თალხივით ებურათ,
სანამ მოხვიდოდი,
ყინვით დაიზაფრა პატარა ბეღურა.

ახლა სულ ერთია, იქნები ნაზი თუ დროსავით უხეში,
განა იმედი ხარ, ან ყალბი ნუგეში,

და თუმცა მინდოდი,
ფიქრითაც არ გიხმე, სანამ მოხვიდოდი.

ირინა ჯავახაძე


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz