შაბათი, 2025-06-28, 8:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 9
  • 10
  • »
სატრფიალო პოეზია
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:43 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:45 PM | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

არ მინდა, ეს გრძნობა ზამთარმაც გაიგოს,
თან ვფიქრობ, ან თუნდაც რა უნდა დაშავდეს?
საჩუქრად მოგართმევ ფიფქების თაიგულს,
უცვლელად მოგიძღვნი სიყვარულს შარშანდელს.

იცოდე, ცელქ ფანტელს მოკითხვას ვაბარებ,
უცებ რომ მოდის და წამსაც არ აყოვნებს,
ფიფქების სითეთრეს შენს ღიმილს ვადარებ,–
საოცრად ფაქიზს და ყველაზე ახლობელს.

ითოვოს და თოვლის მთები რომ აიგოს,
არც ერთი ბილიკის კვალიც კი არ ჩანდეს,
მე მაინც მოგიტან ფიფქების თაიგულს,
ჯიუტად მოვითხოვ შენს ღიმილს შარშანდელს.


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 6:23 PM | შეტყობინება # 3
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ვინც მესალმება, ყველას ვუღიმი,
ყველა მიყვარს და ყველა ჩემია,
გთხოვ, დამიბრუნე გული კუთვნილი,
იმ ღამეს,
შენთან რომ დამრჩენია...

არ აქვს მუღამი უშენოდ აზრებს,
გახსოვს, ნიავი როგორ გარწევდა?
შენგან შორს ასე რად მომიაზრებ,
ან გული რატომ გაგინაწყენდა...

ო, ღმერთმა ნუ ქნას...
სიცოცხლის წყაროს,
დავესაკუთრო დახარბებამდე,
უშენოდ კოცნა, რომ შევიყვარო,
ან, ვერ გიპოვო დაღამებამდე.

მგონი გავგიჟდი, მზესთან მივედი,
შენი მზეც, ხედავ, უკვე ჩემია,
გთხოვ დამიბრუნე, გული, იმედი.
იმ ღამეს,
შენთან რომ დამრჩენია...


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 6:52 PM | შეტყობინება # 4
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ეს მე ვარ, მე ვარ შეშლილი ქალი,
ეს მე დავეძებ ქარში გვირილებს.
ვაგზავნი შენთან ტრფობას ალმურად,
რომ ჟრუანტელად ტანში გივლიდეს.

ეს მე ვარ - ვნება, ცრემლი და შფოთი...
ხან სევდის, ხანაც შვების მთოველი,
დამუხტულია ჩემზე ოცნებით,
შენი სხეულის ნერვი - ყოველი.

მე ვქარგავ შენი ზღაპრების ფარჩას,
ვარ დედოფალი შენი ფიქრების...
მე ვარ მიზეზი, შენი სიჩუმის
და იდუმალი გადაფითრების.

ეს მე ვშრიალებ სიოს ჩურჩულად,
შენს სიზმრებს ჰქვია ჩემი სახელი,
ჩემთან მორცხვობ და ჩემთან წითლდები
და გეშინია გრძნობის გამხელის.

ვარ უძლეველი, ჩემი სისუსტით,
ცრემლია ჩემი ფარიც, მახვილიც,
გულისძილიდან გამოგაფხიზლებს
და შეგაშფოთებს ჩემი ძახილი...

დასაბამიდან დავეძებთ ერთურთს,
დღემდე ოცნების კოშკებს ვაგებდით,
ვარ, დაკარგული შენი ნაწილი,
და ქალი მქვია, ნებით განგების.


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-12, 6:20 PM | შეტყობინება # 5
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მოდი, მივატოვოთ ერთმანეთი,
მერე მონატრება შევშალოთ...
გრძნობით გავარღვიოთ უკუნეთი,
გულში არაფერი შევცვალოთ.

მერე, დამიძახე მონატრებულს,
სითბო დამაწიე საშენო,
სულში სიყვარულად მონათებულს,
ჩემში უშენობა გაჩვენო.

მოდი, სულ ცოტა ხნით მიმატოვე,
ვითომ წახვედი და არ ვიცი...
და როს გამაგიჟებს სიმარტოვე,
ნაცნობ ხეივანთან დაგიცდი.

როცა ბოლო სუნთქვა გაილევა,
და როს ჰაერივით გინატრებ,
ირგვლივ ყველაფერი აირევა,
უკან დაბრუნდი და გიმარტებ.

ისევ აპრილივით ავკვირტდები,
სურნელს შემმატებენ ატმები,
მოხვალ, უცხოსავით მაკვირდები,
მე კი, შენი მზერით დავტკბები.

არა, უშენობა არ მიხდება,
ასე, ხუმრობაც კი მაშინებს,
ვიდრე სიხარული წამიხდება,
გიხმობ, დამიბრუნდი მაშინვე.

ხვალეც, თუ გითხარი წადიმეთქი,
არანორმალური მიწოდე...
ოღონდ, არ გაგიწყრეს კიდევ ღმერთი
და არ დამიჯერო იცოდე.


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-12, 6:23 PM | შეტყობინება # 6
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

გადავიჩრდილებ ტყეში,
სადმე მოვნახავ ჩეროს,
წყაროს წყალს დავლევ პეშვით,
და შენ გახსენებ ჩემო.

ქარს გავიყოლებ მზიანს,
ირმებს ავუბნევ გზა-კვალს,
ხეებს ვუამბობ კარგო,
ჩვენი ტრფიალის ამბავს.

დაქორწინდაო, მითხრეს,
შურთხმა დარეკა ზარი,
თითქოს ყინულად ვიქეც,
გულს დამეყარა დარდი.

მე შენს ქორწილში მოვალ,
დაგლოცავ სხვებთან ერთად,
მაგრამ რა ვუყო თვალებს,
ვერ დამალავენ სევდას.

მოსწყდება თვალებს ცრემლი,
გულს სიყვარული – არა,
დღეიდან ცალად ვივლი
და წლებიც ასე გავა.


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-12, 6:28 PM | შეტყობინება # 7
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მთის ფერდობზე ვნებიანი ქარი ყვირის,
ხერხემალში დილა ფეთქავს ვნებიანი.
ეს სიცელქე რატომაა გასაკვირი,
როცა გიყვარს სითბო, ნუშისთმებიანი...

როცა გიყვარს აპრილი და გამარტება,
და შეხება მორცხვი, შურისგებიანი,
და ნუ ითხოვ ამ სიგიჟის განმარტებას,
როცა ძარღვში ყვირის ქარი, ვნებიანი.

როცა დუმილს უკვე მწიფე კვირტი ძალავს,
და დაგაქვს მზე – ჩიტებჟღურტულხმებიანი,
ზეცამ შენი უკვდავება დამაძალა,
და აპრილი ტანთ მაცვია ვნებიანი...


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-13, 5:03 PM | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ვიცი, ერთხელ, ერთხელ მაინც გიხილავ,
ალბათ ისე არ გამწირავს ღმერთი,
გულისტკივილს გადამიქცევ სიცილად,
შეუძლებელს გავაკეთებ შენთვის.

წახვედი და ახლა უფრო მიზიდავ,
ჩემი ფიქრი ოცნების ზღვას ერთვის,
შენზე ვფიქრობ ღამითაც და დღისითაც,
სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.

მეგონა, რომ შენი გული მიცდიდა,
ჩემს სატკივარს სიყვარულით გწერდი,
არ მითხრა, რომ ახლა უკვე სხვისი ხარ,
მოგიკვდები დარდითა და სევდით.


 
თეკლათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 2:55 AM | შეტყობინება # 9
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ქალო, ქალთათვის
დუმილი
სამკაულია სულისა,
ხატია მოსიარულე
ზეციდან გადმოსულისა.
რაც მეტსა სდუმხარ,
ცეცხლს ანთებ,
უფრო ამძაფრებ სურვილსა,
ვერ დაარწყულებს ვერავინ
შენგან გაჩენილ
წყურვილსა,
არ შეუქმნია სამყაროს
წამალი ასეთ წყლულისა.

ტარიელ ხარხელაური


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 4:48 PM | შეტყობინება # 10
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მინდა რომ იყო ჩემი,
და იფერებდე მორცხვად.
თვალს გემჩნეოდეს ცრემლი,
შორს ვიქნებოდი როცა.

მინდა იწყენდე მაშინ,
თუ შემნიშნავდი წყენას.
როგორც პატარა ბავშვი,
ჩემთან იჩლექდე ენას.

ყველგან ამბობდე -,,მიყვარს,"
გყავდე გულში და გულთან.
მიძღვინიდე ლამაზ სიტყვას
და ყოველ ამოსუნთქვას.

რომ მიფიცებდე, გწამდე -
მინდა გიყვარდე ასე,
მინდა სულ გვერდით მყავდე,
სულ ჩემით იყო სავსე...

მინდა, რომ იყო ჩემი...

დათო ახლოური


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 5:03 PM | შეტყობინება # 11
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მე მეყვარები! მე მეყვარები!

მე მეყვარები ერთი წვიმის გადაღებამდე,
მე მეყვარები ბეღურების გადაფრენამდე,

მე მეყვარები მხოლოდ ქარის გადარბენამდე
და მეყვარები სიკვდილიდან - დაბადებამდე!!!

მე მეყვარები, ნაწილი ვარ სანამდე მთელი,
და ჩემი ბედის სანამ გორავს კვლავ კამათელი.

მე მეყვარები, სანამ ერთი იწვის სანთელი,
სანამ მიწაზე დაეცემა ერთი ფანტელი.

მე მეყვარები სულ უთქმელად, სულის შებერვით
და მეყვარები თავგანწირვით, თავგამეტებით.

სიყვარულისთვის სიცოცხლე მაქვს თუ განვადებით,
მე მეყვარები სიყვარულში სულის დადებით.

თუკი სიკვდილი უკან დამდევს შავი ბადებით,
მე მეყვარები სიცოცხლეში გადაბარგებით.

მე მეყვარები!!!!! მე მეყვარები!!!!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 5:37 PM | შეტყობინება # 12
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ჩემი სიყვარული

სიყვარულს ლამაზი თვალები აქვს,
მომხიბვლელია და ვნებიანი.
ასე ჯერ არავინ მყვარებია,
ის სულ ჩემია და ჩემიანი.

ზოგჯერ შეშლილივით თამამია,
უყვარს კეკლუცობაც, თამაშიც...
ჩემი სიყვარული ლამაზია,
რაღაც უცნაურად ლამაზი.

ხშირად მოწყენილი, სევდიანი
თვალებს ამარიდებს ღრუბლიანს...
ჩემი ბუტია და ეჭვიანი,
ჩემი კაპასა და ჩხუბია...

მაინც მონატრებით მეხუტება,
მომწონს უჩემობას თუ ხვდება...
უკვე მერამდენედ მებუტება,
მაგრამ ქალია და უხდება.

ჩემი სიყვარული ამაყია,
უყვარს კეკლუცობა, თამაში.
თანაც მაცდური და ლამაზია,
რაღაც უცნაურად ლამაზი...

დათო ახლოური


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 5:46 PM | შეტყობინება # 13
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სხვასთან

მოგწყინდა ალბათ და წასვლას ჩქარობ,
გამზადებული დგეხარ კარებთან,
ნუ დააყოვნებ, გაუშვი ქარო,
სხვასთან თუ ასე მიეჩქარება.

თავდახრილ ფიქრებს წარსული სტკივათ,
რა ვუყოთ, ზოგჯერ სუსტია კაცი
არ დაასველო, გაუშვი წვიმავ,
დაე, იმ სხვასთან მივიდეს მშრალი.

თუ წასვლა უნდა, რა გაეწყობა?
ნუღარ გადავღლით ზეცას ვედრებით,
ნუ იყოყმანებ, გაჰყევი გრძნობავ,
შენ ჩემთან მაინც ვერ გაჩერდები.

ალბათ გადაწყდა, რომ ასე გვევლო
და ღამეები ვათენოთ თეთრად,
ნუ გერიდება, იდინე ცრემლო,
მაინც ყოველთვის ვიქნებით ერთად.

ვანო კორძაძე


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 7:13 PM | შეტყობინება # 14
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

უკვე დამარცხდა ყინვის სარდალი,
აფეთქებული დგანან ტყემლები,
არა, არა ვარ შენთან მართალი,
ვერ შეგიმშრალე თვალზე ცრემლები.

მე გვიან მივხვდი ტირილის მიზეზს,
ახლაც ჩამესმის ქარში შენი ხმა,
დაფეთებული ფიქრებით გიმზერ
და არ მჯერა, რომ მართლა ჩემი ხარ.

ვიცი, ახლოს ხარ, სურნელი მეცნო,
შენს მონატრებას თავზე ვევლები,
მომეცი ნება, რომ ახლა შევძლო
და შეგიმშრალო კოცნით ცრემლები.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 7:26 PM | შეტყობინება # 15
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

შენ გათხოვდები,
გახდები სხვისი -
მეუღლე, დედა,
რძალი და მული,
დაგავიწყდება
როდესაც ფიცი,
უფლის წინაშე,
და სიყვარული.

ჩემი და შენი,
რომ ერქვა
ერთ დროს,
სხვას დაუმშვენებ,
სახლსა თუ ერდოს.
აჩუქებ თვალებს,
მზერას და ბაგეს,
გადაჰყრი ლექსებს
შენს სულზე ნაგებს.

გაჰყვება წუთებს,
წარსულზე ფიქრი,
მე კი ვიდგები
ტაძარში სტიქრით,
მაცხოვრის ხატთან,
დაღვრილი ლოცვად,
შენ სხვისი ცოლი
გერქმევა როცა.

ცრემლიან თვალებს,
მივაპყრობ ჯვარცამს,
და ერთგულების
დავუდებ აღთქმას.


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 9
  • 10
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz