რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:11 AM | შეტყობინება # 376 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| საპოვნელა
ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია, შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ - ველად, პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია, იმერეთში ეძახიან საპოვნელას.
შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე, თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს, ბედს დაეძებს, თუ დანაკარგს რამე ნივთებს, ევედრება: საპოვნელა, მაპოვნინე!
მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე, ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა, ვენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ, რადგან ჩემო, შენი გული მაპოვნინა!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:15 AM | შეტყობინება # 377 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მინდა წყაროს წყალი ვიყო მოგწყურდე და დამლიო, მინდა შენი ცრემლი ვიყო შენს დარდებში გამლიო.
ცა ვიყო და ვარსკვლავებით დაგყურებდე, გხედავდე, შენი ყელსაბამი ვიყო, ყელზე კოცნას ვბედავდე.
დილა ვიყო - ნამიანი, ჩემი მოსვლა გიყვარდეს, ვიყო შენი საათი, რომ ჩემით წლები მიგყავდეს...
როგორ მინდა შენთან ვიყო, შენი ვიყო, გიყვარდე...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:16 AM | შეტყობინება # 378 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე შემიძლია შენი გულისთვის, გაშლილ მინდორში ვსდიო ქარაშოტს, გავცურო ყველა ზღვა და მდინარე და ყვავილების ცრემლმა დამახრჩოს.
მე შემიძლია, რომ სულ დავდუმდე, აღარ აგავსო საყვედურებით და როცა ეკლის ყვავილს მომართმევ, არ შევიმჩნიო წყენა სრულებით.
გადავიბრალო შენი ცოდვები და დავიბრმავო განგებ თვალები... ... ... ... ... ... ... .... მაგრამ შენ ასე მშვიდი და ჩუმი ვიცი, ძვირფასო, არ გეყვარები.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:24 AM | შეტყობინება # 379 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
აკაციის სურნელს, ვერ იტევდა ქუჩა, კაბა დასველებას, ვეღარ გადაურჩა.
ისევ პოეტობას, იბრალებდა მარტი, და მოგონილ სტროფებს, აივნებზე დაყრილს, ვაგროვებდი შენთვის, (აკეცილი კალთით) მერე საღამოთი გიკითხავდი დაღლილს,
წვიმდა... წვიმდა... წვიმდა... ფანჯრებს მიღმა წვიმდა, მარტი სველ თმებს გზებზე და სახლებზე შლიდა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:24 AM | შეტყობინება # 380 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| უშენობას დავაბრალებ იცოდე . . .
უშენობას დავაბრალებ იცოდე, თუ დავკარგე თავიცა და კვალიც, სიყვარულზე მეტად დავბრმავებულვარ, მოღალატე რომ მიყვარხარ მაინც.
მარტოობა შემაძულე განდეგილს, სურვილები წარმიხოცე მალვის, ზამთრის სუსხი დამავიწყე გაყინულს, შემაყვარე თბილი სუნთქვა ალვის.
გამაღვიძე სამუდამოდ მძინარე, მეორეჯერ გამაჩინე ლამის, მიმაჩვიე სიცოცხლეზე ოცნებას, დამიბრუნე ოსტატობა კალმის.
უშენობას დავაბრალებ იცოდე, თუ დაგთმობ და დაგივიწყებ ჩავლილს, სიყვარულზე მეტად დავბრმავებულვარ, მოღალატეს რომ გიწოდებ მაინც.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:25 AM | შეტყობინება # 381 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მორჩა, დღეიდან ლოთობას ვიწყებ!
მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ, დარდებს გავანდობ ყანწებს – ღვინიანს, სიკვდილ - სიცოცხლის დუელში გიწვევ და ქალი რომ ვარ, არ მეშინია.
მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს, ბახუსის ეშხით განატაცები, ქალები მაშინ თვრებიან თურმე, როცა ფხიზლობენ მამაკაცები.
დღეიდან ხელი ავიღე თავზე, აღარ გავურბი მზერას – ჟინიანს, დუქანში გველის ხელადა სავსე და კაცი რომ ხარ, არ მეშინია.
უცხო მორევში შევყავარ ბორანს ფიქრში ძნელია ვიცი, ღალატი, თურმე ვცდებოდი, რადგან მეგონა, რომ სიავისგან დამიფარავდი.
გავარდა მეხი... მიხაკი გაქრა, დღეიდან ვეტრფი ყანწებს – ღვინიანს, ერთი პატარა ქალი ვარ, თუმცა შენ რომ კაცი ხარ, არ მეშინია!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:26 AM | შეტყობინება # 382 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| როდის მოხვალ...
როდის მოხვალ, როდის, უკვე ღამეც მტკივა, უშენობა მწვავს და უშენობა მცივა...
მიმაჩვიე ღიმილს, და სევდიან ფიქრებს, ამიხსენი კარგად, გაწყენინე იქნებ!
აღარ ეძებს თვალი ასე ნაცნობ რხევას, გამეცალე, როცა დაგიგულე ჩემად.
გაყინულა დრო და გათოშილა წამი, დაიღალა, გესმის? ბლაბლაბლობით ქალი.
როგორ დავრჩე ასე, სად გეძებო კარგო, ყველაფერი ასე , როგორ უნდა ვკარგო.
ისევ გიცდის სევდა, ვერ ვერევი ფიქრებს, როგორ მტოვებ ასე... დამიბრუნდე იქნებ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:27 AM | შეტყობინება # 383 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| შენი ბრალია
ზღვამ მზეს მოჰბანა პირი, ვნებიანს, და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს, ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია, დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
მერე მიდი და, თითო ფურცელი ცაში აბნიე ვარსკვლავცვენებად, შენს გამოხედვას თუ გავუძელი, მწველი თვალების უხმო ჩვენებას
დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია, ცის გუმბათზე რომ ავა მზე, მაშინ, ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან, თორმეტბალიან გულისცემაში....
ამინდი შენი ხასიათია, მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება შენი ბრალია, ყოველ განთიადს მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება.
ზღვამ მზეს მოჰბანა პირი, ვნებიანს და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს, ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია, დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:28 AM | შეტყობინება # 384 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:28 AM | შეტყობინება # 385 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ეს ნიჭი არაა... ეს სიყვარულია გულიდან გადმობეჭდილი... სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი.... ეს ჩემი სულია სიყვარულის დუელში გამოწვეული. ეს ლექსი არაა, სიტყვებია - გულიდან ამოხეული. ეს ნიჭი არაა, დამიჯერე, გულია გადარეული.. მონატრებაა! შეშლილი და გზააბნეული. არა! მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული.... ეს ჩემი სულია სიყვარულის დუელში გამოწვეული...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:29 AM | შეტყობინება # 386 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გუშინ იმდენი სათქმელი მქონდა, გული ჩამოდნა დარდის წვეთებად, სანთლების შუქზე საღამო კრთოდა და ჩემი ლექსი ჰგავდა ვედრებას.
სახეს დუმილი მტრედისფრად შერჩა, შეშლილ ზმანებას ძლივს გადავურჩი, თუ ჩემი თეთრი ოცნება გერქვა, რა იქნებოდა გენახე გუშინ...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:30 AM | შეტყობინება # 387 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გაბეზრებული ლოდინი, ავადმყოფური ღამე, მიტოვებული ლოგინი, დაკიდებული მთვარე. ტკივილნარევი ღიმილი, ცრემლით დამბალი თვალი, აუხდენელი სურვილი ღამენათევი ქალის!
ვნება - ცეცხლივით მწველი, გრძნობა - ხმამაღლა თქმული, სიტყვა სათქმელად ძნელი, ფიქრი მძივებად სხმული. შიში უმწყემსოდ არა, ვერ მონახული ცოლი, ქალის ჯიუტი: "არა" "ვაი" "დაგიბრმა თოლი".
უარს ნამსხვერპლი ღამე, სევდით მოცული დღე, გაღიმებული მთვარე, გაწბილებული "მე", კვლავ და კვლავ გრძელი ლოდინი, ცრემლით ნაბანი თვალი, გაუხედნავი სურვილი, ღამენათევი ქალის...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:30 AM | შეტყობინება # 388 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| რატომ იჩქარეთ...
თქვენ გაზაფხულის მოგესმათ ჩქამი, და ზეცას ენდეთ მზიან – მთვარიანს, ყოჩივარდებო, რატომ იჩქარეთ? ჯერაც ხომ ისევ იანვარია...
მთელი ზამთარი კიდევ წინ არის, ყინვით, ქარებით, თოვლის ზვინებით, ასე ბავშვურად პირმოცინარნი ყოჩივარდებო, გაიყინებით...
თუ არა მოვა, დაგკრეფთ გოგონა, თქვენსავით ნაზი, თლილი ნაკვთებით, მერე გაგყიდით სადმე კონებად, და ლარნაკებში ჩუმად ჩაკვდებით...
თქვენ გაზაფხულის მოგესმათ ჩქამი, და ზეცას ენდეთ მზიან – მთვარიანს, ყოჩივარდებო, რატომ იჩქარეთ? ჯერაც ხომ ისევ იანვარია...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:31 AM | შეტყობინება # 389 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მზე გაიშხლართა ჭვავის ყანაში, ნიავს ცელქობა ისე უხდება, აუფრიალებს ყაყაჩოს კაბას და მუხლისთავებს მიაცქერდება...
მზე გაიშხლართა ჭვავის ყანაში, დამხანძრეს წუხელ შენზე სიზმრებმა, ეს სიყვარული თუ სახადია, მაშ მომიხდია, რად გეღიმება?
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:31 AM | შეტყობინება # 390 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
აქ ამოსულა პაწია ია, მან ხელი მორცხვად ვის გადახვია? ვარდის ეკალმა ამ ნაზ ქალბატონს, თუ იცით, კაბა რად დაუხია?
შენთვის თუ ხელი ამ იის მსგავსად, როდისმე ვისმეს თუ გაუწვდია, თუ იის კაბა მთლად გაუხდია...
სად ამოსულა ლამაზი ია, ლურჯი კაბა რომ მთლად დაიხია, შენ თუ შეავლო ჩემს იას თვალი არ მიაკარო მის გულს ეკალი!...
|
|
| |
|