რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:41 AM | შეტყობინება # 256 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მაპატიე
საფლავებთან უკანასკნელ წუთებს ითვლის გაზაფხული - განწირული სიკვდილისთვის. დიდი ხნის წინ დაგკარგე და ეხლა გეძებ, როგორც აპრილს, შემორჩენილს შიშველ ხეზე. მე მოვიტან შენთან ფერმკრთალ, მარტის იებს, მაპატიე, უშენობა მაპატიე...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:41 AM | შეტყობინება # 257 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ყველა წავიდეს, მხოლოდ შენ დარჩი, დარჩი, როგორაც სიზმრად რჩებიან, და ეს ვედრებაც ჩემთა ბაგეთა სწორედ ამ სიზმრის თეთრი ფრთებია.
ყველა წავიდეს, შენ შეიცადე, მასწავლე, როგორ გავხდე მზეწვია, მიამბე, როგორ აწამეს ქარი, ან მზე ჰორიზონტს როგორ ეწვია..
ყველა წავიდეს, გაუღე კარი, დაემორჩილე ჩემს აზრს რეტიანს, და ანაცვალე შენი სიდინჯე ჩემს ბილიკებზე გიჟურ ხეტიალს.
წავიდეს ყველა, მე შენ მჭირდები, მე, აუხსნელი ვნებით ფეთიანს, იმას, რომელმაც ილოცა შენთვის, ვისთვის უშენოდ ღამე თეთრია.
ყველა წავიდეს, მხოლოდ შენ დარჩი, მზე რომ მზე არის მზეც ზედმეტია, და მზეც წავიდეს, შენ დარჩი მხოლოდ, ამდენი სხივი მეტისმეტია...
თბილად დაგხურავ თმები მაქვს ფარჩის, წავიდეს ყველა მხოლოდ შენ დარჩი!...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:42 AM | შეტყობინება # 258 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ღმერთი სიყვარულისა თუ გულით არ იწამე, მაშ, სიცოცხლე რისთვის გინდა, ამ დალოცვილ მიწაზე.
გული შენთვის ზღვად ღელავს, შენთვის ლოცვებს ვღიღინებ, აბა ის დღე რა დღე არის, შენ თუ ვერსად გიხილე! თითქოს ცაზე მზე ამოდის, როცა შენ გამიღიმებ.
ღმერთი სიყვარულისა, თუ გულით არ იწამე, მაშ ამ ქვეყნად რისთვის მოხველ, თავი რად გაიწამე...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:42 AM | შეტყობინება # 259 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
დათალხული იმედებით შენთან ისევ მოვედი, განა მართლა გიმეტებდი, განა მართლა გტოვებდი... დროს ვერაფრით შეაჩერებ, ცისკენ მიდის ცისფერი, სიტყვა მაინც შემაშველე, სიტყვით მაინც მიხსენი.
თორემ გული გახუნდება, ცრემლს წაიღებს არაგვი, თორემ... თორემ დასრულდება სიყვარულის არაკი.
დათალხული იმედებით შენთან ისევ მოვედი.. განა მართლა გიმეტებდი, განა მართლა გტოვებდი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:43 AM | შეტყობინება # 260 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო, უნავსაყუდელო სანაპიროვ, სულში ჩამოღვრილო ხვაშიადის, ზღვაო, ოკეანევ უნაპირო.
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ, ჩემო კვირტდამზრალო გაზაფხულო, ჩემო ტკივილო და ამოკვნესავ, ჩემო ტკივილების მოძახილო!
ჩემო ნაადრევო შემოდგომავ, ჩემო დათოვლილო გაზაფხულო, ჩემო ტკივილამდე მონატრებავ, ჩემი სიყვარულის სიყვარულო!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:43 AM | შეტყობინება # 261 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ჰეი, ლოთებო! გყვარებიათ ჩემსავით ღვინო, ან გყვარებიათ ღვინოსავით ჩემებრ ტრფიალი? ველოდი მუზას, არ მოვიდა, უნდა ვიყვირო: ჰეი ლოთებო! ღვინო მაინც მასვით ტიალი.
ოჰ ეს დოქები! თვალიც დალევს სველი ხელადით, და მე რაღა ვარ, მეც შემივსეთ ერთი ფიალა, ჩემი მიჯნური სხვასთან იყოს, თვალით ვხედავდე, ქვევრებით დავლევ აწი ღვინოს, ყანწით კი არა.
ძმანო ლოთებო! მინდა იყოს ყველა ლამაზი, რომ ტრფიალებამ ერთნაირად კარი გააღოს, უსიყვარულოდ ვიღუპები, ღვინო დაასხით, იქნებ ბახუსის ნაპერწკლებმა დარდი გაალღოს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:43 AM | შეტყობინება # 262 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
თვალებს დავხუჭავ და მომაგონდები, გარეთ უდარდელად წვიმს, როგორ მიყვარხარ და როგორ მენატრები, შენს მეტს ვის გავანდო ვის?
ტუჩებზე ცრემლები მოგორავენ, და ჩუმად ტოვებენ კვალს, ღამე სიზმრებში რომ გეფერები, შენს მეტს ვის ვუამბო სხვას?
ვზივარ ჩემთვის ჩუმად, დარდიანი, გარეთ უდარდელად წვიმს, მინდა ყველაფერი დაგიჯერო, ან სხვას ვის დავუჯერო ვის?
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:44 AM | შეტყობინება # 263 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ქარი ისევ გაგებუტა, გაგიფრინდა, მარტოობა მოგენატრა?- კი, ბატონო, აშარ ფრთოსანს რაღას ერჩი, თუ ღმერთი გწამს, პაწაწინა დარდიანო ქალბატონო!
ბროწეულთან ელოდები სიზმრის რაინდს, მზეჭაბუკს კი ჯადოქარი არ აღვიძებს. ჩამოივლის გზებზე ვინმე უცხო მგზავრი ბროწეულის გოგონაო, გაგიცინებს...
იისფერი სათიბია ქოხის იქით, ფართი-ფურთით სვამს წყალს ქარი ძველი ჭიდან. უზარმაზართვალებიან გაოცებას დამცინავად გაუღიმებს თეთრი ჭინკა.
ასი წელი რომ დასჭირდეს სიზმრის ახსნას, მაინც უნდა დაელოდო? - კი, ბატონო, მზის სადარი ბიჭებია ირგვლივ, შენ კი იმ ერთს ელი - მეტიჩარა ქალბატონო.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:44 AM | შეტყობინება # 264 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ბალადა სიყვარულისა
თვალებს გაახელს საფლავში მწოლი და გვერდით აღარ დახვდება ცოლი.
ხელსა ჰკრავს კუბოს გაბზარულ ფიცარს და როგორც საბანს, გადიძრობს მიწას.
წავა და ცოლის ნაკვალევს ეძებს ყველას ხსოვნაში და ყველა გზებზე.
და ფიქრობს: "ღმერთო! საით წასულა? რას ნიშნავს, ნეტავ, ეს დაშორება?.."
და ეძებს იმას, ვის სიყვარულსაც არ ეყო მისი ერთი ცხოვრება.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:45 AM | შეტყობინება # 265 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
როცა შენ არ ხარ, წვიმს, ცხოვრება უშენოდ ჭირს, ქარიც უსაშველოდ ქრის, მტკივა, უშენობა მჭირს.
როცა შენ არ ხარ ცრის, სხივიც კი ვერ მათბობს მზის, ტალღებიც ვერ მახრჩობს ზღვის, რა ვქნა უშენობა მჭირს.
ნაბიჯს ვერ ავუწყობ ფიქრს, ყვავილი ვერ მხიბლავს მთის, იმედი გამითელა ძირს, მტკივა, უშენობა მჭირს.
ნატვრა ვის მივანდო ვის, ვერაფერს გამიგებს ის, ველი სიყვარულის ზვირთს, ჯერ კი უშენობა მჭირს.
როცა შენ არ ხარ წვიმს, ცხოვრება უშენოდ ჭირს, ქარიც უსაშველოდ ქრის, მტკივა, უშენობა მჭირს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:47 AM | შეტყობინება # 266 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
დაგუბდა გრძნობის ჩანჩქერი, შენ რად არ იღებ ხმას, თვალებში რატომ ჩამცქერი, სულაც არ ვგევარ სხვას.
არ გკითხავ ამბავს გუშინდელს, არც მოგაბეზრებ თავს, არც ფიქრით გადაგიბირებ, სულაც არ ვგევარ სხვას.
სწორედ ასეთი მაცოცხლებ, სწორედ ასეთი მკლავ, სწორედ ასეთი მიყვარხარ, სწორედ ასეთი მწვავ!
ყველამ თავის გზით იაროს, სულაც არ ვგევარ სხვას!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:49 AM | შეტყობინება # 267 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ძალიან მიყვარხარ მხოლოდ იმისთვის, რომ არსებობ! მხოლოდ იმისთვის, რომ დილით გაღვიძებულს შენზე ფიქრი შემიძლია, მხოლოდ იმისთვის, რომ ყოველღამე მესიზმრები.
მიყვარხარ შენი სიყვარულისთვის, შენი ნაზი ხელებისთვის...
იმ ბედნიერი წუთებისთვის მიყვარხარ, რომელსაც შენ მჩუქნი. იმ ლამაზი დღეებისთვის, რომელიც არასოდეს მყოფნის და მთელი ცხოვრება არ მეყოფა! ყველაფრისთვის მიყვარხარ, რაც შენ დამანახე: ის მზე, რომელიც ქარში და წვიმაში მათბობს, ჩიტების ჭიკჭიკი დილაობით, რომელიც ადრე არასოდეს მესმოდა, ის მისტიური ღრუბლები, რომლებიც ასე ჰგვანან ჩემს ოცნებებს, ის ჯადოსნური დაისი, რომელიც შენი სულივით ლამაზია...
ძალიან მიყვარხარ იმიტომ, რომ ყოველთვის გტკივა ჩემი ტკივილი, გიხარია ჩემი სიხარული, იცინი ჩემი სიცილით და ჩემი ფიქრებით ფიქრობ... სიგიჟემდე მიყვარს ის სითბო და მოფერება, რომლითაც შენ მანებივრებ. ძალიან მიყვარხარ იმიტომ, რომ შენ ხარ მთელი ჩემი ცხოვრება და ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვაც შენ ხარ!
და როდესაც ერთ მთვარიან ღამეს ცაზე ორი ახალი ულამაზესი ვარსკვლავი გაჩნდება, მაშინაც ვერ გავძღები შენი სიყვარულით...
იქნებ ვინმემ თქვას ვარსკვლავებს სიყვარული არ შეუძლიათო?
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:50 AM | შეტყობინება # 268 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ბედის ვარსკვლავო
ცაზე ციმციმებ, ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო, გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი, ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო, ო, რა ხანია გელი.
ბედის ვარსკვლავო, შემომხვიე თბილი მკლავები, ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა. ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული, ვინ შეგიყვარდა?..
ბედის ვარსკვლავო, ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო, ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი. იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული, ჩუმად მითხარი...
ბედის ვარსკვლავო, იდუმალო ბედის ვარსკვლავო, ცაზე ციმციმებ საიდუმლო მარადიული. ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებით და სიყვარული...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:50 AM | შეტყობინება # 269 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ძველი რვეულიდან
ის გაზაფხული სხვა იყო, რადგან ტკბილად მღეროდა გულიც, ბუნებაც, ეხლა ჩვენს შორის ზამთარი ჩადგა და აღარ ველი შენს დაბრუნებას.
ფუჭ ოცნებაში დღეებსა ვხარჯავ, მარტო ვარ ქვეყნად, მარტო სრულებით, ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა, იმ ჩრდილს დავდევ და ვეჩურჩულები.
მძინავს და სიზმრის ტახტზე მიზიხარ, დედოფლად გრთავენ ქვეყნის მხატვრები. მე ხომ უცხო ვარ, შენ ხომ სხვისი ხარ და მაინც ასე რად მენატრები!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:51 AM | შეტყობინება # 270 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ო, მაპატიე ჩვენს შეხვედრებს ზღვარი დაედო, დავრჩით შორიშორს ბედისწერას ასე ენება, ო, მაპატიე, უნდა გავძლოთ უერთმანეთოდ, თუმცა ძნელია სხვაგან ვპოვო ბედნიერება.
მე ვიცი, ტანჯვის უეცარი ჩამოქროლებით, კვლავ ათრთოლდები უიმედო ძიების წილად, როცა მოისმენ ისევ ისე გულაჩქარებით, სახელს იმისას - ვინც დაკარგე დიდი ხნის წინათ...
სულ ერთი წამით შევხვდით ერთურთს, სულ ერთი წუთით, მაგრამ იმ წამში უკვდავება ვიგემეთ სრული, ჩვენ ყველა გრძნობა, ყველა გრძნობა უცებ დავცალეთ, და ერთ კოცნაში ამოვხადეთ ყველაფერს სული.
ო, მაპატიე, მაპატიე და განუსჯელად იმ ჩვენ ხანმოკლე სიყვარულზე არ დაგწყდეს გული, მძიმეა, მძიმე განშორება, მაგრამ ეს მჯერა - ჩვენი შეხვედრა იქნებოდა უფრო ტანჯული.
|
|
| |
|