სამშაბათი, 2025-07-15, 8:07 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:23 PM | შეტყობინება # 46
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

რა გაოცებს - ხეში წყალი ჩადგა უკვე,
კიდევ ერთხელ შემობრძანდა გაზაფხული...
თავდახრილი მიუყვება ქუჩას ქალი,
შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული.

ნუში ტყემალს სითეთრეში ეჯიბრება,
მზემ ატმები საბოლოოდ გადარია,
შენ კი გცივა, იანვარი იყოს თითქოს,
რადგან სულში უსასრულო ზამთარია.

რა გაგიქრობს, რა გაფანტავს ამ კაეშანს? -
ყველა ტკივილს როდი კურნავს გაზაფხული...
ცრემლებს ყლაპავს და მიჰყვება ქუჩას ქალი,
შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:24 PM | შეტყობინება # 47
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ზღაპრებს ჰყვებიან,
მარტო დარჩენის ნუ გეშინია,
დაგიბრუნდები ჩემო ფერია...

აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?!
შენ სიცოცხლეზე მეტად მჭირდები,
მხოლოდ ერთსა გთხოვ, მუხლმოდრეკილი,
როცა მე წავალ, ნუ ატირდები...

შენი ცრემლები დარდად გამყვება,
მწარე წარსულად დამრჩება გულში,
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ,
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში...

ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს,
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით!
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:36 PM | შეტყობინება # 48
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შენი თვალები სადღაც მინახავს,
შენი ხმა სადღაც გამიგონია,
ჩემო ძვირფასო, მთელი ცხოვრება
შენთან ვიყავი, ასე მგონია.

წინათგრძნობაა თუ მოჩვენება,
ნაოცნებარი ანდა სიზმარი,
მთელი ცხოვრება ვიღაც რომ მიყვარს,
იმას გავხარ და რა ვქნა მითხარი...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:36 PM | შეტყობინება # 49
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
....და თოვლისფერი გშვენოდა ფრთები
გშვენოდა თოვლის მსუბუქი კაბა...
და ბიჭებივით ამაყი მთები
პირველი თოვლის ჰყვებოდნენ ამბავს.

საღამო იყო -
თოვდა და თოვდა...
ცას კი ღვთისმშობლის თვალები ჰქონდა...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:36 PM | შეტყობინება # 50
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ადამიანო, სიყვარულის შესვი ფიალა!
ჩვენ სიყვარული გვასულდგმულებს,
მტრობა კი არა!

ბედმა ბორბალი თუ უკუღმა დაატრიალა,
მხოლოდ იმას სურს მოგვიშუშოს სულის
იარა.

თორემ დრო გადის, დრო წამებმა
გაატიალა…...
წამია შენი აქ სტუმრობა, მეტი კი არა,
მარად იცოცხლებს ვინც ბილიკზე სწორად იარა,

ადამიანო, სიყვარულის შესვი ფიალა,
ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს,
მტრობა კი არა!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:37 PM | შეტყობინება # 51
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

უარი ყველას, საშინელი უარი ყველას!
ძვირფასი წლები განიავდა, განა წამები...
აღარ ვაპირებ სატრფიალო ლექსების წერას,
სიყვარულისგან ვარ საკმაოდ განაწამები!

უარი ყველას, საშინელი უარი ყველას!
ბნელში გავყვირი პოეზიით შუქდანაცემი...
მაინც ვაგრძელებ სატრფიალო ლექსების წერას,
რამეთუ მმართებს სიყვარული უკანასკნელი...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:37 PM | შეტყობინება # 52
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შენ რომ თუნგი ჩაგივარდა ჭაში,
ჭას რომ ჰქონდა უსაშველო სიღრმე,
ტოლებში რომ ამარჩიე მაშინ,
ამარჩიე და საშველად მიხმე...

მავთული რომ გადავღუნეთ ჩანგლად,
ჩანგალზე რომ თოკის ბოლო შევსკვენ,
ჭის უბეში შენი ლანდი ჩანდა,
დავიხარე ლანდისა თუ შენსკენ.

მე მანამდე უზრუნველს და ანგალს
სიყვარულის არაფერი მჭირდა,
მაგრამ მაშინ იმ ბედნიერ ჩანგალს,
შენი ლანდიც თან ამოჰყვა ჭიდან

და მე შემრჩა, ეს რა საქმე მიყავ,
ბედია თუ საზღაური შრომის,
რომ მას შემდეგ ყველაფერი მიყვარს
ამ ცასა და დედამიწას შორის!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:38 PM | შეტყობინება # 53
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ატმის ხეო

რას დამდგარხარ, ატმის ხეო, გამომწვევად,
რა გრძნობა გჭირს ასე დაუმცხრალი,
მოლოდინი გადაგექცა უკვე ჩვევად,
ისევ გიყვარს? ვაი შენი ბრალი...

ქარი კივის, ეფერება უკვე სულ სხვას,
დადის სულ სხვა სიყვარულით მთვრალი,
ახლა უკვე ზამბახების შარბათსა სვამს,
ისევ გიყვარს? ვაი შენი ბრალი!..


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:38 PM | შეტყობინება # 54
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

გიყვარდეს სანამ შენც უყვარხარ ამ ქვეყნად ვინმეს,
სანამ მაისის ყვავილებით დღეა გამთბარი,
სანამ ჯერ კიდევ მოსვლის პირი არ უჩანთ ყინვებს,
და სილამაზეს არ ესტუმრა შენსას ზამთარი.

გიყვარდეს სანამ შეგიძლია კიდევ გაფურჩქვნა,
როგორც ნაზ ყვავილს, მზის ამოსვლა დღეს რომ აუწყო,
გიყვარდეს სანამ სილამაზე თვალს არ დაუჭკნა,
და შუბლს ნაოჭით გადასერვა დრომ არ დაუწყო.

ხომ იცი, აისს თან მოჰყვება მუდამ დაისი,
ცაც იღრუბლება, და თუ ვარდებს ბაღში გაახმობ,
ცივი ზამთარით შეიცვლება ტურფა მაისი,
და შენც დაჰკარგავ სულ ყველაფერს რითაც ამაყობ.

თორემ ხეებმა ყვავილები თუ დაიყარეს,
ცარიელ ღეროს აღარავინ არ შეიყვარებს.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:39 PM | შეტყობინება # 55
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გაქრება ყველა ზღაპარი ერთად,
მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები.
შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა,
და უსათუოდ მოგენატრები.

და მერე მოვა სხვა გაზაფხული,
და თეთრ ფერებში შენ მოირთვები,
იდგება მხოლოდ უხმო წარსული,
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები...

და შეიცვლება აქ ბევრი რამე,
შეიცვლის სახელს ქუჩაც, უბნებიც,
სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე
და მე უსაზღვროდ გესაუბრები.

შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ,
არ ემონები უმიზნო ლოდინს,
და დაივიწყებ მალე, სულ მალე,
რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის.

და შენ იქნები კვლავ ბედნიერი,
და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები,
მე კი დამრჩება შენზე ფიქრები
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:36 PM | შეტყობინება # 56
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
დავბერდი... თუ უფრო დავძველდი

დღეს ისევ ყელში მაქვს ცხოვრება,
ლოთივით ვიჩხრიკავ ჯიბეებს...
მაღლა არ ამიშვეს...
ჰოდა,
მეც ქვევით დავუყევი კიბეებს.

ქარი ქრის,
მაგრამ შენ არ გცივა,
არ წვიმს და მე მაინც ვსველდები...
უბრალო წამები მაცვივა,
უბრალო დღეებით ვბერდები.

ეჰ...
აღმოხდომიათ ათასებს,
მსგავსი და უსიტყვო ბგერები...
ცხოვრება თავისებს აფასებს,
ცხოვრებას არ უყვარს გერები.

ისევ ჩემებურად მოვედე...
ჰო...
ყველას თავისი ომი აქვს...
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
წინ ვიდგამ ერთ ჭიქა კონიაკს.

დღეს ისევ სისხლი მდის გულიდან...
დავბერდი..,
თუ...
უფრო დავძველდი...
ათასჯერ დავიწყე ნულიდან,
ერთამდე ვერასდროს გავგრძელდი.

და მაინც...
სანამ ჯერ თბილი ვარ,
სანამ სულ გაშიშვლდა ყაყაჩო,
მინდა ეს უშენო დღეები
სულ შენს სიყვარულში დავხარჯო.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:37 PM | შეტყობინება # 57
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მე შენს ქორწილში მოვალ,
გნახავ მდგარს სატრფოს გვერდით,
მაგრამ რა ვუყო თვალებს
რომ ვერ დავმალო ცრემლი...

მე შენს ქორწილში მოვალ,
დაგლოცავ სხვებთან ერთად,
მაგრამ რა ვუყო თვალებს
ვერ დამალავენ სევდას...

უპეს მოსწყდება ცრემლი,
გულს სიყვარული - არა!
უშენოდ კენტად ვივლი
და წლებიც ასე გავა...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:38 PM | შეტყობინება # 58
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე?
თუ არაფერი არის საჭირო,
თუ გაგაღვიძო ხანდახან ღამით
და უჩემობით მწარედ გატირო.

ეს სიყვარული ღირს ნეტავ იმად,
რომ ყველაფერი მისთვის გავწირო,
რომ გავუმკლავდე ლექსების წყურვილს
და შენი ხვედრი გავინაწილო...

აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე,
თუ არაფერი არის საჭირო,
თუ გაგაღვიძო ხანდახან ღამე
და უჩემობით მწარედ გატირო?!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:38 PM | შეტყობინება # 59
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
ამიღეს თქმით და იჭვით,
არც სილამაზე არ მაპატიეს,
არც სილამაზის ნიჭი.

ნუთუ ყველაფერს ტალახს ესვრიან,
არვისთვის არვინ იღწვის,
ყველასთვის ნახავ რამეს გესლიანს
და შეურაცხყოფ იჭვით...

აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
ამიღეს თქმით და იჭვით...
არც სიყვარული არ მაპატიეს,
არც სიყვარულის ნიჭი!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 9:39 PM | შეტყობინება # 60
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე მაშინ შენგან ჩუმად წავედი,
დარდი წავიღე წლების სამყოფად,
შენ ისე თვალე თურმე წამები
არ შეგინიშნავს ჩემი არყოფნა...

მე კი სიმღერა დავთმე შენს გამო,
მე კი შენს გამო დავთმე სიცილი,
შველას უსიტყვოდ ვთხოვდი ზეგარდმოს,
მგლების ხროვაში ჩამდგარ კვიცივით.

ვით მესაფლავე იყავი გულქვა,
შორს გამირბოდი შორი ცასავით,
მე მაწყდებოდა თვალები უკან,
მაგრამ ძახილი იყო არსაით...

მივბარბაცებდი ბილიკზე უბრად,
მძულდა საწუთრო, ურცხვად ცბიერი,
თუმც მაცილებდა ბუკი და ბუშნა,
მაინც გზა იყო უკაცრიელი...

შენი ჩაქოლვა მე არ მიცდია,
დარდი წავიღე წლების სამყოფად,
შენ ისე თვალე თურმე წამები,
არ შეგინიშნავს ჩემი არყოფნა...


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz