სატრფიალო პოეზია
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:43 PM | შეტყობინება # 1 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
თეკლა | თარიღი: კვირა, 2014-03-09, 9:52 PM | შეტყობინება # 121 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
ერთხელ, როდესაც მეგობრობას აუბა მხარი, ლომს რესტორანში საქეიფოდ შემოყვა ხარი,
და ჯანმრთელობა რადგან ჰქონდა ორივეს რკინის, გათენებამდე აღარ მორჩნენ დალევას ღვინის. აღარ უჩანდა მათ უაზრო ღრიანცელს ზღვარი, მაგრამ უეცრად ტელეფონის გაისმა ზარი.
და ხმის კანკალით, ფერწასული, სუფრასთან მჯდომი „ახლავე მოვალ” ჩურჩულებდა ყურმილში ლომი.
„უბრალოდ რაღაც საქმე მქონდა, ამიტომ შევრჩი” თქვა ეს და თვალი ხარს ჩაუკრა, რომ ეჯდა გვერდში.
– ვინ არის ასე რომ გაშინებს, გაოცდა ხარი, როდესაც ლომში ამოიცნო უეცრად ცხვარი.
ლომმა თქვა: – უნდა მაპატიო, ჩემია ცოლი, დღეს ჩვენს ოჯახში მას ეკუთვნის მთავარი როლი.
ხარს გაუკვირდა: – ცოლს რად აძლევ უფლებებს ამდენს? მე მაგალითად ჩემი ცოლი სულ კუდში დამდევს.
ლომს გაეცინა, – ცოლს ძნელია მოუგო ომი, შენი ცოლი ხომ ძროხაა და ჩემი კი ლომი......
|
|
| |
თეკლა | თარიღი: პარასკევი, 2014-03-14, 9:41 PM | შეტყობინება # 122 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
შენ რომ მომიხურე კარი, წვიმდა... რა საშინლად წვიმდა, გარეთ ალეწილი მარტის, იდგა... ... უშენობა იდგა..............
იდგა მარტოობის დარი, თავსხმა გაზაფხულის წვიმა, მე კი სასწაულად დიდი, მჭირდა... უშენობა მჭირდა...
სადღაც წავედი და მერე, თვალი შევაფეთე ტაძარს, მივხვდი, რომ შენს იქიეთ კიდევ იყო, სხვა გზა იყო, რაღაც...
დიკა სალაყაია
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2014-05-26, 11:03 PM | შეტყობინება # 123 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
მზემ გადმოჰკიდა დილა წვალებით, პატარძალივით კეკლუცობს მთვარე. სანაპიროზე მწვანე თვალებით, დაღონებულმა ცრემლები ვღვარე.
გნატრობდი როგორც გვალვაში წვიმას, ზამთარს ცოლივით შეერთო თოვა. ახლა საღამო მიყვება წვრილმანს, სიომ სანაცვლოდ გრიგალი მთხოვა.
თუ შემშლის შენი სურნელი იყოს, თმებში ჩაგიქსოვ იებს კონებად. შენი სხეული ჩემია თითქოს, შენი სულია ჩემი გონება.
დღეს სინამდვილით გამოთვრა ღამე, ლანდებს ზიდავენ ბნელში ჭინკები. სიმყუდროვეში ზღვა შეგიხამე. შხამით შეავსეს ბროლის ჭიქები.
მოდი ზაფხულში ჩამოღვრილ წვიმად, მარადისობად მოდით წამებო. ეს სიყვარული მიღირდა იმად, უკვდავებაში თან რომ წამეღო.
ანტონ გაგუა
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2014-06-01, 8:32 PM | შეტყობინება # 124 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ქუჩაში წვიმდა... ღამე გაჩერდა, ბიჭი გოგოსთან საქმეს არჩევდა, ბიჭმა აკოცა, გოგო გაიქცა... სადღაც უფსკრულთან გოგო წაიქცა.
არ ინძრეოდა, არ ტოკდებოდა, ბიჭს კი შიშისგან ცა მორეოდა.... თვალს არ ახელდა, ბიჭი ტიროდა... გოგო უგონოდ ღმერთს უღიმოდა!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2015-10-26, 5:01 AM | შეტყობინება # 125 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| იცოდე
ვიდრე გებუზღუნება, შენს გზას თვალს არ აცილებს და ბავშვური ქცევებით, ვიდრე ასე გაცინებს.
გაბუტული ტუჩებით, ვიდრე ზურგი გაქცია, შენ რომ მოგწონს ის კაბა, ვიდრე, ისევ აცვია.
კარი თუ გაიხურა, ტირილით და გოდებით, ესე იგი ხვალ ისევ, მასში განმეორდები.
ვიდრე გეძებს, გეძახის, ქარია, თუ გრიგალი, ჯერ ისევე უყვარხარ, ჯერ შენია ის ქალი.
მაგრამ ერთ დღეს თუ ნახე, მდუმარედ და ღიმილით, ესე იგი გულიდან, წაუშლიხარ ტკივილით.
ხმაურიან ტელეფონს, თუ შეუწყდა ზარები, გრძნობით არა, სიცივით, იღლებიან ქალები.
თუ ბუზღუნი შესწყვიტა, არც კითხულობს, თუ ნახავ, უნდა მიხვდე ძვირფასო, უკვე აღარ უყვარხარ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2015-10-30, 9:49 PM | შეტყობინება # 126 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| დაგიმახსოვრებ!
დაგიმახსოვრებ.... როგორც განთიადს, აბრდღვიალებულს ცეცხლის ენებით, ვერ დავივიწყე ჩუმი ალერსი, ათრთოლებული შენი ხელების.
დაგიმახსოვრებ.... როგორც იმ ღამის მთვარის სხივებით მოქსოვილ ფარჩას, იქნებ გეგონა, რაკი დაგშორდი, მოგონებებიც წარსულში დამრჩა?!
არა, ძვირფასო! დაგიმახსოვრებ.... შენთან ერთად მსურს ველზე თარეში, როგორც ქარიშხალს ეს ჩანჩქერები, გრძნობებისაგან დამთვრალ - გალეშილს
ჩაგვიყოლებენ... და თეთრ ზვირთებათ შევეხეთქებით კლდეებს ალესილს, დ ა ვ ი მ ა ხ ს ო ვ რ ე ბ ... რაც მოგიძღვენი, დ ა გ ი მ ა ხ ს ო ვ რ ე ბ..... თუნდაც ამ ლექსით..... დ ა გ ი მ ა ხ ს ო ვ რ ე ბ ...............
დალი ყარაულაშვილი
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2015-11-05, 3:19 AM | შეტყობინება # 127 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ფიფქი იყო და ხელში ჩამაკვდა. ცრემლი იყო და გადმომეღვარა, აღარ იყო და თვალში დამაკლდა- იყო და ახლოს არ მომეკარა.
გული იყო და ამიყოლია, ქარი იყო და გამიყოლია, დარდი იყო და გადამიყოლა, ზღაპარ იყო და... არა იყო რა
ათასმეერთე ფიქრით გავერთე, ათი მცნებით და გზნებით ვიცხოვრე. ხატი იყო და სანთლად ავენთე. ლოცვა იყო და სული ვიცხოვნე.
დარდი იყო და ვერ შეველიე, მარტო იყო და ვერ შევერიე, მარტი იყო და გამომეპარა, კერპი იყო და არ მომეკარა!
ფიფქი იყო და გულზე დამაკვდა. სიზმრად ჩამყვა და ჩამიყოლია, ცეცხლი იყო და ქარი დამაკლდა, ქალი ვიყავ და... დამიყოლია!
ეკა ბაქრაძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2016-02-07, 3:07 AM | შეტყობინება # 128 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ცოლის პასუხი
შემოგვეყარა ყივჩაღი, ჩემზედ მოგიხდათ ცილობა... ეს მერამდენედ დაგღუპა ქართულმა ზნეკეთილობამ.
პური მოგთხოვა _ აჭმიე, ღვინო მოგთხოვა _ შეასვი, მანაც თავისად იგულა შენი ყანა და ვენახი.
ხელ წამატანა ურცხვადა, მეც მიმიჩნია თავისად. ხმალი იშიშვლე _ დაგასწრო, იქვე შენი მზეც ჩავიდა.
მაინც მოასწარ, უწვდინე, სისხლი ჩანჩქერად დიოდა, მიწა მოფხოჭნა ყივჩაღმა, ცხრაგან ჭრილობა სტკიოდა.
ორივემ სული დალიეთ, ცრემლი მილტობდა წამწამებს... მე არავისთან წავსულვარ, ცილი ტყუილად დამწამე.
სახე _ მზიანი, სამზეო _ შავი მანდილით ვიფარე, ათასი წელი გიგლოვე, მაინც ვერ გადაგიყვარე.
ათასი წელი გეძახდი, ცაში ლეგენდად წასულო, ახლა კი ეჭვი შემიჩნდა, რაღაც ცუდ სიზმრებს ვნახულობ:
შემოგვეყარა ყივჩაღი, საცაა, გამინაპირებს... შენ კი სიკვდილის გეშინის, ხმლის მოქნევას არ აპირებ.
/ლელა მეტრეველი/
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2016-04-05, 5:44 PM | შეტყობინება # 129 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ტკივილები არასოდეს ბერდებიან... კვიპაროსი ქარიშხალში ისევ წვალობს და ცრემლები გაფრენილი მტრედებია... ვერ გიპოვე, ნატაძრალთან საფიცარო...
მზე ჩავიდა, აირევა ნაბიჯებიც... ამინდებიც შენებურად იცვლებიან... მერე გვერდით უნებართვოდ დაგიჯდები, ტკივილები როცა გამოფხიზლდებიან...
პეტრე კოლხი
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2016-04-11, 5:55 PM | შეტყობინება # 130 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| აპრილში...
გადავირიო ერთხელ აპრილში, სულ გამაგიჟოს ზენამ ფერებით, ატმის ყვავილს ვთხოვ კაბას ვარდისფერს, ნუში მიყურებს სხვა გახელებით.
სულ დამავიწყოს ყინვა, სიცივე, ყიამათი და ცივი ხელები, მოდგა აპრილი სხვა სიხარულით, სიყვარულით და ნაზი ფერებით!
მიწის სურნელი, კვირტის ვედრება, მზისკენ აწვდილი ჩემი ხელები, წლებსა და ასაკს ვინ ჰკითხა ჭკუა, აპრილს ვუყვარვარ სხვა გახელებით!..
დავით ღვალაძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2016-04-14, 1:13 AM | შეტყობინება # 131 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| უხერხულია შენ გერქვას ქალი
უხერხულია შენ გერქვას ქალი, შენში დევს ძალა რაღაც ღვთიური, ქვეყნად ბევრია ლამაზი მაგრამ შენ ხარ ყველაზე ფანტასტიური.
აეკიდება ყველა პოეტს შენი ზმანება, შენი თვალებით შეიქმნება მუზა ულევი, შენი ღიმილი გააღვივებს გრძნობას მიმალულს, ამოიფრქვევა პოეზია გამოულევი.
ძვირფასო შენთვის არ არსებობს ალბათ ოცნება, რადგან ოცნების დედოფალი თავად შენა ხარ, თვით რუსთაველიც კი დაწერდა ახალ პოემას, შენი უმანკო სილამაზე რომ დაენახა.
ენით აღუწერ სითბოს აფრქვევს შენი იერი, ყოველი კაცი შემოგცქერის როგორც მშიერი, ზოგი მათგანი სევდიანი გიცქერს დუმილით, ზოგი მათგანი იტანჯება შენი წყურვილით.
შენი სურნელი დაუკარგავს ყველას გონებას, შენი ტუჩები აიძულებს უხმოდ მონებას, ყოველი კაცი ცის ანგელოზს თუ ემონება, შენს სილამაზეს ანგელოზიც დაემონება.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2016-07-10, 0:10 AM | შეტყობინება # 132 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მზესუმზირები...
მზესუმზირები უხმოდ, უსიტყვოდ მზეს დაჰყვებიან, მზეს, მხოლოდ მის სხივთა ალერსს ელიან არ გაჰყურებენ გზებს.
მეც მზესუმზირებს ვადრი ჩემს თვალებს, და შენს თვალებს კი მზეს. ანდამატივით სულ თან დავყვები შენი თვალების გზებს.
საოცარია და ზოგჯერ თითქოს მზესუმზირების მშურს, მზე არ იშურებს მათთვის ნაზ ღიმილს, შენ - თვალს მარიდებ სულ.
მზესუმზირები ჩუმი ჩურჩულით მზეს დაჰყვებიან, მზეს, და მოლოდინად ქცეულ მათ თვალებს მზეც სხივებს უხვად ჰფენს.
შენ კი არ გესმის ჩემი ვედრება, სულ თვალს მარიდებ, სულ, ... და ამიტომაც; და ამიტომაც, მზესუმზირების მშურს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2016-07-10, 1:40 AM | შეტყობინება # 133 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ...
ნისლის ღრუბელში ჩაფლული მთვარე, მორცხვად უმზერდა ბუჩქებს. ფიქრობდა ვინ არ მომაპყრობს თვალებს, ვისაც სიცოცხლე უჩქეფს.
მაგრამ მთვარისთვის სადღა ეცალათ მათ ერთმანეთი ჭვრიტეს. დუმილი მალე შემოეცალათ ხევში მთვლემარე ჩიტებს.
ბაგე ფარავდა ბროლს და მინანქარს, ღამე იხევდა ბექთარს ვაჟმა ვერ შეძლო ეთქვა მიყვარხარ იქნებ ქალს უნდა ეთქვა?
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2016-10-06, 5:05 PM | შეტყობინება # 134 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ნოემბერიც მიილევა საცაა და მერე მთიდან გადმოდგება თოვლი, გადაღლილი ჩამოვჯდები ფანჯარასთან, ფინჯან ჩაის მოვიმზადებთ ორნი.
ფანჯრის მინას მოაწყდება ბეღურები, - ხელისგულზე დამეტევა მგონი, შენ ღიმილით შემომხედავ, ისე თითქოს დღეს გენახოს ხელისგული ცოლის.
მერე ალბათ ვისაუბრებთ ამინდებზე, მე საკითხებს დავაყენებ ყოფითს, გაიკვირვებ:- ეს ქალები გადამრევთო, ვის რათ უნდა, ახლა ჭაღი ბროლის.
გულის სითბოს ჩაგილაგებ უბეში და გიყვარს როცა გზად გაცილებს ცოლი, შინ მოსულს კი ზღურბლთან კოცნით შემოგხვდები- - ჩახუტება დაგავიწყდა მგონი...
ნოემბერიც მიილევა საცაა და თეთრი ფატით მოგვაკითხავს თოვლი სარეცხის თოკს ფიქრით გავფენ ღიმილებს და მიყვარს ჩემო, გვირილების თოვლი.
დიკა სალაყაია
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2016-11-08, 9:24 PM | შეტყობინება # 135 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ერთი კილო სათნოების ღერღილი... ორი მუჭა ერთგულების გუნდა... ნახევარი ჭიქა ცრემლი ამ ღერღილს... შეპარებით შევაზილოთ უნდა.... გაფუებულ გრძნობებს ვაყრით ...... ღიმილს და... გემოვნებით ვუსმევთ მზერის ბეზეს. თხუთმეტ წუთში გახურებულ... გულიდან... გამოვიღებთ სიყვარულის ღვეზელს. . გოგა პავლიაშვილი
|
|
| |
|