ოთხშაბათი, 2025-07-16, 2:49 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:02 PM | შეტყობინება # 76
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შეყვარებულნი ოდეს ქარები...

იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონდა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ,
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ.
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით,
როგორ გულგრილად,
ო, რა გულგრილად
ქროდნენ ქარები...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:03 PM | შეტყობინება # 77
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გემს გაუშლია თეთრი აფრები,
თუ მართლა ზღვაზე დაუთოვია,
მე შენს სიყვარულს დავედევნები
და ფრთებს დავიმტვრევ, როგორც თოლია.

ცას გაუღია ყველა სარკმელი,
გული უშენოდ მაინც კენტია,
ტალღებს გავანდე ჩემი სათქმელი -
დაგეწევიან, სადმე გეტყვიან...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:03 PM | შეტყობინება # 78
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შემოდგომის ნაღველს გაჰყვა, ყვავილების ფარჩა,
ოცნება და იმედები ბავშვობაში დამრჩა,

სულში ზამთრის სუსხი ჩადგა, სევდამ დაიბუდა,
ჩვენ ორივეს რომ გვიყვარდა ის ხე გაიბუტა...

აღარ მივქრი, აღარ მივდევ იმ ოცნებებს ფრთამალს,
რომ დარეკო, ვეღარ მიცნობ, სევდიანი ხმა მაქვს,

სულში ზამთრის სუსხი ჩადგა, დათარეშობს ქარი,
შენზე ყველა მოგონებას ჩავურაზე კარი...

შემოდგომის ნაღველს გაჰყვა ყვავილების ფარჩა,
ის პირველი სიყვარული ბავშვობაში დამრჩა!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:04 PM | შეტყობინება # 79
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მაცდურო თვალებო, მე თქვენზედ მლოცველი
ვძმაკაცობ ბახუსის თასებს,
ო, ღმერთო, ვიცი, რომ ვერასდროს მოგწვდებით,
ამიტომ მიყვარხართ ასე!

ჩამქრალი ვნებები ოცნების სადარი,
წარსულის ზმანებებს მასევს,
თვალებო, ვერ ვნახე მე თქვენი ბადალი,
ამიტომ მიყვარხართ ასე!

მაგ თქვენი თვალების შეხედვა მგზნებარე
მაგონებს მქროლვარე რაშებს,
რომ ვერ დაგეწევით ჭენებით დაღლილი,
ამიტომ მიყვარხართ ასე!

თქვენს მზერას იდუმალ სანთლებად ანთებულს,
გრძნობით და მდუმარით სავსეს,
თვალებს რომ ვერასდროს, ვერასდროს ვუსწორებ,
ამიტომ მიყვარხართ ასე!...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:04 PM | შეტყობინება # 80
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ნატვრა

კაბა ჩამაცვი ფოთლების
მაისის ვარდის ფერი,
ამბორთა მძივი მაჩუქე
და დამიმშვენე ყელი.

ვერცხლის სარტყელის მაგივრად,
წელზე მომხვიე ხელი,
თორემ სიყვარულს მოგტაცებს
თავაწყვეტილი ჩქერი.

ბროლის ქოშები ჩამაცვი,
გამჭვირვალე და თლილი,
ყურზე საყურედ დამკიდე
ალუბალი და თხილი,

თავზე გვირგვინად მზე მქონდეს,
მწვავდეს სხივების მზერა,
ღმერთო, მასმინე ჩიტების
სტვენა, გალობა, მღერა!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:05 PM | შეტყობინება # 81
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ეს მერე, როცა ფერს შეუცვლის ტუჩებს ღალატი
და დასასრული ფოთოლცვენას დაემგვანება,
ავეთქვიფები ჩამუქებულ ნისლებს ქალაქის
და არასოდეს აღარავინ არ მეყვარება.

ეს მერე, როცა ვერ გაუძლებს გვემას სხეული,
როცა მზერასაც ლიბრისფერი დაეკარება,
მე გავიქცევი სიცოცხლისგან ასე ეული
და არასოდეს აღარავინ არ მეყვარება.

ეს მერე, როცა გახუნდება მძივი კაბაზე
და მონატრება სულთან ერთად გამეპარება,
გადავინაცვლებ მარმარილოს მომცრო დაფაზე
და არასოდეს აღარავინ არ მეყვარება...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:06 PM | შეტყობინება # 82
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე ჩავიცვამ ფოთოლცვენის კაბას,
მერე ჩუმად გამოგყვები სახლში,
გადავწმენდავ მტვრიან ფანჯრის რაფას,
ჩავრგავ გრძნობას პაწაწინა ბაღში.

მოგიდუღებ გარიჟრაჟის ყავას,
ზედ დაგაფენ გიშრის დალალს გაშლილს,
დაგილაგებ აზრებს, როგორც ჩანთას,
გაგფრენია შემოდგომის ქარში.

დილით შენი გული ხელით დამაქვს,
სკდება ვნება აზვირთებულ ტანში,
უსასრულოდ დარდიანი გზა მაქვს,
გაჩერება! შენთან მოვალ სახლში!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:07 PM | შეტყობინება # 83
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

სასწაულივით მოვიდა თოვლი,
თეთრი პეპლებით აივსო ქუჩა,
მე შენს წინ ვდგები, როგორც მარტვილი,
ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ.

სავსეა სული შენი ძახილით,
თოვლით, იებით, მზით და ქარებით,
სასწაულივით დგეხარ ჩემს წინ და
სასწაულივით ვერ გეკარები!

თითქოს სიზმარში მოვიდა თოვლი,
თეთრი პეპლებით სავსეა ქუჩა,
მე მეშინია შენი გაქრობის,
ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ!...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:08 PM | შეტყობინება # 84
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

უშენოდ სკა ვარ – ცარიელი,
უსარგებლო და უნაყოფო,
უშენოდ ბაღი ვარ ცარიელი
ღმერთმა უშენოდ ნუ მამყოფოს!

უშენოდ სიბერის ყავლი მომდის
უშენოდ ჩემთვის დღე არ დღეობს,
უშენოდ ვაზი ვარ ყვავილობის,
სადა ხარ, ჩემო მებაღეო!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:08 PM | შეტყობინება # 85
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ალბათ...

ვერ გავუძელი ვარსკვლავთა ციმციმს,
და გულმა შენსკენ გამოიწია,
შენა ხარ ჩემი ლოცვა და ფიცი,
და მე უშენოდ არ შემიძლია.

მე მერცხალი ვარ გაზაფხულისა,
შენს აივანზე დასაბუდები,
გამიღიმილე შენი სულისა,
თორემ წავალ და არ დავბრუნდები.

გეძებ, გეძახი, ვერ გაგაგონე,
გული მტკივა და დამედე წამლად,
ალბათ ძალიან მიყვარხარ, თორემ,
ასეთ დროს შენთან რამ მომიყვანა!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:08 PM | შეტყობინება # 86
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

რა იმალება სიტყვათა მიღმა,
გულზე რა ეკლად გესობა მწუხარს,
როგორ უბრალოდ ისვრიან სიტყვას,
როგორ უბრალოდ ამბობენ უყვარს...

შეტორტმანდები და გულში იგრძნობ,
ალმურავარდნილ გიზგიზა ბუხარს,
და გიკვირს, შენზე როგორ შეიძლეს,
და სულ უბრალოდ წარმოსთქვეს, უყვარს!...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:09 PM | შეტყობინება # 87
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

დასრულდა ცრემლებით ბანალურად,
ერთი სიყვარულის პრემიერა,
პირქუში სიზმრებისთვის გამიმეტე,
ასე თავნება და ნებიერა.

არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს,
მართლა კარგი ვარ და სასურველი,
მიკვირს - ადექი და შემელიე,
მიკვირს - უჩემობას გაუძელი.

ვაი - შენ, თორემ მე რა მიჭირს,
მე ჩემს ტყე - უღრანებს გადავლახავ,
შენებრ გონიერი იმდენია,
ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:09 PM | შეტყობინება # 88
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გითხარი... გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვივით დამტუქსე თან:
"რა ცუდი ყოფილხარ, მომეშვი, გამცილდი,
როგორ გამიბედე თქმა".

არაო, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ,
როგორი კარგი ხარ შენ!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:10 PM | შეტყობინება # 89
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მოდიხარ ჩემთან მოზომილი
ნაბიჯით, სიტყვით,
თითქოს სხვისია ეს ქვეყანა,
მიწაც და ცაიც.
გამესაუბრე, რაზეც გსურდეს,
გემუდარები,
წიგნში წაკითხულს რომ არ ჰგავდეს
ცოტათი მაინც.

ნეტავ რად გინდა
ჩემთან ასე ენამჭევრობა?
რად მიშლი ფერხთით ვნებებს,
როგორც ქაღალდის იებს,
შენ მოგწონს ჩემი
სილაღე და დაუდევრობა,
რომელსაც ვიცი,
ხვალ არასგზით არ მაპატიებ!

მ. გონაშვილი


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:10 PM | შეტყობინება # 90
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ვისთვის ცხოვრების აზრი ვარ,
და სილამაზე აპრილის,
ვისთვის ღრუბელი სევდისა,
ციდან ცრემლებად დაღვრილი!

ვისთვის თვალთმაქცი მზის სხივი,
ვისთვის მთოშავი ქარ - წვიმა,
ვინმე თუ გულით არ მელის,
მასთან არასდროს არც მივალ!

ნუნუ შალვაშვილი


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz