პარასკევი, 2025-06-27, 9:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 9
  • 10
  • »
სატრფიალო პოეზია
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:43 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 10:34 PM | შეტყობინება # 16
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

გთხოვ მაპატიე შენს ცხოვრებას თუ ვერ მოვუხდი,
საოცარია, უჩემოდაც გიღიმის სახე...
ვინც გათენებას დაგიმშვენებს ქედსაც მოვუხრი,
იცოდეს ღმერთმა, ბედნიერი მსურდა მენახე.

გთხოვ მაპატიე, ვერ დაგატყვე საჩემო ეშხი
და სიყვარულში წაგებული ვანარცხებ ფარ-ხმალს,
ვერ მოგიკალი წყურვილები პატარა პეშვით,
გლოცავ, იქ წადი, სადაც ნამდვილ სიყვარულს ნახავ...


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-18, 9:07 PM | შეტყობინება # 17
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს,
როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ…
ვიშენებ ლექსებს, როგორც ტკბილ ბუნაგს,
როგორც მტკიცე და მზიან ბარაკონს,
და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს,
პირველი შენ ხარ, ულაპარაკოდ...


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-18, 9:13 PM | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ტკივილიანო სიყვარულო, ჭაღარა თმებით,
კარგა ხანია, რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით,
უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,
სწორედ ამიტომ არავინ იცის მე და შენს გარდა.

თუ რა ტკბილია და რა მწარე ყველა შეხვედრა,
ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა,
როცა შენთან ვარ მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი,
ხმამაღლა ვერა მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერნი.

მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს, სხვაგვარი ეშხი,
ამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში,
რა ოცნებებით შევცქერით ცას, რა გარინდებით,
თუმცა კი ვიცით რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით.

და მაინც ჩემო, არ ვნანობ რომ ეს ასე მოხდა.
ჰო, წუხელ მართლა, რა საოცრად, რა თეთრად თოვდა...


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-19, 10:28 PM | შეტყობინება # 19
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ...
წავიდეთ ტბის პირას ქოხი მაქვს დაწნული,
ბარათით ვაუწყოთ გაპარვა დედაშენს:
''ტყის პრინცზე გათხოვდა, დე, შენი ქალწული...''

დღეები გავლიოთ კოცნით და ალერსით,
ჩემს სხეულს ჩაგაცმევ, სიო ჰქრის მაისის,
შენს გულის სიღრმეში შემოვალ ამ ლექსით,
დრო არის ვარსკვლავთა ცქერის და ჩაის სმის...

მზეს აღარ დაასწრო ყოველდღე ადგომა...
ნუ ჩრდილავ, ხანდახან აცადე ანათოს!..
ბუნება ყოველდღე ზეიმობს აღდგომას,
სადაც შენ ფეხს ადგამ, იმ ადგილს არ ათოვს...

საწოლის მაგივრად ღრუბლებზე ვიძინოთ,
ჩვენ ორნი ვიქნებით ჯადოსნურ ღამეში...
და პირველ კოცნაზე დილამდე ვიცინოთ...
ჰო, შევცდი... იმ ღამეს არ უნდა გამეშვი!

ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ...
საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში, გვეყო რა...
ბარათით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს:
''დე, მალე ჩამოდი ტყუპები მეყოლა...''

კოკიჩა


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-20, 1:19 AM | შეტყობინება # 20
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მე მოვალ შენთან, ვით გაზაფხული,
ჩამოგაშორებ გულიდან ყინვას.
მე მოვალ შენთან, ვით ანცი სიო,
რომ სიყვარულზე რაიმე გითხრა.

გზა თუ ამებნა შენსკენ სავალი,
სიზმარში მაინც უთუოდ გნახავ.
მე დაგიტოვებ ბაგეზე ამბორს
და ფეხაკრეფით, უჩუმრად წავალ...

თუ მოგენატროს ჩემთან ალერსი,
ჩემი თვალები თუ გაგახსენდა,
მე, ყვავილების თეთრი ბილიკით,
თვით სიყვარული მომიყვანს შენთან.

და როცა მოვალ, ვით გაზაფხული,
კრძალვით შემოვხსნი შენს სულში კარებს,
მე მოვალ შენთან ისე უჩუმრად,
რომ, გაოცებით მომაპყრობ თვალებს.

გადაგავიწყებ ყოველგვარ წყენას
და დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს.
მე შეგიყვარებ ისე ძლიერად,
რომ შეშურდებათ შენი სხვა კაცებს.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-20, 1:33 AM | შეტყობინება # 21
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

წამო, წავიდეთ,
გავერიდოთ
მოწყენილ ქალაქს...
ფშაველი ვარ და
შენც ფშაველი
იყავი, ქალავ...

წავიდეთ, ვნახოთ
ნისლების ჯგრო
მთებზე გაშლილი,
გზას დაგვილოცავს
ჩემი
ლუკა რაზიკაშვილი...

წავიდეთ ქალავ,
ხოშარაში
დავდგათ კარავი,
მე და შენ ვიყოთ,
მე და შენ და
მეტი არავინ...

მზისა და მთვარის
სწორფრობაზე
ვიუბნოთ რამე,
მთების ჩურჩულში გავათიოთ
ფშაური ღამე...

რა უჭირს -
დილით გაგვაღვიძოს
ირმის ყვირილმა...
იცი? - იქ ბევრი იაა და
ბევრი გვირილა,

სულ შენ გაჩუქებ,
რაც ყვავილი იქნება მთებში,
დავკრიფოთ მერე და
გვირილებს ჩაგიწნავ თმებში...

წამო, წავიდეთ,
გავერიდოთ მოწყენილ ქალაქს,
ფშაველი ვარ და
შენც ფშაველი იყავი ქალავ.

დათო ახლოური


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-22, 2:09 AM | შეტყობინება # 22
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ტანგო

ყველაფერი შეიძლება შთანთქოს,
ყველაფერი, ყველაფერი რიტმმა...
ქალბატონო, იქნებ ნება დამრთოთ,
მოგეხვიოთ, ისე, როგორც მინდა...

ნუ გახედავთ მოცეკვავე წყვილებს,
მე მიმზირეთ და ჩემს თვალებს ენდეთ,
ჩაგჩურჩულებთ ულამაზეს სიტყვებს,
მხოლოდ თუკი შევაწებებთ მკერდებს...

იმედია, ჯერ არავინ გიყვართ,
ნუ იმკაცრებთ, ნუ მარიდებთ თვალებს,
მაგ თვალებმა რაც არ უნდა მითხრან,
ტუჩის კუთხე უეჭველად გაგცემთ...

გაგეღიმათ, აი, ხედავთ, თურმე,
სულ არა ხართ, სულ არა ხართ მკაცრი,
იცით, მე თქვენს გულისცემას ვუსმენ,
აი, ნახეთ როგორ გიცემთ ძარღვი...

ახლა აქეთ გაგვიტაცებს ქარი,
არ შეშინდეთ, მომყევით და მენდეთ,
მხარზე ფრთხილად გადამხვიეთ მკვლავი,
ასე, უნდა დავბზრიალდეთ შემდეგ!

ცოტა ჩუმად, ნუ კისკისებთ ასე,
ყველას ჩვენსკენ გამოექცა თვალი,
რა მკერდი გაქვთ, მთვარესავით სავსე,
ვცეკვავ თქვენი სურნელებით მთვრალი...

არ გაჩუმდეს, არ გაჩუმდეს, ნეტა,
ეს მუსიკა, ტალღებივით ჩქარი,
არ გეწყინოთ, კოცნას გაგიბედავთ,
ოღონდ, უნდა მოიხედოთ წამით!!!

თამაზ მეტრეველი


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-22, 2:11 AM | შეტყობინება # 23
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-22, 2:16 AM | შეტყობინება # 24
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შენ და გაზაფხული

შენი ჭრელი კაბა,
მისი შარი-შური,
არსაიდან ხმა და
არსით ჩამი - ჩუმი.

მოვარდნილი ქარი,
ყვავილები ტყემლის,
მთავრესავით ქალო,
გაღიმება გშვენის.

აფეთქებულ მკერდზე,
გეფერება სიო,
მოაქანებ ჩანთას,
თითქოს არ იციო.

ვით გიხდება ფერთა,
ძალა არნახული,
მოდიოდით ერთად,
შენ და გაზაფხული.

