ორშაბათი, 2025-07-14, 6:46 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:13 PM | შეტყობინება # 31
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მე შენ გაჩუქებ

მე შენ გაჩუქებ გაზაფხულის მზეს,
ლურჯთვალა იებს, ვარდების თოვას, აპრილის ქარებს,
წვიმას და ჭადრებს, ფოთლების ჩურჩულს, ჩიტების ლხენას...

მე შენ გაჩუქებ ლურჯთვალა ფიქრებს.
ცისფერ იმედს და ფრთათეთრ ოცნებას, სიჩუმეს, წვიმას, გვირილებს, უნაზეს სევდას, წვიმისფერ თვალებს...

მე შენ გაჩუქებ ტყის მელოდიას, ფოთლების შრიალს,
მათ ლამაზ ბგერას, ატმის ყვავილთა ვარდისფერ ბურუსს, ჭადრის ფოთოლთა ნაღვლიან მღერას...

მე შენ გაჩუქებ ლხინსა და წყენას, ტკივილს და ცრემლებს,
იმედს და რწმენას...

მე შენ გაჩუქებ!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:14 PM | შეტყობინება # 32
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გაიღიმეთ ქალბატონო!

გაიღიმეთ ქალბატონო, განა თქვენი
სახის მწუხრით გადაჩრდილვა შეიძლება?!
გაიღიმეთ, მერე ალბათ ყველა დარდი,
სულ უბრალოდ, მოგონებით შეიცვლება.

ამ სიცივეს და სექტემბრის ყვითელ ფოთლებს,
აურიეთ, აურიეთ ნაბიჯები,
ნუ გგონიათ სიყვარული აღარ მოვა,
ნუ გგონიათ მარტოობით დაისჯებით.

რა კარგია ქალბატონო, აი უკვე,
მაგ თვალებში ვარსკვლავები აციმციმდნენ,
აი ასე მოგაწოდებთ თბილ - თბილ სიტყვებს,
თქვენ უბრალოდ ეცადეთ და დაიჭირეთ.

წვიმის სეზონს გადავურჩით, ახლა უკვე,
ნელა-ნელა შემოდგომა გვეპარება.
თქვენ იცით, რომ სევდიანი ისტორია,
სათითაოდ მოიზომეს მეძავებმა?!

გაიღიმეთ, ჩათვალეთ რომ ბრძანებაა,
ვაჟკაცურად ეცადეთ და შეასრულეთ.
მე კი, ისე... ოქროს თევზის დასაჭერად,
თან გავყვები ძველ თბილისელ მებადურებს!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:14 PM | შეტყობინება # 33
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

განა დარდი ვარ,
გაზაფხულით მთვრალი დავდივარ.
და ალუბლების სურნელება უზომოდ მათრობს.
ერთი პატარა, მეოცნებე, ჩუმი გოგო ვარ
და ჩემი ზეცის წითელი მზე ცხრა თვალით მათბობს.

განა დარდი ვარ,
ჩემი მიწით მთვრალი დავდივარ,
ჩუმი აპრილის ნაზი ხმები
ჩურჩულით მათრობს.
ერთი პატარა, სულ პატარა ზეცის ლანდი ვარ
და სიყვარული ხვავრიელად მათოვს და მათოვს...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:15 PM | შეტყობინება # 34
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ,
ექნება სურნელი ყვავილის,
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის.

და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე...
ცრემლების გარეშე სიყვარულს
ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?

ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად,
ქუნქულა ღრუბლები დაგათოვს ,
გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი,
მზის სხივის ნაჟური გაგათბობს!

მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ,
თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ,
ოო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო,
რამდენი წელია გინახავ!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:15 PM | შეტყობინება # 35
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მიყურებ დაღლილი თვალებით და მკითხავ:
ჩემამდის თუ ვინმე გიყვარდა?
არ მიყვარს ეგ კითხვა, ო, როგორ არ მიყვარს...
და ის კი მიყვარდა, ძალიან მიყვარდა...

ის იყო უთქმელი, ლამაზი ზღაპარი,
მე მასზე დავწერე ლექსები ურითმო,
ის იყო ვით ზეცა - საოცრად ხალასი,
არ ითქმის რაიმე მის გულზე ურიგო.

წავიდა, წავედი, დამტოვა, დავტოვე,
მერე მან ჩემსავით სხვა ვინმე გაიცნო,
იები მომართვი, იები მიართვა
... და ყველაფერი
თავიდან დაიწყო!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:16 PM | შეტყობინება # 36
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
თოვს ქალბატონო!

თოვს, ქალბატონო!
და ჩუმი თოვლი —
ეს დაწეწილი ჩემი ფიქრია,
წარმავალობა ამ წუთისოფლის
უკვდავ ფერებად რომ დაგიღვრიათ.

იასამნების,
იის,
იელის
თოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო...
თოვს, ქალბატონო!
რა მშვენიერი
თოვლი მოსულა, ო, ქალბატონო!

ამ ქუჩას უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს.
ამ სახლს,
აივანს,
დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე,
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:16 PM | შეტყობინება # 37
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ნუ დამპირდები,
რომ არ დაგღლის ეს ყვავილები,
ნუ დამპირდები,
რომ მომიტან ყოველ მოსვლაზე,
ნუ დამპირდები,
რომ ფერებად შეკრულ სიყვარულს,
ფერხთით გამიფენ ყოველი წლის
შემოდგომაზე.

ნუ დამპირდები,
თორემ მერე სევდა წამიღებს
და თუ ვერ ვნახავ მე მაგ გრძნობის
გიჟურ ნაპირებს -
დავიკარგები, შევერევი ნაცნობ
ტკივილებს,
ნუ დამპირდები...
რას მიმზადებ,
რასაც მიპირებ.

საკმარისია
მორთმეული ამ წელს ფერები,
ნუ დამპირდები -
მე ისედაც მოგეფერები.
ნუ დამპირდები
წინასწარ და წლებს ნუ დამითვლი,
ჩემთან იყავი ოღონდაც
და
ღიმით დავიცდი.

ამ ფერებისთვის,
ამ წლებისთვის,
მე შენ გჭირდები,
ოღონდ წინასწარ გთხოვ, ნურაფერს
ნუ დამპირდები!


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:17 PM | შეტყობინება # 38
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ლამაზმა იამ ღიმილი ლურჯი
მაჩუქა, იყო ამო, პატარა,
დამიბინავდა უბეში ურჩი
და აღმართები ამომატარა.

თაღი ამშვენებს გალავანს ათგან,
როგორც ხალიჩას ხალისი ნაყშის,
ეწყინა იას, ვერ გნახე რადგან
ნისლადქცეული ქალი სიღნაღში.

შენთვის სათქმელი დნება ბაგეზე,
ხან ისუსხება, ხან იკოცნება,
დიდხანს გელოდი, ყველგან დაგეძებ,
შენ მიყვარხარ თუ შენზე ოცნება?

გავყურებ დაბლობს... აღარვის ველი,
მათ ვინც ელიან, ღმერთმა უშველოთ,
რა ლამაზია ალაზნის ველი,
რა ულამაზო - ყოფნა უშენოდ!...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:17 PM | შეტყობინება # 39
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ერთი პატარა გოგო მიყვარდა

ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.

როგორ ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.

პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.

ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:18 PM | შეტყობინება # 40
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შეშლილი ქარი კვლავ მედავება
აფრიალებას შენი კაბისას,
ნუთუ არსებობს, რომ მე დავება,
ნუთუ გაიტანს მაინც თავისას.

სულელი სეტყვა ჰყრის მარგალიტებს,
რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით,
შემთვრალი მთვარე თვალს არ გარიდებს,
გადარეულა შენი წვივებით.

წვიმა თავნება პირ-სახეს დაგბანს,
მოგიალერსებს ცივი ხელებით
და შეეცდება ზეცა შენს დაბმას,
ოცნების მსგავსი ცისარტყელებით,

მაგრამ უქმეა მათი ხარჯები,
ვიცი, რომ მაინც ჩემთან დარჩები.

ნიკო გომელაური


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:18 PM | შეტყობინება # 41
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

რად გაწვიმდი, აგე, ხედავ?!
დაასველე ალუბლები,
წავალ ეხლა მე ღრუბლებში
და მზის სხივად დავბრუნდები.

რომ გავაშრო მიწა მერე,
ალუბლების სველი კაბა,
დამისველდა გაზაფხული,
ამის მეტი რა ვქნა აბა?!

რა გატირებს, მომიყევი,
რატომ გიჟობ მარტის ქარო?
გაგებუტე, წადი ეხლა და
ახლოს არ გამეკარო...

ჩაეხუტე ვინც მიგიღებს,
მე შენთან არ დავბრუნდები,
რად გაწვიმდი, ნახე, როგორ
გამილუმპე ალუბლები.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:20 PM | შეტყობინება # 42
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
აღმომაჩინეთ

ჩემში ბორგავს და იწვის ყოველი,
გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს,
ამ ქვეყნად აბა რისთვის მოვედი,
გემუდარებით, აღმომაჩინეთ

აღმომაჩინეთ იქნებ ვინა ვარ,
იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა,
იქნებ ვშრიალებ თქვენს წინ ჩინარად
იქნებ ცრემლი ვარ, ცრემლი – შვებისა.

იქნებ კვირტი ვარ, იქნებ ბალახი,
ხელი შემახეთ, არ შეგაშინებთ,
ნუ გეყოლებით თუნდაც ნანახი,
გემუდარებით, აღმომაჩინეთ.

ჩემში ზღვა ბორგავს, ღელავს ზვირთებად,
შმაგი ქარშავა ტალღებს აცილებს,
მალე ჯებირებს გადმოვდინდები,
გემუდარებით აღმომაჩინეთ.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:22 PM | შეტყობინება # 43
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მე გაზაფხული უშენოდ არ მწამს...

როს ამათრთოლებს ცახცახი კვირტის
და შუქს მოვსტაცებ ატმების ხანძარს,
იმ ჯადოსნური ფერებით ვიწვი,
და გაზაფხული სხვაგვარად არ მწამს.

კორდები ღიმილს შემომაგებებს,
ნიავი კოცნის წაბლისფერ ნაწნავს,
მე ცისარტყელას ლარებზე ვმღერი,
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს.

დავხუჭავ თვალებს, იების კონებს
უხვად შევაყრი ამ მიწას, ამ ცას,
დაგელოდები ამ გაზაფხულზე,
მე გაზაფხული უშენოდ არ მწამს...


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:23 PM | შეტყობინება # 44
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 8:23 PM | შეტყობინება # 45
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

რა უსაზღვრო ნაღველს მალავს
სული, ჩემი მეუფე,
სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს,
ანდა მის გარეუბნებს!

აწვიმს მიწას და სახურავს
და შრიალით ავივსე,
სევდა, - სულში ჩასახული
უკრავს წვიმის კლავიშზე...


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz