რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:16 AM | შეტყობინება # 226 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
რა დამაძინებს, რა დამაძინებს, უსაშველოა წუხილი ჩემი, შენი თვალების ზღვაში ჩავძირე იმედისა და ოცნების გემი.
ვერ დამათრობდა კარგი თამადაც - ერთი შეხედვით შენ რომ დამათვრე, რატომ შემხედე ასე თამამად, თვალები რატომ შემომანათე?!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:16 AM | შეტყობინება # 227 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ყველა სათავისოდ დაგკანკალებს, ყველა თავისას გთხოვს - საყვარელს უნდა შენი თვალები, საკაბე უნდა ცოლს.
წახვალ და ყველას დაეკარგები, წახვალ და თოვს, თოვს. ერთი ბეღურა სატრფოს გაგონებს, მეორე კიდე - ცოლს.
მოხვალ და ყველას დაუბრუნდები, მოხვალ და თოვს... თოვს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:17 AM | შეტყობინება # 228 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ხელში მეჭირა გათშული ტელეფონი და მე ვტიროდი, ვტიროდი უხმოდ, ფანჯრებს იქით წვიმაც ტიროდა... უარი გითხარ და ყურმილი დაკიდე წყნარად, მე შემატოვე მარტოობა და გულგრილობა.
გაბზარული ხმით მოიხადე ბოდიში ბოლოს, სული ბორგავდა, ხეებს შორის ქარიც დაჰქროდა, ვიდექი უხმოდ და ვფიქრობდი, რომ დღეის იქით, რომ დღეის იქით შენზე ფიქრის ნება არ მქონდა...
ნეტავ გეყვირა, მწარე გეთქვა ნეტავ რაიმე, არ ვიდარდებდი, გავიქარვებდი შენი ნახვის უდიდეს სურვილს... პირს ხსნის იარა და შორეულად აილანდები, როცა დავხედავ ტელეფონის პრიალა ყურმილს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:17 AM | შეტყობინება # 229 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩვემს განშორებას. არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი. არ მეგონა, თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა! მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები! თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო ადრე დამთავრდა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან! ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი. ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი! ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად. ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?! იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი სისულელეები და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:18 AM | შეტყობინება # 230 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| უბრალო ჯინსი
დღეს ისევ ყელში მაქვს ცხოვრება, ლოთივით ვიჩხრიკავ ჯიბეებს, მაღლა არ ამიშვეს, ჰოდა, მეც ქვევით დავუყევი კიბეებს.
ქარი ქრის, მაგრამ შენ არ გცივა, არ წვიმს და მე მაინც ვსველდები, უბრალო ქურთუკი მაცვია, უბრალო ჯინსი და კედები.
ეჰ... აღმოხდომიათ ათასებს, მსგავსი და უსიტყვო ბგერები, ცხოვრება თავისებს აფასებს, ცხოვრებას არ უყვარს გერები.
ისევ ჩემებურად მოვედე, ჰო, ყველას თავისი ომი აქვს, ვკითხულობ საყვარელ პოეტებს, ვკითხულობ ჩემს "ჭიქა კონიაკს".
დღეს ისევ სისხლი მდის გულიდან, დავბერდი... თუ... უფრო დავძველდი... ათასჯერ დავიწყე ნულიდან, ერთამდე ვერასდროს გავგრძელდი.
და მაინც... სანამ ჯერ თბილი ვარ, სანამ სულ გაშიშვლდა ყაყაჩო, მინდა ეს უშენო დღეები სულ შენს სიყვარულში დავხარჯო.
ნიკა ჩერქეზიშვილი
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:19 AM | შეტყობინება # 231 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გადაიპენტა თეთრად ტკივილი, სულში ნაცნობი, ცივი ქარია, არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი, უბრალოდ შენთან მინდა ძალიან!
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა, მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე, აი შენთან კი - დამაგვიანდა!
წლები მათოვს და ქრება ღიმილი, უხეშად მაცლი ფერებს ყოველდღე, ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი, მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?
გადაიპენტა თეთრად ტკივილი, სულში ნაცნობი, ცივი ქარია... არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი, უბრალოდ შენთან მინდა ძალიან!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:19 AM | შეტყობინება # 232 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ, მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა, ვერ გაიგებ რა... ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან, აღარ ჩანდა გზა, მღლიდა - ალბათ შენზე ფიქრი, რა დამღლიდა სხვა.
მინდა, ისევ ოცნებების გადავცურო ზღვა, იქ, ნაპირზე მელოდება შენ კი არა, - სხვა! მინდა, მინდა რაღაც გითხრა, ვერ გავბედე თქმა, როგორ მინდა სანატრელი კვლავ მესმოდეს ხმა!
წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ, მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა, მეც ვერ მივხვდი რა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:20 AM | შეტყობინება # 233 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
სიცოცხლის სიყვარულით ავტირდები, ვინატრებ ღამისფერ თვალებს, გვიან ზამთარივით გავფრინდები, მარტისგან დავიდებ ვალებს.
ალუბლის აყვავებულ რტოდ ვიქცევი, ბეღურას მოვუყვები ზღაპარს, და თუ კი ოდესმე დავეცემი, ფანტელად დავეცემი ალბათ.
უმწეო ხელისგულზე დაგადნები, გამაქრობს შენი სუნთქვის სითბო, და მერე თბილ ცრემლად დაგაჩნდები, მე მართლა ფანტელი რომ ვიყო.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:20 AM | შეტყობინება # 234 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მოგენატრები ვიცი ერთხელაც, როცა ჭაღარა დაიწყებს თოვას. როცა წარსულის ხელის შეხებას მოჰყვება ხსოვნის უცრემლო გლოვა.
მერე შეხტება გული კვიცივით, ჭინკა სიმშვიდეს გაუბამს ბრძოლას, მოგენატრება ჩემი სიცილი, დამიძახებ და მე აღარ მოვალ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:21 AM | შეტყობინება # 235 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ზმანება მეზმანა მეტად უცნაური, წყაროზე მივდიოდი კოკით. წყალი მღვრიე და წყალი დალორთქილი, კოკა გაჟღენთილი დროით.
წყალს რად არ მასმევო, პატარა ქალო, ვიღაცამ გადმომძახა წყენით. მერდინი შევისწორე, წყალი მივაწოდე, კოკა ძლივს ავზიდე ზევით.
მზე თაკარა და მზე თიბათვისა ველზე ბალახსა სწვავდა, ვაჟის ხელები კოკის სანაცვლოდ უცებ ჩემს ხელებს დასწვდა.
დამფრთხალ კურდღელივით ზევით ამიტაცა არწივის კლანჭებით ვაჟმა, ცხენზე შემსვა და როცა შევკივლე, კივილი ნაბადს არ გასცდა.
ზეცას მიფრინავდა თითქოს ბედაური, ფეხს არ აკარებდა მიწას, სოფელს გავცდით და უკან მოვიტოვეთ მდევარი მამა - ბიძა.
ნაბადი მომხადა, ცხენზე შემისწორა, თვალებში ჩამხედა ფრთხილად. მაპატიეო, თვალები მთხოვდნენ, მდევარს კი უთვლიდნენ რისხვას.
ხევსურეთს გადვედით იმის ძმად ნაფიცთან, ქალებიც აფუსფუსდნენ უმალ, ბუხართან დამსვეს აკანკალებული, ხინკალიც მოხარშეს უცბათ.
ჯერხოში დაგვიგეს ღამე საგებელი, ნაბადი დაგვხურეს საბნად, ხალხი აიშალა ფეხების ბრახუნით და ისიც ამოვიდა მაღლა.
საწოლთან ჩამომიჯდა, ფრთხილად მომეფერა, ხინკლის სუნი ასდის ვაჟსაც, ქალო რა გქვიაო, ჩუმად შემეკითხა, მე კი ვერ ვიღებდი ხმასაც. მერე ავცახცახდი და ჩემი ცახცახი უმალ გადაედო მასაც.....
ღამე აღარ იყო, ღამე გამქრალიყო მთვარეც აღარ ჩანდა არსად. ხინკლად მიიჩნიეს ისიც ხევსურებმა, ისიც გადასანსლეს ალბათ.
მთელი ქვეყანა მტრად რომ მომეკიდოს, მაინც ვერ დავსთმობო შენს თავს..... გამომეღვიძა და გრძნობით პირგამშრალი ონკანთან მივვარდი სწრაფად. წყალი აღარ იყო, წყალი დამწყდარიყო, დილამდე არც მოვა ალბათ.
მე კოკით არასდროს არ წავალ წყაროზე, არც მომიტაცებენ ალბათ, ცხენითაც არავინ გადმიყვანს ხევსურეთს, არც ნაბადს დამხურვენ საბნად.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:21 AM | შეტყობინება # 236 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
შენი ფრთები მაკლდა თურმე, შენი სიყვარული მაკლდა, ჰა, პეპლების ჩემი ჯარი, შენს სარკმელთან დაბანაკდა.
მუნჯი ლანდი მდევდა თანა, შენზე ამილაპარაკდა, ჩამივლია ხეივნები, საფლავთა და აკლდამათა.
სიჭაბუკის ოცნებები, პეპლებივით ხელთ ჩამაკვდა, შენი ფრთები მაკლდა თურმე, შენი სიყვარული მაკლდა...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:22 AM | შეტყობინება # 237 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ველური მზერით გიყვარს თამაში, ჩემს წინ ამაყად ნებივრად დგომა, ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში, შენ გაზაფხული და შემოდგომა,
ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით, მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი, ჩემს წასალეკად და გასატანად, და არსაიდან არ ჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება, და მზიან გულზე დარდად მოწოლა, ჩემი საცერა თვალებით გაგცრი, აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა, როგორც გულაბ მხალს სიმწიფით კანი, და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად, შენი ღვთიური ლამაზი ტანი.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:29 AM | შეტყობინება # 238 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მხოლოდ იმიტომ
ჩვენ გავიბუტეთ, დე ორივეს დარდი გვმოსავდეს, ჩაქრა სურვილი ძველებური თრთოლვით მიგინდო. არა იმიტომ, უშენობა რომ გამოვცადო, გაიგო ფასიც უჩემობის - მხოლოდ იმიტომ.
და მაინც მინდა, ჩემს ცარიელ სიმყუდროვეში, ჩუმად მოგიხმო, გაპატიო და შეგირიგო. არა იმიტომ, შენს სიყვარულს რომ ვერ მოვეშვი, სხვას ვერასოდეს შევიყვარებ, მხოლოდ იმიტომ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:30 AM | შეტყობინება # 239 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:30 AM | შეტყობინება # 240 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ხშირად ჩემზე გეცინება და მეც სულელივით განვიცდი, შენგან არაფერი მეწყინება, შენ ხომ სიყვარული არ იცი.
მინდა ყველაფერი დავივიწყო, გაქრა სუყველაფრის ხალისი, მერე რა რომ მტკივა ყველა სიტყვა, შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი.
წუხელ შენზე ფიქრში დამათენდა, თავქვეშ დარდის მედო ბალიში, იქნებ მოგენატრე, ოი, გამახსენდა, შენ ხომ მონატრება არ იცი!
|
|
| |
|