რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:53 AM | შეტყობინება # 481 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ჩვენ უფრო მეტად ჩავხლართეთ გზები და ოცნებამდეც შორია თითქოს, შენ დღეს ლექსებს სწერ ისეთი გზნებით, რომ შენს ლექსებზე მე ხელებს ვითბობ.
ნუ მეტყვი, უფრო ახლოა მთვარე, მე უკვე მზეზე დავიდე ბინა, და ვარსკვლავებად ქცეულ მზის სხივებს, საღამოობით ჩემს მკლავზე სძინავთ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:53 AM | შეტყობინება # 482 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს, ბგერები ეწევა მარცვლებს, მინდა, რომ ჩემს სულში ვგრძნობდე ხელახლა ცხოვრების წამებს.
ჟესტებში იგრძნობა სევდა, თვალები ამხელენ ტკივილს, მივყვები ტროტუარს ნელა, გუბეში შევამჩნევ ღიმილს.
აკორდებს აიღებს ისევ, ცასაც კვლავ დაფარავს ნისლი, კვლავ შენზე ოცნებებს მივდევ, სიზმრების ბილიკით ვივლი.
და აღარ მთავრდება გზები, გულში კვლავ ნაბიჯებს ვითვლი, ნელ - ნელა ყველაფერს ვხვდები და გულში ,"მშვიდობით!", გითვლი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:54 AM | შეტყობინება # 483 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| სიყვარული შეიძლება იყოს: დამწუხრებული, დამცირებული, გამდიდრებული, თვით ზეცამდეც კი ამაღლებული; მარადიული, ერთგული, წყეული, თვით ჯოჯოხეთად ქცეული;
შორეული, მილეული, გზებარეული და ერთმანეთზე გადარეული;
ამღვრეული, არეული, დავიწყებული და ერთ წამში გათავებული...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:54 AM | შეტყობინება # 484 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * * მზემოკიდებულ ჭვავის ყანას გაექცა გველი, ასდევნებოდა ოქროსფერი უმხურვალესი, ცახცახებს ვნება უმაძღარი, ცეცხლივით მწველი და სურვილს გიკლავს სათივეზე ქალის ალერსი.
გაშიშვლებულა სიყვარული სიშიშვლით ურცხვის, ქათქათებს მკერდი და მკათათვის ზიზღით ვინთები, ამომაკვნესებს ღაწვდახოკილს სიმლაშე კურცხლის, ეჭვიან მზერას დაფარავენ სველი თითები.
და გარინდება ჩააკვდება სხეულს ხელებში, და ბინდისფერი აგრილება, - უღვთო ღალატი, იხეტიალებს გაფითრებულ, ჩამქრალ ფერებში, ვით განთიადის მომლოდინე ბედის ჯალათი.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:55 AM | შეტყობინება # 485 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ვიცი, ისევ მოვა თოვლი, მიყუჩდება გულში დარდი. მერე ისევ გიპოვი და გეტყვი, როგორ შემიყვარდი... ვიცი, ისევ მოვა ფიქრი, წლები, შენს სიყვარულს მომთხოვს, სუსხი დამიბერავს. ვიცი ისევ, გამეტებით მოთოვს... ვიცი, ისევ მოვალ, დაღლილს ამოგიშრობ ცრემლებს კოცნით. თოვლს, სახეში შემოგაყრი, შენ იქნები, ისევ მორცხვი. იცი? ისევ დამდევს ლანდი, შენი მონატრების ფერი, მახსოვს, როგორ შემიყვარდა, შენთან ერთად ყველაფერი. იცი? უშენობას ახლა ისევ მონატრება ჰქვია, მოგონება გამიახლა, თავს რითმები მომახვია... ვიცი, ისევ მოხვალ მალე და სიყვარულს, ისევ მომთხოვ, ერთად გავიღვიძებთ ხვალე, და უჩვენოდ აღარ მოთოვს. და მაჩუქებ, ისევ ღიმილს, დღეს რომ ასე მიმატოვა, დამავიწყებ, ვიცი, ტკივილს... სიყვარული მოვა, თოვად... ვიცი, ისევ მოვა თოვლი, და შენ მოხვალ, თოვლის გუნდად, მე ხომ, შენი შეხება და მხოლოდ შენი კოცნა მსურდა... ფიფქებს მაყრის დილა უხვად, მინდა, მოგეფერო ფრთხილად... შენ ხარ, თეთრი თოვლის სუნთქვა ჩემი თოვლისფერი დილა...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:56 AM | შეტყობინება # 486 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მე შენ მიყვარხარ!
1 შენ ვარდი ხარ რომელიც ჩემს გულში ხარობს! 2 სიცოცხლეში დგება წუთები, რომ სულაც არ გინდა ცხოვრება არამედ გინდა იტირო და ძლიერ გიყვარდეს! 3 სიყვარული მაცდურია, ის აჯადოებს სულს როდესაც შენ გინდოდა უბრალოდ გეთამაშა!
4 სიყვარული ეს სიცოცხლეა, შენს სიცოცხლეს კი არავის მისცემ! 5 მე მინდა ვიცოცხლო ერთი დღით შენზე ნაკლები! იმიტომ რომ ერთი დღეც არ შემილია შენს გარეშე!
6 შენ ამ ქვეყანაზე მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ გახსოვდეს, რომ ვიღაცისთვის შენ ყველაფერი ხარ! 7 100 სანთელზე მეტად ვანათებ, როდესაც შენს ღიმილს ვხედავ! 8 მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ შენ ჩემს ცხოვრებში ხარ! და შენ იმიტომ მიყვარხარ, რომ შენ ჩემი ცხოვრება ხარ! 9 ლამაზად წერა არ მეხერხება, იმას ვწერ რაც გული მკარნახობს, მე ბევრის მოთხოვნას არ დაგიწყებ არ დამივიწყო არასდროს - მხოლოდ ამას გთხოვ! 10 ვწვები ლოგინში და ვიძინებ... სიზმარში გხედავ, ვდგები და ცრემლებს ვიწმენდავ, მე შენ მჭირდები...
11 ღმერთმა ყველა ანგელოზს მისცა ფრთები მხოლოდ შენ არ მოგცა, ეშინოდა, რომ მისგან გაფრინდებოდა ყველაზე ლამაზი და საყვარელი ანგელოზი. 12 როდესაც შენ დაგივიწყებს ხალხი, დაგივიწყებს ყველა მეგობარი, მხოლოდ ერთ გულს ემახსოვრები და ეს გული მე ვიქნები! 13 მე თუ შემომთავაზებენ სამუდამო ცხოვრებას შენს გარეშე, მე ამოვირჩევ მხოლოდ ერთ წამს შენთან ერთდ!
14 ... ... ... ... ... 15 ყველაზე ძლიერი წამება ადამიანისთვის არის ღალატი და მარტოობა! 16 როცა წვიმს რა იოლია დამალო ცრემლი.... 17 სიყვარულს არ ეთამაშო, თორემ შეგიყვარდება!.. 18 მე შენ გადაგიყვარებ მაშინ როცა მთვარე გახდება ვარდის ფერი როცა ჩიტებს ფრთები არ ექნებათ...
19 შენ ჩემთვის არც მეორე ხარ და არც პირველი, შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:57 AM | შეტყობინება # 487 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
კარი გაიხურა მაისმა, ახლოა ზაფხულის სურნელი, სულში ქვითინის ხმა გაისმა, ტირის მარტოობა სულელი.
დილა გამითენდა უშენო, მცივა მარტოობის დედოფალს, მოვა ვიღაცა და გამათბობს, სულ ცოტა ალერსიც მეყოფა.
მოვა ვიღაცა და ხელს მომხვევს, მოვა და თავის გულს გამიყოფს, მოვა და მაჩუქებს სიყვარულს, მოვა და... ეცდება გამიგოს.
მოვა, გამიცოცხლებს იმედებს, მოვა და სულ ჩემთან დარჩება, მომიალერსებს და გამიმხელს ასე ეწადაო განგებას...
შენ წარსულს გაჰყვები კვალდაკვალ, მე ბედნიერებით დავთვრები, დაიმტვერება და მოკვდება შენგან ნაჩუქარი ვარდები...
იმედი აცოცხლებს მომავალს, ამდენი ტკივილი მეყოფა, ვტირი ამაყი და თავნება, მცივა მარტოობის დედოფალს.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:57 AM | შეტყობინება # 488 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გაზაფხულს ველი, ზამთრისგან მთლად გათოშილი მიწა ვარ, არ დააყოვნა იმანაც, - მოვიდა, დადგა, იმძლავრა...
შენც გელი ისევ, ქალი ვარ, გულმა სხვა ვერვინ იწამა, რომ არ მოხვიდე, - მოვკვდები, მოვკვდები შენს თავს ვფიცავარ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:59 AM | შეტყობინება # 489 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
დაგელოდები... უსათუოდ დაგელოდები... ნისლი დაბურავს ციდან ცამდე გადატყორცნილ მთებს, გაფრინდებიან თბილ ქვეყნებში თეთრი გედები და შენს ნაკვალევს წაშლის წყნარი ფოთოლცვენის თვე.
დაგელოდები... აიმღვრევა ნათელი დილის, შენ წახვალ ჩემგან, დაჭკნებიან ყველგან ვარდები, ცარიელ სივრცეს ამოავსებს მძიმე ლოდინით დეკემბრის სევდა, გაშიშვლებულ ხეთა ლანდები.
დაგელოდები... კვირტობის თვე მოვა, ვაცალოთ! და დაბრუნდები აისივით წმინდა, ნათელი, რომ ყველა, ყველა გაზაფხული შენ განაცვალო, რომ კვლავ ამკობდეს ცისკრის ყვავილს სხივთა ფანტელი.
დაგელოდები... უსათუოდ დაგელოდები!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:00 AM | შეტყობინება # 490 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
თუ სიყვარული ტკივილია, ტკივილი რაა? იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული, თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ ცრემლი რაა? იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული, თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს ვინა ვარ თვითონ? მიხვდებით ალბათ, სიყვარულზე შეყვარებული...
თუ სიყვარული არ არსებობს, სიცოცხლე რაა?! არარაობა სიძულვილით დამშვენებული!..
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:00 AM | შეტყობინება # 491 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მინდა როგორმე გადაგივიწყო და მაინც ისეევ მოვდივარ შენთან. მსურს შეგიძულო, მაგრამ ეს გული შენი აჩრდილით სუნთქავს და ფეთქავს.
მინდა როგორმე გადაგივიწყო, მაინც ჩემს გზაზე ენთები მზისებრ. მეგონა სხვაზე ვფიქრობდი ახლა, თურმე შენს სახელს ვახსენებ ისევ.
ღამეში, მწუხრში, ცისკარში, მზეში ცდუნება შენი ვერაფრით ვძლიე, გაგირბი... მაგრამ ისევ შენ გეძებ, მძულხარ და მაინც მიყვარხარ ძლიერ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:01 AM | შეტყობინება # 492 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ღმერთები? ღმერთები თავად ვართ და ჩვენს თავს თვითონ უნდა ვუშველოთ. თბილისი? კარგია თბილისი, მაგრამ სულ არ ვარგა უშენოდ...
ვიაროთ, დე იყოს ივლისი, ოცნებას ფრთები უნდა ვუშენო, მე მიყვარს, ხო მიყვარს თბილისი, მაგრამ სულ არ მიყვარს უშენოდ!
გაავდრდა, წვიმაა, ბილიკს შლის. ნეტა თქვენ არ გცივათ ნუშებო? რამდენი ხალხია თბილისში, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ უშენოდ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:02 AM | შეტყობინება # 493 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მთებს შეჰფენია თეთრი კარვები, რომ გსურდეს კიდეც, გვერდს ვერ აუვლი... აი, ქვეყანა: თეთრი ფარების, თეთრი ნაბდების და სალამურის.
და მეც ვჩურჩულებ: - წაღმა გვივლია, და შენც მეხვევი და მეფერები... ო, რა თბილია, ო, რა თბილია, ო, რა თბილია შენი ხელები.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:02 AM | შეტყობინება # 494 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გათენებისას მე ჩავიცვამ სიკვდილის ხალათს, რადგან სიკვდილმა ჩემი სული უკვე იწამა, ხვალე საღამოს მეზობელი მოგაწვდის ბარათს და ჩემზე გეტყვის: "აღარ არის, გარდაიცვალა"
შენ გაოგნდები და თვალებში ღამე დაწვება, თავში მეზარე, უჩინარი, ზარებს დარეკავს, დაიწყებ ტირილს, სახე ცრემლით დაგეკაწრება, ატყდება ქარი და თეთრ ღრუბლებს შორს გადარეკავს.
იტყვი: "ოჰ, ღმერთო, არაფერი, არა, აღარ მწამს" კაცი კი არა შენს ტირილზე ქვაც დაიწვება, კაცი, რომელიც მარტოდმარტო არის მარადჟამს, ასე, ჩემსავით, უპატრონოდ გარდაიცვლება.
ვეღარ შევიგრძნობ სიბოროტეს, შურსა და ღალატს, იტყვიან ჩემზე: " საცოდავმა ბევრი იწვალა..." ძვირფასო, ხვალე მეზობელი მოგიტანს ბარათს, და ჩემზე გეტყვის, აღარ არის, გარდაიცვალა...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:03 AM | შეტყობინება # 495 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ბექობზე მშვიდად წიწკნიდნენ ბალახს ჩვენი შავრა და ლურჯა ცხენები, გაოფლილ ზურგებს მზეს უფიცხებდნენ, ჩვენგან დაღლილნი მთებზე ჭენებით...
კლდის ქიმზე მდგარნი ცას შევხაროდით, მინდვრის ყვავილებს მიწნავდი თმაში. “მიიიი-ყვაააარ- ხააააააარ”, – სულის ამოძახილი ექოდ მოასკდა იმ კლდეებს მაშინ...
სულს მიტყვევებდა, გულს მიჩქარებდა შენი ლექსები სიტყვაქარგული, შემდეგ დაღამდა და ჩვენს სარეცლად იქცა მინდორი მოფარდაგული...
ახლაც ედება ხერხემალს ვნება, როს მახსენდება თითების სითბო. თვალს დავხუჭავ და ხელისცეცებით კვლავ მთის ბილიკზე მოგყვები თითქოს.
“მელოდე, ბილიკს მოვნახავ....” – ახლაც ჩამესმის შენი დანაბარები... მერე წახვედი... დამტოვე მარტო საკუთარ შიშთან, სველი თვალებით...
გვიან შევიტყვე, რომ მთით მოვარდნილ ზვირთებს შებმია შენი იაბო... და მოგონება ცრემლშეუმშრალი, ლეთის* ამღვრეულ ტალღებს მიაპობს...
|
|
| |
|