რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:05 AM | შეტყობინება # 211 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ორი თქმა თებერვალზე
შენ თებერვალში მოხვალ მარხილით, მოხვალ, უამრავ იას მომიტან, მე დავიმორცხვებ პატარძალივით და შემოგცინებ იის თოვლიდან...
წელს თებერვალმა ისევ ამრია, ართობს თებერვალს ჩემი დარდები, ნუთუ არა გსურს, მიყიდო ია, ჯანდაბას, იყოს ყოჩივარდები!
ლალი ბედუკაძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:06 AM | შეტყობინება # 212 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
სანთელო ცახცახით, მალულად, ჩურჩულით, მხოლოდ მე მითხარი რამე, ან როგორ უყვარხარ, ან რისთვის გენდობა, ან რატომ არ გტოვებს ღამე.
რომ იწვი ნელ - ნელა და ქრები ცახცახით, ვიღაცა სიცოცხლეს გპარავს, ბევრმა კი არ იცის, რომ ღამე შენდამი უწმინდეს სიყვარულს მალავს.
ბევრმა კი არ იცის, რომ ერთად ქრებით და სიცოცხლეს რომ გწირავს ღამე, სანთელო, იმედი მომეცი, მირჩიე, ჩურჩულით მითხარი რამე...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:07 AM | შეტყობინება # 213 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ქორწილი
იწყება ახალი კარნავალი და ძველი ზღაპარი კვდება, დღეს ჩემი ბავშვობის დედოფალი, სხვისი დედოფალი ხდება.
ნეტავ რა მამღერებს ახლა ცაო, თრობას უდარდელად ველი, ნუთუ ოცნებების სასაფლაოდ იქცნენ ლაჟვარდები ძველი.
ნუთუ ღრუბლებს გაჰყვა ჩემი ფლოტი, ცისკენ გაფრენილი გზნებით, ნუთუ ამდენი ხნის დონკიხოტი უკვე სანჩო პანსა ვხდები...
არა! ნუ ინაღვლებთ ლამაზებო, თქვენ თუ შემოქმედის ნებით, უნდა სხვის ცოლებად იარსებოთ, ჩემთვის დედოფლებად რჩებით.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:08 AM | შეტყობინება # 214 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ტაძარს შეველ, ღამე იყო და ბნელოდა, ირგვლივ ყველგან ანათებდნენ კელაპტრები, იმ სანთლების ალში მე შენ გამოგიცან, გამიღიმე, შემეკითხე, "გენატრები?"
დავიჩოქე... ღმერთს შევთხოვე შენი ნახვა, დავიჩოქე და დავკოცნე კელაპტრები, ვიცი მოხვალ, მოხვალ, მოხვალ, მაგრამ როდის? იცი? ძლიერ, ძლიერ, ძლიერ მენატრები!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:08 AM | შეტყობინება # 215 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო, არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა, არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო, შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი, შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც, შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი, მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ, და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი, მაგრამ არასდროს დაიჯერო ისე დავეცე, გადავიწყვიტო შენი სულის სვეტიცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა, ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:09 AM | შეტყობინება # 216 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
არ შეგიყვაროს ვიღაცამ, ფრთხილად! ნუ, ნუ იცინი ეგრე ლამაზად, თითქოს მოცურავს ნისლების ფთილა, თითქოს წკრიალებს ოქროს თამასა.
თითქოს ამღერდა ნარნარა სიო, თითქოს სხივი ღვრის მომნუსხველ ხმაურს. გოგო, ვიღაცა არ გადარიო, ე, რა ლამაზად იცინი... აუუ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:10 AM | შეტყობინება # 217 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ალბათ ვერასდროს ვეღარ შევხვდებით... მაშინებს ამის ფიქრიც, ატირებულან თეთრი ვერხვები, დრო შეუმჩნევლად მიქრის.
აზრი ერთია, მაინც ერთია, შენ მენატრები ისევ, ჩემი იმედი მხოლოდ ღმერთია, ტკივილს მიყუჩებს მყისვე.
დაგივიწყებ და ისევ მახსოვხარ, მიყვარხარ კიდევ უფრო, ისევ მგონია თითქოს მარტო ხარ და მოგონებებს უხმობ...
ალბათ ვერასდროს ვეღარ შევხდებით, აქ გაიყრება გზები, ატირებულან თეთრი ვერხვები, ზამთარი მოაქვთ მხრებით.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:10 AM | შეტყობინება # 218 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ვისაც სიყვარული შეუძლია
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლა, მაინც სიყვარული შეუძლია!
ვისაც იმედები პურად ჰყოფნის, ვინც მთელს ქვეყანაზე ეულია, ვისაც სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია.
ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.
ვისაც უხარია ყველაფერი, ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუმართლა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:11 AM | შეტყობინება # 219 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ერთად წამართვი ყველა გრძნობა თუკი გწადია, ამითი მაინც არაფერი შეგემატება, წაურთმევლადაც შენი არის რაც გამაჩნია, რადგან თავადაც შენ გეკუთვნი ჩემო ხატებავ.
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა, მადლობას გეტყვი სულში ასე რომ ითარეშე, მაგრამ ვაი თუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.
შენდობას გეტყვი მშვენიერო ჩემო მძარცველო, სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო, მე მირჩევნია გულახდილმა ზიზღმა გამთელოს, ვიდრე მიჯნურის უსაფუძვლო წყენამ დამდაღოს,
მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს კიდეც რომ მომკლა შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:11 AM | შეტყობინება # 220 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
დაღამება სევდას მიქსოვს, გული რითი გავართო, დავჯდები და დავწერ ბარათს, ისე, უმისამართოდ.
ჩემი ლექსი თვით მოგძებნის, ვერსად დაემალები, მისამართად ეგულება შენი გიშრის თვალები.
მას რად უნდა ქუჩის სწავლა, შენი სახლის ჩვენება, ვით მერცხალი თავის ბუდეს, მოვა, მოგეფერება.
გახსნი ბარათს, წაიკითხავ, წარსულს დაუბრუნდები, მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს სინამდვილის ხუნდები.
რა მწარეა მოგონება დღეთა გარდასულისა, რა ძნელია დაოკება ვნებააშლილ სულისა...
და როცა ქალს ვნება ახრჩობს, გული რითი გაართოს, ჟინიანად დახევს ბარათს, მაგრამ... უმისამართოს.
დაეძებ და ვერ იპოვე, გაგიცრუვდა მიზანი, მე კი გულის გასართობად კიდევ გამოგიგზავნი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:13 AM | შეტყობინება # 221 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
წვიმის წვეთები დაბლა ეცემა, სიცილ-კისკისით მოდის მიწაზე, ნაზ მელოდიას ღიღინებს ნელა, ცეკვავს ოცნება ფანჯრის მინაზე.
წვიმას მოჰყვება ჩუმი გოდება, შენზე ფიქრები, შენზე დარდები; ფიქრის მორევში ჩამეძინება, სიზმარში წვიმად მომელანდები...
წვიმა თითებზე მომეფერება, თმას დამისველებს, კოცნით დამახრჩობს, ცა ცისარტყელას ლამაზ ფერებად გადმოიღვრება, შენით გამათბობს.
წვიმის წვეთები დაბლა ეცემა, სიცილ-კისკისით მოდის მიწისკენ, ნაზ მელოდიას ასწავლის მთვარეს, – და ყოველ ღამე ერთად ვღიღინებთ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:13 AM | შეტყობინება # 222 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ალბათ დაგკარგავ და ის დღე ჩემთვის აუწერელი იქნება ენით, ვიცხოვრებ შენთან შეხვედრის შიშით, ეჭვით, წვალებით, ლოდინით, თმენით...
შენ შორს იქნები, ვერ დაგაბრუნებს, უკანასკნელი დაქნევა ხელის, კაცები მუდამ სადღაც მიდიან, ქალი კი ზის და სასწაულს ელის.
ჩვეულებრივი იქნება ის დღე, ჩვეულებრივზე უაზროც ეგებ, კაცისთვის ქალი მხოლოდ ქალია, ქალი კი კაცში სასწაულს ეძებს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:14 AM | შეტყობინება # 223 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:15 AM | შეტყობინება # 224 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ცეკვის დროს
ერთმანეთს ეჩვევით ეჭვებით. ერთმანეთს ეხვევით ფეხებით. ერთმანეთს ედებით მკერდებით. ერთმანეთს ახელებთ ხელებით. ერთმანეთს ამთვრალებთ თვალებით. ერთმანეთს ეკვრებით ეკლებით. ერთმანეთს სუნთქავენ სუნთქვანი. მუსიკა ზუზუნებს - ფუტკარი. ვერავინ გაიგებს უთხარი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 4:16 AM | შეტყობინება # 225 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ერთი პატარა ქალი ვარ, ერთი ღრუბელი ფრიალა, ტიალი სიყვარულისთვინ სულ ვერა გამიგია - რა.
შამყვარებია სალ - კლდეი, უტეხი, თოლებბრიალა, გამიათასა დარდები, ცხადშია, სიზმრად კია არა!
რომ შამამხედავს მგონია, ცამ რისხვით დაიგრიალა. ერთი პატარა ქალი ვარ, ერთი ღრუბელი ფრიალა!
|
|
| |
|