შაბათი, 2025-07-19, 2:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:42 AM | შეტყობინება # 316
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, ჩემი რწმენა და რწმენის სასახლე,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან და ჩემს სალოცავ ხატად დაგსახე.

შენით მოვიგე ომი მრავალი, ზედ მტკვარზე შენთვის დავდგი ტაძარი,
შენა ხარ ევას შთამომავალი და მე კი - შენი ცეცხლით დამწვარი

ადამის ძე ვარ... და რა მეღონა, თუკი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,
შენ ღმერთმა კი არ გამოგიგონა, მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან.

თუ გული შენით არ აღეგზნება, გული კი არა, ცივი ლოდია,
ძველი რომი ხარ და ყველა გზები დასაბამიდან შენსკენ მოდიან.

მე შენს განგებას ვერსად წავუვალ და ჩემი ლექსი როგორ გაკადრო
შენ - ჩემო დიდო დღესასწაულო, ჩემო სათავევ და შენაკადო!

მზე კურცხალივით ცაზე ეკიდა, მარტო ვიყავი და შენ გინატრე,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან და სამოთხეში დაგაბინადრე!

შოთა ზოიძე


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:43 AM | შეტყობინება # 317
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ჩემი გაზაფხული მუხლებდაკაწრული
შენი ქუჩის თავში დამდგარა,
მონატრებიხარ და მერე როგორ,
მონატრებიხარ და რაგვარად.

შენ კი მეზობელი ქუჩით ჩაგივლია,
ვერაგზე ვერაგი პირველი აპრილია,

მერე მოქუფრულა, სულ მთლად მოღუშულა,
ნისლი დაუხურავს საბნად,
წვიმებად მომსკდარა ჩემი გაზაფხული,
შენ - მზე პირს იბანსო, იტყოდი ალბათ.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:44 AM | შეტყობინება # 318
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ააწრიალებს სულს უშენობა

ააწრიალებს სულს უშენობა
და შემოდგომის ნაზი ფერები,
ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ
და სიზმარშიც ვერ მოგეფერები.

ვიცი, ტკივილად გადამექცევი,
მაგრამ გახედე,ზღვაზე ნისლია,
ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს,
ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია.

უნდა გაიგო, უნდა იწამო,
რომ არ არსებობს ქვეყნად არავინ,
ბოლომდე მოჰყვეს ძვირფასი კერპი
გაუკაწრავი, გაუბზარავი.

თქვი, რომ გიშველა ამ ფოთოლცვენამ,
თქვი, რომ შეიკრა პირი იარამ,
ეს მე ვიყავი ზღვის მონატრება,
შენს სიზმარში რომ გადაიარა.

ეს მე ვიყავი შორი ნაპირი,
ცად გაკიდული თეთრი თოლია,
ხომ ხედავ შუქი იმ შემოდგომის,
როგორ ფეხდაფეხ გამომყოლია.

და აწრიალებს სულს უშენობა,
მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები,
ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი
ყველა სიზმარში მე მეფერები.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:44 AM | შეტყობინება # 319
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
რატომ?!

მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა, ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი არაფერი არა ხარ, მაინც შემოგხარი, რატომ?

იცის ფოთოლმაც და ბალახმაც, მე კი რანაირად გკადრო,
ჩემი სასურველი არა ხარ, მაინც მესურვები, რატომ?

შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა, ტკივილს ვეღარავის ვანდობ,
ჩემი დანიშნული არა ხარ, მაინც ვეჭვიანობ, რატომ?

სული საოცრებამ დანაღმა, ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი სიყვარული არა ხარ, მაინც მენატრები, რატომ?!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 5:45 AM | შეტყობინება # 320
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მოირწევა იანვარი, პირქუში და ზანტი,
მავთულებზე ნოტებივით ბეღურები სხედან,
სადაც არის თეთრი ბანტით მობრძანდება მარტი,
და გულიდან ამოსკდება უშენობის სევდა!

მოადგება უცხო გემი მარტოობის კუნძულს,
და ტოროლა დარდიანი ცას აიკლებს სტვენით,
მოდი, სანამ გაზაფხული რძით აივსებს ძუძუს,
და მთვრალ წვიმებს შეეშლებათ მისამართი შენი!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:13 AM | შეტყობინება # 321
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გადავეშვები ფიქრის მორევში,
რომ შენი სუნთქვა მექცეს მალამოდ,
ვერ გიტევ გულში და გულის იქეთ
აბა მითხარი, როგორ დაგმალო?

თვალებში შენი მიდგას ღიმილი,
ტუჩზე ნაკოცნი ისევ ცხელია,
მე შენ მიყვარხარ, ხმამაღლა ვიტყვი,
რადგანაც ჩუმად რომ ვთქვა, მრცხვენია!

ქუჩის ბოლოში ლოდინი ყმუის,
ბილიკს ვნებისგან ასდის ალმური,
მე მხოლოდ შენთან ვნაზდები ჩემო,
ვხდები ქალი და ქალზე ქალური...

გადავეშვები ფიქრის მორევში,
რომ შენს სუნთქვასთან დავდგა კარავი,
შენზე ძვირფასი და საყვარელი
არ მყავს ამ ქვეყნად, კარგო, არავინ!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:14 AM | შეტყობინება # 322
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
ალბათ გჭირდები და მე კი ასე
შორსა ვარ შენგან, არ მყოფნის ძალა,
ყოველ დღეს ჩუმი მოწყენით ვავსებ,
ცრემლსა და სევდას ღიმილით ვმალავ.

და ეს დღეც გადის როგორც სიზმარი,
შენი სახელი მრჩება ბაგეზე,
და სველი სუსხი დილა - ცისმარე
მიხსნის იარებს, მღრღნის და მაქეზებს.

ყოველ დღეს ჩუმი მოწყენით ვავსებ,
უსაზღვრო ტკივილს ცრემლებში ვმარხავ,
გული მაინც მაქვს იმედით სავსე,
უმისამართოდ ვივლი და... გნახავ!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:15 AM | შეტყობინება # 323
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე,
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და,
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!

როგორ ვიცოცხლო მაგ თვალთა იქეთ,
მაგ მზერის იქით უკუნი ბორგავს,
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.

მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი,
იქედან, როცა დალაგდა არე,
მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,
დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:15 AM | შეტყობინება # 324
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი,
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი,

ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შეჰყურებდა...

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა, მამას თვალს არ აშორებდა!

მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების,
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შეჰყურებდა მორიდებით.

ის უცნობი ძაღლს უმზერდა, ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი - გოგოს, გოგო - მამას, მამა იმ ქალს შეჰყურებდა...

ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი,
ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:16 AM | შეტყობინება # 325
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა,
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.

სად ვიპოვე, სად შევხვდი და საით გამქცევია,
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.

რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია,
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.

მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ,
ვის ვპოულობ, ვის ვკარგავ, ვის ვეძახი, ვის ვეძებ?

გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი,
მეყვარება თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:18 AM | შეტყობინება # 326
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გიკაკუნებენ უდროოდ კარებს

გიკაკუნებენ უდროოდ კარებს,
სადღაც ვიღაცა მშველელად გელის,
შენ დაატარებ უძილო თვალებს
და უკვე ჩემგან არ ელი წერილს.

გიკაკუნებენ უდროოდ კარებს
და მოგაბეზრეს კინაღამ თავი,
ნეტავ ვიცოდე, ვინ შეიყვარე,
ვინ იცის შენი კარგი და ავი.

სახლში ყოველთვის ბრუნდები გვიან
და დაკეტილი გხვდება კარები,
შენ ახალბედა მკურნალი გქვია
და გზათაუკან დაიარები.

და გზაზე ხშირად გაცილებს მთვარე,
სადღაც, ვიღაცა იმედით გელის,
გიკაკუნებენ უდროოდ კარებს
და შემოგიტანს ვინმე ჩემს წერილს...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:22 AM | შეტყობინება # 327
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ფერისცვალება

ყაყაჩოსფერად მეწვოდა ბაგე
და ბროლს მაყრიდა მარტი შხეფებად,
მე ვიცინოდი ხმამაღლა განგებ,
რომ ჩემთვის ერთხელ შემოგეხედა.

შენ კი მისდევდი სულ სხვა ქარიშხლებს,
ჩემსკენ სავალი გზები ჩარაზე,
ვერც შემოდგომა მომიზარნიშე,
ვერც გაზაფხული გამილამაზე.

ადრე ხარირმის სილაღე მშურდა,
ჟამმა თანდათან ფერი მიცვალა
და ყველა კოცნა,
რაც შენთვის მსურდა,
სულ ჩემს ტუჩებზე გარდაიცვალა.

კარგავდა ბაღი სინორჩის ფერებს,
ხეთ ოქროსფერი თმები უთრთოდათ,
და სხვის სახელი დაერქვა მერე
ლექსებს, რომლებიც შენ გეკუთვნოდა.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:22 AM | შეტყობინება # 328
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ხეებს შეაცვდათ ნისლის სამოსი,
საცაა ალბათ მთებშიც ინათებს,
რა მოხდა, მერე, ერთხელ გიხმე და
განთიადისას ერთხელ გინატრე!

მოაბრიალებს დილა ჩირაღდნებს,
ქარმა ქალივით ამიყოლია,
რა მოხდა, მხოლოდ ერთხელ გინატრე,
სიყვარული ხომ არ მითხოვია.

ქარი ჩურჩულით შენზე მიყვება,
და ვეგებები მთებში ალიონს,
შენსკენ სავალ გზებს ფიქრად მივყვები,
ყველა ცოდვა რომ მოვინანიო.

მოაბრიალებს დილა ჩირაღდნებს,
ქარმა ქალივით ამიყოლია,
რა მოხდა, მხოლოდ ერთხელ გინატრე,
სიყვარული ხომ არ მითხოვია!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:23 AM | შეტყობინება # 329
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ეჭვი?

გულს დახრავს და ნაცრად აქცევს,
წამოაჩოქებს მთასაც მაშინვე,
ასე მგონია გულზვიად კაცებს,
სიკვდილზე უფრო ეჭვი აშინებთ.

თვალებში ჩუმი ჩადგება სევდა,
მკერდზე მეცემა ცვარი ციური,
მე ყველა კაცში ოტელოს ვხედავ
და დასახრჩობად ვარ განწირული!

ლილი ნუცუბიძე


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 3:24 AM | შეტყობინება # 330
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

დღეს არაფერი არ შეიცვლება,
რადგან შენ ჩემი მეუღლე გქვიან...
მაგრამ მე ვფიქრობ - ხომ შეიძლება
მენახე, მაგრამ ძალიან გვიან.

ხომ შეიძლება გეცხოვრა სადღაც,
შევხვედროდით და ჩაგვევლო უბრად,
შეეწყობოდი სრულიად სხვა კაცს,
დაუმშვენებდი ოჯახს და სუფრას,

ეს გაზაფხული შენით მიცვნია,
გზადაგზა მინდვრის ყვავილებს ვითვლი...
და ახლა ფიქრიც არ შემიძლია,
რომ შენ შეგეძლო ცხოვრება სხვისთვის.


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz