შაბათი, 2025-06-28, 9:13 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სატრფიალო პოეზია
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:43 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
თეკლათარიღი: პარასკევი, 2013-07-19, 8:16 PM | შეტყობინება # 91
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შეხვედრა

თეთრი თრთვილი შეგპარვია თმაში,
შევხვდით, უცებ ვერც გიცანი თითქოს,
ხმაში დარდებს ნოტებივით გაშლი,
დაკარგულის დაბრუნებას ითხოვ.

რა ტკივილმა გამიკაწრა გული,
რა ხანია არ ვფიქრობდი შენზე,
და განგებით დიდებული უფლის,
გაფრენილი მერცხალივით მეძებ.

გევედრები, ნუ ჩამხედავ თვალში,
სევდამ ცრემლად გამოჟონა რადგან,
ნუ გგონივარ კვლავ უჭკუო ბავშვი,
უკვე ჩემი შემოდგომაც დადგა.

ნუ გწყინს, ასე რომ გარიდებ მზერას,
მინდა დარდი დავივიწყო, ძველი,
შენ იმ დღეთა კვლავ ჯიუტად გჯერა
და ჩემს ღიმილს შვებასავით ელი.

ვაი, თეთრი შეგპარვია თმაში...
შევხვდით, უცებ ვერც გიცანი თითქოს,
ხმაში დარდებს ნოტებივით გაშლი,
შეცდომების პატიებას ითხოვ.


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-08-06, 9:13 PM | შეტყობინება # 92
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
თითქოს...

სიტყვებს ვერ ვინახავ უთქმელს,
თუმცა სხეულს ცრემლი მითოვს,
ისე მომენატრე უკვე
წლები არ მენახე თითქოს...

ბინდი გადამეკრა ძლეულს,
სევდა მეპარება ბეჩავს,
ეს რა დაგვემართა წლეულს,
სული უშენობას ღეჭავს...

წარსულს მოვინატრებ კრძალვით,
ფიქრებს შემოვარტყამ სარტყელს,
ეშმა მოგვეპარა მალვით,
უცხო სისადავით მამხელს...

სითბო შემოაკდა სხეულს,
გრძნობა მოვიხურო მინდა,
წყენას შემოხედე ნთხეულს
-იქნებ არაფრად არ ღირდა...

გულზე კაპილარებს მათლი,
სისხლმა მეც თავისი მიყო,
მე თუ ავაზაკად ჩამთვლი,
მინდა ქრისტეს მარჯვნივ ვიყო...

სიტყვებს ვერ ვინახავ უთქმელს,
თუმცა სხეულს ცრემლი მითოვს,
ისე მომენატრე უკვე
წლები არ მენახე თითქოს...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-10-03, 9:51 PM | შეტყობინება # 93
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ეს დღეც უშენობის დღეებს გავატანე,
თითებს დაჰყვებიან სუნთქვის აკორდები,
სული რომ მომეთქვა, ძალა დავატანე,
არა, არ დავღლილვარ, ისევ მაგონდები

ისე დამიგროვდი, ვერსად ჩაგატიე,
ვიცი ამოხეთქავს მალე აგონია,
ასე რომ მიყვარხარ ესეც მაპატიე,
იქნებ დავიღალო... თუმცა არ მგონია..

შენს თბილ ხელისგულზე ნატვრად ვმეორდები,
ბაგის კუთხეებთან ღიმილს წაგასწარი,
მოდი, ამაღამაც სიზმრად გელოდები,
დედა დაგაფიცე, უკვე დაგასწარი.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-10-16, 8:28 AM | შეტყობინება # 94
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მომენატრე

როგორ მომენატრე
ჩემო ფერიაო,
როგორ სიყვარულით გელი...
შენი მონატრება
სევდისფერიაო,
რაღაც უცნაური ფერი...

რასაც ვერ ვივიწყებ
შენი ტიტინია
და რაც
მე და შენზე ვწერე...
იქნებ სიყვარულის
გამოც გიტირია,
იქნებ მიმალავდი ცრემლებს...

ალბათ გახსოვარ და
ისევ გახსენდება
ჩემი სიყვარული რომ ხარ...
დღესაც შენზე ფიქრში
ჩამომათენდება,
დღესაც მონატრებად მოხვალ...

მერე უშენობით
გული მეტკინება
ღამეს რომ მივუჩენთ
საზღვარს,
შენი სიყვარული გამომეტირება,
ისევ ამერევა თავგზა...

ჩემი სიმარტოვე
სევდისფერიაო,
გულიც შენიაო – არ გთმობს...
როგორ მომენატრე
ჩემო ფერიაო,
როგორ მიყვარხარ და
მ ა თ ბ ო ბ !!!


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-10-20, 0:39 AM | შეტყობინება # 95
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გადავიფიქრე...

გადავიფიქრე,
ბარში ყოფნა აღარ მწადია,
დავტოვ ყველას და მთას წამოვალ ჩემო ტრფიალო,
აღარ დავიცდი, წინ აღმიდგეს თუნდაც ქვეყანა,
თუნდაც კლდეები აღიმართოს ჩემს წინ ფრიალო.

მაინც წამოვალ, რომ ჩაგიკრა გულში ნანატრი,
რომ შენთან ყოფნამ გული ისევ ამიფრიალოს,
გადავიფიქრე,
ბარში მოცდა აღარ მწადია,
მთას ამოგივალ ფიქრი უნდა აგიწრიალო.


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-10-20, 0:39 AM | შეტყობინება # 96
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-10-23, 2:15 AM | შეტყობინება # 97
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სიყვარულის თოვლი

ადრე გაზაფხული მახარებდა,
ახლა ზამთრით უფრო ვიხიბლები,
თოვლმა სილამაზე გამახსენა
შენთვის დაკრეფილი გვირილების...

ზამთარს შევეჩვიე ისე,
ალბათ ვერასოდეს დავთმობ,
თითქოს ჩემს მკლავებზე იწვე,
თოვლი სიყვარულით მათბობს...

რა ვქნა, ეს ფიფქები მირჩევნია,
უკვე ოცნებამაც გადამღალა,
ის, რაც გაზაფხულზე მიძებნია,
ახლა მაპოვნინა ამ ზამთარმა...

ზამთარს შევეჩვიე ისე,
ალბათ ვერასოდეს დავთმობ,
თითქოს ჩემს მკლავებზე იწვე,
თოვლი სიყვარულით მათბობს...

ბადრი სულაძე


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-10-23, 11:30 PM | შეტყობინება # 98
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შენ თუ არ მოხვალ, სხვა მოვა

ყაყაჩოებმა დამხანძრეს,
გულს ვერ ვიჩერებ საგულეს,
ატმისფერ კაბას ვნატრულობ
და ცვარს ალმასის საყურედ...

თითზე მზის სხივებს ვინატრი,
შენთვის თქმულ ფიცად მეფინოს,
ტყუპად ბექას და ირაკლის,
მერე აპრილში ქეთინოს...

იყვნენ ძალიან ჯიუტი,
ცელქი და თანაც ჭკვიანი,
მე უნდა მგავდნენ ბიჭები,
შენ გოგო - თვალებმზიანი.

ვნატრობ, შენც გწვავდეს აპრილი,
შორეთში, ცხრამთის გადაღმა,
დამიფრთიანდეს ფიქრები,
მარჩიო ყველა ლამაზმანს.

თორემ ისეთი რა მოხდა,
შემხსნია ძოწის ღილკილო,
ბავშვობის ნატვრა წამომცდა,
ღმერთმა სიკეთით მისმინოს.

თეთრმა ოცნებამ დამთოვა,
ყაყაჩოებმა დამხანძრეს,
შენ თუ არ მოხვალ, სხვა მოვა,
მოვა და... ჩემს თავს წაგართმევს!

მარიამ ხუცურაული


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-10-29, 8:48 PM | შეტყობინება # 99
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

როცა აღმართზე მიეყინა აპრილს კვირტები,
როცა ზამთარში უშენობა ჩახერგავს წყაროს.
მე წარსულიდან დაფიქრებით დაგაკვირდები,
და მაინც ვეჭვობ ჩემზე მეტად სხვამ შეგიყვაროს.

როცა კოცნისგან გეთბილება ქარში თითები,
შენი ღიმილი ვინც არ უნდა ათასჯერ თვალოს,
და მე კი ჩუმად მონატრებით გავიცვითები,
არ გეტყვი, მაგრამ უფრო მეტად ვინ შეგიყვაროს.

როცა სამკაულს დააბნევენ გულზე ფერიას,
და შლეგმა სატრფომ მზის ამოსვლას რომ შეგადაროს,
მათ არ იციან, ჩუმი სწრაფვა რა ოხერია,
და უფრო, უფრო არ მგონია სხვამ შეგიყვაროს.

მერე შემთხვევით ამტკივდება შენი თვალები,
როცა ზამთარში მივიწყება ჩახერგავს წყაროს,
მერე რა მოხდა, გაგიჟებით ბევრს ეყვარები,
და მაინც ვეჭვობ, ჩემზე მეტად სხვამ შეგიყვაროს...

მამა პეტრე


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-11-07, 9:36 PM | შეტყობინება # 100
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

შემოდი, რას დგახარ?
ხომ ხედავ შეგცივდა
ყინვაა, თუმცაღა
ცამ თოვა შეწყვიტა.

შემოდი, ნუ მორცხვობ,
სითბოში დაჯექი,
სულ დაგლურჯებია
ფითქინა მაჯები.

სულ ტანზე გაყრია
წვრილ - წვრილი ფანტელი
სადღაც ჩაგიმალავს
ეგ სახე ნათელი...

შემოდი, დაჯექი,
როგორ ხარ, მოყევი,
რა ცრემლმა გალოკა
ეგ შენი ლოყები.

არაფერს არ ამბობ,
ფიქრებში დაიხრჩვი?
წავალ, წყალს დავადგამ
ლიმნიან ჩაისთვის.

და მერე მითხარი
ასეთი რა მოხდა,
ყინვაში, ავდარში
მოგინდა აქ მოსვლა...

მიყურებ და ფიქრობ,
გგონია გაგკიცხავ,
ათასჯერ მოვასწრე
მე შენი განკითხვა.

მიამბე, რა ქარი
შეგაწყდა სავალზე,
აღარ გყავს დაქალი,
ყველა გააბრაზე?

ნუ ტირი, უბრალოდ
ამბავი მოყევი,
გათბი და აღმოთქვი
ეგ დარდი, ოხერი.

თუმცა როდის იყო
შენ რამეს ამხელდი,
გრცხვენია პატარავ,
ჩემგან რომ წახვედი?

გაგა გომართელი


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-11-15, 8:30 PM | შეტყობინება # 101
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
პირველ სიყვარულს

გიგონებ, დარდნი ქრებიან,
ნათელ ფერებით ვივსები,
და სულში აყვავდებიან...
ცისფერი ოაზისები.

მოგიგონებ და მცირდება
წლები, რომლებმაც დამღალა,
სახეს ნაოჭი სცილდება,
მიფერმკრთალდება ჭაღარა.

მოგიგონებ და... ვვოცდები
იმ სანეტარო ჩვენებით,
ჩემი ბავშვური ოცნების
რაინდად მომეჩვენები.

მოგიგონებ და... ღმერთს ვუხმობ,
იქნებ მიშველოს ლოცვებმა
და დამიბრუნოს ის უხმო,
აუხდენელი ოცნება.

მოგიგონებ და... ვინ იცის,
გული შედრკება მედგარი –
და მერე, ჩუმად ვიცინი,
რაღა დროს ჩემი ეგ არი?

დაგივიწყებ და... ის მორცხვი,
გული საოცრად ცივდება,
მოგიგონებ და... სიცოცხლის
სხივები აციმციმდება.

ვაი, რა სწრაფად აცივდა,
დღეო, რა მალე მოკლდები,
მოგიგონებ და... არც მინდა,
დაგივიწყებ და...
მოვკვდები...

დოდო აბაშიძე


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-12-10, 7:46 PM | შეტყობინება # 102
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

შენთან ერთად ადვილია ვიყო ქალი,
შენთან ერთად სიმარტოვე კარებს ხურავს,
მოვიხსენი ამ ცხოვრების მძიმე ჯვარი
და ვიგრძენი – დედამიწა თურმე ბრუნავს...

შენთან ერთად დაუბრუნდა თვალებს სხივი,
ფიქრის ქარი ტკივილისგან აღარ გოდებს
და სხეულში მობინადრე ბობოქარი
ხმა ჩამძახის:
მოკვდა შენი სიმარტოვე.

ნატო გელაშვილი


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-12-13, 7:06 AM | შეტყობინება # 103
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ნისლი ჩაწოლილა ხეობაში,
ახლა რა თქმა უნდა გათოვდება...
ვიღაც იზეიმებს ძეობაში,
ვიღაც უსათუოდ გათხოვდება.

ფიფქი აცეკვდება ფანჯარასთან,
ფიფქებს ზეცის სუნი ჩამოჰყვება...
კარგი იქნებოდა ამ თოვაში
ვინმე ღვთისნიერთან დამოყვრება.

ვდგევარ ხელგაწვდილი, აივანზე,
მხრები სიცივისგან მეღუნება...
ხელზე დაბნეული ნამცეცები
ფრთხილად ამიკენკეს ბეღურებმა.

ისევ სანამქერე ამინდია,
ნისლი იზრდება და იბერება.
მინდა, მოილხინონ მეზობლებმა,
სივრცე გაახურონ სიმღერებმა!..

გიხმობ ჩემი კოშკის აივნიდან,
ნისლის ნაცრისფერო ბალდახინო,
იქნებ გამაქროლო გაზაფხულთან,
მერე ყვავილივით გამახილო.

მარიამ კოზმანაშვილი


 
თეკლათარიღი: შაბათი, 2014-01-11, 0:25 AM | შეტყობინება # 104
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

გუშინ შენზე ვსაუბრობდი
შემოდგომის წვიმებთან.
ვუამბე, რომ
ჩემი ხარ და
საყვარელი ვინმე ხარ...

წვიმას იქნებ არ ეჯერა
შენზე რომ ვოცნებობდი,
მაგრამ, იქ რომ ყოფილიყავ,
შემომეკოცნებოდი.

სახეს აგიფერმკრთალებდა
ეგ ქალური სიმორცხვე...
იცი? - გუშინ ღვთისმშობელთან
სიყვარულზე ვილოცე.

გუშინ ხატებს შევავედრე
ოცნებების ზედაშე,
მერე წვიმის
წვეთად შევრჩით
იმ სველ ქუჩებს
მე და შენ...

გუშინ შენზე ვსაუბრობდი
მთელი ღამე ხატებთან,
არ მეძინა
და ეს დილა
შენზე ფიქრში გათენდა...

დათო ახლოური


 
სინიორათარიღი: კვირა, 2014-01-26, 3:49 AM | შეტყობინება # 105
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
****

გაზაფხულის მანდილს შემოვიხვევ მკერდზე.
იასამნის ფიქრებს შემიმოსავს ქარი.
აპრილისფერ გრძნობით, მძივს ავასხამ ცრემლზე.
გულწრფელ ამბორს გიძღვნით სიყვარულით მთვრალი.

შეარხია ნამმა ოცნებების ტოტი,
სურნელებამ სითბო დამახვედრა კართან,
აირია დარი... დააყენა შფოთი,
ლოდინს აპრილური ოცნებები ახლდა.

გაზაფხულდა, ხეთა შემეყარა გრძნობა,
გულმა იასამნებს გაუმხილა ფიქრი.
მომენატრა სულთან ყვავილების თოვა,
გადავფურცლე ისევ სიყვარულის წიგნი!


 
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz