პარასკევი, 2025-07-18, 2:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:23 AM | შეტყობინება # 436
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე ახლა ვტირი და ჩემს ტირილში
გასაოცარი არაფერია,
ვიცი, შენ ჩემთან არ მოდიოდი,
უბრალოდ, მხოლოდ გზა აგერია.

გზა აგერია და როგორც მგზავრი,
ჩემს მოლოდინთან შეჩერდი წამით,
მე კი... რა ვიცი, საოცარია,
ხშირად ვტირი და არ მძინავს ღამით.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:25 AM | შეტყობინება # 437
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

აი, სად შემხვდი ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,
შენ რომ გიყვარდა, ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.

მე ახლა შენ წინ დაღლილი ვდგავარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,-
შენ რომ ეძებდი
ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?

თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია,
შენ რომ გინდოდა,
ის გული მე მაქვს!
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.

შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია,
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს,
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.

მე ახლა შენ წინ დაღლილი ვდგავარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი
ის ქალი მე ვარ -
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:26 AM | შეტყობინება # 438
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

განა იმისთვის ვეწამე ამდენს,
რომ განშორება მეგლოვა ბოლოს.
შენი ბაგენი ალუბლებს ჰგავდნენ,
მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.

მჯერა: ნიავიც ამაოდ ქროდა,
არ მსურს ამაოდ ვარსკვლავნი ვთვალო,
შენ ღვინისფერი თვალები გქონდა,
მეც შავი ღვინო მიყვარდა, ქალო.

ჩვენ ერთად ვნახეთ ბავშვი – მოცარტი,
ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში,
იღიმებოდი და საოცარი
მე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ.

ვინ იცის, მოვა კიდევ შხაპუნა?
ვიცი, ერთხელაც იქნება გვიან...
მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა,
მე უშენოდაც მიჯნური მქვია!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:26 AM | შეტყობინება # 439
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ტანთ ნაწვიმარი მარმაში მეცვა,
ქარმა მაჩუქა ფერი მძივების,
მცხეთის უბიდან ვუმზერდი ზეცას
და შენზე ფიქრით ვერ ვიძინებდი.

გზებს გავყოლილვარ, ბილიკს – თოვლიანს
და ქარიშხლებთან მქონია დავა,
შენ ერთგულება არ გითხოვია,
მე ქვეყნად შენი ერთგული დავალ.

ცალ ირემივით ვტოვებდი ქალაქს,
რომ ტყის დუმილში ლექსზე მელოცა.
შენ ისევ ლურჯი თვალები დაგაქვს,
მე ისევ ბავშვის გული შემომრჩა.

პატარა ქალი, პატარა გული
და სიყვარულით სავსე თვალები,
მე – ნაწვიმარი, ვით გაზაფხული,
არ გეყვარები?


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:27 AM | შეტყობინება # 440
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:28 AM | შეტყობინება # 441
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

სული სულს ეძებს!...
სული სულ ეძებს,
ხან იბჟუტება, ხან განათდება...
ხატებს გახედე, – რამდენი სული
ანთია ირგვლივ თაფლის სანთლებად!!!

სული სულს ეძებს სიზმარშიც, ცხადშიც...
საუკუნეებს სწვდება ფიქრებით:
„შეგხვდები?...“
„გნახავ?...“
„მიცნობ?...“
„შემიგრძნობ?...“
„სხვასთან წახვალ თუ ჩემთან იქნები?...“

სული სულ ეძებს,
ერთ სულს დაეძებს
და თუ პოულობს, მაშინ ბრწყინდება!
სულს თუ გვერდით ჰყავს ძებნილი სული,
მასთან არასდროს არ მოსწყინდება!...

სული სულ ეძებს!...
სული სულს ეძებს!...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:29 AM | შეტყობინება # 442
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ჩემი სიყვარული ამაყია,
იგი მოწყალებას არ გთხოვს,
შენი მოგონება ყოფნის,
შენი თვალთა სხივი ათბობს.

ჩემი სიყვარული ამაყია,
მას ვერ დააჩოქებს დარდი,
ქვეყნად არაფერი აბადია,
თოვლში ფეხშიშველი დადის.

ჩემი სიყვარული ამაყია,
თავს არ მოგაბეზრებს, გწამდეს,
ბევრი უხეშობა გაპატია,
კიდევ გაპატიებს რამდენს.

ჩემი სიყვარული ამაყია,
იგი მართალია ცამდის,
ქარმა გამოსტაცა, დაუფურცლა,
შენი ნაჩუქარი ვარდი.

ამ ჩემს სიყვარულზე გადიარა,
დაცინვამ წუთისოფლის,
მაინც ჩემი გრძნობა ამაყია,
მარტო მოლოდინი ყოფნის.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:30 AM | შეტყობინება # 443
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

წვიმს, წვიმის მუსიკა ჩამესმის,
თუ შენ ეფერები კლავიშებს...
მიმღერე, თორემ ეს სიგიჟე
წვიმაში ფეხშიშველს გამიშვებს.

სიმღერით მითხარი სათქმელი,
ღამით რად იხუტებ ბალიშებს,
ავად რამ გაგხადა ვაჟკაცი,
ან ბედისწერა რას განიშნებს...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:30 AM | შეტყობინება # 444
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ოცნება მომპარა მთვარემ,
ცრემლები ლექსებად მცვივა,
თუმც მოგონებები მწვავენ,
აპრილი მაისობს, მცივა...

სიზმრად ეგ თვალები მჭამენ,
მკლავებს შემომაჭდობ მძივად,
შენი ბაგეები მსვამენ,
თრობა ეპარებათ ფრთხილად...

დილას ეომება ღამე,
ცხადში უშენობა მტკივა,
მითხრას შენმა გულმა რამე -
მითხრას, ასე, რატომ მცივა!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:31 AM | შეტყობინება # 445
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

წვიმა მოვიდა, მაგრამ რაღა დროს,
ქარი საუბარს იწყებს აპრილთან,
რამდენი რამე მინდა გაგანდოთ,
იმ ათას ერთი ღამის ზღაპრიდან.

მე კი მარტო ვარ, როგორც ყოველთვის,
როდესაც მთვარე ქალაქს ადგება,
ღმერთო, მარტოსულს ძალა მომეცი
და მომიტევე ეს აღტაცება.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:31 AM | შეტყობინება # 446
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
იქნებ დაგვეწყო თავიდან...

ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ჩუმად ჩამოგორდა თვალიდან,
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით,
იქნებ დაგვეწყო თავიდან!

ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა,
ახლა გახსენებაც არ მინდა,
გული დამიფუფქა ფიქრმა მწველმა,
იქნებ დაგვეწყო თავიდან!

თავი გამახსენა ღამემ საშინელმა,
ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან,
ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:32 AM | შეტყობინება # 447
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით,
დაე, შემერგოს თუნდაც არამად,
ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,
პოეტი ვარ და ფული არა მაქვს!

ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში,
ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია!
ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში,
რომ სიყვარულიც გასაყიდია!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:32 AM | შეტყობინება # 448
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გეძახდი...

აღარ შემეძლო და ბედს ვწყევლიდი,
აღარ შემეძლო და ვეცემოდი...
იწერებოდა ბოლო წერილი,
იწურებოდა ბოლო ცრემლები.

- მოდი! - გეძახდი, მაგრამ აპრილი
სულ ჩვენს ნებაზე როდი ჰყვაოდა,
და წყალს მიჰქონდა ოთხივ ნაპირი,
თეთრი იების სასაფლაოდან...

ქრებოდა თვალში ცა უსასრულო,
ჭკნებოდნენ ქარში ნუშის რტოები...
და მეხვეოდა მკლავებზე სურო
შენი სინაზით და სასოებით.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:33 AM | შეტყობინება # 449
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
წამომყვება და წავიყვან...

არც მაჭანკლებით მოვსულვარ,
არც მხარზე გეზელ – ქორითა,
უბრალოდ, გულში ჩიტით და
ხელში იების კონითა.

წამომყვება და
წავიყვან,
არა და – როგორც ენებოს...

დაწუნებულიც კარგი ვარ,
ჩემო მთებო და ველებო!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:34 AM | შეტყობინება # 450
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მიყვარს

მიყვარს! - ვამბობ და მთავრდება ლექსი, აი, რისი თქმა მინდოდა მარტო,
მაგრამ მე მინდა, რომ ვიყო თოვლიც - ქარმა სუსხიან ქუჩებში მფანტოს,
ისევ აგუბებს ეს ნოემბერი ძველ წვიმებსა და ტკივილებს ახალს,
დარჩი, თუ წახვალ, ასე მგონია, მერე ერთმანეთს ვერასდროს ვნახავთ.

შუაში გვიდგას მთელი ქვეყანა, გვიზომავს მანძილს არშინ - ადლებით,
მე კი თოვლი ვარ, შენსკენ მოვდივარ და უხმაუროდ მხრებზე გადნები.
ჩამოიგროვებ მხრებიდან ფიფქებს და სიყვარულის ფარული გესლით,
პირველი თოვლის მისალოც გუნდას, პირველად სხვათა ფანჯარას ესვრი.

და უცებ... ცივად შეკრთება სული, ქვეყნად მარტოდ რომ დიდხანს ეხეტა,
რა იქნებოდა, რომ იმ ფანჯრიდან იმ სხვის მაგივრად გადმომეხედა,
მაგრამ მიყვარხარ - უნდა მეთქვა და აი, რისი თქმა მინდოდა მარტო,
შენ კი არ გესმის, მიხვალ სახლში და ჩამოიფერთხავ დათოვლილ პალტოს.

გამახსენდება როგორ მომწონდა, როგორ მიყვარდა მე ეს ქვეყანა,
რომელსაც სურდა, რომ სიყვარულიც თავს ნაცარივით გადამეყარა,
ვექციე მონად, ერთგულ მსახურად - მთელი სხეულით, სულით, გონებით,
მაგრამ მონობა არის სასჯელი და სულ ერთია რას ემონები;

ზეცას თუ მიწას, ღმერთსა თუ ეშმაკს, როგორც ერთურთის ცალსა თუ ექოს,
მე მინდა წვიმის ზარად ვეკიდო და ნოემბერმა გუგუნით მრეკოს,
შენი სარკმლის წინ გაგიფენ მძიმედ, ყვითელ ფოთლების უთვალავ უსტარს,
თუმცა, ოდესმე მყავდი თუ არა, მე დღეს ისიც კი არ მახსოვს ზუსტად.

გადავიღალე შენი ლოდინით, ჩაქრა იმედის ჭიაკოკონა,
რომ ისევ ისე დავეწაფები მაგ ბაგეებზე დაღვრილ შოკოლადს,
მწყურიხარ, მსურხარ რაღაც სხვა ძალით, ძალზე მარტივად, შიშვლად და ურცხვად,
მომხედე, თორემ ეს ნოემბერი გადაუღებელ წვიმებზე მნიშნავს.

ასე მინდორში იღლება ქარი, და აღარ უნდა იქროლოს მეტად,
ასე ამჟღავნებს წამოცდენილი სიტყვა მთავარ და არსებით დეტალს,
ასე ფოთლები ცვივიან თქორში და იზოგავენ მიწამდე მანძილს,
ასე გამოაქვთ მზის სინათლეზე საუკუნეთა მტვრიანი განძი.

კი არ ვტირივარ, წვიმა მეხლება, ვით ნაპირს - ცივი, ჯიუტი ტალღა,
კი არ ვტირივარ ფანჯრის მინაზე მოკიდებული ყინული გალღვა,
კი არ ვტირივარ გადახსნილი მაქვს მთრთოლავი სისხლის ყოველი არხი
და ვკვდები, რადგან მთელი ქვეყანა ერთ შეყვარებულ თვალებად არ ღირს.

და მუდამ ენდე, თუ რამ გირჩიოს შენში ბრდღვინავმა ნადირის გეშმა,
რადგან ერთია რას ემონები - ზეცას თუ მიწას, ღმერთსა თუ ეშმაკს,
ამიტომ მინდა წვიმად ვეკიდო ჩამორუხებულ ნოემბრის ღრუბელს
და იქ... მიწაზე მიცდიდეს ვიღაც, თუნდაც პატარა, დამშრალი გუბე,

თორემ ძნელია ასე ცხოვრება, როს ყოველ ბალახს ყვავილი შვენის,
შენ კი დადიხარ დედამიწაზე და ერთი გუბეც არ არის შენი,
მაგრამ მიყვარდა და ამიტომაც, მუდამ განწირულს არასდროს მშურდა,
რომ სხვას ელოდნენ, რომ სხვას ეძახდნენ, რომ სხვის ფანჯარას ხვდებოდა გუნდა.


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz