პარასკევი, 2025-07-18, 8:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:50 AM | შეტყობინება # 361
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ამ ქვეყნად ყველა აღმართი უფლის იმედად ვიარე,
ხან ზვავმა გადამიარა, ხან ზვავზედ გადავიარე,
შენი ხმა მენატრებოდა, ის მავიწყებდა იარებს,
მაინც ვერ შევხვდით ერთმანეთს, დარდი ვერ გაგიზიარე,
შენ წამით ადრე წასულხარ, მე წამით დავიგვიანე!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:51 AM | შეტყობინება # 362
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

თითქოს აქრობდა ქარიშხალი ცისფერ მირაჟებს,
ეხეტებოდა მთვარის შუქზე კვლავ შენი ლანდი,
შორს, სიბნელეში დავეძებდი თეთრ გარიჟრაჟებს,
და ირხეოდა გათელილი ოცნების ვარდი...

ჩემი სარკმლიდან ჩუმად გლოცავს კელაპტრის სხივი,
ღამეს კი თითქოს მყუდროება მოუქარგია,
იეთიმ გურჯი მტკვარს მიჰყვება, სადღაცას ტივით,
სადღაც ახლოა მწუხარება და ნოსტალგია.

ეხეტებოდა მთვარის შუქზე კვლავ შენი ლანდი...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:52 AM | შეტყობინება # 363
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მუხლებზე დაეცა ჩემი გაზაფხული
და ფურ - ირემივით შეჰბღავლა ქარაფებს,
არაფერს არა გთხოვ, გარდა პატიების,
არაფერს არა გთხოვ, არაფერს.

სულის წაწყმედამდე მიყვარდა, მიყვარდა...
და მაინც რაღაცამ დამშრიტა, დამლია,
და ჩემი ბრალია თუ არ მეპატია,
თუ არ მეპატია, ჰო, ჩემი ბრალია...

მუხლებზე დაეცა ჩემი გაზაფხული...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:52 AM | შეტყობინება # 364
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
თუკი გულს დაგწყვეტ...

თუკი გულს დაგწყვეტ, რაა წავიდე?
უთქმელ სიმღერად და პატიებად,
სავალ ბილიკებს აგიყვავილებ,
დაგეფინები გზებზე იებად.

თუკი გულს დაგწყვეტ, რაა წავიდე,
ერთ უთქმელ რითმად, გატეხილ ბწკარად,
ვინა ვარ? - ამას მაშინ გაიგებ,
როდესაც წავალ!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:53 AM | შეტყობინება # 365
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

სულში მოლოდინის ალი ანთია და...
გარეთ ატმებია მთვრალი,
შენზე ოცნებებმა ღამე ათია და,
არც მე მომიხუჭავს თვალი

განთიადიდანაც შენზე ფიქრს ვუნდები,
შენ კი გაგონდები, ნეტავ?
არ მოხვალ?-
იცოდე წავალ და აღარ დავბრუნდები,
აღარც ლექსებს მოგწერ მეტად.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:54 AM | შეტყობინება # 366
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა
ჩემი სახელი, ქარო?
შენ ჯერ ბავშვი ხარ
და მეშინია,
არ შემიყვარო, ქარო.

მე მეშინია, არ მოიხიბლო
ამ დამსხვრეული ფრთებით,
ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,
ღელვით, წუხილით, გზნებით...

წადი, იქროლე,
ძლიერ ბევრია,
ვინც ჩემზე უკეთ გალობს,
რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია,
ო, აქ რა გინდა ქარო?!

სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც...
ცხოვრება მათთვის
საპნის ბუშტია,
შენ თუ დაჰბერავ, ქარო.

მე კი უხედნელ, ველურ რაშებით
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,
სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,
არ შემიყვარო, ქარო.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:55 AM | შეტყობინება # 367
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

დღეს მეყვარები აუხსნელად, მხოლოდ თვალებით,
ხვალე კი, ალბათ, გადაგაგდებ, როგორც თამბაქოს.
თოვს ახლა მშვიდად ამ დაწყევლილ ზამთრის ქალაქში
და მგონია, რომ ჩემს ნერვებზე ღმერთი თამაშობს.

შენ არც კი იცი, - პოეტობა სისხლში გამიჯდა!
ტკივილებს, ალბათ, ასე უფრო კარგად ვატარებ.
ვხედავ, ტეკილა ჩამოასხეს, - ვიცანი ფერით...
ალბათ, ამ ზამთარს ტეკილაზე გადავატრებ.

ვიხსენებ ისე, სხვათაშორის გამოცლილ ჭიქებს,
ვამოკლებ დღეებს, ქუჩები კი წვანან მანძილად.
ლექსები ჩემი წაუკითხეთ ძილის წინ ლოცვებს,
ლოცვები - ბავშვებს, უფრო ხშირად, უფრო ხანგრძლივად.

მგონი ვმკრეხელობ, შენ კი... თურმე, ისევ მიყვარხარ,
თუმცაღა ვხვდები, რომ ლექსებით შენც გადაგღალე.
ხვალ გადაგაგდებ, უშედეგოდ, როგორც თამბაქოს,
რომელიც, უკვე, ვეცადე და ვერ გადავაგდე...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:57 AM | შეტყობინება # 368
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:58 AM | შეტყობინება # 369
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ღამეა უდღეური, თეთრი სახით,
სიჩუმეს სულ სხვა ხმები კვეთენ ახლა,
თვალებში შენზე დარდი შევისახლე...
მინდოდა ეს თვალები შენ გენახა.

დავდივარ უშენო და უარაფრო
არ ვიცი, ალბათ სადმე გავჩერდები,
ვიცოცხლებ სულ ცოტას და რომ მოვკვდები,
სიკვდილშიც ერთადერთი დამჩემდები.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:59 AM | შეტყობინება # 370
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ცრემლად ივსება თვალნი
გაუმხელელი ვნებით.
ჩვენ ერთმანეთის ცალნი
უერთმანეთოდ ვქრებით.

უკვე შორია განცდა
მზე იწურება ზღვაში.
ჩვენ ერთმანეთი დაგვრჩა
უმისამართო გზაში.

არა მაცდური წამნი,
მაინც ცოდვილნი ვრჩებით.
ჩვენ ერთმანეთის წყალნი,
უერთმანეთოდ ვშრებით.

სათქმელს ვეძებდით ღმერთში.
ბედს დასაცინად ვყავდით.
გულს ერთმანეთის მკერდში,
უერთმანეთოდ ვკლავდით.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:00 AM | შეტყობინება # 371
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ისე უბრალოდ...

ისე უბრალოდ ქალი ვარ და ისე უბრალოდ აგიჩემე,
იცი რამხელა დარდი ვარ და რამდენი ტყუილი დავიჯერე?

ისე უბრალოდ ფიქრი მიყვარს, ღმერთის წინაშე მაქვს დიდი ვალი,
ასე უბრალოს თუ ამიტან, მაშინ გამიხდები საფიცარი....

ისე უბრალოდ ქარი ქრის და ალბათ მეც ამიტომ აგიჩემე,
ჩემი ქალური სული თრთის და სიმართლის მაინც დაიჯერე...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:01 AM | შეტყობინება # 372
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

არ მინდა დაგკარგო და მერე მივხვდე, რომ
შენს მზერას შეეძლო ჩემი მზეც ეხილა...
და თუკი ტკივილი არის დღეს საჭირო
მტკივა ვთქვა ჯობია ვიდრე ვთქვა - მეტკინა!

არ მინდა წახვიდე და მერე აღმოჩნდეს,
რომ შენს სუნს მივტირი აშლილი ქარივით...
შეგრძნება არ მინდა ვიწვნიო სიშორის,
ძაძებში გახვეულ იმ ქვრივი ქალივით!

არ მინდა გაქრეს და მერე კვლავ აღმოჩნდეს,
რომ შენთან დღეს ერქვა დღე – ლურჯი ზღაპრების...
დარჩი და ბოლომდე მიმიშვი შენს სულთან
და ვნახოთ ერთმანეთს სადამდე გავყვებით!

დღეს ვხვდები შეეძლო ჩემს ფიქრს და ოცნებას
დარბის და ერბინა... ტირის და ეტირა...
არ მინდა წახვიდე...
ამტკივდი თუკი გსურს,
რომ არ ვთქვა...
რომ არ ვთქვა...

რომ არ ვთქვა მეტკინა!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:03 AM | შეტყობინება # 373
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შენ ახლა შორი ხარ, შორი და უჩემო,
აქ ჩემთან ოთახში კვლავ ჩუმად დადიან,
არ მინდა, რომ ვინმეს ტკივილი ვუჩვენო,
ასე ვარ, როდესაც ტკივილი ნაღდია.

დღეს ისევ მარტო ვარ, გთხოვ, ხელი მომკიდე,
ვგრძნობ, შენი სითბოა, რომ მოდის შორიდან,
და თუ ვერ შეძელი, რომ თვითონ მოხვიდე,
მოვკვდები და ჩემს ხელს მე თვითონ მოგიტან.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:10 AM | შეტყობინება # 374
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი..
ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს..
გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც
და მარტო დამტოვეთ..
გარსონ!
მე ფერებით მინდოდა მეცხოვრა,
ხურდას ნუ მიბრუნებთ - იყიდეთ ვარდები!
დამისხით ყველაზე შლეგური ოცნება!
ვთვრები და ვთავდები...

ვმთავრდები...
და სადღაც ფანტავენ ოქროზე
ლურჯი ანგელოზის შემოფარფატებას,
მაბოდებს მეცხრე ცის მეეტლის კოფოზე!
დღესაც რა საოცრად
სევდისფრად ღამდება...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 4:11 AM | შეტყობინება # 375
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე ვიყავ შორს და შორიდან მოვალ,
მოვდევ ამღვრეულ ფიქრებს...
ახლა მზის ჩასვლის ისეთი დროა,
შუქად დაგჭირდე იქნებ.

არ შემიძლია, არ გითხრა
სულის სიმხნევეს ვიქებ -
ახლა ერთობის ისეთი დროა,
ფრთებად გჭირდები იქნებ.

არ შემიცოდო, დაღლილი რომ ვარ,
სიმართლის სახელს ვირქმევ -
ყველა ცრუ რწმენის დარღვევის დროა,
ეჭვად დაგჭირდე იქნებ.

არ მომერიდო - ისეთი დროა,
ძალას ერთურთში ვიკრებთ...
გაღმა ვიდექ და გამოღმა მოვალ -
ხიდად გჭირდები იქნებ...


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz