პარასკევი, 2025-07-18, 5:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:32 AM | შეტყობინება # 391
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ეს დღეც ჩათავდა ათასი იჭვით,
ღამე ლანდების იწყებს შეცნობას,
ვფიქრობდი... ვწერდი... შეცდომებს ვშლიდი
და ყველაფერი ისე მესმოდა

როგორც ყვავილებს ენა წვიმების,
სამყაროს – სუნთქვა ბებერი ვერხვის,
და ხორბლისფერი, სუსტი წვივებით,
მზეს უცდებოდა ღრუბლებზე ფეხი.

და ჩაქცეული გულში სინათლე
ამ შეღამებას რაღაცით ჰგავდა,
ჰო, სანამ დროა თავი იმართლე,
თორემ დაეშვა ღრუბლების ფარდა!

ჩვენ ვსველდებოდით მზით და წვიმებით,
ალბათ სათქმელიც ბოლომდე ვერ ვთქვით...
და აწყდებოდა ღამეს ღილები,
მკრთალ ვარსკვლავების გულების ხეთქვით.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:33 AM | შეტყობინება # 392
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
დადგა სიჩუმე...

იასამანმა დაჰკარგა ფერი,
გვირილებს თვალში შევხედო როგორ,
აღარ იცინის და აღარც მღერის,
ყაყაჩოსავით თავნება გოგო.

წყაროზეც აღარ ჩამოდის, ვამჩნევ
დანისლულ თვალებს დაეტყო დარდი,
ვის მოსვლას ელის, ვის ღიმილს ნატრობს,
გიშრისფერ თმაში ჩამჭკნარა ვარდი.

ყაყაჩოსავით თავნება გოგო,
დღესაც ამქვეყნად ეულად დადის!...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:33 AM | შეტყობინება # 393
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მომძებნე

მე ყველგანა ვარ, – გიტარის სიმზეც,
მიწაზეც, ცაშიც, აქაც, იქაცო,
თუ პოვნა გინდა, მომძებნე ისე,
მართლა მიპოვნო და მიმიტაცო.

თუ მართლა მეძებ, მომძებნე ისე –
მიპოვნო, მზიურ ჰანგით ამანთო;
შენ – ჟრუანტელო, შერთულო ცისფერს,
შენ – საიდუმლო, ტკბილო ბარათო!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:34 AM | შეტყობინება # 394
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მაგ უდარდელ სიცილს, ჩამონამსხვრევს ბროლის,
როგორ ისმენს მშვიდად შენი თეთრი ცოლი?!

ალმოდებულ მკლავებს უხმოდ მოხვევ როცა,
არ დასცდება ნუთუ უფლის მიმართ ლოცვა?

შუაღამის წიგნმა გატაცება იცის,
მეყურება ხმები ჭიხვინივით კვიცის.

ჩათვლილია ათი, ჩათვლილია ოცი,
დაიხრები, ხელზე უხერხულად მკოცნი.

ჯერ ბიბინებს ფეხქვეშ შემოდგომის მოლი,
როგორ გიმზერს მშვიდად შენი თეთრი ცოლი!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:35 AM | შეტყობინება # 395
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მოწყენილი ვარ, გაქვავდა წამი,
მხოლოდ დროებით, მხოლოდ დროებით,
რად მიგატოვეთ? მე დაგასწარით!
სანამ თქვენ თვითონ მიმატოვებდით.

ჰო, ბევრი იყო ტკბილიც და მწარეც,
და სულს დაეტყო ეჭვის ღარებიც,
რად შეგიყვარეთ? მე დაგასწარით!
სანამ თქვენ თვითონ შემიყვარებდით.

გულს რას გაუგებ... ისე უეცრად
ცარიელდება ჩვენი გულები,
მე დაგასწარით და შეგიძულეთ,
სანამ თქვენ თვითონ შემიძულებდით.

ო, რა ლამაზი სახელი მერქვა,
ბედნიერი ვარ, არაფერს ვნანობ,
რადგან იმისთვის მოვედი მხოლოდ,
რომ შეგიძულოთ და შეგიყვაროთ!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:35 AM | შეტყობინება # 396
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ეს ღამე ფიქრით ორად გაიყო,
მივყვები გზაწვრილს – ფიქრით ნათოვებს,
ის სიყვარული მაინც სხვა იყო,
ერთხელ რომ ღია კართან დავტოვე.

მე მივდიოდი... თოვდა და თოვდა,
და თოვლიც იყო თითქოს ხნიერი,
იმ გაზაფხულებს სხვა ფერი ჰქონდათ,
სულ სხვა ეშხი და სულ სხვა იერი.

და ვგრძნობ, წარსული როგორ მშორდება,
შევყურებ მთვარეს, ახლა სხვა დროა,
გახსოვს საღამო? ჰო, ეს ცხოვრებაც
მხოლოდ და მხოლოდ ნელი ტანგოა!

ეს ღამე ფიქრით ორად გაიყო,
მივყვები გზაწვრილს – ფიქრით ნათოვებს,
ის სიყვარული მაინც სხვა იყო,
ერთხელ რომ ღია კართან დავტოვე!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:36 AM | შეტყობინება # 397
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ვიცი დამივიწყე

ვიცი, დამივიწყე, აღარ გენატრები,
მხვდები, მესალმები შორიდან,
ცრემლად დამიმარტე ჩემი კელაპტრები,
ჩემი ოცნებების კოშკი და...

დარდებს შეაჩვიე ჩემი გვირილები,
ცრემლი მე ისედაც მყოფნიდა,
ქარებს შეაჩვიე, შიშს და სიმარტოვეს,
გული ამომივსე თოვლით და...

ნეტავ არასოდეს შემხვედროდი,
ნეტავ არაფერი გეთქვა,
ღმერთმა შეგარჩინოს ჩემი ცრემლები და
სულის უსასრულო სევდა!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:37 AM | შეტყობინება # 398
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:37 AM | შეტყობინება # 399
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
უნდა დამიჯეროთ მის!

უნდა დამიჯეროთ მის,
მე თქვენზე შევქმენი მითები,
ქალი ხართ მაღალი წრის,
გაქვთ ვნებისამშლელი თითები.

თვალები ზღვებია, ყელისმოღერებით
თქვენ ჩრდილავთ გედებზე დაწერილ სონეტებს,
ვიცი, მოგიხდებათ სცენა ოპერების
ზანგის ლაქია და წითელი კორვეტე.

ვიცი მოგიხდებათ საყურე ალმასის,
ლურჯი ათინათის ღაწვებზე იარა,
რითმები სხვა ვინმე, სხვა უფრო ხალასის
გზააბნეული პოეტის კი არა.

მე კიდევ იქნებ და ამ ზამთარს გადვურჩე
ვიდრე თებერვალი სუსხისგან ამიკლებს,
ძვირფასო, ცხოვრება დაფაა ჭადრაკის
მეფედ ან რაინდად აბრუნებს პაიკებს.

ჰოდა თუ დავბრუნდი, ჰოდა თუ მოვედი,
წითელი მანტიით, დაფნით და ფარჩებით,
თუ ისევ სახელი მერქმევა პოეტის
და თქვენც თუ ისევე ისეთი დარჩებით

გეტყვით რო…
უნდა დამიჯეროთ მის,
მე თქვენზე შევქმენი მითები,
ქალი ხართ მაღალი წრის,
გაქვთ ვნებისამშლელი თითები.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:42 AM | შეტყობინება # 400
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

იცი, ლოდინი რა ძნელია?!
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე, რამდენი ვარსკვლავია,
მე კი მენატრება ერთი!

იცი, უშენობა რა ძნელია?!
ამ დროს ლექსის წერა მშველის,
ირგვლივ იმდენის თვალებია,
მე კი მენატრება შენი!

იცი, მარტოობა რა ძნელია?
ალბათ უშენობა შემშლის,
ირგვლივ იმდენის ღიმილია,
მე კი დამდენია ცრემლი!

იცი, სიყვარული რა ძნელია?!
როცა გულში იკლავ შენთვის,
ფუჭი ოცნებებიც დამღლელია,
როცა ვეღარაფერს შეცვლი!

იცი, ეს გული რა წრფელია?!
როცა შენზე წერს და გეტყვი...
ირგვლივ იმდენის თვალებია და
მაინც მენატრება შენი!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:43 AM | შეტყობინება # 401
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

წარსულს უშენოდ მივტირი,
შენი ლოდინი მღლიდა.
არ მინდა შენთვის სიკვდილი,
შენთვის სიცოცხლე მინდა!

წლები უშენოდ გაფრინდა,
დღეებს დღეებზე ვიცვლი.
არ ვიცი, შენგან რა მინდა,
მე რომ მიყვარხარ, ვიცი...

დღემდე უშენოდ ვიცოცხლე,
და მაინც გელი, გნატრობ,
მარტომ გავლიე სიცოცხლე,
ახლაც არ ვიცი, რატომ...

ხო იცი, მე ვარ უბრალო,
ნუ მიმატოვებ, მენდე...
მადლობელი ვარ, უფალო!
ისევ რომ მიყვარს, დღემდე...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:43 AM | შეტყობინება # 402
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მერე რაა, რომ მეშინია...

მერე რაა, რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა, რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?

მერე რაა, რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა, რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?

მერე რაა, რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი, სევდაც ცოტა?
მერე რაა, რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?

მერე რაა, რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს?
მერე რაა, რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს?

მერე რაა, რომ შემიყვარდი, უჩვეულო გითხარ რამე?
მერე რაა, რომ შენ ცოტა და მე ძალიან შეგიყვარე?
მერე რაა, რომ ამ ზამთარში ვცდილობ აღარ გაგიავდრდე!

მერე რაა, რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას.
მერე რაა, რომ ცივა ცოტა, ცოტას მართლა არა უშავს!

მერე რაა, რომ გამიგრძელდა ლექსი, რა ვქნა, მაპატიე,
მერე რაა, რომ ვერ შევძელი, აქაც ვეღარ ჩაგატიე.

მერე რაა, რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ,
მერე რაა, რომ მეშინია...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:44 AM | შეტყობინება # 403
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

სად არ გძინებია სიყვარულო,
რა არ გდებია სასთუმლად,
რამდენი ვინმე აცდუნე,
რამდენმა თვითონ გაცდუნა!

ვის არ უძებნია ზეცაზე
თვალი დაკარგული ბეჭდის,
ვის არ გასჩენია შენს გამო
განუკურნებელი ეჭვი!

რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში,
რამდენჯერ მოგხვედრია სილა,
დაღლილ - დაქანცული უგონოდ
სად არ მიგდებულხარ ძილად...

თითქოს მოუხეშავს, თითქოს მორცხვს
ხელში თაიგულიც გჭერია,
ჯოჯოც ყოფილხარ, სატანაც და...
უმშვენიერესი ფერიაც.

სვამდი სიყვარულის ნექტარს - საოცნებოს,
და თან საწამლავსაც ასმევდი,
დიახ, საიდუმლოს ინახავდი
და თან უსინდისოდ ასმენდი.

ბატონიც შენ ხარ და მონაც - საცოდავი,
ჯარისკაციცა და სარდალიც,
ისე მტყუანი ხარ... ისე მატყუარა
და თან უცნაურად მართალიც.

დღეს რომ პეპელა ხარ, - ნაზად მოფარფატე,
ხვალ მახრჩობელა ხარ უდავი,
თუმცა მოკვდავი ხარ, სუსტი, დაუცველი,
მაგრამ ამავე დროს უკვდავი!.

მე რომ აქ მგონიხარ, უცებ იქ გაჩნდები,
მე რომ იქ მგონიხარ, აქა ხარ,
მძულხარ სიყვარულო!
მძულხარ სიყვარულო!
მძულხარ სიყვარულო!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:46 AM | შეტყობინება # 404
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე
ამბავი მოხდა უმაგალითო:
ქალი მისულა უყელსაბამო,
უბრილიანტო, უმარგალიტო.

უმანქანო და უმდიდრულქურქო,
უსაყურო და უსამაჯურო,
უქმრო, უშვილო და უღიმილო,
უჯამაგირო, უსამსახურო. . .

მისულა ქალი მაღალ დარბაზში
და არხეინი შეძრულა ხალხი:
ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში
კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.

მერე ისეთი რამე მომხდარა,
კინაღამ ყველა გადარეულა:
ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია
და ცრემლი კაცად გადაქცეულა.

ქალს დაუწყია ცრემლკაცთან ცეკვა
და კაცის მკერდზე დაუდევს თავი,
ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვით, თალხი
და კაცსაც სცმია სამოსი შავი.

გაშეშებული მდგარა სუყველა,
გაშტერებია სუყველას თვალი,
ლამაზი იყო სანახაობა:
როგორ ცეკვავდა ცრემლკაცთან ქალი.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:47 AM | შეტყობინება # 405
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz