პარასკევი, 2025-07-18, 8:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:47 AM | შეტყობინება # 181
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ბედნიერი ხარ? გახსოვარ კიდევ?

დიდი ხნის წინათ
გახსოვს, როგორ გულწრფელად თოვდა?...
თითქოს ცა მიწას
ნუგეშსა და სიყვარულს სთხოვდა,
ცა იყო ცივი, ითხოვდა სითბოს,
და კიდევ რაღაც
ენით უთქმელს ითხოვდა თითქოს...

თოვდა.
ჩვენ ცაში შეუმჩნევლად ავყავდით კიბეს,
ფანტელები რომ
ეფრქვეოდა ვარდის ფურცლებად,
ბედნიერი ხარ?
სად ხარ ახლა, გახსოვარ კიდევ?
სხვა დროსაც თოვდა
ნეტა შენთვის ისე გულწრფელად?


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:48 AM | შეტყობინება # 182
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ისე ახლოს ხარ,
მკლავები რომ გამოგიწვდინო
ალბათ მოგწვდები...
ისე შორსა ხარ,
როგორც ვარსკვლავი შორეული
ჩემი ოცნების.
ისე ახლოს ხარ,
რომ დაგიძახო, გაიგონებ
ჩემს ხმას განწირულს.
ისე შორსა ხარ,
ისე გეძებ, როგორც თეთრ ხომალდს
ზღვაში ჩაძირულს.
ისე ახლოს ხარ,
გორიჯვრის ქარს შენი სუნთქვაც კი
მოაქვს ჩემამდე,
ისე შორსა ხარ,
თითქოს გნახე მომავალ დროში
ან ჩვენს ერამდე!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:48 AM | შეტყობინება # 183
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ღვთით არსებობენ ქალიშვილები

რა სჭირს გოგონას, რა სჭირს გოგონას,
ამ უთენია, ამ სისხამ დილით,
"ბახმაროს მთები დაუთოვია"
მღერის ხმამაღლა, მღერის თუ ტირის?...

"ჩემს შეყვარებულს სხვა უთხოვია"-
ჩამკვდარი გულით გალობს და გალობს,
მინდა შევძახო: წინ დიდი გზაა
და სწორს კვლავ ჰპოვებ პატარა ქალო!

თალხი რომ მოსავს, - ეს სადედოფლო
ხომ არ შეღება ქათქათა კაბა?!
თმა გაუშლია და გაგიჟებას
აღარაფერი უკლია ალბათ...

აღარ არსებობს სიყვარულიო,
ვინ იყო, ვინ სთქვა,
გაჩუმდეს, სტყუის!
ღვთით არსებობენ ქალიშვილები,
სიყვარულისთვის მკარგავნი ჭკუის!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:49 AM | შეტყობინება # 184
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე მესმის დაფლეთილ ღრუბლების გოდება,
მთების მწვერვალებიც გარშემო კვნესიან,
გულში მწუხარება ნისლივით გროვდება
და შენზე ფიქრები კვლავ შემომესია...

იმედის ვარსკვლავიც კი არსად კიაფობს,
განთიადს შიშსა ჰგვრის გრიალი მეხისა,
ამ ღამემ რაც მიყო, მოვალ და გიამბობ,
გიამბობ, თუ შენთან შეხვედრა მეღირსა.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:49 AM | შეტყობინება # 185
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ყაყაჩოები ქალებივით ყანაში იდგნენ,
თვალსევდიანი გაგვიფრინდა ნაზი აპრილი,
შენ მისცემოდი მომქანცველ და უძირო ფიქრებს
და მოდიოდი ჩემსკენ დაღლილი...

მწვანე თვალებში პურის ყანა ენთო ცეცხლივით,
ნატიფ ბაგეზე მომქანცველი დარდი წვებოდა,
შენ მოდიოდი ისე მკაცრად გულდასერილი,
თითქოს დევნილი მიდიოდი საქართველოდან.

თვალებში ცრემლის ყრუ სისველე ვიგრძენი მაშინ,
შენს მაღალ შუბლზეც მწუხარება გვირგვინად ენთო,
მწვანედ მოსილი მოდიოდი საშინელ ქარში,
მე ვლოცულობდი შეშფოთებით: "იხსენი, ღმერთო!"

აფხაზასავით აკვესებდი მდელოსფერ თვალებს,
ო, ამ თვალებში მრისხანება ზღვასავით იდგა,
და ყაყაჩოებს - წითელკაბა, შავგვრემან ქალებს,
მონუსხულივით შესცქეროდი ძვირფასო, დიდხანს...

ყაყაჩოები ჩამაბნიე ჩამოშლილ თმაში,
და გაოცება დამაფრქვიე მზეში გაცრილი,
შენ გაიცინე... მე ვიდექი საშინელ ქარში,
შენი ღიმილით ბედნიერი და გადაღლილი!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:50 AM | შეტყობინება # 186
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ქარია მძლავრი და საღამოა,
ცაზე ყვითელი ღრუბლები რბიან,
იმას არ ველი, ის აღარ მოვა,
იმაზე წუხელ არ მიფიქრია.

ქარია ისევ და საღამოა,
ქარმა ჩემს სურვილს ფეხი მოსტეხა,
ის არ მოსულა, ის აღარ მოვა,
ის დადიოდა ბაღში ოდესღაც...

ღამდება და მეც ვცილდები საზღვარს,
საღამოს დარდი უფრო მწარეა,
ის ალბათ თეთრი თოვლია სადღაც,
ის შორეული სიმწუხარეა.

ო, ყოველივე როგორ მომბეზრდა,
ქარია ისევ და საღამოა,
ის დაიკარგა ქარში ოდესღაც,
იმას არ ველი, ის აღარ მოვა!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:50 AM | შეტყობინება # 187
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

სიონში შევალ, სანთელს ავანთებ
და შენზე ვილოცებ ჩუმად,
შენს თავს შევავედრებ ღმერთს ჩუმი ვედრებით,
სახელს არ ვახსენებ სულაც.

მე ღმერთს შევავედრებ შენდამი სიყვარულს,
ჩემს გრძნობას, ასე ძლიერს,
პირველი სიყვარულის სითბოს და სინათლეს,
შენს ძლიერ, ვაჟკაცურ იერს!

ჯვარს, სიონს, ვარძიას სულ ფეხით მოვივლი,
და სანთელს ავანთებ წმინდას,
ოღონდ შენ გიყვარდე, ოღონდ შენ მოგწონდე,
სხვა არაფერი მინდა!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:51 AM | შეტყობინება # 188
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

როცა გული დარდით იწვის, ცრემლით დნება,
როცა სევდა გულის კარებს დარაჯობს,
და მაინც რომ სიყვარული არ ახდება,
მოდი, ასეთ მწარე ტრფიალს გაუმარჯოს.

როს თვალები მოლოდინით არის სავსე,
ასეთ გრძნობას ქვეყნად მგონი არარა სჯობს,
ახდენილი მე არა მწამს ქვეყანაზე,
აუხდენელ ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს.

როცა ლექსებს უზიარებ გულის დარდებს,
იქნებ გრძნობას ნათელი გზა გაუკაფოს,
ნუ, ნუ დათვლით სიყვარულის ტანჯულ წამებს,
ქვეყნად მხოლოდ უიღბლობას გაუმარჯოს!

როცა სევდა დათარეშობს დამწვარ გულში,
უცებ ყველას სიყვარულმა გზა უნათოს,
მოდით, ქვეყნად ამ ცაზე და ამ მიწაზე,
სიყვარულში დატანჯულ ხალხს გაუმარჯოს!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:51 AM | შეტყობინება # 189
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ძველ მოგონებებს -
გამხმარ ყვავილებს,
შენი ღალატის დაჰკრავთ სურნელი,
ვერ შევიყვარე მაინც სხვა ვინმე,
სხვა სიყვარულის არ
ვარ მსურველი...

... და სანამ მართლა
დავბერდებოდე -
გავბავშვდებოდე სანამ მეორედ,
ფიცი -
ქვეყანას რომ მპირდებოდი,
ისე, ტყუილად
გამიმეორე.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:52 AM | შეტყობინება # 190
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მინდა ყველას დავემალო

გულში დამრჩა ნაწვიმარი,
მე უშენოდ სადღა გავძლო,
ქარმა მითხრა სამძიმარი,
სხვას რთავენო საპატარძლოდ.

განა მართლა ფიქალი ვარ,
განა მართლა მთის ქალი ვარ,
მზესუმზირას ყვავილივით,
სიყვარულით მიმქრალი ვარ.

თვალი ცრემლით მომწვიმია,
გული დარდის ფთილებს ფანტავს,
სოფლის თავში ქორწილია,
ვაი, ჩემს თავს!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:52 AM | შეტყობინება # 191
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ეს ამბავიც ძალიან ჰგავს სხვათა ამბავს,
დაგკარგე და... ძველ ბილიკთან მაინც გელი,
სულ ერთია, ვის ეცმება თეთრი კაბა,
ეს სოფელიც ჭრელია თუ ბინდისფერი.

ჩემი სულის მიტოვებულ ეკლესიას,
ავსულები ეხვევიან შარა - შარა,
გევედრები, დამიბრუნე ოცნებები,
ნუ დამტოვებ ეშმაკების ანაბარა.

თეთრი ვალსი, ალუბლების თეთრი წყება,
დაგკარგე და... ძველ ბილიკთან მაინც გელი,
ღმერთო, ნუთუ არასოდეს დამეხსნება
სიმარტოვე - ჩემი ძველი კავალერი!...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:53 AM | შეტყობინება # 192
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
პაპაჩემი იყო და...

თუ შენც გულში გქონდა ჩავარდნილი
რავი, უარი კი მიანაყე...
აიტ, შე პატარა კუდიანო,
აი, შე ძალისძალა სიამაყევ!

ავდევდე მაგნაირ ბალღ - ბულღებსა,
კარგა ვუტირებდი დედას ჯერაც,
გამჩენძაღლს, ქალი არსად გაეგო, რო
ეგრე ჰაი - ჰარად დაგიჯერა!

პაპა გენაცვალოს, მაგ ხნობისას,
თოფის წამალივით უცებ ვტყროდი,
უნდილი რამ ჩანდა, შვილო, თორე
განა მე თვითონაც არ ვეტყოდი.

აჰა, ეს ნაბადი მეცხვარული,
არც კი გამოჩნდება გარეთ ქოში,
ე, ჩემ შავრა ცხენსაც ვაჩუქებდი,
ამით გაგაფრენდა ყაბარდოში.

იქ ერთი ნაცნობი მეცხვარე მყავს,
ჩამოტყავდებოდა ნისლა ხარი,
ვეტყოდი, იმის პაპა ვყოფილიყავ,
შენი პაპა ვიყავ და... ვერ ვუთხარი.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:54 AM | შეტყობინება # 193
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:55 AM | შეტყობინება # 194
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი, ცაზედაც შორი,
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებებს ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

მირზა გელოვანი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:55 AM | შეტყობინება # 195
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
პირამიდებში
ელენე დარიანის დღიურიდან

იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz