რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:48 AM | შეტყობინება # 406 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს... ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია... დავიძინებ-მიყვარხარ! გავიღვიძებ-მიყვარხარ! ჩემთან ხარ - მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ! მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა. შენგან მივდივარ - მენატრები... თვალს მოგაშორებ-მენატრები... როცა გიყურებ, მაშინ ყველაზე მეტად მენატრები... მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია. ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა. როცა ახალ დაბადებულ ბავშვს ვეფერები - შენ გეფერები! როდესაც შინ თითის წვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები. მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი. მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები... არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები. ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს... მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:49 AM | შეტყობინება # 407 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
იყიდე ჩემი ცრემლების მძივი, შენს ცოლს შეაბი ყელზე დიდებად, და უთხარ: მასზე წრფელი და ძვირი, ქვეყნად მეორე არ იყიდება.
დე, ციალება ზეცას ავსებდეს, სხვა სამკაული ნურც ეყვარება, დამშვენდეს, ოი, ისე დამშვენდეს, ვერ მოაშორონ თვალი ქალებმა!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:49 AM | შეტყობინება # 408 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე წავალ, გესმის? ნიავთან წავალ, ღიმილს ვისესხებ სავსე მთვარისგან, ზეცის კარებთან გავიშლი კარავს, იმედს დავანთებ ნაპერწკალისგან.
წავალ უსიტყვოდ ცისფერ წვიმებთან, უხმოდ, უჩუმრად, ვით სიზმარიდან. წავალ მეჯლისზე მთვარის სხივებთან, გამოქცეული სიმწუხარიდან...
თუ აგტკივდება ჩემი სიშორე, თუ დაგწვავს კითხვა რატომ წავიდა, ყველა სატკივარს ჩამოვიშორებ და... მომღიმარი წავალ თავიდან!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:51 AM | შეტყობინება # 409 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს, ყველაზე მოწყენილ დღეს.
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს, უფსკრულს, ბილიკსა და გზას, ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს, ყველა გზააბნეულ მგზავრს.
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს, ყველა მწუხარებას გაუმარჯოს, ყველაზე დაჩაგრულ გულს.
ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზადაკარგულს ერთს, ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის მადლი მოვახსენოთ ღმერთს.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:52 AM | შეტყობინება # 410 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან და უკანონო ეყოლა კვირტი. ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა, ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.
ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის, ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა, ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი, ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.
მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა. თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი და ბაღმა ჩუმად გაიმაისა... გაზაფხულია!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:54 AM | შეტყობინება # 411 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
დღეს შენთან თითქმის არაფერს ვმალავ, უფრო გაღმერთებ, რაც დრო გავიდა, შენ კვლავ მომეცი იმდენი ძალა, მთელ ჩემს ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.
შენთვის ვწნავ მინდვრის ყვავილთა გვირგვინს, იქნებ ჩემს ტკივილს რამე ვუშველო, დედას ვფიცავარ, გულწრფელად მიკვირს, როგორ ვიცხოვრე დღემდე უშენოდ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:54 AM | შეტყობინება # 412 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| დამხატე
მოდი, დამხატე ასე ლამაზად, ვიდრე ვიცინი, დახატე მკვეთრად ჩემი სახე, ჩემი სიცილი...
დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ, ვიდრე ბავშვი ვარ, ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე კენტად დავდივარ.
დამხატე... მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები, ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები!
დამხატე! ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები. დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები...
დამხატე, ვიდრე ჩაეცინა ჩემზე ფიროსმანს, ვიდრე შედევრებს სამოთხიდან ყანწით გილოცავს, დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან, დამხატე, ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს...
დამხატე, ტილოს მოუხდება ჩემი სიცილი, დამხატე მასზე მხიარული ვიდრე ვიცინი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:55 AM | შეტყობინება # 413 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ჩემი ბრალია ყველაფერი, არავის ვგავარ... არც ეს ლექსია სხვების მსგავსი, ჩემია ისიც, ტკივილისაგან გალუმპული წვიმაში ვდგავარ, და ჩემის გარდა, არ მასვენებს ტკივილი სხვისი!
მხოლოდ ერთს გეტყვი, სიცოცხლეზე და ჩემზე მეტი, რაც გამაჩნია - ეს გულია! სხვა აბა რა მაქვს, შენა ხარ ჩემი ერთადერთი რა? წვიმის წვეთი... მე შენი სითბო ამ წვიმაში პეშვებით დამაქვს.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:56 AM | შეტყობინება # 414 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მარტი მაჩუქეთ... მისი ქოლგებით, მისი იისფერ - რუხი ავდრებით, მოდით და მნახეთ, ნუ დაიზარებთ, ხომ იცით, როგორ გამეხარდებით...
მაჩუქეთ მარტი, მისი დაქანცვით, მისი ხმებით და მისი ფერებით, ერთი ყვითელი ძაფი მზის სხივით და ენძელების თეთრი ყელებით...
მისი დაბნევით, მისი დათენთვით, ქარით - ცრემლით რომ სული ევსება, მარტი მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ, ძალიან ძვირად, მთელ ჩემს ლექსებად...
მაჩუქეთ მარტი მისი ქოლგებით, მისი იისფერ - რუხი დარებით, მარტი მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ ძალიან ძვირად, გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:57 AM | შეტყობინება # 415 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ის
ის დადიოდა ჩუმად და მარტო, თავის ფიქრთან და ტკივილთან ერთად, ის არ უმზერდა არავის სამტროდ, ხიბლავდა ელვა აპრილის ფერთა...
და ვინც ემონა გაშლილ დარბაზებს, ის მათ უმზერდა ცივად, უნდოდა, მას თაყვანს სცემდა ყველა ლამაზი, მაგრამ ის არა, ვინც მას უნდოდა...
გამოდიოდა ბინდის ჟამს კარში, და ბრუნდებოდა მწვანე ველიდან, ის შეიყვარა იმ ერთმაც მაშინ, როდესაც უკვე ვერ უშველიდა...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:03 AM | შეტყობინება # 416 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ასე არასდროს არ მყვარებია, შენი მშიშარა სხეულის სითბო, თითქოს პირველად შეგახე ხელი, უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი, და ამავე დროს უცხო სრულიად, ასე იწყება ალბათ სიცოცხლე, ანდა ეს უკვე დასასრულია.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:05 AM | შეტყობინება # 417 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ბოშა ქალი
ფეხშიშველა, შავთვალება ბოშა ქალმა, ხელის გულზე მიმკითხავა გუშინ, გამიღიმა, დაეხატა პირზე მთვარე, უყვარხარო, ჩამჩურჩულა ყურში.
იმედს ჰყიდის შავთვალება ბოშა ქალი, უწყინარი, მხიარული ქალი, მის ვნებიან ტუჩებს ზემოთ უცნობ მხატვარს, ვარსკვლავივით დაუგდია ხალი.
ფეხშიშველი, ხალიანი ბოშა ქალი, დანავარდობს, ეფერება ქუჩებს. ეზო-ეზო ნიავივით დაცქრიალებს, ჭორაობოთ ირთობს ციდა ტუჩებს.
შავთვალება, უშიშარი ბოშა ქალი, დიდ იმედებს სამ მანეთად ჰყიდის, ერთი ტკბილი სიტყვით ძალუძს გაამრთელოს, ჩატეხილი ოცნებების ხიდი.
მიმკითხავე, მომატყუე ბოშა ქალო, მე ლამაზი ტყუილების მჯერა, დე, ლამაზმა ტყუილებმა გამახარონ, ასეთია ჩემი ბედისწერა.
ფეხშიშველა, ხალიანმა ბოშა ქალმა, ხელის გულზე მიმკითხავა გუშინ, გამიღიმა, პირზე მთვარე დაეხატა, უყვარხარო, ჩამჩურჩულა ყურში.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:06 AM | შეტყობინება # 418 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მოგჩერებივარ როგორც სანთელს და... სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე, შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო მაგ თვალთა იქეთ, ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს, ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ, ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი იქიდან, როცა დალაგდა არე... მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი, დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:07 AM | შეტყობინება # 419 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მინდა გიყურო ჩემი ფიქრის დიდო ბატონო. ჩემად გიგულო, მინდა ჩემად დაგეპატრონო. მინდა ზეცამდე აგაფრინო, ქარს არ შეგახო, თმებზე ღრუბლები დაგაფინო ისე შეგაქო: მთელმა სამყარომ რომ გაიგოს შენი მშვენება, დრომ არ გაგვყაროს, მე უშენოდ რა მეშველება... მინდა შენს სულში გავაღვიძო იმედი ხვალის. და გზა სავალი, განა ვიწრო, უზომი არის. ვინ თქვა გადაგღლის ეს ფიქრიო?! არა ბატონო! მინდა შენს სუნთქვას მხოლოდ ერთმა დავეპატრონო!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 5:07 AM | შეტყობინება # 420 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე მოვალ შენთან... გაზაფხულის წვიმას მოვყვები. მარტის სიგიჟეს, მონატრებას გავანდობ შენსას. შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით, და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას!
მოვალ დაღლილი... გათანგული ფიქრით და ლოცვით, დახეთქილ კვირტებს დავკრეფავ და მოვიტან შენთან, დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის, და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან.
|
|
| |
|