სატრფიალო პოეზია
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:43 PM | შეტყობინება # 1 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2013-04-02, 8:46 PM | შეტყობინება # 46 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| აპრილს
ისევ მოხვედი დიდი ხნის მერე, რომ მომენატრე იცოდი ალბათ... გელოდა სული ზამთრით დაღლილი, ვიცი გეტყოდა ჩემეულ ამბავს.
რატომ მგონია რომ შენი მოსვლა, გულს დამიმშვიდებს არ ვიცი რატომ, და ნარცისების ზღვათა ღელვაში, შენ არასოდეს დამტოვებ მარტო.
აღარ ვიქნები ასე ობოლი, სულს უხარია შენი ტარება, შენა ხარ ჩემი ლექსის სტრიქონი, ჩემი უთქმელი ახმოვანება.
წინასწარ ვდარდობ, ვიცი რომ წახვალ, ზეცას შევტირი ჩუმი გოდებით, და შენეული ამაყი მზერით, მაინც თავიდან დაგელოდები.
ნანა მეფარიშვილი
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-04-03, 8:39 PM | შეტყობინება # 47 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ახლა სულ მალე შემოაღებს კარებს აპრილი. მოეფინება ნაზამთრალი სულის იარებს, გადამერევა გაზაფხულზე გიჟი გრძნობები და ჩემს სიყვარულს კიდევ უფრო აახმიანებს...
შემოვიფლითავ თეთრ სხეულზე იისფერ კაბას, მკერდს გადავუშლი ტყემლისა და ნუშის ყვავილებს და თუ არ მოხვალ, შენ იდარდე ისევე თორემ, მოსაფერებელს გაზაფხულზე მე რა დამილევს....
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-04-03, 9:47 PM | შეტყობინება # 48 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ჩემი იქნები, სხვა გზას მაინც არ დაგიტოვებ, დეკემბრის ღამეს, შეშლილივით როცა ითოვებს –
მოვალ შენთან და საპატარძლო კაბას მოგიტან, იებს გაჩუქებ ქრისტეშობის პირველ თოვლიდან...
მოგეფერები, დაგავიწყებ მართალს და მტყუანს, ხომ ოცნებობდი თეთრ კაბაზე? ვერ მეტყვი უარს.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 4:27 PM | შეტყობინება # 49 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ცოდვა
ქალი ფეხშიშველი. თვალებიც შიშველი. ბროწეულისფერი ბაგით და ღაწვებით, კაბით. მოკლე კაბით. ღმერთიც ვერ გიშველის მასთან თუ დაწვები!
ქალი სხივისფერი. თვალები - გიშერის, თმები - გაქცეული გრიგალში ნაძვები, ყელი. ხოხბის ყელი. ღმერთიც ვერ გიშველის მასთან თუ დაწვები!
ქალი მოცეკვავე მზისფერი ჩანჩქერი, მკერდი კერტებამდე კაბაზე ფენილი, ვნებით გაფერილი, ღმერთიც ვერ გიშველის მასში თუ ჩარჩები.
ქალი ანგელოსი ცოდვის პერგამენტით, ლოცვა ლჲუციფერის ამონახველები, ღამის წყვდიადივით თუ მოგიწვა გვერდით, უმალ დაითხარე თვალნი და ხელები.
ქალი ფეხშიშველი. სხეულიც შიშველი. ქალი შემოსილი გვირილით და ვარდით, ქალი მზის ჭაობი. ღმერთიც ვერ გიშველის მასში თუ ჩავარდი.
თორნიკე ნაროზაული
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 4:53 PM | შეტყობინება # 50 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
დღეს ისევ ცივი ამინდია, შფოთავს ქარიო, მოდი ავყვეთ და ერთმანეთი ავრივ - დავრიოთ. მერე გავათბოთ წვიმაცა და სველი ქუჩებიც... მოდი სიყვარულს დავუკოცნოთ ცხელი ტუჩები.
მოდი ორსული დავახვედროთ ღამე ალიონს. ამ სიყვარულის სადღეგრძელოც ერთად დავლიოთ. მერე ოცნების ციხე - კოშკი ცამდე ვაშენოთ. ყველას გავანდოთ სიყვარული სამედაშენო...
სულ ერთად ვიყოთ, სულ ამ ღამეს ვესიყვარულოთ... მოდი ერთმანეთს ვესახსოვროთ დღეს სიყვარულო.
დათო ახლოური
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 6:10 PM | შეტყობინება # 51 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
წუხელ მთელი ღამე უსაშველოდ წვიმდა, წუხელ მთვარის ცრემლი მიწამ მუცლად იღო... ისევ მარტო ვიყავ, უშენობა მწყინდა, დღეს კი გათენდა და წვიმამ გადაიღო...
ახლა აღარ წვიმს და აღარც ავდარია, თანაც დღეს ჩემს გულში სევდა არ ბატონობს. ჩემი სახლი ახლა უფლის საყდარია, რადგან დღეს ჩემთან ხარ, ჩემო ქალბატონო...
დათო ახლოური
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 6:13 PM | შეტყობინება # 52 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მომენატრები
მომენატრები, უსაშველოდ მომენატრები, – არაფერია - ვიტყვი თუკი შემნიშნეს ცრემლი. დღეს ჩემს სიხარულს ხვალ ტკივილად მოემატები, შენს ღიმილს ვეღარ აირეკლავს ღიმილი ჩემი.
ვეღარ ვისწავლი მარტოობის წლებთან შეჩვევას და ყოველ ღამე გამოვყვები სიზმრებს შენთან მე... არ დამიღონდე უშენობა თუ შემემჩნევა და ეს ცრემლები გულიდან თუ ამოხეთქავენ.
დათო ახლოური
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 6:21 PM | შეტყობინება # 53 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ხმაურობს სისხლი ზღვარწაშლილი
ხმაურობს სისხლი ზღვარწაშლილი და ამღვრეული, ცხელმა ტალღებმა ბაგეები ურცხვად ალეწეს და ჩემი სუნთქვით დაორთქლილი შენი სხეული ათრთოლებული მისცემია ვნების სარეცელს...
ხმაურობს სისხლი, სისხლი ცხელი და ამღვრეული, ხორბლისფერ ძუძუს დაგიეკლავს ვნების თარეში... ამ ერთ ღამეში დაქალდება შენი სხეული და მთელ სიცოცხლეს გისახსოვრებ ამ ერთ ღამეში...
დათო ახლოური
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 6:24 PM | შეტყობინება # 54 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| არ ვუყვარვარო
არ ვუყვარვარო - აიბზუა მოწყენით ტუჩი... არ ვუყვარვარო - მთელ ქვეყანას ჭორი მოჰფინა... თურმე ნუ იტყვით - გვირილები ვაჩუქე გუშინ და ყველაფერი გვირილების ბრალი ყოფილა...
არ უყვარხარო - გადარია მათმა უარმა; - აი, დარდიო - გვირილებსაც შემოუტია... აღარც მე მისმენს, - მომშორდიო, შე მატყუარა... ჰმ... რა საძაგელია და როგორ ბუტია!
დათო ახლოური
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 6:32 PM | შეტყობინება # 55 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| თავსხმა წვიმაში გალუმპულა
თავსხმა წვიმაში გალუმპულა მეზობლის გოგო, ეალერსება სველი კაბა შიშველ თეძოებს. ამ ნიაღვარში, ამ თავსხმაში არ ვიცი როგორ, მაგრამ ვხედავ, რომ მოსდებია ცეცხლი ეზოებს...
მას კი რომ ჰკითხო: დასდგომიათ მეზობლებს თვალი, არც წვიმა სურს და არც მზის სხივი ახლა უჩემოდ... თავსხმა წვიმაში გალუმპულა პატარა ქალი, რომ გამიცივდეს რაღა ვუყო, რაღა ვუშველო?!
დათო ახლოური
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 6:54 PM | შეტყობინება # 56 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
გუშინ შენზე ვსაუბრობდი შემოდგომის წვიმებთან. ვუამბე, რომ ჩემი ხარ და საყვარელი ვინმე ხარ...
წვიმას იქნებ არ ეჯერა შენზე რომ ვოცნებობდი, მაგრამ, იქ რომ ყოფილიყავ, შემომეკოცნებოდი.
სახეს აგიფერმკრთალებდა ეგ ქალური სიმორცხვე... იცი? - გუშინ ღვთისმშობელთან სიყვარულზე ვილოცე.
გუშინ ხატებს შევავედრე ოცნებების ზედაშე, მერე წვიმის წვეთად შევრჩით იმ სველ ქუჩებს მე და შენ...
გუშინ შენზე ვსაუბრობდი მთელი ღამე ხატებთან, არ მეძინა და ეს დილა შენზე ფიქრში გათენდა...
დ.ა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 6:57 PM | შეტყობინება # 57 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| სიყვარულს ლამაზი თვალები აქვს
სიყვარულს ლამაზი თვალები აქვს, მომხიბვლელია და ვნებიანი. ასე ჯერ არავინ მყვარებია, ის სულ ჩემია და ჩემიანი.
ზოგჯერ შეშლილივით თამამია, უყვარს კეკლუცობაც, თამაშიც... ჩემი სიყვარული ლამაზია, რაღაც უცნაურად ლამაზი.
ხშირად მოწყენილი, სევდიანი თვალებს ამარიდებს ღრუბლიანს... ჩემი ბუტია და ეჭვიანი, ჩემი კაპასა და ჩხუბია...
მაინც მონატრებით მეხუტება, მომწონს უჩემობას თუ ხვდება... უკვე მერამდენედ მებუტება, მაგრამ ქალია და უხდება.
ჩემი სიყვარული ამაყია, უყვარს კეკლუცობა, თამაში. თანაც მაცდური და ლამაზია, რაღაც უცნაურად ლამაზი...
დათო ახლოური
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-04-05, 8:15 PM | შეტყობინება # 58 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ნაბიჯი ნელი... გამომწვევი, როგორც მაისი... დეკოლტე გეცვა, მაგ თვალებზე უფრო უძირო. სულის სარკეში სამკაულად ვნება აისხი, მე ხომ კაცი ვარ, როგორ მომთხოვ, რომ არ ვუმზირო!
შენში აცოცხლე გაზაფხულის გამოკვირტება, გაღვიძებულზე გულში იღვრი სისხამ ალიონს. სისხლი ადუღდა... თუ კი გეტყვი, გაგიკვირდება, მაგრამ კაცი ვარ, როგორ მომთხოვ, რომ არ დავლიო!
როცა ჩუმდები და ფიქრდები, მაგ თვალებს ხომ სურს, ყველა სანთელი მის წიაღში გრძნობად დაღვენთოს. ქარებს მოჰგავხარ, წყნარ ამინდში უეცრად მოსულს, მე კი კაცი ვარ, როგორ მომთხოვ, არ გაგაღმერთო!
შენში სულდგმულობს ნეფერტიტი, ქალღმერთი დალი! მე ლექსს გიკითხავ, ხან პოემებს ნაწყვეტ და ნაწყვეტ... შენ ხომ ქალი ხარ, მკერდთან ახლოს გამშვენებს ხალი და მე კი კაცი, თან პოეტი... ამიტომ ჩავწვეთ...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: შაბათი, 2013-04-06, 11:37 PM | შეტყობინება # 59 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ერთი ქალი შემიყვარდა
ერთი ქალი შემიყვარდა, ქალი, ხოხბისკისერა. როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი, მიპასუხა: - ისე, რა! გული წალკოტს დაემგვანა, ნარწყავსა და ნაბარავს. გულს ჩავძახე: - შემიყვარებს? ამომძახა: -აბა რა!. ერთი ქალის სიყვარულმა გული გადამისერა, მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს? მიპასუხა: -ისე, რა!.. მთვარემ გული გამიტეხა, დავრჩი ბედის ამარა, ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს? მიპასუხა: - აბა რა?! მე მიყვარდა, იმან კიდევ გული არ მომაბარა... მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ? ვუპასუხე: - დავფიქრდები... ან გავწირავ, ან არა!..
გენრი დოლიძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-04-10, 5:14 PM | შეტყობინება # 60 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| გაზაფხულს...
გაზაფხულის მანდილს შემოვიხვევ მკერდზე. იასამნის ფიქრებს შემიმოსავს ქარი. აპრილისფერ გრძნობით, მძივს ავასხამ ცრემლზე. გულწრფელ ამბორს გიძღვნით სიყვარულით მთვრალი.
შეარხია ნამმა ოცნებების ტოტი... სურნელებამ სითბო დამახვედრა კართან, აირია დარი, დააყენა შფოთი, ლოდინს აპრილური ოცნებები ახლდა.
გაზაფხულდა, ხეთა-შემეყარა გრძნობა, გულმა იასამნებს გაუმხილა ფიქრი, მომენატრა სულთან ყვავილების თოვა... გადავფურცლე ისევ სიყვარულის წიგნი.
ნინო მაჭავარიანი
|
|
| |
|