ნანა მეფარიშვილი


 
თეკლათარიღი: პარასკევი, 2013-03-22, 5:14 PM | შეტყობინება # 25
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩემი ფიქრი ხარ

შენ ხარ ის ფიქრი თავზე რომ მადგას,
შენ ხარ ის დარდი, გულზე რომ მაწევს,
შენ ხარ ის გრძნობა, რომელიც მტანჯავს
და მუდამ სევდის აკვანში მარწევს.

შენ ხარ ის მთვარე, ღამე რომ ჩნდება,
მაღლიდან ჩუმად რომ მითვალთვალებს,
შენ ხარ ვარსკვლავი, რომელიც მაკრთობს
და ღამღამობით სდარაჯობს თვალებს.

შენ ის წყარო ხარ, გულს რომ მიგრილებს,
ხან ყინული ხარ, სულს რომ მიცივებს,
ხან კი გაქვს მზერა – დაუნდობელი,
გული ვერ უძლებს ამდენ სიცივეს.

ხან კი წვიმა ხარ, მე რომ ზედ მაწვიმს,
ჩუმად მასველებს და ამატირებს,
ხან კი თოვლი ხარ, თმებზე რომ მათოვს
და ჩემი დარდი სულ არ ატირებს...

შენ ის ვარდი ხარ უწყლოდ რომ სჭკნება
და მომავალი სულ არ აფიქრებს,
ის ყვავილი ხარ, მარტო რომ მოსთქვამს
და მისი ბედი მეც რომ მაფიქრებს.

ან იქნებ არც ხარ – საერთოდ არსად
და მე შეგქმენი ჩემს ოცნებაში,
ოცნებით მაინც ვიქნები შენთან
თუ ვერ ვიქნები შენს ცხოვრებაში.


 
თეკლათარიღი: პარასკევი, 2013-03-22, 5:19 PM | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მერე რა, რომ...

მერე რა, რომ უშენობით დავიღალე,
სიგიჟემდე მენატრები ისევ,
მერე რა, რომ მარტს გადარებთ ხოლმე ქალებს,
მე შენს ხმაში ხშირად აპრილს ვისმენ.

მერე რა, რომ მარტო ვარ და გელოდები
და შენს გარდა ვერავისზე ვფიქრობ,
გადაფიფქულ დეკემბერში თუკი ვთბები,
მგონია, რომ შენ გეხები თითქოს.

ნუ იფიქრებ, ამის გამო რამეს ვნანობ,
ერთად მოდის ცუდიცა და კარგიც,
გინდ ათასჯერ მიმატოვო, მერე რა, რომ
ათასერთჯერ მეყვარები მაინც...

ვანო კორძაძე


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-25, 1:29 AM | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თქვენ ქალბატონო

რა ფერმკრთალი ხართ ქალბატონო, გიკრთით ტუჩები,
ნაძალადევი ეგ ღიმილი, ვერ მალავს სევდას...
გადამიშალეთ თქვენი გული, ნუ მეურჩებით,
ეგ სილამაზეც, ვერ დამიხშობს სიმართლის ხედვას.

თქვენს ნატიფ თითებს შეაცივდა სათქმელი სითბო,
რა პატარაა, ეს სამყარო სიყვარულისთვის...
თქვენ ქალბატონო, მეოცნებე გოგონას ითხოვთ,
ჭრელ–ჭრულა კაბას, რომ იკერავს გაზაფხულისთვის.

გრძელ წამწამებზე შეგამჩნიეთ, ისევ სისველე,
რა უხერხულად შეგეშმუშნათ ფრთები ოცნების,
ახლა ღამეა, და თქვენ მთვარის შუქზე ისვენებთ,
შეგრჩათ მიმიკა, გაკვირვების და გაოცების.

როგორ იგონებთ ქალბატონო ამდენ იმედებს,
და გვირილების თაიგულად შეკრული დაგაქვთ,
შეიყვარებთ და სუყველაფერს მისთვის იმეტებთ,
თქვენ ქალბატონო, დაღონების მიზეზი რა გაქვთ???..

ასწიეთ თავი, თუმც დახრილიც ძალზედ გიხდებათ,
თქვენ ჭურჭელი, ხართ სიყვარულით ამოსავსები.
გულში ნადები ოცნებები თუ აგიხდებათ,
ბნელ ღამეებში მზის ნათებას დაემგავსებით.

