პარასკევი, 2025-07-18, 3:15 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:34 AM | შეტყობინება # 451
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:35 AM | შეტყობინება # 452
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მიყვარდა...

ოდესღაც ვიღაც მიყვარდა, მერჩივნა ყველას თავს,
და ბედნიერი ვიყავი, ვითვლიდი ყოველ წამს.

რამდენი ღამე უძილოდ დამთენებია თავს
და უიმედოდ ფიქრებში ჩამძინებია კვლავ.

დღეები დღეებს მისდევდა, წამი კი ყოველ წამს,
დრო გადიოდა, ოცნებით კვლავ ვიტყუებდი თავს.

მზეს მთვარე შეჰყვარებია, ღრუბელს – უძირო ცა,
მაგრამ ამ გრძნობის ჩემსავით ვერვინ ბედავდა თქმას.

დრო გადიოდა სნეული, მე ვშორდებოდი მას.
მაგრამ ეს გრძნობა – ეული გულში მრჩებოდა კვლავ...

II

და თუ ოდესმე შევხვდებით, გამოგაყოლებ თვალს;
შენ კი ჩაივლი ქუჩაში, არც მოაბრუნებ თავს.

გულში რაღაცა ჩამწყდება, ვერ გაგისწორებ თვალს,
და სიყვარული პირველი აღარ დატოვებს კვალს!

ოდესღაც ძლიერ მიყვარდა – გამახსენდება კვლავ,
თვალცრემლიანი ვიყავ და ვეღარ ვბედავდი თქმას.

ოცნებას ნისლი უყვარდა, ვიღაცას – ვიღაც სხვა...
მე კი მხოლოდ შენ მიყვარდი,
ვფიცავარ მე შენს თავს!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:36 AM | შეტყობინება # 453
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ბეღურასავით
გული გიცემს სულ ერთი ციდა,
შენც უფრთხილდები
შენი ბუდის პატარა სითბოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
სევდიანი სტრიქონი იყოს!

რა ვუყოთ მერე,
გული რომ გაქვს - სულ ერთი ციდა,
სამაგიეროდ ლამაზი ხარ,
ჭკვიანიც თითქოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
უნუგეშო სტრიქონი იყოს!

ჩამოვხსნი მთვარეს,
მეოცნებე მგოსნების მთვარეს,
მთვარეს, ფიქრებით გახუნებულს,
დაგიდებ ფეხთით,
მშვენიერების სამრეკლოზე დავწყვიტავ ზარებს,
უკანასკნელად დავამღერებ:
„ო, როცა შევხვდით...“

მერე კი ვიტყვი:
კმარა გულით ოცნების ზიდვა,
ასეა ყველა -
უფრთხილდება პატარა სითბოს...
ავალ,
ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან -
უკანასკნელი
სევდიანი სტრიქონი იყოს.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:37 AM | შეტყობინება # 454
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:37 AM | შეტყობინება # 455
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შენსკენ გადმოდგმულს
ისე ფრთხილად ვზომავ ნაბიჯებს,
თითქოს ღობესთან მოფრენილ ჩიტს
ვეპარებოდე.
რომ ამიფრინდე,
შეიძლება კიდეც გავგიჟდე,
გაცივდეს გული და ყინული,
ვეღარ დნებოდეს.

არვინ იცოდეს,
რომ შენა ხარ ჩემი სამიზნე,
რომ შენითა მწამს
ჯერ ღმერთი და მერე სამყარო.
ვიდრე ჩემთან ხარ,
მოთმინება ვიდრე გამიძლებს,
მინდა უბრალოდ
სიყვარული შემოგაპარო.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:38 AM | შეტყობინება # 456
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

როგორც სჩვევია ზაფხულს -
ჩამოცხა
ზეცას შეაშრა ცრემლი,
ნუ მიმზერ ასე
ჩუმად და მორცხვად,
თორემ მზე დამწვავს შენი...

კაი,
არაფერს გეტყვი აქ თუნდაც,
განვლოთ სასახლის ბჭენი.
თორემ ხომ ხედავ,
სისხლი ადუღდა,
თიბათვითა და
შენით...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:39 AM | შეტყობინება # 457
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ხომ იცი, ზოგჯერ გიჟი ვარ,
ზოგჯერ ია ვარ, მორცხვი,
ზოგჯერ კი ჩიჟი-ბიჟი ვარ,
ან დაგლეჯილი ცოცხი.

ზოგჯერ ღიმილსაც ვახერხებ,
სევდა ისეც მაქვს ბლომად,
ზოგჯერ პატარა თაგვი ვარ
და ზოგჯერ თავს ვგრძნობ ლომად!

ზოგჯერ არ ვიცი რა მინდა,
ზოგჯერ ვიცი და არ მაქვს,
ზოგჯერ ღვინოს ვსვამ მარნიდან,
ზოგჯერ დღე არყით გამაქვს,

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ გიპოვე...
როგორც ნირვანა ბუდამ,
ზოგჯერ რაა და ზოგჯერ რა,
მაგრამ მიყვარხარ მუდამ!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:39 AM | შეტყობინება # 458
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მინდიხარ ახლა ისე ძალიან,
როგორც არასდროს მდომია ქალი.
ჰო, ყველაფერი წვიმის ბრალია,
გადაუღებელ წვიმების ბრალი...

მე მინდა გითხრა, როგორ მჭირდები,
თუმცა, რასაც ვგრძნობ, უფროა მეტი.
ილოთა ფიქრმა დიდი ჭიქებით,
შენს გამო, შენზე და უფრო შენთვის.

მარტოობის ძვალს ვხრავდი, თუ მხრავდა,
სიცარიელეს არ ჰქონდა ფერი.
და უცებ, რაღაც ვიგრძენი მხართან,
როცა თვალები შემეხო შენი.

არც ვიცი, ახლა რა ჰქვია ამას,
როცა მაკლიხარ, როგორც წუთს წამი.
ვიღაც ჩემს შიგნით უჩუმრად მალავს
საკუთარ თავს და აბრალებს ამინდს,

იმ მონატრებას, ასე რომ მტანჯავს,
ყველა იმ გრძნობას, რომ დუმდა დიდხანს.
გადაუხსნიათ ჩემს ვნებებს მაჯა
და სურთ სათქმელი სისხლისფრად გითხრან...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:40 AM | შეტყობინება # 459
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე!
ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები,
დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე
და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!..

შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები,
კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე,
ვითამაშებ შენი ყველა ახირებით,
სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე.

არ გავუშვებ ტუჩებს, ჩემზე გაბუტულებს,
ვისაუბრებთ ვნებებზე თუ სიმშვიდეზე...
ყურთან ახლოს, ცხელი სუნთქვა ჩაგჩურჩულებს:
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:41 AM | შეტყობინება # 460
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე შენ გიღალატებ ცოლთან, მოვა ის უგულო ღამეც
და ეს ოცნებებიც ორთა, ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გააზანტებს, რათა, ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
თავის და სხვათა და სხვათა! მიწყივ საკუთარის, მიწყივ...

მე შენ გიღალატებ ცოლთან, გული უძღებია კაცის,
შენთან ყველაფერი მქონდა, მქონდა დიდებაც და მარცხიც
გამოერეოდა ზოგჯერ... მარცხს ვინ დაეძებდა - მწამდი!
ქისტის მარჯვენივით მომჭერ კუზად ამოზრდილი დარდი.

მე შენ გიღალატებ ცოლთან, ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებს
მას, რაც შხამისფერად მორთავს ჩვენი საძინებლის კედლებს.
და გულს უშენობა ნელა, მშვიდად გამოუტანს წირვას:
ბნელა, შუადღითაც ბნელა! მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!

შენ მე მიღალატებ ვეღარ რადგან ერთგული ხარ ფიცის...
რადგან ღვთისმშობელთან წევხარ - ისიც დედაა და იცის
შენი ერთგულების ფასი. მე ვერ შეგიფერებ რადგან
ბრბოსაც ურჩევნია ფარსი! ყალბი სიყვარულის დადგმა!

მე შენ გიღალატებ ცოლთან, მაგრამ სიკვდილის წინ თუკი
ბოლო ნატვრის ნება მქონდა და თუ ავაგლიჯე ლუქი
(შენც ხომ უჩემობა არ გსურს?) ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს,
კვლავ შენს საპატრონო ამ სულს შენივ გულის კოვზზე დავლევ!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:41 AM | შეტყობინება # 461
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

არ ვიცი, რა მინდა...
არ ვიცი, რად მინდა
მაგ თვალთა დანახვა, ბაგეთა ამბორი,
რატომ მსურს, გისმინო...
რატომ მსურს, მისმენდე
და მეც გიყვებოდე ამბებს - არგაგონილს!

მაკლიხაააარ!.....
გავყვირი დახშული ბაგით და
ვერავინ გაიგებს ამ კივილს სულისას!
მჭირდებიიიიი!.....
ცრემლებად იღვრება გული და
უცრემლო თვალები მალავენ სურვილსაც!

არ ვიცი, რა მინდა!...
ვიცი, რომ შეხვედრა
კვლავ ტკივილს მომიტანს, ოცნებაც გაქრება.
და მაინც მიყვარხარ!
და მაინც მაკლიხარ...
და მაინც მჭირდები იმედის სანთლებად!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:42 AM | შეტყობინება # 462
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გახსოვს?

გახსოვს, როცა შეხვდნენ, მერი,
ზღვად შენი და ჩემი ნავი,
ნორჩთა დღეთა გულთმიერი
მიარხევდა წყალს ნიავი.

შენ ციმციმი თვალთა მტყორცნე
თან ტკბილი და თანაც მწარე,
მოგეხვიე, გადავკოცნე
მე იმ სახის არემარე.

ეჰ! დრო იგი დარჩა მიღმა,
ტალღა მოსკდა, როგორც გორა.
ზღვას შეშურდა, ჩვენ სასტიკმა
ღელვამ დაგვაშორიშორა.

ძნელი როდი არის პოვნა,
რაც რამაა დაკარგული,
რადგან რასაც ჰკარგავს ხსოვნა -
ღრმად ინახავს ჩვენი გული.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:43 AM | შეტყობინება # 463
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,
ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია,
გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით
დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.

ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის.
და არ უხდება მარტოობა ღრუბელს - ხალიანს,
რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად?
მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და... შენს თავს ძალიან...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:43 AM | შეტყობინება # 464
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს, კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.

მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
და უიმედო სიყვარულს ვითმენ
პოეტი – უცხო და უსახელო.

ქუდი გეხურათ ისიც ქაღალდის,
გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ,
ტანზე გეწერათ "მალე დაღამდეს"
ვკითხულობდი და ჩამომეძინა...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:44 AM | შეტყობინება # 465
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მოგინატრულე!

მზე რომ ვიყო, სხივს გაჩუქებდი,
მიწას, რომელზეც ჯერ არავის არ გაუვლია.
ბანალურია? დაეჭიმა ზეცას კუნთები,
ღრუბლები მთვარეს დაუნდობლად გადაუვლიან.

ასე რთულია?
შედგე ბევრჯერ, არ დაიჩოქო
და შენს თავზე კი მზე იწვოდეს,
მზე სასწაული...
ყოველ შუადღეს
თითო დარდი მინდა გაჩუქო
ყოველ ღამე კი -
სიყვარულის დღესასწაული!

მოგინატრულე!...


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz