შაბათი, 2025-06-28, 9:46 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სატრფიალო პოეზია
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:43 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-04-10, 8:57 PM | შეტყობინება # 61
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მზე დაიღალა შენზე ოცნებით,
მთვარეც უმზეოდ სიკვდილს აპირებს,
მე ყოველ დილას, შენთვის მოვკვდები,
მე ყოველ ღამე, ლოცვას ვაპირებ.

და შენ მეძახი, ისევ შორიდან,
მომკლა ლოდინმა და სიმარტოვემ,
ღამით მთვარესთან კოცნა მომინდა,
ამაღამ მაინც, ნუ მიმატოვებ.

მე ვიცი, მაინც დავრჩები ცალად,
და სიმარტოვე წამიღებს როცა,
მე, გული სევდამ ამომაცალა,
და მაინც, შენთან შეხვედრას ვლოცავ.

დღეც დაიღალა შენზე ოცნებით,
ამაღამ მზესთან სიკვდილს ვაპირებ,
არავინ დარჩეთ განაოცები,
როცა ვიპოვი მე ჩემს ნაპირებს...

მზე დაიღალა შენზე ოცნებით,
მთვარეც უმზეოდ სიკვდილს აპირებს,
მე ყოველ დილას, შენთვის მოვკვდები,
მე ყოველ ღამე, სიკვდილს ვაპირებ.


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2013-04-15, 3:14 AM | შეტყობინება # 62
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

შუამთას ირემი ნავარდობს,
მთაში ნავარდობს შველი.
მეც მთის სურნელმა დამათრო,
გულს ვეღარაფერს ვშველი.

დავეწაფები ცხრა წყაროს,
მკლავს სიყვარული შენი.
გამილამაზებს სამყაროს,
მთების თავნება შველი.


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2013-04-15, 4:38 PM | შეტყობინება # 63
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს.
შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან.
მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებს
და შენი ლოდინის სიმღერას გავატან.

ასეთი ვარდებით ივსება აუზი,
დარეკა გრიგალმა და ხმები გარეკა:
წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს ქაოსი!
შენ, ჩემო გენიავ, გრიგალმა დარეკა!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 5:08 PM | შეტყობინება # 64
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მე ცის ნამი ვარ, ვერ მიცანი?
სუნთქვა ვარ შენი.
შენ ჰაერი ხარ, ასერიგად
დღეს რომ მჭირდება...
მე ავადა ვარ, მარტოდმარტო
შენ თუ მიშველი,
ამაზე მეტად აღარასდროს
გამიჭირდება.

მე სიზმარი ვარ, საყვარელო,
ტკბილი და მშვიდი.
მოვედი შენთან, სასთუმალზე
დაგებნე მძივად...
შენი ფიქრიდან ტკივილივით
ამაოდ მშლიდი,
მე სიზმარი ვარ და შენს გულში
უჩუმრად მძინავს.

მე ნიავი ვარ... დასიცხულ შუბლს
რომ გაგიგრილებს,
ათას სიხარულს გპირდებიან
ჩემი თვალები,
ფეხქვეშ დაგიფენ სიყვარულის
ფრთათეთრ გვირილებს
და შენთან ერთად ღამის ფრთებქვეშ
დავიმალები.


 
თეკლათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 8:29 PM | შეტყობინება # 65
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მალე გაწვიმდება,
წვიმა ნაღვლიანი სულის ნოსტალგიას შველის,
ზეცა ატირდება,
სითბო მომინდება,
ნახვა მომინდება შენი.

სევდა მომეძალა,
როგორ მენატრები,
დარდმა წამიშალა ფერი,
მე შენს მოლოდინში სული დამეღალა
და მაინც ჯიუტად გელი...


 
თეკლათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 9:03 PM | შეტყობინება # 66
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მენატრები ძლიერ

სიყვარულზე უკეთ მონატრებას გეტყვი,
მენატრები ძლიერ, მიპყრობს აგონია,
სიკვდილამდე მსურხარ, ტკივილამდე გეტრფი,
ვის ან რა გავანდო, ვინ რის გამგონია.

მოდი ახლა ნერვებს გაუმაგრე თმენა,
ფილტვებს ჩაასუნთქე შენი წილი სივრცე,
მოდი, სიყვარულის დამიბრუნე რწმენა,
ნალოთავებ სხეულს რომ სიფხიზლე მივცე.

შენი წამწამისფრად შეიმოსა ღამე,
მთვარეს დაჰკრავს შენი ნორჩი კანისფერი,
მოდი! მალე მოდი! მომიყევი რამე...
სანამ გონზე ვარ და სანამ გავგიჟდები.


 
თეკლათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 9:38 PM | შეტყობინება # 67
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ვუყვარვარ? - არა?! - ისმოდა მარში,
მერე ღრუბლებმაც წამოიტირეს,
და გაზაფხული ფანტავდა ქარში
ლამაზი ქალის თითებს - გვირილებს...

მეც დავადექი ამ ბილიკს მტკიცედ,
გარშემორტყმული ჭრელი ჩიტებით
და გვირილები დავკრიფე ისე,
როგორც ლამაზი ქალის თითები...


 
თეკლათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 9:43 PM | შეტყობინება # 68
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ზოგჯერ ყველაზე შორს ხარ,
ზოგჯერ ყველაზე ახლოს,
შენი თვალების ფერი,
სამარადისოდ მახსოვს.

მახსოვს ფიქრების ვალსი,
მახსოვს შეხვედრის წამი.
შენი თითები მახსოვს,
თოვლის ფიფქების მსგავსი.

მახსოვს სიხშირე წარბთა,
შენი ლოყების თრთოლვა.
შენი არსება მახსოვს,
რომ ძლიერდება თოვა.

მახსოვს მე შენი ტანის
კიპარისივით ღელვა.
რა ბობოქარი იყავ,
როგორც შუაღამის ელვა.

შენი ტუჩებიც მახსოვს,
მათი უმანკო თრთოლვა.
შენი სისუსტე მახსოვს,
ქარი რომ ძლიერ ქროდა.

მახსოვს ათასი ფერი,
შენი თვალების ძირში.
მახსოვს სიზმართა ელვა,
რომ გიხსენებდი ძილში.

მე შენი დარდიც მახსოვს,
შენი უბრალო სახე.
რა დამავიწყებს იმ წამს,
როცა პირველად გნახე?!

შენი არსება მახსოვს,
შენი უმანკო ლოყა.
პირველ შეხვედრას მახსოვს,
რომ დიდი გრძნობა მოჰყვა.

ერთხელ, წლების წინ უცებ,
რომ შემიყვარდი გახსოვს?
ზუსტად იმ წამის მერე,
შენი არსება მახსოვს.

ნიკო მიქაია


 
თეკლათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 9:47 PM | შეტყობინება # 69
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
თეკლათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 10:25 PM | შეტყობინება # 70
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ცა ჩამობრძანდა ცისფერი კაბით
და მოეფინა მიწას იებად,
დღემდე ლექსი თუ ვერ მოგიძღვენი,
ეს იყოს ჩუმი მონანიება. . .

თუმცა ამავსე ცრემლის ჩხრიალით,
ზოგს გაზაფხულის ეგონა წვიმა,
ჩუმად მტკიოდა ის ნატყვიარი,
დღემდე რომ დამრჩა გულივით ღია. . .

მერცხლის თვალებით შემომეყარე,
ვერ გაგიმეტე მოსული სამტროდ,
გონდაკარგული ისევ გნებდები,
ასე მაცდურს და ამგვარად სანდოს. . .

ცა ჩამობრძანდა ცისფერი კაბით
და მოეფინა მიწას იებად,
შენ გამიმეტებ - რაც არის არის,-
შენ ყველაფერი გეპატიება. . .

თამო ჯაფარიძე


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-04-30, 4:38 PM | შეტყობინება # 71
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად,
ჭირშიც, ლხინშიც იყო მისი ქმარი?–

რომ გიყვარდეს ქუჩა, სადაც დადის,
უკოცნიდე თვალებს, ცრემლით ნაბანს,
პატიობდე რასაც გულით სჩადის,
ყოველ ღამით უსწორებდე საბანს?

თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა მისი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე მასთან,
თუ არადა გეშინოდეს ძილის?

ჯოჯოხეთის რომ აღმოჩნდეთ ცეცხლში,–
თანახმა ხარ მას დაუთმო წყარო?
სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლში
ვერ გაიგოს შენგან ”მიყვარხარო”?

თანახმა ხარ აპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არა ხარ სწორი…
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…
რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?

თანახმა ვარ!
თანახმა ვარ!
თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად,
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი ,
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,
ჭირშიც, ლხინშიც ვიყო შენი ქმარი!

ზვიად ცინდელიანი


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-04-30, 4:54 PM | შეტყობინება # 72
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
თეთრი იასამანი

იასამანი ჰყვაოდა თეთრად
და სევდიანი ჰქონდა სითეთრე,
ეს უცნაური უსიტყვო სევდა
მე ჩემს ოთახში შემოვიკედლე...

მესაიდუმლე მე შემხვდა ბედად
ბევრისთვის ალბათ ვერ ასატანი,
ჩემს ცივ ოთახში აღარ ვარ კენტად,
მე ვარ, სევდა და იასამანი...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-05-03, 4:30 PM | შეტყობინება # 73
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ვარდობის თვეს უნდა შეგხვდე, ჩაგიხუტო,
ამიტომაც ვიგვიანებ მოსვლას, ჩემო,
მინდა სადმე წაგიყვანო, აგაფრინო,
მერე ისევ ძველებურად დაგიჩემო...

მოგიტაცო, მოგატარო მთა და ბარი,
დაგავიწყო სევდა, დარდი რაც რამ გქონდა...
აგიხდინო სიყვარულის ეს ზღაპარი,
გაზაფხული ჩურჩულით რომ გიამბობდა.

დაგიბრუნო პალმები და ნიჟარები,
მონატრებულ ლურჯ ტალღაზე დაგარწიო,
ჩავისუნთქოთ ზღვის სურნელი მონაბერი,
მერე იქნებ, კარგო, მშვიდად დაგვეძინოს.

ვარდობის თვეს უნდა შეგხვდე, ჩაგიხუტო,
ამიტომაც ვიგვიანებ მოსვლას, ჩემო,
მინდა სადმე წაგიყვანო, აგაფრინო,
მერე ისევ ძველებურად დაგიჩემო...


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 10:17 PM | შეტყობინება # 74
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
წავიდეთ ტბის პირას ქოხი მაქვს დაწნული,
ბარათით ვაუწყოთ გაპარვა დედაშენს :
,,ტყის პრინცზე გათხოვდა დე, შენი ქალწული“.

დღეები გავლიოთ კოცნით და ალერსით
ჩემს სხეულს ჩაგაცმევ, სიო ჰქრის მაისის,
შენს გულის სიღრმეში შემოვალ ამ ლექსით
დრო არის ვარსკვლავთა ცქერის და ჩაის სმის.

მზეს აღარ დაასწრო ყოველდღე ადგომა,
ნუ ჩრდილავ, ხანდახან აცადე, ანათოს...
ბუნება ყოველდღე ზეიმობს აღდგომას,
სადაც შენ ფეხს ადგამ, იმ ადგილს არ ათოვს.

საწოლის მაგივრად ღრუბლებზე ვიძინოთ,
ჩვენ ორნი ვიქნებით ჯადოსნურ ღამეში,
და პირველ კოცნაზე დილამდე ვიცინოთ,
ჰო, შევცდი, იმ ღამეს არ უნდა გამეშვი...

ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში გვეყო რა!
ბარათით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს:
,,დე მალე ჩამოდი ტყუპები მეყოლა“.


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-06-10, 10:43 PM | შეტყობინება # 75
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ტურფა ბაღი და წალკოტი
ეკლითა ვინმემ შესარა!
რკინისა კარი შეაბა
კლიტე მე მომცა, შენ არა!

სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ,
თავსა მე მივცემ, შენ არა,
ვაჰ, თუ ზედ ისიც დამერთოს,
მე მიყვარდე და შენ არა!


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz