შაბათი, 2025-07-19, 0:19 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:56 AM | შეტყობინება # 196
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები,
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარი აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილების და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:57 AM | შეტყობინება # 197
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ძალიან, ძალიან, ძალიან წვიმს,
ძალიან, ძალიან, ძალიან თოვს,
ძალიან, ძალიან, ძალიან მწყინს
შენ არა, სხვა ვიღაც სიყვარულს მთხოვს.

შენ არა, სხვა ვიღაც მოჰყვება გზას,
შენ არა, სხვა ვიღაც წამიყვანს შორს,
შენ არა, სხვა ვიღაც, სხვა ვიღაც სხვა
მოვა და უბრალოდ მიწოდებს ცოლს!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:57 AM | შეტყობინება # 198
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე!

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი _
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...

რა სჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად სჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე - მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე - მთვარეზეც მაღალი მთვარე,

და ცა! - ღმერთების ცისფერი ჰოლი -
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს,
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით -
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:

ბოლოს და ბოლოს ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!

უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:58 AM | შეტყობინება # 199
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ქალმა დამწყევლა ლამაზმა
მხურვალე ლალის ბაგეთი,
ღმერთმა ვერ მითხრას ათასმა,
რა ჩავიდინე აგეთი.

მაგრამ იმ წყევლამ როგორ თქვას ,
გული სიცოცხლით დანამა,
თუ ვინმემ გული მომიკლას,
ისევე იმისთანამა.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:58 AM | შეტყობინება # 200
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გათვლა

მე ვარ შენი;
შენ - აგრიეს;
მე ვაშენე,
შენ - ანგრიე,
მე მახსოვდი,
შენ - დამკარგე,
მე რა ცუდი,
შენ - რა კარგი.
მე სულ "ახლა",
შენ სულ "ხვალე",
მე და დაღლა?!
შენ დამღალე.
მე - ნიჩბებთან,
შენ - აფრაზე...
მე შენ ისე გამაბრაზე...
თვალს რომ ვხუჭავ,
ვხედავ იებს,
დაფლეთილებს და პაწიებს!
მე შენ აღარ გაპატიებ.
მე შენ აღარ გაპატიებ.
მე შენ აღარ გაპატიებ!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:59 AM | შეტყობინება # 201
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გასაღები

შენ ხარ ძნელად გასაგები,
ციხე ალყით ასაღები,
დასაწვავი, დასანგრევი
და თავიდან ასაგები.
საძაგელი და საქები,
ფიანდაზებდასაგები-

როცა ბრაზობ, მნახველები
ქარბორბალად გასაღებენ.
მე კი სულ არ მედარდება
შენი რისხვის ნასახები,
რადგან უკვე ჯიბეში მაქვს
შენი გულის გასაღები.

შენ ხარ ძნელად გასაგები...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:59 AM | შეტყობინება # 202
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.

აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.

ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..

აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ!

ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..

ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:00 AM | შეტყობინება # 203
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ვიცი,
ამაღამ მესტუმრება
თეთრი მხედარი,
თეთრი ვარდებით
სავსე ღამეს
გამატეხინებს,
ვიცი,
ამაღამ მესტუმრება
სული ნათელი და
ლექსს შინდისფერს
დამაწერინებს,
მერე წავა და
რძისფერ ნისლში
დაიკარგება,
და
მალოდინებს...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:01 AM | შეტყობინება # 204
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:02 AM | შეტყობინება # 205
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გაგითავისე, მიყვარდი, მწამდი,
ჩემი ოცნება შენს აჩრდილს სდევდა,
შენ იყავ ჩემი უთქმელი დარდი,
მე ვიყავ შენი ამაყი სევდა!

და როგორც ხდება გაგვყარა ბედმა,
გაცრეცილ სიზმრებს შემოვრჩი მარტო,
ასეთ სიყვარულს რა ჰქვია ნეტავ,
ცალ - ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:03 AM | შეტყობინება # 206
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მინდა დაგკარგო, რომ მომენატრო,
რომ ტკივილები ვიგრძნო უშენოდ,
რომ შენს ძებნაში ვიხეტიალო
და მარტოობას ვეღარ ვუშველო.

გეძებო ყველგან: ხმელეთზე, ცაში,
ვერ მივაკვლიო ვერსად ნაკვალევს,
წყალშიც გეძებო და იმ ფიქრებშიც,
ყოველ ღამით რომ შენზე მაწვალებს.

ვინატრო შენი ტუჩების გემო,
შენი თვალების ნაპერწკალები,
და იმ ხელების სითბო ვინატრო,
გაცნობიდან რომ ვეთაყვანები!

და გადამრიოს ამ მონატრებამ,
ვეღარ ვუძლებდე განცდებს და ტკივილს,
გეძებდე, მაგრამ ხმას ვერ გაწვდენდე,
აზრი არ ჰქონდეს ყვირილს და ტირილს.

გადამეწუროს ყველა იმედი,
ჩემს უშენობას ვტიროდე, მინდა.
და მერე ისევ გიპოვო, გითხრა,
რომ ეს დაკარგვა განცდებად, ტანჯვად,
ამ სიხარულად ნამდვილად ღირდა!...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:03 AM | შეტყობინება # 207
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
იმ ზამთარს

ვთქვი, გავაღწიე სიმარტოვიდან
და შევეფეთე კვლავ სიმარტოვეს,
იმ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა,
იმ ზამთარს, გახსოვს, შენც მიმატოვე.

ერთად მიყელეთ შენ და ბუნებამ -
ერთად იყავით ორი არსება,
სიმარტოვიდან ჩემს დაბრუნებას,
სიმარტოვეში ერქვა გაქცევა...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:04 AM | შეტყობინება # 208
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
საყვედური გუშინდელ საყვედურზე

მისაყვედურეს, ცოლიანი ხართო რაკიღა,
შიშნეულივით თავს გვარიდებთ, მარტო დადიხართ!

აგრე ნუ იტყვით, რას მიქვია შიში ტურფებო,
ცოლიანი ვარ, ტყვე კი არა და უუფლებო.

თუმც თქვენს ნათქვამში მე სიმართლე არ მეგულება,
მაინც მივტირი ჩემს წინანდელ გაბედულებას,

ვაშლის ტოტივით ჩამომიტყდა დღე გუშინდელი,
დაფრთხა ჩიტი და ჩემს აპრილსაც ფერი უცვლია,

ნამდვილ სიყვარულს მე არც ახლა შევუშინდები,
მაგრამ თამაში ამ გულს უკვე არ შეუძლია!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:04 AM | შეტყობინება # 209
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ოცი წლით შეწყვეტილი საუბრის
გაგრძელება

გემუდარებით ნუ დადებთ ყურმილს,
ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას,
ნუ ახსნით ცუდად პოეტის სურვილს,
რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც.

იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი,
შვილების დედას რას გკადრებ აბა,
მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი,
გაშლილი თმები და ჩითის კაბა!

ახლა ძნელია დაბრუნდეს ისევ
აპრილის სუნთქვა, იების ფერი,
გამწირე რისთვის, დავეძებ მიზეზს
და... სიყმაწვილე შორიდან მღერის.

ო, ქალბატონო, გეძებდით დიდხანს,
გახსოვს, მჯეროდა მუდამ იმ ხატის,
მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა,
მართლა გიყვარდით, თუ არ გიყვარდით.

გათავდა, მორჩა, თავდება ამით,
ჩვენი შეხვედრის ბოლო აკორდი,
არ გაგიკვირდეთ, აპრილის ღამეს
ოცი წლის შემდეგ რომ მომაგონდით...

ახლა კი დადეთ თქვენი ყურმილი,
რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ,
მე ვიცი ფასი თქვენი დუმილის
და პატიებას გთხოვთ, ქალბატონო!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:05 AM | შეტყობინება # 210
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
პირველი ღამე

გათავდა, მორჩა, აღარ მწამს ფიცი,
შენ ჩემს მკლავებში თრთიხარ მორჩილი,
ასე მგონია კოცნაზე ვიწვი,
მაგ ყორნისფერი თმით შებოჭილი.

აცრემლებული, თმააბურდული,
შენს უმწეობას მოსთქვამ გოდებით,
"არ გეცოდები?" - ამბობ ჩურჩულით
და მე ვხარხარებ: "არ მეცოდები".

მაბედნიერებს მაგ გულის ძგერა,
შეშინებული შენი თვალები,
შენი ტირილი, ბავშვური ცრემლი
და უთავბოლოდ "გემუდარები"...

მე კი ვთამაშობ და არც ვთამაშობ,
ესეც ჟინია და არც ჟინია,
გულში კი ვფიქრობ: "სულელო ბავშვო,
რაკი მიყვარხარ, ნუ გეშინია!"


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz