პარასკევი, 2025-07-18, 8:10 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:08 AM | შეტყობინება # 421
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე არ გეძახი რადგან არ მაქვს ამის უფლება,
ისე, უბრალოდ მენატრება შენი თვალები,
ყველა და ირგვლივ ყოველივე შენ გელოდება,
ვიცი, შენ ასე არასოდეს მოგენატრები...

არ დაგიძახებ... მე ვინ მომცა მაგის უფლება,
უთქმელობისგან გული კვდება, სული მეხუთვის,
ხელი მომეცი ხელის გულზე ჩემს გულს დაგიდებ,
არ დამიბრუნო...
იგი მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:09 AM | შეტყობინება # 422
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სიყვარულის ანბანი

გთხოვ, გამაცოცხლო, სიყვარულო,
გარდავიცვალე...
და ორწყალშუა დარჩენილი
მკვდარი თევზი ვარ...
ბევრი მიშალეს სიყვარული,
არ დავიშალე!
უსიყვარულოდ სამყაროსთვის
როგორ მემზირა...

მე დავიკარგე,
დამავიწყდა შენი ანბანი,
უფალმა უწყის,
არასოდეს არ მასვენებდა...
გადამაფარე
გადახდილი ძილში საბანი,
და დრო მომეცი
იმ ანბანის გასახსენებლად!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:09 AM | შეტყობინება # 423
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
მომნატრებიხარ, როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია,
იმ მონატრებით - რუსთაველს რომ მოუგონია.

მომნატრებიხარ, ვით ზამთარში სითბო მაისის.
და ცხელ აგვისტოს საამური, გრილი დაისი.

მომნატრებიხარ... აღარ ვიცი რას შეგადარო,
მენატრები და მონატრებით მინდა გატარო.

როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატრება,
დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად.

მე მინდა შენთან, როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან,
ისე მჭირდები, როგორც ავდარს გამოდარება.

უკვე იქ გეძებ, სადაც არ ხარ და ვერც იქნები,
და მენატრები, როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები.

მომლანდებიხარ, გულში დარდად მომძალებიხარ,
როგორც არასდროს, ისე ძლიერ მომნატრებიხარ...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:10 AM | შეტყობინება # 424
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ცეკვა მაცალე...

წუხელ
უშენოდ ვცეკვავდი ტანგოს...
მათოვდა ღამე, შავი ნისლებით,
მას მერე ვფიქრობ, მას მერე ვდარდობ,
მას მერე, ყოველ ღამე ვინთები.

ღამეა,
მთვარე შენს თავს მაგონებს,
და ტანგო, გულში სიყვარულს ანთებს,
მე, თითქოს შენში შემომაგორეს,
მას მერე, შენი ტკივლი მმართებს.

ახლა?
გათავდა თითქოს ეს ღამე,
მეძახის მთვარე ქარის კივილით,
არ მინდა ისევ, ვიყო მესამე,
და მოწყენილი მქონდეს, ღიმილი...

იმ დღესაც
ტანგო მათრობდა თითქოს,
და მთვარეც, აღარ მიშლიდა ტირილს,
არ მინდა ვალსი! მე ტანგოს ვითხოვ!
და როიალზე ხმამაღლა ვყვირი...

ეს მელოდია,
ღამეც და მთვარეც,
მთელი ცხოვრება შენით ვაწვალე,
შენი ლოდინით გადაღლილ თვალებს,
დამითმე ღამე, ცეკვა მაცალე...

წუხელ,
უშენოდ ვცეკვავდი ტანგოს...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:10 AM | შეტყობინება # 425
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ძალიან მიჭირს,
დავრჩი უშენოდ...
ვევედრე წვიმას, ვევედრე სეტყვას,
გავყურებ წარსულს, თავს რომ ვუშველო,
წარსულს,
რომელიც უშენოდ ფეთქავს.

ვოცნებობ მინდა,
რომ შენთვის მოვკვდე,
ვოცნებობ ამას, ყველაზე მეტად,
მე მოგონება ფეხდაფეხ მომსდევს,
მე კი
გავრბივარ, საშველად ღმერთთან!

მკლავს უშენობა...
და ამწყოს ვუმხელ
წარსულს, მომავლის სანაპიროდან,
რად არ მესიზმრე,
ვერ ვხვდები, წუხელ,
ან ღამე, ასე რატომ ტიროდა...

ძალიან მიჭირს...
და დავრჩი კენტად,
დამაპეტრონა მე სიმარტოვე,
მე მყვარებიხარ იმაზე მეტად,
წარსულში ,
სადღაც რომ მიმატოვე.

ჩავდივარ დაბლა,
ავდივარ მაღლა,
შენამდე, მინდა გზა გადმოვლახო,
მე რომ მეგონა, იყავი სადღაც,
თურმე
ჩემს გულში, ყოფილხარ ახლოს!

გავყურებ წარსულს,
თავს რომ ვუშველო,
წარსულს, რომელიც უშენოდ ფეთქავს,
გავგიჟდი,
როცა დავრჩი უშენოდ,
და ციდან
ისევ მოვყევი სეტყვას...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:10 AM | შეტყობინება # 426
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მზემ გახსნა ბოლო კარნავალი,
ელვარებს ნიღბების საღამო.
დროა უკანასკნელ თამაშის
გაკოტრდა გრძნობების სალარო...

გამიცვდა ვნება და გნებდებით!
არ მინდა ცხოვრებამ დამასწროს,
გაფრენა შეშლილის მკლავებით
მაცადეთ!
სევდისფრად დანათოვს.

და მერე თუნდ ბოლო სასმისით,
სიცოცხლემ უეცრად დამათროს,
უკვე გავექცევი სიყვარულს,
შენზე ოცნებიდან დანატოვს!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:10 AM | შეტყობინება # 427
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ისევ გამოჩნდი და სიცოცხლეს მოეცა აზრი,
ძველ მოგონებებს აუვიდათ ძველი სურნელი,
თუმცა ჩემი მზე ჰორიზონტის გადაღმა ჩადის,
თითქოს წარსულში გადავსახლდი, უკან ვბრუნდები.

მორჩა ტირილი, დაიბანა ზეცამ თვალები,
ღრუბლის ნაგლეჯებს გავატანე დარდი და რისხვა,
და სული ჩემი შერჩენილი ასე წვალებით
დაბნეულ ცრემლებს ახლა მარჯნის მძივებად ისხავს...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:10 AM | შეტყობინება # 428
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გადავეშვები ფიქრის მორევში,
რომ შენი სუნთქვა მექცეს მალამოდ,
ვერ გიტევ გულში და გულის იქით
აბა მითხარი, სადღა დაგმალო?

თვალებში შენი მიდგას ღიმილი,
ტუჩზე ნაკოცნი ისევ ცხელია,
მე შენ მიყვარხარ, ხმამაღლა ვიტყვი,
რადგანაც ჩუმად რომ ვთქვა, მრცხვენია...

ქუჩის ბოლოში ლოდინი ყმუის,
ბილიკს ვნებისგან ასდის ალმური...
მე მხოლოდ შენთან ვნაზდები, იცი,
ვხდები ქალი და ქალზე ქალური.

გადავეშვები ფიქრის მორევში,
რომ შენს სუნთქვასთან დავდგა კარავი,
შენზე ძვირფასი და საყვარელი,
არ მყავს ამ ქვეყნად, ჩემო, არავინ!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:11 AM | შეტყობინება # 429
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მზე ღრუბლებში შემალული,
შენზე დარდობს...
გაწვიმდება, ვიცი მართლა გაწვიმდება,
ახლა მართლა მენატრები, გეფიცები,
და ეს წვიმაც შემიყვარდა, არ მწყინდება.

შენს სარკმელთან დაეკიდა
წვიმის წვეთი,
და ფიქრებიც წვეთებივით გევლებიან.
გამომხედე, გარეთ სცივათ წვიმის წვეთებს,
ეს ხომ ჩემი სიყვარულის ცრემლებია...

მომე ნება მოგეფერო,
გეალერსო,
დაგიამო გულში რაც კი დარდებია,
სიყვარული ასე ტკბილად
და უბრალოდ
ჯერ არ მითქვამს,
მიჩუქნია, რაც კი ქვეყნად, უნაპირო ვარდებია...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:11 AM | შეტყობინება # 430
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:12 AM | შეტყობინება # 431
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ცრემლის მარგალიტთ ასე ნუ ფანტავ,
მომენდე, იყავ ჩემი წაწალი,
მე შენ გასწავლი სიყვარულსა და
ტკბილ და უმანკო კოცნას გასწავლი.

ეს გული იყოს შენი ფუტკარი,
შენს თეთრ ყვავილზე ჩამოვასვენებ,
დავტკბეთ საკუთარ სულის მუსიკით,
რომ გაგვიტაცებს და გაგვასვენებს.

უფლის მოსავი შენ ხარ ქალი და
ყველა წმინდანებს ჩემსკენ ამხედრებ,
მე კი გპირდები - სასთუმალიდან
სამოთხის ბაღში გადაგახედებ.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:20 AM | შეტყობინება # 432
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

სევდა ავიხირე
რატომღაც,
ბოლი – მოტკბო – მწარე სიგარის,
მარტო მოვდიოდი,
მათოვდა,
შენ კი სულ სხვა მხარეს იყავი.
მარტო მოვდიოდი,
არ მქონდა
სახლში დარჩენილი ვალები,
მარტო მოვდიოდი,
მაფრთხობდნენ
თევზივით თვალცივი ქალები.
მარტო მოვდიოდი...
ფიფქები
ისე უთავბოლოდ ცვიოდა,
მარტო მოვდიოდი,
რაც მქონდა,
შენთვის მომქონდა და
მციოდა...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:20 AM | შეტყობინება # 433
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გზის პირას თეთრი გვირილა
ჩამოიმძიმებს თვალებს,
შემობინდებას ნათელით
შემოუძღვება მთვარე.

განთიადისას დაფურცლავს
მიწას ყვავილთა თოვა,
კითხვად ქცეულა გვირილა: –
მოვა? არ მოვა? მოვა!...

ნამში იბნევა ცრემლები,
სხივს გაუგრძელდა სავალ,
თუ არ მოვა და ნუმც მოვა,
მაშინ მე თავად წავალ!...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:21 AM | შეტყობინება # 434
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ჩქარა...

ჩქარა!
სანამ აფრებს ავშლი
და გავყვები ქარებს...
ჩქარა!
სანამ ამ ცივ წყალში
ჩაიხრჩობა მთვარე.
ჩქარა!
სანამ ამ წყვილ ჭადარს
აუკეცავს ჩერო.
ჩქარა! სანამ
წყარო ხარ და
მწყურვალი ვარ, ჩემო!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:22 AM | შეტყობინება # 435
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ცოტა შენი ბრალია,
ცოტაც მე ვარ ბრალში,
გაზაფხულიც უეცრად
ამომიდგა მხარში.

თითქოს ჩაგიხედია
ამეთვისტოს თვალში,
ისე გამომარჩიე
ათი ათას ქალში.

გაზაფხულო! ღმერთმანი,
არ დაგრჩები ვალში,
ცოტა მისი ბრალია,
ცოტაც მე ვარ ბრალში!


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz