ოთხშაბათი, 2025-07-16, 4:14 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:40 PM | შეტყობინება # 61
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება, ერთად ქუჩდება,
თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება,
ციდან რომ თეთრი ფიფქი ცვივა, წამიც დაადნობს,
ახლა უშენოდ ისე ცივა, როგორც არასდროს!...

გაიშლებიან ყვავილები ნაირფერები,
ნეტავ თუ ისევ დავიღლები მათი ფერებით?!
დაეკიდება სამკაულად ცას, მზე ფერადი,
თუ გამოჩნდები სასწაულად, - მოგეფერები...

შენს თვალებში ხომ ანათებენ ათასფერები?!
მე იმ ვარსკვლავებს და იმ ღიმილს მოვეფერები,
სევდით ავსილა მოლოდინის დიდი ფიალა,
დაბრუნდი, ოღონდ დამიყუჩე ყველა იარა...

უმზეოდ, ცის ქვეშ ყველაფერი კვდება, დუმდება,
თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:42 PM | შეტყობინება # 62
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ისევ ლექსებს ავედევნე ახლა,
თუ გიყვარვარ,
მაშინ ნუღარ წახვალ.

ღამე ფიქრებს მიაძინებს სადმე,
მინდა ისევ
შენს ტუჩებზე დავდნე...

ზეცა მინდა მოგაფარო საბნად,
შენი სითბო
ჩავისუნთქო ხარბად.

ცაზე ჩვენი სიყვარული ენთოს!
ღამე
შენით გამითეთრე, ღმერთო.

ამერიოს წარსული და აწმყო,
და რითმები
მთელი ღამე ვაწყო...

მინდა, ისევ აგარიდო ნისლებს,
სიყვარული
გვაგიჟებდეს ისევ.

შენით მთვრალი მზე მითბობდეს დილას,
ჩაძინებულს,
მოგეპარო ფრთხილად.

გვირილები გავაშიშვლე, მარა
ვერ გავიგე,
გიყვარვარ თუ არა...

ისევ ლექსებს ავედევნე ვითომ,
სიზმრად მოდი,
სხვას არაფერს ვითხოვ...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:43 PM | შეტყობინება # 63
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
როგორ მინდა შენთან ჩემო მაგნოლია!

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა,
არ გახსოვარ ალბათ, არ გახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!

ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია,
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია,
მაგრამ გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა,
მე არ ვიცი რატომ, არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?

ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია,
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!..

ანა კალანდაძე


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:44 PM | შეტყობინება # 64
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ჩემი სიცოცხლე

მინდა რაღაცას გამსგავსო,
რაღაც ნაზსა და ჭკვიანს,
მინდა რომ რაღაც გიწოდო,
რასაც სახელი ჰქვია.

ვიფიქრე გაზაფხული ხარ,
ანდა ლურჯთვალა ია,
ან იქნებ სიხარული ხარ,
ან სიყვარული გქვია.

ბევრი ვიფიქრე, ვიდარდე...
და მერე მივხვდი, გვიან,
ჩემი ცხოვრება ყოფილხარ,
ჩემი სიცოცხლე გქვია!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:48 PM | შეტყობინება # 65
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მინდა ეს ლექსი შენც მოგხვდეს გულთან,
მინდა მეც მქონდეს პწკარი ძლიერი,
საქართველოში რომ ერთად ვსუნთქავთ,
სწორედ ამიტომ ვარ ბედნიერი.

მეც ხომ მივლია იმ მთების გაღმა,
მგზავრად მომდევდა ლექსი - ხმიერი,
მეც ხომ შემისვამს ლიახვის ტალღა,
და სამუდამოდ ვარ ბედნიერი.

მეც მინატრია ია მუხლამდის,
როს გაზაფხულის მწვავდა იერი,
მიყვარდა... მაგრამ რომ არ ვუყვარდი,
იქნებ ამიტომ ვარ ბედნიერი!..


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:48 PM | შეტყობინება # 66
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
თუ ვინმე გიყვარს!

მზე თითქოს მარტო შენთვის ანათებს
და ნაკადულიც კისკისებს შენთვის,
ღამეს ალუბლის ტოტზე გაათევ,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.

და გინდა ზეცის ხელის შევლება,
სულში ჩადგება სინათლის სვეტი,
ყორნის ფრთაც თეთრად მოგეჩვენება,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი...

ლექსად აგანთებს ქვეყნის მშვენება,
და სილამაზე გაგყვება დიდხანს,
სიცოცხლე წამად მოგეჩვენება,
თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს!

თითქოს შენია ყველა ყვავილი,
ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის,
ასი დღის სავალს ერთ დღეს გაივლი,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.

მერცხლებს გაიხდი გულის მრჩევლებად,
ის აღარა ხარ, რაც გუშინ იყავ,
ეკალი ვარდად მოგეჩვენება,
თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:49 PM | შეტყობინება # 67
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

საუკუნე, წელიწადი და თვე,
კვირა, დღე და საათი და წუთი,
წამი, მელანქოლია და მე,
ყელში უშნოდ გაჩხერილი ბურთი.

ღამე, კარზე კაკუნი და... შენ,
გარეთ თავსხმა, გალუმპული თმა,
"გაზაფხული შემოსულა ლენ", -
როიალი, თითები და ხმა.

შამპანური, ბუხარი და სითბო,
თვალი თვალში, მოპარული მზერა,
გახელება, გაგიჟება, რითმა,
სიყვარული, ღიმილი და წერა...

ყოყმანი და მიხურული კარი,
სველი დილა, ნაცრისფერი დღე...
შიშველ მხრებზე მოხვეული ქარი,
სიყვარული, აპრილი და შენ!...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:50 PM | შეტყობინება # 68
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
......... გამომიგონე...........

ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე...
მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე
უპატრონე ჩემს მონატრებას...
ნუ შეაკავებს შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური,
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს.

..........გამომიგონე...........
მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე, მეოცნებე შორეულ ზღვაზე და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი,
მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღრა ვიტევდი.
შენსკენ მომავალს მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ გამოჩენას...

მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი,
მე ხომ შენამდე მოვაღწიე... მე ხომ დაგნებდი....

..........გამომიგონე............
დამტოვე შენთან...
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები, მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს, მოჰბანე ჭუჭყი,

მკითხე, თუ რატომ არ მოვედი აქამდე შენთან...
მკითხე, თუ თუ როგორ შემოვაწყდი ნაწვიმარ ქუჩას.
როგორ ვტიროდი უსასრულო ნაცრისფერ ზამთარს და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბრაზი.

ძველ სიგიჟეზე, ლოთობაზეც მკითხე რაიმე, ძველ სიგიჟეზე, ათასჯერ რომ შევცვალე ახლით,
თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი...
იტირე ჩემი წარსულისათვის , იტირე დიდხანს, იტირე ჩემში, ჩემს გარშემო და კიდევ იქით.

მოვედი შენთან გადაღლილი, აღარ მაქვს სახე...
ჩემს მონატრებას უპატრონე,
მაჩუქე ფიქრი...

..............გამომიგონე..............
შეაერთე ყოველი ნატვრა, გამომიგონე ლამაზი და ერთგული შენი!
თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე, შემომიტყუე, შემომიშვი მეც მაგ საზღვრებში.
მხოლოდ ჩემს მკერდზე გაათენე შენი დღეები...

შეაკოწიწე ჩემი მზერა, ჩამალე შენში....

..............გამომიგონე...............
დამამსგავსე შენს ერთ-ერთ სიზმარს... შენს ერთ-ერთ ნატვრას, ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს.
მე შენთან ვდგავარ, დავიღალე მე უშენობით, მე შენთან ვდგავარ, მოვაღწიე, დამტოვე შენთან!

მოვედი შენთან...
უპატრონე ჩემს მონატრებას, მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები,
მე გამაწამა, გადამთელა ცისფერმა სევდამ.

მოვედი შენთან...
უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს, მერე ზაფხული მომანატრე, მერე მიჩვენე,
ზაფხულში თვითინ შემიძეხი, როგორც ყვავილი. შენი ტუჩებიც მომანატრე ყოველ კოცნის წინ,
შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჭრილობა.

გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი... დამიკრიალე ეს ოცნება და მერე ჰკოცნე,
დამტოვე შენთან... მიპატრონე... მიტირე შენში....

........გამომიგონე.......
დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:51 PM | შეტყობინება # 69
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შენამდე ერთი სურვილით მოველ,
ერთი სურვილის ახდენა გთხოვე,
ჩამოიარე, ჩემს ფანჯარასთან
თეთრი ვარდები დააწყე ხოლმე!

დამეჯერება, რომ კვლავ გახსოვარ,
მომემატება ძალი და ღონე,
თეთრი ვარდები, ჩემს ფანჯარასთან,
თეთრი ვარდები დააწყე ხოლმე!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:51 PM | შეტყობინება # 70
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

იზეიმებენ შეხვედრას ჩვენსას
თეთრი შროშნები,
და ყაყაჩოთა წითელ დროშებით
შემოგვხვდებიან ვრცელი მინდვრები,
განვიწმინდებით...
ყოველივე ბოროტისგან განვიწმინდებით,
ჩვენს დასალოცად მოვა მაისი,
ოქროს ქოშებით...
და ჩვენს შეხვედრას დიდი ზეიმით,
დიდი ხალისით,
იზეიმებენ მინდვრის შროშნები!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:56 PM | შეტყობინება # 71
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით,
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაჰყვა, სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:59 PM | შეტყობინება # 72
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შენ მოხვალ

ისევ მივყვები ღორღიანს, ქვიანს,
ირხევა ჩემი საყურე ვერცხლის,
შენ მოხვალ, როცა იქნება გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი.

ჩამოიშლება ტაძარი რწმენის,
და ეს თიბათვე ველებს გათიბავს,
როცა ჩაქრება ხანძარი ჩემი,
აღარ მეცმება კაბა ქათიბა.

აღარ დავიჭერ გზისაკენ თვალებს,
სულ ჩაქრებიან ქარში ნუშები,
მე დაგივიწყებ ძალიან მალე,
და შემოდგომა მოვა უშენოდ.

მერე ინანებ, რომ არის გვიან,
მოდგები ამ ჩემს გზასთან, ქვიანთან,
რომ უშენობით დამჭკნარა ღვია,
რომ სადღაც, - გზაში დაგაგვიანდა.

მე კი გავყვები ღორღიანს, ქვიანს,
კვლავ იწკრიალებს საყურე ვერცხლის,
შენ მოხვალ, ვიცი, ძალიან გვიან,
როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:59 PM | შეტყობინება # 73
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ქაშუეთში

ხატის წინ იდექ, შენც ხატივით სანდო და სათნო,
დღეს ქაშუეთში ორი ხატი ერთად ხატობდა...
ერთთან შემეძლო, რომ ვმთხვეოდი ძალიან ახლოს,
მეორესთან კი მეკრძალვოდა ეს გზა რატომღაც.

ხატის წინ იდექ, ქაშუეთში გუნდი გალობდა...
სანთლები ენთო, უთვალავი, წრფელი სანთლები,
დღეს ქაშუეთში ერთი გული გულში ნატრობდა:
სანთლად მაქცია, ხატებს სახეს გავუნათებდი.

ხატის წინ იდექ, შენც ხატივით სანდო და სათნო...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:01 PM | შეტყობინება # 74
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 10:02 PM | შეტყობინება # 75
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

იქნება თეთრი ნუშების თოვა
და გაზაფხულის მეჯლისი სადმე,
მე ჰაეროვან სამოსით მოვალ
ღიმილით, მზით და სინათლით სავსე.

იქნება თეთრი ნუშების თოვა,
და თეთრ ფანტელთა ტრიალი თავზე,
მე საცეკვაოდ უთუოდ მოვალ,
გაზაფხულით და სინათლით სავსე.

რომ სამუდამოდ შემორჩეს ხსოვნას,
რომ ეს აპრილი ყოველთვის აღდგეს,
მე ჰაეროვან სამოსით მოვალ
და ერთხელ კიდევ ვიცეკვოთ სადმე!


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz