რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:25 AM | შეტყობინება # 331 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
არ დაიძინო ჩემს მკლავებს იქეთ, ჩემს ბალიშს იქეთ ცივი ქვებია, არ გაიღვიძო ისე, რომ არ თქვა, ასეო, ჯერ არ გამღვიძებია...
ასეო ჯერაც არ მძინებია, ჯერ არ მიხილავს სიზმარი მსგავსი, არ დაიძინო არსად, არვისთან, დაღლილი ჩემთან დაბრუნდი - სახლში.
მე ცხელ ჩაიში ჩაგიბნევ ღიმილს, მაგ თმებში დავშლი ალერსის მარცვალს, არ დაიძინო ოღონდ სხვის ძილთან, არსად ჩემს იქეთ... ანდა ჩემს ნაცვლად.
არსად დატოვო სიზმარი მწველი, მოჰყევი ჩემთან არეულ ფიქრებს, დაღამდა უკვე, მე სახლში გელი, არ დაიძინო ჩემს მკლავებს იქეთ!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:26 AM | შეტყობინება # 332 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| რომ შემეძლოს
რომ შემეძლოს ჩაგაცმევდი სხეულზე, დავით აღმაშენებლის ჩოხას, რომ შემეძლოს ღრუბლებს ჩამოგიხსნიდი, და მიწაზე გაგიგებდი ნოხად.
რომ შემეძლოს შენ პირველს დაგადგამდი, საქართველოს მეფის გვირგვინს თავზე, რომ შემეძლოს მზეს და მთვარეს, ძვირფასო, მხოლოდ შენთვის ავანთებდი ცაზე!
რომ შემეძლოს დიდ ხელმწიფედ გაგხდიდი, ტახტი, კვერთხი, გვირგვინი რომ შვენის, მერე ალბათ თავს მდაბლად დაგიკრავდი, და მოახლე გავხდებოდი შენი.
მაგრამ ღმერთმა არა მშობა ჯადოქრად, ეს სურვილი მაწამებს და მაწვალებს, გამაჩინეს ერთ პატარა გოგოდ და მხოლოდ დიდი სიყვარული მასწავლეს!
დალი ყარაულაშვილი
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:27 AM | შეტყობინება # 333 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
თან წამოგყვები ქვეყნის კიდემდე, ამ სიფრიფანა კაბის ამარა, უდაბნოს ცხელი მზით გარუჯული, სიყვარულს შენსას აღარ დავმალავ.
ვიპოვოთ სადმე მყუდრო კუნჭული, ხმაურიანი გზების გადაღმა, "როგორ მიყვარხარ!" - გეტყვი ჩურჩულით, "როგორ მიყვარხარ!" - გეტყვი ხმამაღლა!..
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:29 AM | შეტყობინება # 334 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ეს მე ვარ... მე ვარ... შეშლილი ქალი, ეს მე დავეძებ ქარში გვირილებს, ვაგზავნი შენთან ტრფობას ალმურად, რომ ჟრუანტელი ტანში გივლიდეს.
ეს მე ვარ, ვნება, ცრემლი და შფოთი, ხან სევდის, ხანაც შვების მთოველი, დამუხტულია შენზე ოცნებით, ჩემი სხეულის ნერვი ყოველი!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:29 AM | შეტყობინება # 335 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გამიჭირდება უშენოდ ძილი, თუმცა სიფხიზლეც არ მიფენს იებს, თუ გაწყენინებ გულახდილობით, ხომ მაპატიებ?
დღისით გელოდი, გელი ღამითაც, და რომ ლოდინის არ გაწყდეს მძივი, სასთუმლად შენი მკლავები მინდა, გამიჭირდება უშენოდ ძილი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:30 AM | შეტყობინება # 336 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია, მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი, ნაირმალივით გულზე მატყვია, შენი პატარა ტერფების კვალი.
არც იერიშით მივსულვარ მტერზე, არც შურისგების მითქვამს პირობა, არ მიბრძოლია და მაინც მკერდზე მაზის მაგ თვალთა მძიმე ჭრილობა.
და როცა ვინმე შენ, უტიფარი, მოგაპყრობს მზერას აღსავსეს ჟინით, მსურს დავულეწო გულის ფიცარი, ჩემს წინაპართა ბრძოლის ყიჟინით!
მაგრამ დღეს წელზე აღარ მარტყია, მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი, ნაირმალივით გულზე მატყვია, შენი პატარა ფეხების კვალი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:31 AM | შეტყობინება # 337 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ირემი
საირმეში დამესიზმრა ფურირემი, მკერდხატულა, ყელმაღალა, გიშრისთვალა, დამინახავს სილამაზე ქვეყნად ბევრი, არასოდეს შევხვედრივარ იმისთანას.
ხელთუქმნელი ქანდაკივით იდგა მთაზე, ცისარტყელა ციდან რქებით ჩამოჰქონდა, შენი ჰქონდა მჩქეფარება და სინაზე, ყელიც შენი, თვალთა შუქიც შენი ჰქონდა...
ბროლის თასით გავუწოდე წმინდა წყალი, არც მომხედა, თვალი სადღაც გაურბოდა, სულ ტყუილად შევხაროდი მე საწყალი, იმ ურჯულოს თურმე გულიც შენი ჰქონდა!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:31 AM | შეტყობინება # 338 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ჩემში ვერ ნახავ მორჩილებას ყოველი ქალის, ვერც მე ავიტან შენს გულგრილ მზერას, ატმების ხანძარს, ჩემს კარებთან უშენოდ ჩავლილს მზე წაიღებს და ვით ბედისწერას
დაველოდები, წვიმა როდის აკოცებს მაისს, რომც დავიჯერო გულზე წუხილს შემოიცოცებ, რას არ შეგარქმევ, შეუცნობი დამრჩება მაინც, სხვის ნამდვილ ღიმილს, რით სჯობია შენი სიცივე?
ზმანება შენი, მონატრების ლურჯ ბრწკარებს ერთვის, და დაგაქვს წლები მოლოდინის, ანდა წვალების, ო, შარშან იყო, სხვას ვარდები მოჰქონდა ჩემთვის, მე კი მრჩებოდა შენსკენ თვალები...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:32 AM | შეტყობინება # 339 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
შენზე ვუამბე გაზაფხულს, გრძნობა ვასინჯე ცის კარს, ამ ქარსაც გამოვკითხე და სიტყვა ვაწიე იმ ქარს.
ბოლოს მივაგენ გვირილას - ათასფურცელა მთის ქალს, სულ ფურცელ-ფურცელ ვამისნე: მიყვარს? არ მიყვარს? მიყვარს?
არ დამიმალა გვირილამ: გიყვარს, ძალიან გიყვარს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:33 AM | შეტყობინება # 340 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ნუთუ დაგკარგე! რაღაც სევდა დღეებს ამწარებს, ქარიშხალია ჩემს გარშემო... თითქოს და ბარდნის, არა, თუ ისევ შენს ძებნაში არ ვიწანწალე, ან უშენობა გამაგიჟებს ან შენზე დარდი!
ვიცი შენს წუხილს არასოდეს აღარ გამანდობ, სასუფეველი დამიმკვიდრე მტკივან იჭვებზე, ო, როგორ მიყვარს ხეტიალი უმისამართოდ, ოღონდ, ძვირფასო, შენზე ფიქრში მივაბიჯებდე!
წახვედი უკვე, ცხელი ცრემლი შემრჩა თვალებზე... და ვიცი, ვიცი გზაარეულს მომიჯრი კარსა, ამ ყვავილებსაც ერთ დროს ვიღაც მიუალერსებს, მე კი არავინ არასდროს არსად...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:34 AM | შეტყობინება # 341 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა, ბროლს მოამსხვრევს ბოლიანსა, შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭაჭას, ლამაზს, ცისფერთოლიანსა, – წამო ჩემთან! – უკაცრავად, ვერ გაგყვები ცოლიანსა!..
ესალმება ფხოვის ტყეებს, ტყეებს მწვანემოლიანსა, დაჯირას და უკადრისას, სატყრობელას ჭრიანსა... არგვისკენ გზას მიიკვლევს, გზას ძალიან შორიანსა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:36 AM | შეტყობინება # 342 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ცოლი მინდოდა მეთხოვა, მოდას ნაკლებად ამყოლი, შვილების მოსიყვარულე, მეუღლის ამყოლ-დამყოლი,
პაპიროზ მოუწეველი, შამპანურ დაულეველი, უშარვლო, შეუღებავი, არც ისე შეუხედავი;
არ შეერცხვინა ქართული, მამა-პაპური მანდილი, აყალ - მაყალის გარეშე ემზადა ვახშამ - სადილი...
- მასეთ ქალს დღეს ვერ იშოვი, რა ცუდი ბედი გრგებია, მასეთი, შვილო, მე ვარო - მითხრა მეზობლის ბებიამ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:36 AM | შეტყობინება # 343 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მოგოგმანებენ მოგონებები, თუ გოგონები ტეხენ დიდმარხვას, სხვას ვერასოდეს ვერ დავნებდები, კვლავ ჭაბუკური ვნებით მიყვარხარ!
შიო მღვიმესთან შენმა თვალებმა კვლავ გამახსენეს ძველი სამანი, ბექობი... ნიში წმინდა სამების, და სიფერმკრთალე იასამანის.
მოგოგმანებენ მოგონებები, თუ გოგონები დიდმარხვას ტეხენ, ჩამოწვიმულან ცრემლად ვნებები და უკოცნიან ენძელას ფეხებს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:38 AM | შეტყობინება # 344 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე თავს არასდროს არ შეგახსენებ, ბიჯს არ გადმოვდგავ ზედმეტს, შენ თვითონ თუ არ დამიმახსოვრე, შენ თვითონ თუ არ მძებნე...
მე თავს არაფრით არ მოგაბეზრებ, თუ არ დაგჭირდი თვითონ, მე სიყვარული ასეთი მომწონს, ასე მწამს, მე რომ მკითხონ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:39 AM | შეტყობინება # 345 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
განა იმისთვის ვეწამე ამდენს, რომ განშორება მეგლოვა ბოლოს, შენი თვალები ალუბლებს გავდნენ, მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.
მჯერა, ნიავიც ამაოდ ქროდა, არ მსურს ამაოდ ვარსკვლავი ვთვალო, შენ ღვინისფერი თვალები გქონდა, მეც შავი ღვინო მიყვარდა, ქალო.
ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი, ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში, იღიმებოდი და საოცარი, მე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ.
ვინ იცის მოვა კიდევ შხაპუნა? ვიცი ერთხელაც იქნება გვიან... მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა, მე უშენოდაც მიჯნური მქვია!
|
|
| |
|