რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:45 AM | შეტყობინება # 466 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ერთ მშვენიერ ქალბატონს ჰკითხეს: - რა კოსმეტიკურ საშუალებას იყენებთ რომ შეინარჩუნეთ ასეთი სილამაზე?
მან უპასუხა: - ტუჩებისთვის ვიყენებ სიმართლეს! ხმისთვის - სათნოებას! თვალებისთვის - თანაგრძნობას! ხელებისთვის – მოწყალებას! გულისთვის - სიყვარულს! მათთვის კი ვინც მემტერება – ლოცვას!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:45 AM | შეტყობინება # 467 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
რად აგიჩემე არ ვიცი, რად გაგიმწარე საწუთრო, არც მემეტები დაგკარგო, არც მინდა დაგისაკუთრო.
არ მინდა, რადგან ვაი თუ სულ გავიწირო ბედისგან, ჩვეულებრივი გახდე და ვერ გაგარჩიო სხვებისგან.
ამიტომ ისევ სჯობია, ასე შორიდან გხედავდე, მთელი სიცოცხლე ვიარო, ვერ მოვაღწიო შენამდე.....
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:46 AM | შეტყობინება # 468 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
რა მოხდება ვინატრო და ეხლა უცებ გაჩნდე ჩემთან, ნიავივით ფიქრს გამოჰყვე ამ პატარა ლექსთან ერთად,
რა მოხდება ვინატრო და ვარსკვლავივით მოსწყდე ზეცას, ხელის გულზე დამეცე და სამუდამოდ დარჩე ჩემთან!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:46 AM | შეტყობინება # 469 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
წლები გავიდნენ, შენ კი ისევ ისეთად დარჩი: მიუკარება, ბრწყინვალე და სულ ოდნავ მკაცრი, მერე რაა, რომ ვერცხლისფერმა იმძლავრა თმაში, შენს წინ კვლავ მუხლზე დავიჩოქებ მოხუცი ბავშვი.
ვერა, ვერ ცვლიან ჩვენისთანებს ნახევრად წლები, მე ვუმზერ ეხლა მაგ შენს ღვთიურ ბაგეთა ღიმილს, ვცოცხლობ და ვსუნთქავ იმ გარდასულ ეკალთა სიბრძნით, რომელთაც ისევ შერჩენიათ სითბო და ხიბლი...
წლები გავიდნენ, შენ კი ისევ ისეთად დარჩი, მიუკარება. ბრწყინვალე და სულ ოდნავ მკაცრი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:47 AM | შეტყობინება # 470 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მიყვარს ვარდები, ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი... მიყვარს ნაბიჯი დარხეული და წარა – მარა, და როცა ღვინით აივსება საჩემოდ თასი, შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.
ტკივილით დავალ, შენი ლანდიც ბარბაცით დამდევს, და სისხამისფრად იღებება როგორც იარა, ხო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს, და შენს სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:47 AM | შეტყობინება # 471 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მოდის, მოაბიჯებს იგი - საოცრება! და არ ერიდება არვის, ვინ მიხვდეს მის ფიქრებს, ანდა მის ოცნებებს მზესავით ლამაზი ქალის!
ახლა ვინ დაიწყებს შებმას და ანცობას, სიყვარულს თუმც ვერვინ მალავს, ვინ მივა, ვინ ჰკადრებს ქუჩაში გაცნობას ანგელოზს, მოვლენილს ქალად!
უნდა კაკალივით ვტეხო ღამეები, ცაზე ვარსკვლავები ვთვალო, ჯოკონდასავით რომ ჩუმად გეღიმება ჩემზე, იდუმალო ქალო!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:48 AM | შეტყობინება # 472 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ამ ჰაერგაცლილ ფილტვებს შენი ჩურჩულით ვივსებ, გადაგიყვარო მინდა, რომ შემიყვარდე ისევ!
ისევ პირველად ვნახო ბაბუაწვერა ტყეში, ჩამოვიბანოთ თმები წვიმის პირველი თქეშით...
ლოყა დამიწვას ისევ შენმა პირველმა კოცნამ მაგრად ჩამიკრა გულში გაგებუტები როცა.
ნაძვის წიწვების გემო ტუჩს ააცალო ჩემსას, შენი პეშვიდან წყალი ისევ პირველად შევსვა.
ჩემთან არ ხარ და - გხედავ, არრას ამბობ და - გისმენ! გადაგიყვარებ დღეს, რომ ხვალ შეგიყვარო ისევ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:48 AM | შეტყობინება # 473 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * * ცოტა - ცოტა, ბევრი არა, ცოტა - ცოტა გინატრე. წვიმდა, ცოტა გადიდარა, ცოტაც შენ შეგინახე.
ცოტა, ცოტა ამატირეს, გუშინდელზე ფიქრებმა. ცოტა - ცოტა დანაპირებს შეგისრულებ იქნება.
ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს, ცოტას თვალებს აგიხელ, შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს, გავბედავ და გაგიმხელ.
ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს, ცოტას მოგეფერები. როგორ იტან მარტო ამდენს მოდი, მომე ხელები.
ცოტა - ცოტა, ბევრი არა, ცოტა, ცოტა გამიგე. დრომ უშენოდ გაიარა, მოდი, კარი გაგიღე.
ცოტა - ცოტა ზღაპარ იყო, უფრო მეტი სიმართლე. წვიმდა. . . ცოტა გადაიღო, მოდი! მართლა გინატრე!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:49 AM | შეტყობინება # 474 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
წაიღე ნიღბები, დანისლულ სამყაროს სცადე, რომ დაატყო შენი ანაბეჭდი. გადაბმულ წარბებზე გადევი კიბე და ტუჩებზე ტუჩებით მაცადე თარეში.
მაჩუქე სულ ყველა ფიქრი და ოცნება, რაც კი გაქვს სათქმელი გამანდე ბოლომდე. დავხატოთ და თუ კი ფერები მოგვრჩება, მე გაგაფერადებ, შენ მხოლოდ მომენდე.
მოვყვეთ და შევთითხნოთ ახალი ზღაპრები , სადაც არ სრულდება არასდროს თორმეტი, მივწეროთ ერთმანეთის ასობით წერილი და აღარასოდეს არ გავხსნათ კონვერტი.
მე მინდა იქ, სადაც მზე ჩადის ორმოცჯერ, თუმცა არასოდეს დავუწყოთ ყურება, ჰო, ჩემსას გავიტან, არ გინდა წავიდეთ? ცოლ - ქმრობა გვიკურთხოს თეთრწვერა ხუცესმა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:49 AM | შეტყობინება # 475 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * * ჩავაქრე სანთელი, ოთახში ბნელოდა, და გული, და გული, გელოდა, გელოდა... ჩავაქრე სანთელი და იცი რა მოხდა, ჩავემხე ბალიშში, გულს კვნესა აღმოხდა.
ვტიროდი, მომჩქეფდა ცრემლების ზღვაური, ცრემლებით შევნამე ბალიშის საური, ვტიროდი, ვით ტირის უდაბნოს სიო და საყურისოდენა ცრემლები მცვიოდა.
ვამბობდი, ბალიშო, შენ იცი, შენ თუ მე, რამდენჯერ ავხსენი ეგ შენი სიჩუმე! შენ იცი, რამდენჯერ ვათეთრე ეს ღამე, ან ცრემლით, ბალიშო, რამდენჯერ შეგნამე...
და თუ რად ვტიროდი ცრემლების ლიცლიცით, ბალიშო, ეს მხოლოდ ჩვენ გვესმის, ჩვენ ვიცით!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:50 AM | შეტყობინება # 476 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| უშენობა
ვარდისფერ ფარდებს აწრიალებს დამფრთხალი ქარი, ბროლის ჭაღები ირწევიან მომჭრელად თვალთა, ატკარცალდება შამპანურით დამთვრალი ქალი და უდარდელად შემომძახებს დახურულ კართან.
''მე აქ არა ვარ!'',-თავს ვარიდებ ხმობას სტუმართა, ნუ მეკითხებით, თუ ვერავინ ვერაფერს ხვდება, ჩამომიჯდება უშენობა თავსასთუმალთან და ჩემთან ერთად მონატრების სურვილით კვდება...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:50 AM | შეტყობინება # 477 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
სულგაძარცვული და ეული შემოვრჩი სოფელს, ხორცთან ჭიდილში, ამორძალურ სულის თარეშში, აზანზარებდა ზეცის რისხვა მიწიერ ყოფას და შეშინებას უტოვებდა მავანთ თვალებში.
მაინც ვიდოდი სიჯიუტით თავნება ქალის, ბილიკს გასდევდა სისასტიკე სისხლის ზოლივით, ამდევნებოდა შიშნარევი არმოსვლა ხვალის და სულსწრაფობით გაქვავება ლოთის ცოლივით.
ყალბად ვიჩქარე, შებინდება დგებოდა მაშინ, ჰაერს კაწრავდა შემზარავად აწვდილი ალი, სიკვდილნაკოცნი ნანგრევები ცვიოდა ზღვაში და ვაჰმე, შენსკენ მახედებდა უძღები თვალი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:51 AM | შეტყობინება # 478 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
არ შესცოდოო, რადგან ცოდვა არისო ფიქრიც, არ იმრუშოო, სიყვარულიც სიძვაა თურმე, რა ვქნა თუ ვნება გაუხედნავ კვიცივით მიჰქრის და წიხლით მაყრის შენი მხრების დამაჭრულ სურნელს.
და ღვთის რისხვაა უშენობის ყოველი წამი, მრევლი მორჩილი თავდახრილი ვუჩოქებ პატრონს, ავხორცობაა თურმე შენზე ოცნებაც ღამით, მაგრამ მლოცველის სამოსელშიც ისევ შენ გნატრობ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:51 AM | შეტყობინება # 479 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
არდავიწყებას დაგპირდები და როგორც ტკივილი, მომეძალები. როცა დაგკარგავ, ავტირდები და როცა გიპოვი მოგეკრძალები.
როცა შეგხვდები დავდუმდები და ზეცის ფერებით დავიფარები. როცა მინატრებ დავბრუნდები და როცა გადაგღლი, გავიპარები.
არდავიწყებას დაგპირდები და შენი სიშორით განა ვიცვლები, შენი ცრემლებით ავტირდები და შენი ტკივილით გარდავიცვლები.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:52 AM | შეტყობინება # 480 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე შენი სუნთქვა თუ არ ჩამესმის, ხვალინდელი დღე ფიქრში მიკვდება... ახალი დილის ეშხით, ლაზათით, სხვა სასთუმალი დაიტვირთება.
მე შენი თმები თუ არ მეხება, ღამე ეული დარდით ფითრდება, სადა ხარ, ვისთან, რატომ და რისთვის, ათასი ეჭვი გულში ზვირთდება.
მარტოობისკენ ბილიკებს ვტკეპნი, დაგეძებ, მდომი შენი ალერსის, აბა რად მინდა, რომ გერქვას ჩემი - მე შენი სუნთქვა თუ არ ჩამესმის...
|
|
| |
|