შაბათი, 2025-07-19, 12:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:31 AM | შეტყობინება # 241
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
და თუ ქალი ხარ

ანგელოზი ხარ თუ მოჩვენება,
მიშველე რამე.
და თუ მთვარე ხარ, ჩამომაშორე
ეს ბნელი ღამე.
ან იქნებ მზე ხარ, შემომხედე,
მცივა, გამათბე.
იქნებ ღვინო ხარ, შენი კოცნით
მოდი, დამათვრე.
თუ სიკვდილი ხარ, წაიღე სული,
მკვდარი დამაგდე.
ჯადოქარი ხარ? რამედ მაქციე
და გადამაგდე.
და თუ ღმერთი ხარ, შენი მონა ვარ
შენს ფეხთ მწოლარე.
მონადირე ხარ? შენი მსხვერპლი ვარ
კლდე-კლდე მხტომარე.
იქნებ გველი ხარ, ენა ორკაპი
გულს გამიყარე.
და თუ ქალი ხარ, მაშ შემიცოდე
და შემიყვარე.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:31 AM | შეტყობინება # 242
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

წუხელ გაწვიმდა და სინესტე გაუჯდა ფიქრებს,
შიშველ ოცნებას ხერხემალზე დააკვდა შოლტი,
ამოირეცხა გონებიდან სათუო ''იქნებ...'',
ჩამოიჩეხა კვირტნაყარი იმედის ტოტი.

და მერე მზერა შეეყინა შორეულ ბექობს,
მხარზე უჩუმრად სიყვარულის ნეშტი გავიდე,
ღამეს კვეთავდა უძულური კივილის ექო
და დაბრუნება არ ეწერათ მზიან ამინდებს.

ტიროდა მწუხრი, სასაფლაოს ეფინა თალხი,
იდგა ლოდინი, იმედისგან გაურიყავი,
მისამძიმრებდა ჭირისუფალს უცნობი ხალხი
და მესაფლავე საკუთარი გრძნობის ვიყავი...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:32 AM | შეტყობინება # 243
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

არ გიცნობდი და თეთრად მათოვდა,
დაგინახე და რად შემაცია?
მე ახლაც შენი სუნთქვა მათბობს და
ტანზე იმ ღამის სუსხი მაცვია.

კიდევ მოვალო არასდროს გითქვამს,
თორემ ხომ თავსაც განაცვალებდი.
ჰაერი ახლაც შენს სუნთქვას რითმავს,
ჩემს ოთახს სტკივა შენი სახელი.

ოცნებას თუკი შემორჩა რამე,
დღეს ყველაფერი დავკარგო მინდა.
ვიყავით ერთად, სულ ერთი ღამე,
ხოდა სიცოცხლე იმ ღამედ ღირდა.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:32 AM | შეტყობინება # 244
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
128

თავად მუსიკავ, როგორ გვატკბობ მუსიკის დაკვრით,
ალბათ დალოცა ეს საკრავი თვითონ განგებამ,
როს კლავიშებზე მაგ თითების ნიავი დაჰქრის,
მაშინ სიმებიც ირხევიან ნეტარ ჰანგებად.
შენ დაგიკოცნეს კლავიშებმა თლილი თითები
და ბაგეს ჩემსას შავი შურის ალი ედება:
შენი ამბორის მონატრული, ეჭვით ვინთები,
როდესაც ვუმზერ ხის ნაჭრების გათავხედებას.

მეც კლავიშებად გარდასახვის ჟინი მაბოდებს,
არსება ჩემი რომ ბედნიერ საკრავს ვადარო,
მინდა ვემგვანო მოხტუნავე, გამხმარ ნაფოტებს,
რომ ეგ თითები ტანზე ჟრჟოლად გადამატარო.

მაგრამ რადგანაც ხელზე კოცნით სხვანი სცოდავენ,
მე, უბედური, შენს ბაგესაც არ ვიცოტავებ!

უილიამ შექსპირი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:33 AM | შეტყობინება # 245
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გაზაფხულს შეეხსნა საკინძე,
დაეპნა ჭრელ-ჭრელი ფერები,
მე გისმენ, სიტყვებად აკინძე,
რად სდუმხარ? რატომღაც ვერ ვხვდები.

და ფიქრის გორაც ხომ გაოცდა,
გელოდით ორივე კარგა ხანს,
ლურჯი მონასტრისკენ გავრბივარ,
იქნებ მან იცოდეს სადა ხარ.

პირველად ვინატრე ზამთარი,
ძლიერად ეთოვა ამაღამ,
შენ კი ნაფეხურებს დატოვებ,
მოგძებნი, უშენოდ ავად ვარ,

მერე დაგაფიცებ აპრილებს,
და ფიქრის გორაზეც ავიდეთ,
(გაზაფხულს შეეხსნა საკინძე)
უჩემოდ აღარსად წახვიდე!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:33 AM | შეტყობინება # 246
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ამდენი ხანი ვიღაცას უცდი,
მაშასადამე, ვიღაცის გჯერა,
მოისადავე ნერვები სუსტი,
მოვა თუ არა, არ იცი ჯერაც.

მოისადავე ნერვები სუსტი,
ეგ უსარგებლო წუხილი კმარა,
ბედნიერი ხარ, რაკიღა უცდი,
რა სათქმელია, მოვა თუ არა!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:34 AM | შეტყობინება # 247
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ვით წყარო გაზაფხულისა

ამქვეყნად გამოუთქმელი
სიყვარულია რამდენი -
შორიდან ფიქრით ნათქვამი
და წმინდა, როგორც სანთელი.

ვით წყარო გაზაფხულისა,
თავისთვის, ჩუმად ნადენი -
ამქვეყნად გამოუთქმელი,
სიყვარულია რამდენი...

ვაჟა ხორნაული


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:34 AM | შეტყობინება # 248
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შუქივით შემოგეხვევი

ზამთრის ცას გაგილამაზებ,
დღეებს გიმრავლებ მწვანესა.

თავდავიწყების ნიავი
ამოანათებს თვალებსა...

შუქივით შემოგეხვევი,
დაგიწვენ გულის მხარესა.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:35 AM | შეტყობინება # 249
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ქარს ფეხშიშველი ხევში ვინ სდია,
ვინ გაათენა ღამე კარავში,
სიცოცლე მართლა ბეწვის ხიდია
და სიყვარული - ცეცხლთან თამაში.

თუ ჩაგისახლდა სულში მინდია,
და ბუნების წიგნს ერთად გადაშლით,
სიცოცხლე მართლაც ბეწვის ხიდია
და სიყვარული ცეცხლთან თამაში.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:35 AM | შეტყობინება # 250
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

გაზაფხულს ველი, ზამთრისგან
მთლად გათოშილი მიწა ვარ,
არ დააყოვნა იმანაც,
მოვიდა, დადგა, იმძლავრა...

შენც გელი ისევ, ქალი ვარ,
გულმა სხვა ვერვინ იწამა,
რომ არ მოხვიდე - მოვკვდები,
მოვკვდები შენს თავს ვფიცავარ!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:38 AM | შეტყობინება # 251
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, -
ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.

- ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, -
ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა,
ახალ სიყვარულს დაელოდები.

- ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, -
ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ, როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:38 AM | შეტყობინება # 252
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მინდა შეგიმკო თმები გვირილით,
მაგრამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან:
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი,
იცოდეს ყველამ, შენი ბრალია.

ცხოვრება მიჰქრის ნაიღვარივით,
და ჩემთვის თითქოს არა სცალია,
მქვია მდიდარი? მქვია ღარიბი?
მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია.

ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები,
მინდა შეგიკრა ოქროს გალია!
მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი,
განა არა გრძნობ, შენი ბრალია.

გადაუარეს ბაღებს ქარებმა,
და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია,
ჩემი სიმშვიდეც და მღელვარებაც
მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:39 AM | შეტყობინება # 253
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მოულოდნელი პაემანი 30 წლის შემდეგ

ბილიკები გუბეებმა გადათელეს,
თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით თქვენი დარდით,
იქნებ ფიქრობთ უმიზეზოდ გაგაჩერეთ,
მაპატიეთ ქალბატონო... შემიყვარდით!

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრებთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.

რატომ შეკრთით ღაწვებს ფერი დაჰკრავთ თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს,
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.

მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.

მაგ სიმკაცრით, თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს,
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს
სიბერეც რომ შეგეპარათ, ქალბატონო.

თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ, არ დამზოგოთ,
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია ქალბატონო.

დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით ამ წუთების სამახსოვროდ,
გახსოვთ მაშინ, თვალს რომ ვეღარ გარიდებდით,
ახლა კიდევ, რა გატირებთ ქალბატონო?

თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ,
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო,
მომიტევეთ, ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ,
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:40 AM | შეტყობინება # 254
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:40 AM | შეტყობინება # 255
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ჩემი ცხოვრება სავსეა შენით,
შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით...

ჩემი დღეები სავსეა თმენით,
მარადიული მზითა და რწმენით,
მხრებით, მკლავებით, თვალებით, ყელით,
ჩემი ფიქრები სავსეა შენით.

ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით,
ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,

ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულობ შენით...


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz