რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:03 AM | შეტყობინება # 496 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * * კიდევ ვიყიდი ლურჯთვალა იებს და ფეხით ჩავალ მცხეთას და ოკამს,- შენი მაღალი გრიგალი ვძლიე, შენმა პატარა შრიალმა მომკლა. მე მხოლოდ შენი სიმღერა მესმის, მე მხოლოდ შენი ჩურჩულის მჯერა,- გამიხმეს უკვე გამხმარი ფესვი, ჩამიქრეს უკვე ჩამქრალი კერა... შენ თუ არ გნახე და სულის სარჩოდ თუ არ დაგიგო ბალახად სული,- მე მხოლოდ შენი წყურვილი მახრჩობს, მე მხოლოდ შენთვის მიკვდება გული.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:04 AM | შეტყობინება # 497 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * * იციან ცაზე როდის იელვებს და მთვარე როდის პატარავდება, ვაზის ტირილი, კაცის სიბერე, ან გაზაფხული როდის თავდება.
ბუნება როდის შეივერცხლება, როდის წითლდება ზეცის მაღრიბი, მაგრამ სიყვარულს ძველმა ბერძნებმაც ვერ დაუწერეს მაინც თარიღი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:05 AM | შეტყობინება # 498 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ჩემს სიყვარულს ჰქვია შენი სახელი
გზას მივყვები წვიმიანს და ქარიანს, ნაადრევად გამოშლილან კვირტები, გამახსენდი... ყვავილების ბრალია, რა ძალიან, რა ძალიან მჭირდები...
იცი, წვიმა ასე რატომ მატირებს? მე უშენოდ ბევრი დამრჩა სავალი, რომ უეცრად ყველაფერი გაწირე და წასვლისას დაივიწყე მთავარი...
ქარი თვალებს მწარე ცრემლით მისველებს, გაუმარჯოს გრძნობას წმინდას, გამხელილს, შენ იყავი, ვინც მე ამოგიჩემე, ჩემს სიყვარულს ჰქვია შენი სახელი!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:05 AM | შეტყობინება # 499 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე!
ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე, შემყვარებია შენი სახელი, უბრალოდ, ასე...
არ მინახიხარ, მაგრამ ვიცი, ხშირად იცინი, არ გამიგია, მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.
გამიფრინდება ოცნებები ცაში ალებად, ფიქრებიც თავგზაარეულად დამემალება,
ოცნების ბადეს გადავისვრი ტალღების ხმაზე, თუ სიყვარული დაგიმალე, არ გამიბრაზდე.
შენ ხარ ოცნება... შენ ხარ ნატვრა... შენ ხარ ამბორი... შენ ხარ ნახატი ლეონარდოს,- ან სალვადორის...
დარდიმანდი ხარ, გამუდმებით კოცნის მთხოვნელი, შენ ხარ მუსიკა ან მოცარტის, ან ბეთჰოვენის...
შენ ხარ სონეტი, დაწერილი ალბათ ზეპირად, შენი ავტორი დაიბადა ალბათ შექსპირად...
ყველაფერი ხარ, რაც მე მიყვარს და რაზეც ვფიქრობ, უკვდავებასაც დავიბრალებ, ჩემი რომ იყო...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:06 AM | შეტყობინება # 500 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
შენზე მოგონება როცა მეძალება, სული მეკარგება სადღაც, სხეულს გარეთ, მერე დიდხანს ვეძებ ციურ მნათობებზე, - ბილიკს მივუყვებით ერთად მე და მთვარე...
სადღაც მიყუჟულს თუ უცებ თვალი მოვკარ, ისევ მემალება, ანცი ბავშვის დარად. მთვარე თვალს მარიდებს, თითქოს ენანება ფიქრიც და სხეულიც სულთან გასაყარად.
უნდა დავუყვავო, უნდა მოვეფერო, რომ კვლავ დამიბრუნდეს სული - ცრემლისფერი... მინდა მოგაგონდე, მინდა მოგენატრო, ჩემო ცის ასულო, შენი ფეხთა მტვერი!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:06 AM | შეტყობინება # 501 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * * იმაზე ძვირფასი რამეც არსებულა რასაც სიყვარული ჰქვია.. ბწკარებად ნაკინძი ლამაზი სიტყვები ეხლა სანაგვეზე ყრია...
გულით ნატარები წმინდა ოცნებები, სადღაც მიყუჟულან წყვილად... ობი დასდებია ჩვენს ჩუმ ჩანაფიქრებს, დღეს მას წარსულიღა ჰქვია...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:07 AM | შეტყობინება # 502 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მითხრეს - შვრებიო მეტისმეტს, თან გადაჰყევი როგორ!? რომ ვეღარ ამჩნევ სხვას - მის მეტს, უხ ეგ გრძნეული გოგო!!!
მსგავსი ცვლილება შენი არასდროს შეგვინიშნავს, უკვე ამბობენ წყენით -”სალმის არ გვაძლევს ნიშანს”.
აღარც სუფრასთან ილხენ, უბანში არ ჭრი ბანქოს, დარდსაც არავის გვიმხელ, აღარც კადრულობ ნაქონს.
დილიდან სადღაც გაქრები, დაბორიალობ ღამე, მოდი არ გინდა ზღაპრები, ფაიზაღი თქვი რამე. ………………………
ძმებო, ამ ციცქნა ქალმა სულ ამირია გონი, ლამის დამფერფლოს ალმა, გრძნობის იზრდება “ფსონი”.
“ეჭვი მაქვს”- მითხრა ღამით, აბაგუნებულ გულმა, -”მგონი ამ გოგს სახით, შეგვიპყრო სიყვარულმა”
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:08 AM | შეტყობინება # 503 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| სანამ მიყვარხარ, სულიც მიბრწყინავს!
ამ სიჩუმეში როგორ დაგტოვო, ამ სიბნელეში მარტოს რა გინდა? დამივიწყე - თქო, ეს კი არ მთხოვო, შემიყვარე - თქო, მთხოვე თავიდან!
თვალს არ მიტკბობდე შენი სიმშვენით, ქვეყნად ისე რა გამაძლებინებს?! თუ გაგახსენდი, (ჩემებრ ვინ გელის?), თუ მოგენატრო, გამაგებინე!
გხედავ სიზმარში, თვალს თუ დავხუჭავ, მერე სიცხადეს ვწყევლი - შემზარავს, აქ უნდა მყავდე ახლა, ამ წუთას, სამართალი რომ ჰქონდეს ქვეყანას.
ვერ დაგეხსნები ისე ვერასდროს, ფიქრით რომ მაინც გვერდით არ მყავდე, გულმა ნატვრად არ აგაკელაპტროს, როგორც ყოველთვის, როგორც აქამდე.
ვერ დაგივიწყებ, თუნდაც ვეცადო, თუნდაც მზე მთვარეს შეხვდეს ცის პირას! სანამ ვარსებობ, მე შენ მიყვარხარ, სანამ მიყვარხარ, სულიც მიბრწყინავს.
და თუ ღმერთი გწამს, ბედმა ამ ბოლოს მე მარტოობას რომ შემარიგა, დამივიწყე - თქო! - ის კი არ მთხოვო, შემიყვარე - თქო! - მთხოვე თავიდან!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 6:08 AM | შეტყობინება # 504 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად
მე გადავწყვიტე ვიქცე ჰაერად, რომ ჩამისუნთქო, მე ჩემს სურვილებს ოცნებებივით ჩუმად ვინახავ, მე გადავწყვიტე ვიქცე მთვარედ, ცაში ვიქნები, და “ღმერთო ჩემო”-ს როცა იტყვი, ხომ დამინახავ…
მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად, რომ წამიკითხო, მერე დადუმდე… დაგადუმებს დროის დაკარგვა, მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო, რომ ერთხელ მაინც მოგენატროს ჩემი დანახვა…
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:26 PM | შეტყობინება # 505 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გოგონამ და ბიჭმა დაშორება გადაწყვიტეს. ერთ დღესაც ბიჭმა სხვა შეირთო ცოლად. ყოფილმა შეყვარებულმა ბიჭს ტირილით დაურეკა. გოგონა: როგორ გაბედე გამოგეყენებინა ქორწილში ის მუსიკა, რაც მე და შენ გვიყვარდა? როგორ გაბედე და აჩუქე შენს ცოლს ჩემი საყვარელი ყვავილები? როგორ აირჩიე ჩვენი გაცნობის დღე შენი ქორწილის თარიღად? ბიჭი: რადგან ეს იყო ერთადერთი საშუალება წარმომედგინა, რომ საკურთხეველთან ჩემს გვერდით შენ იდექი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:27 PM | შეტყობინება # 506 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
არ დაგიჯერებ არც ერთ სიტყვას არ დაგიჯერებ, ეს განშორება არ იქნება გამოსავალი... არ დაფერფლილა სიყვარული მერწმუნე ჯერაც, არ დამიკარგავს ბილიკები შენკენ სავალი.
და ღამით ისევ შენზე დარდი გამომაღვიძებს, ქარი დამლანდავს სევდის ბაღში ჩუმად მოტირალს, ვხედავ სხვა კაცის სიახლოვე ისე გამშვენებს, ჩემთან ყოფნა კი გაუსაძლის ტკივილს მოგიტანს.
არც კი უკითხავს ბედისწერამ ისე გამტანჯა, მოდი მომძებნე, გამიხსენი სულის სიმები, ისევ მე ვრჩები სიყვარულის ობოლ დარაჯად, ასე ვიქნები მანამ, სანამ გარდავიცვლები.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:28 PM | შეტყობინება # 507 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
მზეს ამოსვლა დაავიწყდა, როცა შენ დაგინახა, ჩემზე ძლიერ რომ ანათებ, შეგეკითხა-ვინა ხარ?
თუმც შენ სიტყვა არ უთხარი, მიანათე თვალები, შენი ეშხით მზე დაიწვა, ღაწვს ედინა ღვარები.
მზეზე ტურფავ, სულზე კარგო, თმადაწნულო ვაზითა, მინდა ზეცა მიმოვქარგო, შენი სილამაზითა.
ფიროსმანის ნახატი ხარ, ნუკრი - ყელმოღერილი, ავთანდილის ბარათი ხარ, სატრფოსთან მიწერილი.
რას გადარო ქვეყნად, სულთქმავ, ხარ დემონის ასული, ვით ამ ლექსის ამოსუნთქვა, ვით წერტილი დასმული.
მზეს ამოსვლა დაავიწყდა, როცა შენ დაგინახა, ჩემზე ძლიერ რომ ანათებ, შეგეკითხა-ვინა ხარ?
თუმც შენ სიტყვა არ უთხარი, მიანათე თვალები, შენი ეშხით მზე დაიწვა, ფერფლავს ტრფობის ალები.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:29 PM | შეტყობინება # 508 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
არ ვიცი რატომ ავცდით ერთმანეთს, იქნება ნეკნი გტკივა უჩემოდ, ახლა იები როცა ფეთქავენ, შენ მენატრები გამოუჩენო.
გაზაფხულია, ქვეყნის ყვავილებს ადამის ძენი ქალებს ჩუქნიან, შენ მენატრები, არა სხვა ვინმე, უფალი ვიცი ჩემი შუქია.
როგორ მინდოდა რომ გაზაფხულზე ხელჩაკიდულებს გვევლო, გვერბინა, უფლის სიტყვაზე, უფლის აღთქმულზე უფლის შვილები გვემრავლებინა.
ავსებულიყო მთლად დედამიწა წმინდა ვაჟებით და ასულებით, შენ ჩემი თავი რამ დაგავიწყა, დაგვიწყებივარ ვფიქრობ სრულებით. მაგრამ ზეცაში ხომ შეხვდებიან მრავალტანჯული ჩვენი სულები.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:29 PM | შეტყობინება # 509 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
რომელსაც მე ვეძებ ის ქალი არა სჩანს, თუმცა კი ჩემს ირგვლივ ზღვა ცეცხლი კიაფობს, საიდან გელოდო, სად დავდგე დარაჯად, გიპოვო და ჩემი წუხილი გიამბო.
მკერდზე თავს მოგაყრდნობ, როგორც ნავსაყუდარს, ქარივით ვიცელქებ შენს გვერდით ხანდახან, შეგხედავ თვალებში, ახლობელს, საკუთარს, ოღონდაც მითხარი, სადა ხარ, სადა ხარ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:30 PM | შეტყობინება # 510 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ჩემი ჭაღარა მინდა გიყვარდეს, შემოჩვეული თმებში მალულად, აწი იქნებ და ვერ გავიღიმო, ისე ნაზად და ისე ქალურად.
როგორც წლების წინ გამოხედვაში, ხტოდნენ, ანცობდნენ ცელქი ჭინკები, ვერ აგისრულო ეგებ ბევრი და ამიტომ ბევრსაც ვეღარ გპირდები.
ჩემი ნაოჭი მინდა გიყვარდეს, თვალების ქვეშ, რომ ხაზავს რვიანებს, ვერ ამიტაცებ ხელში აწი და ჰაერშიც ვეღარ დამატრიალებ...
რა ვუყოთ მერე?! ჩვენ არ ვიდარდოთ, ჩვენს ნაცვლად დარდი ზიდოს ფიქრებმა, ჩემი დამჭკნარი პეშვიდან წყალი, ისევ ისეთი ტკბილი იქნება.
და მინავლული ცეცხლიც გამათბობს, შენი თვალების ნაპირებიდან, და მე გავზომავ მანძილს ყოველთვის, ასრულებამდე - დაპირებიდან...
|
|
| |
|