პარასკევი, 2025-07-18, 8:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 11:17 PM | შეტყობინება # 166
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
იყო საღამო

იყო საღამო - შენ არ იყავი...
იყო სიმღერაც, სითბოც, ინტიმიც,
ისევ და ისევ მე შენ მიყვარდი
და მოვფრინავდი შენსკენ ჩიტივით!

მხიარულობდა ყველა მათგანი,
და ბედს არავინ არ უჩიოდა,
შენი სახელი - ფიქრში ნათქვამი,
სახეზე მაჩნდა, როგორც ჭრილობა.

და გული თვითონ ალაპარაკდა,
შენი სახელი ლამის წამომცდა,
საღამოს თითქოს ეშხი არ აკლდა,
და მაინც, რაღაც აკლდა საოცრად!

ალ. ტაბატაძე


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:37 AM | შეტყობინება # 167
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე?!

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი, დაიწყებ ტირილს.

ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!

თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:38 AM | შეტყობინება # 168
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
დუმილის პოეზია

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,

შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია...

გიორგი საჯაია


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:38 AM | შეტყობინება # 169
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ძვირფასო! ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.

მიჰქროდა წამი თანდათანობით,
სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც
შენ განშორებას უფრო ნანობდი,
და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა

ნელა წყდებოდა ფოთოლი ხეებს,
და სადღაც სდუმდა ხე გაძარცვული,
შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს,
და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული.

ის არ ვიყავი, ვისაც ელოდი,
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შეგამჩნიე, იცრემლებოდი
და როიალის ტიროდა წარსულს.

ჩანდა ღრუბლისგან ხე გაძარცვული,
იდგა მინასთან ღამე გვიანი,
შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული,
და მომაჩერდი თვალცრემლიანი.

ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს,
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:39 AM | შეტყობინება # 170
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე,
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს.

მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას,
მისი თვალების ჩუმი ბრძანება.
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს,
ჩემი ლომური ამპარტავნება.

არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე,
არა და არა, არ დავირცხვენდი.
ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს,
გახელებამდის... თავდავიწყებით...

ოღონდაც, ღმერთო, გარდასულ ყრმობის
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი.
ის ღვთაებრივი მაცდური გრძნობა,
შიში, ცახცახი და ფორიაქი.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:40 AM | შეტყობინება # 171
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სიყვარული

სულ მენატრები, მაშინაც კი, როცა ვართ ერთად
და ჩემს გარშემო
და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო...
მუდამ და ყველგან -
ძილშიც, ცხადშიც, უშენოდ, შენთან -
სულ განუწყვეტლივ მენატრები
და შენზე ვდარდობ.

სულ მენატრები,
ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი დაეძებს
დაკარგულ პატრონს,
და მე არ ვიცი,
რა დავარქვა, ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ, გულის ფეთქვასავით
და მაინც გნატრობ!

მიხეილ ქვლივიძე


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:40 AM | შეტყობინება # 172
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ჩამო!
თვალებში ჩაგხედო
ჩემო ბავშვობავ თავხედო..
ასკინკილათი ნარბენი
სიხარულები გავხედნოთ,

ოცნების ეტლში შევაბათ
უდარდელობის რაშები,
ისე ხმამაღლა ვიცინოთ,
შვილებმა მკითხონ:
რას შვები?

ჩამო!
ფოთლებში ვიპოვოთ
თაფლივით ტკბილი თუთები
და სადარბაზოს კუთხეში
კოცნით გავცვითოთ ტუჩები.

ჩამო!
უგონოდ მთვრალებმა
ლექსები ვუთხრათ სახურავს,
მერე ერთმანეთს ვუამბოთ
ცა ქუდად როგორ გვახურავს.

ჩამო!
თვალებში ჩაგხედო
ჩემო ბავშვობავ თავხედო,
ასკინკილათი ნარბენი
სიხარულები გავხედნოთ!...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:42 AM | შეტყობინება # 173
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მოგენატრები...
და მე ვიცი ეს მონატრება
რამდენჯერ ცრემლებს
გაგიჩენს თვალში.
მოგენატრები...
და მე ვიცი, ეს მონატრება
რამდენს გატარებს უღმერთოდ ქარში,

მოგენატრები
და მე ვიცი ამ მონატრებას
ვიღაც უგულო სიტყვებით წაშლის!
მოგენატრები ახლაც და მერეც,
როცა ჭაღარა გაჩნდება თმაში.
მოგენატრები...
ჩემს მონატრებას
ბევრჯერ გაჰყვები უღმერთოდ ქარში!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:42 AM | შეტყობინება # 174
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ნეტავ!

ნეტავ შენი პერანგის ღილად გადამაქცია,
ღვინო გავხდე წითელი, ჭიქაში ჩამაქცია!

ამიღებდი, დამლევდი, სულში ჩაგეღვრებოდი,
ჩემით დათვრებოდი და ფეხზე ვერ დადგებოდი!

ნეტავ შენი სარკმელის ფარდა ვიყო შრიალა,
ნეტავ შენი კარების ზარი ვიყო წკრიალა.

ნეტავ ვიყო მე შენი დარდი, ჯავრი, ფიქრები,
შენი ბინის მტვრად ვიქცე, ბედნიერი ვიქნები!

ნეტავ შენი ოთახის ნივთად გადამაქცია,
ნეტავ შენი ოცნების ქალბატონად მაქცია!

დალი ყარაულაშვილი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:43 AM | შეტყობინება # 175
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სიყვარულის ახსნა

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს. იციან - იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ, სულ ცოტა მაცალე, სული თუ მოვითქვი, სიყვარულს აგიხსნი.

გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა, ან მთვარე რად ვიძმე - ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;

მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები, ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე, რამდენი გეძებე! და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.

და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია, თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია, ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.

გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს, შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _

რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს, ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო, მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;

რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით სხვადასხვა
სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;

რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული, კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;

ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი, სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი, ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!

და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს მდუმარედ
მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი!

ზაზა ბიბილაშვილი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:44 AM | შეტყობინება # 176
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ნუ მიმატოვებ

გულზე წუხილი გადამათოვე,
მიმატოვე და წახველ ერთთავად...
ო, გევედრები, ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ,
შენი ერთა ვარ.

ახლაც გამქრალან სადღაც დილები
და ღამეები გოლიათობენ...
შენ უძილობა გეადვილება,
მე კი მარტო ვარ, —
ნუ მიმატოვებ.

იგივ ვარსკვლავნი ზეცად ასულან,
მე მიცქერიან და შენ გნატრობენ...
თუნდაც დაგითვლი ვარსკვლავებს სრულად,
ოღონდაც დარჩი, —
ნუ მიმატოვებ.

გულზე წუხილი გადამათოვე,
მიმატოვე და წახველ ერთავად...
ო, გევედრები, ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ, —
შენი ერთა ვარ.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:45 AM | შეტყობინება # 177
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ნინოს

მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედით? ეჰ, რას გაიგებ -
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,

მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი, შენ სანახავად
ზეციდან მოვა, თეთრი ვარდებით.

მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა - ო, ნურაფერი,
ო, ნურაფერი ნუ გეწყინება.

გოდერძი ჩოხელი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:45 AM | შეტყობინება # 178
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ჩუმი ძახილი

მე გეძახოდით... ცხრა მთას გადაღმა,
ვინ მოგაწვდინათ ეს ხმა ნეტავი,
კი მოგიხმობდით, მაგრამ ხმადაბლა,
ხმამაღლა როგორ გაგიბედავდით!...

იქნებ სულები მართლაც დაჰქრიან,
იდუმალი და სწრაფი მარხილით,
და თვით უწყიან, უფრო ადრიან -
ვის მიაწვდინონ ვისი ძახილი.

თორემ სხვა, აბა რას დავაბრალო,
ჩემი ხმა როგორ მოგწვდათ ნეტავი...
გეძახდით, მაგრამ ჩემთვის, ხმადაბლა,
ხმამაღლა ვერც კი გაგიბედავდით!

ბელა შალვაშვილი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:46 AM | შეტყობინება # 179
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ჩემს ამ ერთ ბარათს

ჩემს ამ ერთ ბარათს, გთხოვ, ნურავის ნუ წააკითხებ,
ამ სევდა - წუხილს და სიმძიმილს სხვა ვერ გაიგებს,
ის შენ გეკუთვნის და ნურავის ნუ წააკითხებ,
რაც შეიძლება გადამალე, ვინმე აიღებს...

გემუდარები, თვითონ ქარსაც ნუ წააკითხებ,
ქარი ქარია, ეჰ, რა იცი, სად რას წაიღებს,
ჩემს ამ ერთ ბარათს სხვას ნურავის ნუ წააკითხებ, -
სხვა მაინც სხვაა და ბარათსაც სხვაგვარ გაიგებს!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-02-28, 3:46 AM | შეტყობინება # 180
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
არ ვიცი რატომ

ისე ლამაზად, მთრთოლვარედ თოვდა,
მე გამირბოდა თვალები ცაში,
გული გაჭრას და სიყვარულს მთხოვდა
და სწორედ მაშინ შემომხვდი გზაში...

მერე ყურება დამჩემდა ცაში,
და შევეჩვიე კიდეც მოლოდინს,
ჩვენ უცნობები ვიყავით მაშინ
და უცნობებად დავრჩით ბოლომდის...

დადიხარ ასე, დავდივარ ასე,
და აღარა აქვს ბოლო მოლოდინს,
არ ვიცი რატომ, არ ვიცი რაზე,
ჩვენ უცნობებად დავრჩით ბოლომდის!


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz