სატრფიალო პოეზია
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:43 PM | შეტყობინება # 1 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2013-03-26, 5:27 PM | შეტყობინება # 31 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| უშენოდ აწვიმთ გვირილებს
გვირილებს ისევ უშენოდ აწვიმთ, როგორ არ მინდა, კიდევ რომ წვიმდეს, და როგორც ადრე, ახლაც ჩემს თვალწინ უტყვი დღეები ერთმანეთს მისდევს.
ახალ დღეს ისევ მოჰყვება წვიმა და ყველა წვეთი შენს თავს მახსენებს, ვერაფერს ვერ ვცვლი, ისე ვით წინათ მე და გვირილებს დარდი გვასველებს.
აწი არასდროს არ დავწერ ლექსებს, ვფიქრობ და წერას ვიწყებ მაშინვე, არ მინდა, სიტყვა სასჯელად მექცეს და საკუთარ სულს თვითონ ვაშიშვლებ.
შენს მონატრებას გულდაგულ ვკემსავ, მე შენს გარეშე მუდამ ჩრდილი ვარ, მგონი, ერთიც ვერ დავწერე ლექსი, რომ არ გკოცნიდეთ შენ და გვირილას.
ჩემი ტკივილი ზეცას გავანდე და სამადლობელს წინასწარ ვწირავ... მე და გვირილებს, როგორც აქამდე ისევ უშენოდ გვასველებს წვიმა...
ვანო კორძაძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2013-03-26, 8:22 PM | შეტყობინება # 32 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ჩემთვის ეს სიყვარულია, შენთვის კი აბა,რა ვიცი, გახედე, გაზაფხულია... მეც ჭრელა- ჭრულა ჩავიცვი.
ჩემთვის ეს სიყვარულია, მარტი, აპრილი, მაისი, გულს შენსკენ მოუხარია, სხვა ყველაფერი დაიცდის.
ჩემთვის ეს სიყვარულია, შენთვის კი... აბა,რა ვიცი, გინდა? შენს გულში დამტოვე, თუ არა, მაშინ გამიშვი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2013-03-26, 8:25 PM | შეტყობინება # 33 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
უამინდობით ავადობს, თოვლს იმედი აქვს რის? სულში ხალისი ნავარდობს, ცოტა ტკივილი ცრის.
კლდეებს ნისლები გალახავს თეთრი აცვია ფხოვს... რა მწყინს? – შენ ჩემთან არა ხარ, რა მიხარია? – თოვს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2013-03-26, 8:29 PM | შეტყობინება # 34 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
შენ, – სულ დიადი გაქვს მიზნები, ცხოვრებას ერევი უბადლოდ. მე, – თუკი არ გამოვიცვლები, უხეირო ვარ და... უმადლო.
შენ, – არც არაფერი გეშლება, სუფრაზეც მუდამ ხარ თამადა... და ცოლიც ჯანმრთელი შეგფერის, მე, – ლიტერატურით ავად ვარ...
შენ, – გრძელი ფეხების ფანი ხარ, ეკრანზეც გეტრფიან ქალები, ვაჟკაცურს, მდიდარს და ნახიშტარს, ჭკვიანს და საომრად ალესილს...
მე, – ჩემი უძირო თვალებით, მითხარი, რას გარგებ, რას მოგცემ, შენ, ჩემი ფიქრები გაცინებს.. მე, – ლიტერატურა მაოცებს...
რატომ ამირჩიე არ ვიცი, ჩემთვის გაიმეტე ცის კიდე.... მე ლიტერატურა მტკივა და შენ... ბიბლიოთეკა მიყიდე.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2013-03-26, 8:52 PM | შეტყობინება # 35 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
თვალებს ნუ დახრი უნდა ჩაგხედო, უნდა ვიპოვო სევდის იარა, ნუთუ შენ მართლაც ისე გიყვარდი, როგორც ჩემამდე ხმებმა იარა.
უნდა ვიპოვნო ის მონატრება შენ რომ თვალები დაგიწყლიანა, უნდა ჩაგხედო ლამაზ თვალებში და მოგიშუშო ყველა იარა.....
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2013-03-26, 9:06 PM | შეტყობინება # 36 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
სევდა და დარდი დღეებს მიმძიმებს და მაინც, მზეს და ღიმილს გადარებ, მე მოვალ შენთან, როცა იწვიმებს, აგიყვან ხელში, ისე გატარებ...
მე ვგავარ, მარტოდ დარჩენილ ფოთოლს, თვალებს რომ ცისკენ, ზემოთ აპარებს, მე მოვალ შენთან, როდესაც მოთოვს და ფიქრებს, საბნად გადაგაფარებ.
უშენოდ, ზამთრის სიცივით მცივა, გავდივარ დროის, აღმართ - დაღმართებს, მე მოვალ შენთან ზაფხულის წვიმად, და შენთან ერთად, ღამეს გავათევ...
როგორც ნაცნობი, ძველი მისანი ავაფერადებ ზეცის ნაპირებს, მე მოვალ შენთან, ოღონდ მითხარი, გამოზამთრებას თუ დააპირებ...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-03-28, 4:26 PM | შეტყობინება # 37 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ჩემი ჭაღარა მინდა გიყვარდეს, შემოჩვეული თმებში მალულად, აწი იქნებ და ვერ გავიღიმო, ისე ნაზად და ისე ქალურად -
როგორც წლების წინ გამოხედვაში ხტოდნენ, ანცობდნენ ცელქი ჭინკები, ვერ აგისრულო ეგებ ბევრი და ამიტომ ბევრსაც ვეღარ გპირდები.
ჩემი ნაოჭი მინდა გიყვარდეს, თვალების ქვეშ, რომ ხაზავს რვიანებს, ვერ ამიტაცებ ხელში აწი და ჰაერშიც ვეღარ დამატრიალებ...
რა ვუყოთ მერე, ჩვენ არ ვიდარდოთ, ჩვენს ნაცვლად დარდი ზიდონ ფიქრებმა, ჩემი დამჭკნარი პეშვიდან წყალი ისევ ისეთი ტკბილი იქნება.
და მინავლული ცეცხლიც გამათბობს, შენი თვალების ნაპირებიდან, და მე გავზომავ მანძილს ყოველთვის ასრულებამდე - დაპირებიდან!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-03-28, 7:23 PM | შეტყობინება # 38 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ტაძარში ხატის წინ სანთელი დნებოდა, ვაჟი მუხლმოყრილი ღმერთს ევედრებოდა: "წმინდაო მარიამ მარტო ნუ დამტოვებ, ჩემს პირველ სიყვარულს აცადე, ადროვე". სანთელი დნებოდა, გოგო კი კვდებოდა... ვაჟი კი ამაოდ ღმერთს ევედრებოდა..
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-03-28, 8:15 PM | შეტყობინება # 39 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ღმერთმა შექმნა ქალისა და სილამაზის ერთობა
ქალი როცა იქმნებოდა, ერთი რამე ხდებოდა, სილამაზე არსებობდა და ვერავინ ხვდებოდა.
ქალთან ერთად სილამაზე, ყველაფერში ჩნდებოდა, როცა ქალი არსად ჩანდა, სილამაზეც ქრებოდა.
ბუნებისგან, ალბათ ყველა, ამას ელოდებოდა, სილამაზის ეტალონი ქალი რომ გახდებოდა.
სადაც სილამაზე ჭვრეტდა, ქალი იცქირებოდა, ლამაზ ღიმილს ვინმე ჰქმნიდა? ქალი იღიმებოდა!
სულ ყველა ქალს სილამაზე, თავის ეშხი ეტყობა და ეს ეშხი ქვეყანაზე არც ერთ ქალს არ ეთმობა.
მინდა ქვეყნად ვაღიარო, რომ გამიჩნდა ეს გრძნობა, ღმერთმა შექმნა ქალისა და სილამაზის ერთობა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-29, 4:16 PM | შეტყობინება # 40 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-29, 5:09 PM | შეტყობინება # 41 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| გთხოვ არვის უთხრა...
შევწყვიტე დარდი, უკვე ვიცი, სადღაც დადიხარ, ჩემო, გრძნობების ამონთებავ უთვალავ ფერით, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ხსნა და ლექსის მადლი ხარ, შენით ვიღამებ, შენით ვსუნთქავ, ვითენებ შენით.
და მოვუხადე უშენობას უკვე ბოდიში, შემოვიხვიე იმედების თეთრი მანდილი, ხვალ უკვე ძალას შევიფერებ და შენს ლოდინში, ჩემი ლექსებიც გახდებიან უფრო ნამდვილი.
ვიცი არსებობ, ვიცი რომ ხარ, სადღაც სუნთქავხარ, თუ ეს ლოდინი წამებაა, ამასაც დავძლევ, გულსა და გრძნობებს ისე სჭირხარ, ისე უყვარხარ, ბოლო რომ მქონდეს, იმ სუნთქვასაც ალალად გაძლევ.
არ დამეღალო გათენებავ, ახლა მჭირდები, თითქმის მოვქარგე ოცნებების ცხელი მანტია, თვალებში სითბოდ აგენთები ამას გპირდები, შენს წრფელ თვალებში, სიზმრებში რომ დამიხატია.
შევწყვიტე ფიქრიც, დღეს უბრალოდ დავიწყე დათვლა, ნატვრებად გძერწავ გულის გულში შვებად მიმყავხარ, და ყელგაწვდილი გეხვეწები არვისთან გამთქვა, სუნთქვაშეკრულიც რომ მაცოცხლებ, ისე მიყვარხარ.
ნანა მეფარიშვილი
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-29, 9:03 PM | შეტყობინება # 42 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| სიყვარული ყველასია
სიყვარული განა მარტო ადამის და ევასია, სიყვარული ჩვენიც არის, სიყვარული ყველასია.
სიყვარული ყველასია, სიყვარული ზიარია, თუ კი გიყვარს წვიმიანი დღეებიც კი მზიანია.
გიყვარს? სული დაიმშვიდე, ნუ იქნები ეჭვიანი, სიყვარული ქვეყანაზე უდიდესი ნიჭი არის.
სიყვარული როდი გვკითხავს რა გვხურავს და რა გვაცვია, სიყვარულმა აგვაშენა, სიყვარულმა დაგვანგრია.
ხან მოსისხლე მტერი არის, ხანაც სისხლით ნათესავი, იმედივით მოკლე არის, უსასრულო ნატვრასავით.
როცა უნდა დააღამებს, ხან ძველია, ხან ახალი, ჩვენი დამბადებელია, ბოლოს ჩვენი დამმარხავი.
სიყვარული მდინარეა, სიყვარული მორევია, ფეხზე ვეღარ წამომდგარა ვისაც ერთხელ მორევია.
მორევია, მაგრამ მაინც უსაშველოდ უხარია, სიყვარული მქუხარეა, მაგრამ ზოგჯერ მწუხარეა.
სიყვარული ჭოროხია, სიყვარული რიონია, სიყვარული სიცოცხლეა და სიცოცხლის მირონია.
სიყვარული განა მარტო რამინის და ვისის არის, ვინაც შეყვარებულია, ეს ქვეყანა მისი არის.
და თუ ზოგჯერ სიყვარული, სიყვარულზე მეტი არის, მაშინ იგი ერთი არის, და ის ერთი ღმერთი არის.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-04-01, 6:53 PM | შეტყობინება # 43 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| შინდი
დაიგრუხუნა... კანკალებს შინდი, ელავს, ყვავილებს ასკდება თქეში, მე გიწერ ლექსებს და მარტზე ვყიდი, რომ გაზაფხული ჩაგაწნა თმებში.
ადრე გაზაფხულს უხდება წვიმა, როგორც შენს ტუჩებს გაბუტვის კვალი, შინდის გაწუწულ ყვავილებს სცივათ და მაინც შენზე უჭირავთ თვალი.
ანცი მარტი კი ხალისისთ მიდის, უკვე არავის აწუხებს თქეში, სველი ღიმილით თვალს მიკრავს შინდი, შენი ხელი რომ მიჭირავს ხელში.
ვანო კორძაძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2013-04-02, 6:13 PM | შეტყობინება # 44 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
შენებური დღეების დაპირების მსხვერპლი ვარ, თითქოს სულის სიღრმესაც გასჩენია ეჭვები, როგორ ვიყო უშენოდ როცა ასე ჩემი ხარ... როცა ასე დაღლილიც ვერაფრით ვერ გელევი. ასე გადის დღეები... იმედებით სავსე და ყოველი დღეც იწყება ბანალური ბგერებით...
უსიცოცხლო სიცოცხლის არ საჭირო მტვერი ვარ, როცა ჩემი სურვილით უშენობას ვნებდები. როგორ ვიყო უშენოდ როცა ასე ჩემი ხარ... როცა ასე დაღლილიც ...ყველაფრისგან... შენი ვარ!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2013-04-02, 6:36 PM | შეტყობინება # 45 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| დამელოდე
დამელოდე, მოვალ, როცა გაზაფხული მოვა და მოგიტან ყვავილების აურაცხელ გროვას...
ყველა ველებს შენ გაჩუქებ, ყველა ვარდის ბაღებს, ჰო, მოგიტან სიხალისეს სიყვარულს რომ ბადებს...
მოვალ წვიმად, მოვალ ქარად, მოვალ ქარიშხალად, მაგ თხელ კაბას შემოგახევ, გადაგაქცევ ქალად...
მოგიტაცებ შენ თავს ვფიცავ, არ დაგიწყებ ლოდინს, და გაგიშლი თერგის პირას ყვავილების ლოგინს...
თავქვეშ მთვარეს ამოგიდებ, ღრუბელს მოგცემ საბნად, მერე თუნდაც წამოვიდეს ღვარცოფი და თავსხმა...
ატყდეს თუნდაც მეხთატეხა და მსოფლიოს ამცნოს– ყველას, ყველას ქვეყანაზე უცნობსა თუ ნაცნობს,
რომ ჩვენია ეს სამყარო სიყვარულით მთვრალი, რომ მიგვიძღვის ამ ცოდვაში ერთნაირად ბრალი...
ცხრა თვის შემდეგ გაგვიჩნდება, რა გგონია ვინა? ქარიშხალი, ჰო, ნამდვილი, თუმცა პაწაწინა!!!
|
|
| |
|