მთვარეც თქვენსავით გაფერმკრთალდა, დახარა მზერა,
ეს ვარსკვლავებიც ღილებივით სწყდებიან აისს,
თქვენ ქალბატონო, კვლავ აპრილის ხუმრობა გჯერათ,
და ჭრელი კაბით ელოდებით ახდენილ მაისს.

ნანა მეფარიშვილი


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-25, 6:50 PM | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ვიყავით ერთად წვიმით თუ ქარით,
თოვლით და ყინვით ვიყავით ერთად,
მიყვარდი თოვლში, გულში და გარეთ
ჩვენ შემოდგომა გვინდოდა ღმერთად.

გვინდოდა შვილი, ქოხი და დაღლა...
ვან გოგის ქოხი გვინდოდა როცა.
მთვარე გვქონოდა ჭაღივით მაღლა
და როიალზე დაეკრა მოცარტს.

დაეკრა შოპენს და ცისფერ ლოგოს...
ვუძლებდით შარშან მძვინვარე გრიგალს,
რენუარივით გხატავდი გოგო,
დიდხანს გხატავდი მოლბერტზე, დიდხანს.

და გუშინ ღამით ეს ქვები როხი,
სულ ჩამოლეწა მოვარდნილ სეტყვამ
და სამუდამოდ დაიქცა ქოხი,
ქოხი რომელსაც ოცნება ერქვა.

ვიყავით ერთად წვიმით თუ ქარით,
თოვლით და ყინვით ვიყავით ერთად,
მიყვარდი თოვლში, გულში და გარეთ
ჩვენ შემოდგომა გვინდოდა ღმერთად.

სანდრე ლაზი პელაზგელი


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-25, 8:58 PM | შეტყობინება # 29
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ბროწეულის ყვავილმა მოიღერა ლამაზი ყელი
და აეფაკლა უმალ ღაწვები...
ანცი ქირქილი წამოიწყეს
ატმის ხეებმა,
და შურით გასკდნენ
მწვანე ნაძვები.
ამის შემყურე ალუჩებმა
თავი დაკარგეს
და უსირცხვილოდ გაიხადეს
თეთრი კაბები,
ნეტავ, პეპელავ, სატრფო თუ გყავს
არ ეწყინება?
ბროწლის ყვავილზე
სისხამ დილით
ჩუმად დაძვრები...


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-25, 9:06 PM | შეტყობინება # 30
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მომენატრები და ჯიუტად დაგიცდი მაინც...

მომენატრები და ჯიუტად დაგიცდი მაინც,
მხრებზე მოვისხავ მოლოდინით სევდის მანტიას.
ფიქრებით ჩუმად, მარცვალ-მარცვალ დავმარცვლავ დღეებს,
დადგა აპრილი, თუ ჯერ ისევ შლეგი მარტია?!...

ვგრძნობ მონატრება, როგორ ალღობს თითებით ყინულს,
შემომეპარა, ჩამეღვარა სხეულში სითბოდ.
ყოველი წუთი საუკუნედ მომეჩვენება,
თვალები გეძებს, გული უხმოდ გეძახის, გიხმობს.

მომენატრები სიგიჟემდე მომენატრები,
ფრჩხილებით დავხევ ამ საძულველ დუმილის ფარდას,
მე მოვალ შენთან, მოლოდინით დაღლილი ქალი,
თავს შეგახსენებ, აღარ მინდა ჯიუტად დაცდა!

მომენატრები, მივაშურებ ქათქათა ფურცელს
და მას მივანდობ ჩემი სულის უსაზღვრო სევდას,
შენი აჩრდილი გაიელვებს სულ რაღაც წამით,
ვით გაზაფხულზე მოელვარე მქუხარე ელვა.

მომენატრები და ჯიუტად დაგიცდი მაინც,
ვეღარ გავბედავ შენთან მოსვლას, ვიქნები ჩუმად...
თვალებში ისევ ჩამოწვება ღრუბელი სევდის,
ვიცი დავკარგავ წამებს, წუთებს ამაოდ, უქმად.

მომენატრები, სიგიჟემდე მომენატრები...


 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 9
  • 10
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz