შაბათი, 2025-07-19, 0:08 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:40 AM | შეტყობინება # 346
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

რეკავს ტელეფონი, ავიღე ყურმილი,
ალო, მე გისმენთ, - პასუხი არ არის.
ძვირფასო, ვიცანი მე შენი დუმილი,
შენგვარი დუმილი არ იცის არავინ.

კვლავ რეკს ტელეფონი...
ალო, მე გისმენთ,
ალო, მე გისმენთ! - ჩავძახი გარკვევით,
ძვირფასო, ძვირფასო, შენ დუმხარ ისევ,
და ამით ყველაფერს მელაპარაკები!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:41 AM | შეტყობინება # 347
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
აკაციის სურნელს ვერ იტევდა ქუჩა,
კაბა დასველებას ვეღარ გადაურჩა.

ისევ პოეტობას იბრალებდა მარტი
და ჭირვეულ სტროფებს აივნებზე დაყრილს

ვაგროვებდი შენთვის აკეცილი კალთით,
მერე საღამოთი, გიკითხავდი დაღლილს.

წვიმდა, წვიმდა, წვიმდა... ფანჯრებს მიღმა წვიმდა,
მარტი სველ თმებს გზებზე და სახლებზე შლიდა.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:41 AM | შეტყობინება # 348
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მოგენატრები...
და მე ვიცი ეს მონატრება
რამდენჯერ ცრემლებს
გაგიჩენს თვალში.
მოგენატრები
და მე ვიცი ეს მონატრება
რამდენს გატარებს უღმერთოდ ქარში.

მოგენატრები...
და მე ვიცი ამ მონატრებას
ვიღაც უგულო სიტყვებით წაშლის.
მოგენატრები ახლაც და მერეც,
როცა ჭაღარა გაჩნდება თმაში.
მოგენატრები,
ჩემს მონატრებას
ბევრჯერ გაყვები უღმერთოდ ქარში.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:42 AM | შეტყობინება # 349
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მონატრება

გაზაფხულის მონატრება მომეძალა,
სიყვარული, ცრემლიანი თვალები,
მორთმეული ყვავილები მომენატრა,
წარსული და ის ლამაზი წამები.

ის ნიავი, ტირიფები მომენატრა,
იები და თეთრი... თეთრი ვარდები,
ლექსით სავსე მოგონება მომენატრა
ის ლამაზი სინამდვილის ზღაპრები.

მომენატრა ის წარსული გაზაფხული,
ცრემლით, მზით და ლურჯი იის ფერებით,
დავბრუნდები ტირიფების ხეივანში,
ოცნებაში ისევ მოგეფერები.

გაზაფხულის მონატრება მომეძალა,
მზის სხივების, ცრემლიანი თვალების,
მორთმეული ყვავილები მომენატრა,
ბავშვობა და ის ლამაზი წამები...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:43 AM | შეტყობინება # 350
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მარტია...

და მიწას მელნის ლურჯ წინწკლებად
პირველი იები ატყვია.
მთიდან ნაკადულთა დინება იწყება
მარტია... მარტია...
გრძნობები მოზღვავდა, აბორგდა,
და გულმა ვერასგზით დატია...
არ აჰყვე წვიმას და არ აჰყვე ქარიშხალს
მარტია...
ხასიათს შეიცვლის კაციც და ბუნებაც,
როს შევეგებებით განთიადს
და ყველა ოცნება ისევ დაბრუნდება...
რას იზამ... მარტია...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:43 AM | შეტყობინება # 351
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

სარკმელთან ამაოდ გელოდი,
თვალები ლოდინმა დაღალა,
ვეღარ დაგინახე საბრალომ,
ვერც შენ და ვერც შენი ჭაღარა.

შენ ჩემი ოცნების ზღაპარო,
არ მინდა გაიგო ვინცა ვარ,
მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!
მაგ თმების ჭაღარას ვფიცავარ!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:44 AM | შეტყობინება # 352
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

თვალებს ნუ დახრი, უნდა ჩაგხედო,
უნდა ვიპოვო სევდის იარა,
ნუთუ შენ მართლაც ისე გიყვარდი,
როგორც ჩემამდის ხმებმა იარა.

უნდა ვიპოვო ის მონატრება,
შენ რომ თვალებში დაგიწყლიანდა,
უნდა ჩაგხედო ლამაზ თვალებში
და მოგიშუშო ყველა იარა...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:45 AM | შეტყობინება # 353
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

უსიყვარულოდ გადავირევი,
დარდი მაწუხებს შენებრ კარგების,
ხან მოვარდები როგორც ირემი,
ხან იასავით დამეკარგები...

მოგიტაცნია ღიმი ფრესკიდან,
დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს,
შენი თვალების ეშხი შეშლიდათ,
ორბელიანთა ზვიად ასულებს...

ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე,
გალაკტიონი დასთმობდა მერის...
შენ მოგიძღვნიდნენ ძვირფას სონეტებს,
ჯორჯ ბაირონი, შექსპირი, შელლი...

დღეს სიყვარული მართლა რა არის,
ხვალ კალმოსნები დაჰყრიან კალმებს,
მხოლოდ მე ერთი, როგორც არავინ,
ისევ გიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:45 AM | შეტყობინება # 354
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მარტმა ამიშალა ფიქრები,
სულმა ვერ გაუძლო ტკივილს,
რაღაც ხმა მეძახის შორიდან,
შენს სახელს მეძახის და... მიდის!

მწარედ ამატირა ოცნებამ,
ვეღარ შევეგუე დუმილს,
შენმა ხმამ ჭრილობა გამიხსნა,
ჭრილობა ნატკენი გულის.

მარტმა კვლავ ფიქრები არია,
ისევ უშენობას ვტირი,
შენი ხმა მეძახის შორიდან,
ჩემს სახელს მეძახის და... მიდის!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:46 AM | შეტყობინება # 355
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მე მინდა ვიყო თოვლისფერ რაშზე
ამხედრებული თეთრი ფერია,
რომ ჩამექროლა შენი სახლის წინ
და გეთქვა... "ო, რა მშვენიერია!"

ამდევნებოდი უკან ბალღივით,
მე კი მეცინა, არაფერია...
მაშინ იგრძნობდი, გულით იგრძნობდი,
რომ სიყვარული მართლა ძნელია.

მე მინდა ვიყო თოვლისფერ რაშზე
ამხედრებული თეთრი ფერია...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:47 AM | შეტყობინება # 356
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

თავს ნუ მოიტყუებ, ტყვილად იღიმები,
გულს სხვა ენატრება, სხვისი ხმა და თმები.

თუმცა შენ გიყურებ, თვალი ხედავს სულ სხვას,
ვისი გახსენებაც დარდით მიკრავს სუნთქვას!

არც ადრე მხიბლავდა ეგ მიწა და ეგ ცა,
სხვაზე ფიქრში მხოლოდ მზერა გამომექცა..
.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:47 AM | შეტყობინება # 357
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

პატარა გულში დიდი ოცნება
კვლავ შეუმჩნევლად შემოიპარა,
ფრთებით შემეხო, მომეალერსა
და საიდუმლო ჩემი მომპარა...

მან თითქოს უკვე მზე დააბნელა ,
შენკენ მავალი კარი დარაზა,
კიდეც რომ გსურდეს, ვერ გაიქცევი,
ჩემი ფიქრები გიდგას დარაჯად...

განა რამეს გთხოვ, უბრალოდ მინდა,
მაგ დიდრონ თვალებს მივუალერსო,
თუმცა თვალებშიც როგორ ჩაგხედო,
როცა აქ არ ხარ უძვირფასესო.

ვერ მომიკვლია ტრფობის წყურვილი
და მსურს ეგ გულიც ტრფობით აღივსოს,
მე ვინატრებდი, რომ ერთხელ მაინც
განგებამ შენთან ყოფნა მაღირსოს.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:48 AM | შეტყობინება # 358
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ვდუმვარ, ხანდახან მებუტება დაღლილი ბაგე,
ეხლა სადა ხარ, ვისი სულის სამყაროს აგებ?

თვალნათლივ გხედავ, მეურჩება მაინც გონება,
ვერაფერს ვბედავ, მავსებს ეჭვი და დაღონება.

არა და ვიცი, მაგრამ მაინც ვფიქრობ და მიჭირს,
არ მჯერა ფიცის, კაცთა ნდობის დავკარგე ნიჭი...

ერთადერთი ხარ? არ მგონია, ყველა ერთია,
ვითომ ღმერთი ხარ? შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია!

ვდუმვარ... ხანდახან გავუყუჩდე სიყვარულს უნდა,
ეხლა სადა ხარ,
ჩემს დუმილში მომეხმე მსურდა...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:49 AM | შეტყობინება # 359
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
არ ვიცი

არ ვიცი, რა მინდა,
არ ვიცი, რად მინდა
მაგ თვალთა დანახვა, ბაგეთა ამბორი.
რატომ მსურს გისმინო,
რატომ მსურს მისმენდე
და მეც გიყვებოდე ამბებს არგაგონილს!

მაკლიხაააარ!.....
გავყვირი დახშული ბაგით და
ვერავინ გაიგებს ამ კივილს სულისას!
მჭირდებიიიიი!.....
ცრემლებად იღვრება გული და
უცრემლო თვალები მალავენ სურვილსაც!

არ ვიცი, რა მინდა!
ვიცი, რომ შეხვედრა
კვლავ ტკივილს მომიტანს, ოცნებაც გაქრება,
და მაინც მიყვარხარ,
და მაინც მაკლიხარ,
და მაინც მჭირდები იმედის სანთლებად!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:50 AM | შეტყობინება # 360
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ყოფილ საქმროს

ვუსმენ სიჩუმეს გულხელდაკრეფილს,
ფეხაკრეფით რომ მეპარება თავსასთუმალთან,
ისევ მონოლოგს წამოვიწყებ ენად გაკრეფილს,
რა გამაჩუმებს ძვირფას სტუმართან.

სულში სათუთად დაივანებს დიდი სიმშვიდე,
გადამაფარებს თანაგრძნობის დუმილი კალთას,
ჩამოიღვრება მოლოდინი ასე ხანგრძლივი,
ასე დამღლელი მონოლოგით დანაღმულ კართან.

ამოგიჩემებ, როგორც ბავშვი ამოიჩემებს
ალმოდებული ასანთის ღერებს,
რომ ჩემი სულის დიდი ხანძარი
ნაკვერჩხლებივით გიწვავდეს ხელებს...

მონოლოგებად გაბმული სევდა,
დუმილის მიღმა სულის ვნებანი,
მე გაპატიე დიდი და მცირე
და უნებლიე შეცოდებანი!!!

მოლოდინივით დამღლელ სიჩუმეს –
მონოლოგებით დანაღმულ კართან,
თავიდან ვუსმენ, როცა მარტო ვარ,
როცა ახლო ვარ საკუთარ თავთან...


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz