სატრფიალო პოეზია
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:43 PM | შეტყობინება # 1 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: სამშაბათი, 2014-01-28, 9:16 PM | შეტყობინება # 106 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| კაცები არ ტირიან..
წახვედი ღიმილით და სიხარულით, ალბათ ასე უფრო ადვილია, ცრემლებით ირეცხება სიყვარული, მაგრამ კაცები რომ არ ტირიან?!
წახვედი უსიტყვოდ და უხმაუროდ, გული გაგიჟდა და გადირია, თვალები დამიმძიმდა უცნაურად, მაგრამ კაცები, რომ არ ტირიან?!
ხელი წამოვავლე სამართებელს, შეკრთა, აცახცახდა არტერია, კაცებს არასოდეს ამართლებენ! რადგან არასოდეს არ ტირიან...
თორნიკე ნაროზაული
|
|
| |
სინიორა | თარიღი: შაბათი, 2014-02-01, 7:49 PM | შეტყობინება # 107 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
შენ თუ გგონია... მე დარდი არ ვიცი ან ფიქრი არ ვიცი, ან კიდევ ოცნება... შენ თუ გგონია... მე არას განვიცდი, არ ვიცი სევდა და... არ მესმის ცხოვრება. შენ თუ გგონია... მე გული არა მაქვს, არა მაქვს განცდა და არა მაქვს გრძნობები... ახლა თუ ვერ ხვდები მე როგორ მიყვარხარ, გვიანი იქნება და... მოგაგონდები... შენ თუ გგონია მე ცრემლი არ ვიცი, და არც უშენობას განვიცდი გგონია?.. იცოდე, მე მხოლოდ ტყუილი არ ვიცი და ჩემი სიმართლე დამღუპავს მგონია.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2014-02-03, 10:39 PM | შეტყობინება # 108 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
ბედნიერების მოლოდინში გავა ეს ღამეც და დაიწყება მოგონების ვრცელი სიზმარი, შენი გრძნობების მოლოდინში დავხუჭავ თვალებს და თუკი ისევ გენატრები ჩუმად მითხარი..
ამეშლებიან მოგონების ჩუმი ფიქრები და გვერდს ჩამივლის მონატრების ცივი ზმანება, თუმცა ვიცი, რომ შენი გრძნობის მონა ვიქნები და გაგრძელდება უსასრულოდ ჩემი წამება...
მაგრამ ვიცი, რომ მონატრება ჩემზე მაღლა დგას და ამ მოლოდინს ვერ აშინებს წარსული სევდა... და თუ გონება ჩემს მაგივრად ნაბიჯს გადადგამს, ამ ნაბიჯებით მონატრება მომიყვანს შენთან...
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2014-02-03, 10:44 PM | შეტყობინება # 109 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
რა უნდა მითხრა? – ისედაც ვიცი, რომ მონატრებამ გადაგიყოლა, რომ მეცხრე ცამდე ასული ფიცი იყო და... მაინც არა იყო რა.
რა შეგეშალა გუშინწინ, გუშინ, რომ ციცქნა გოგომ არ შეგიცოდა?! ის ხომ მზის სხივებს მალავდა სულში და საკუთარი ფასი იცოდა.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2014-02-19, 9:22 AM | შეტყობინება # 110 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
გაზაფხულის სუნი ცხვირში მიღიტინებს, ჰა, საცაა მოვა, მოვარდება მარტი, თუმცა თებერვალი ბევრჯერ იქვითინებს... იქვითინოს მერე, აი, ჩემი დარდი. მეტს არაფერს ვიტყვი (აგორდება ჭორი) განა ბევრი მინდა? არა ბატონებო - მხოლოდ შენი კოცნა, ისიც, ერთი-ორი - აი გაზაფხული, ჩემთვის საოცნებო.
კახა შალამბერიძე
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ხუთშაბათი, 2014-02-20, 0:56 AM | შეტყობინება # 111 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ქალბატონო
მე თქვენ მიყვარხართ ქალბატონო... მე თქვენ მიყვარხართ, ჩემი თქვენდამი სიყვარული არის სხვაგვარი, სხვისი არ ვიცი... მაგრამ ჩემთვის მართლა ისა ხართ, ვინც იცის ნაღდი დაფასება ნაამაგარის.
მე თქვენ მომწონხართ ქალბატონო... მე თქვენ მომწონხართ, ჩემი თქვენდამი მოწონება გახლავთ სხვაგვარი, მე მიხარია რომ არსებობთ... ამქვეყნად რომ ხართ, რომ სიყვარული გრძნობა არის მართლაც მაგარი.
ოთარ რურუა
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2014-02-24, 11:46 PM | შეტყობინება # 112 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
არ მინდა, ბატონო, ეგ თქვენი ღლაბუცი.. წადით და სხვა ვინმეს შეაბით მძივებად, წადით.. მას აჩუქეთ თქვენი სიყვარული და მერე ლექსები უწერეთ რითმებად.
არ მინდა, ბატონო, ყურება თვალებში, უაზრო ფიცი და დიდი ამბიცია.. წადით, სხვას უნიშნეთ პაემნის ვადები, წადით, ხომ იცით, რომ წლები არ იცდიან!
არ მინდა, ბატონო, მე ჩემთვის ვიქნები, რა ვქნა, თქვენს ტყუილებს ასე მირჩევნია, თქვენ სხვას მიუტანეთ გული და იები, ჩვენს დედამიწაზე ქალი იმდენია…..
არ მინდა ბატონო, ჩემი სამყაროა! ზღურბლს არ გადმოსცილდეთ! თქვენ იქით დადექით! თქვენი სიყვარული ჩემთვის ამაოა, ხოდა…. მომიტევეთ…. მოხურეთ კარები!
|
|
| |
თიკა | თარიღი: სამშაბათი, 2014-03-04, 11:01 PM | შეტყობინება # 113 |
 რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 9
სტატუსი: Offline
| * * * კაცი რომ ვიყო... მამაკაცის ყველა თვისებით, ჩემს გარეგნობას სიმახინჯეს ეძახდე თუნდა... პირობას გაძლევ, უჩემობას არ გაღირსებდი, მე განახებდი სიყვარული როგორი უნდა.
გამთენიისას იასამნებს შევთხოვდი შველას, შემოგიმსხვრევდით სურნელებით, სარკმელს ჩაკეტილს, ვერა, ვერაფრით ასცდებოდი ჩემს ბედისწერას, მე აგიხსნიდი სიყვარულის ნამდვილ გაკვეთილს..
მინდვრის ყვავილებს გახელებულს ვანდობდი გრძნობას, შენ, სადედოფლოს შეგამკობდა ჩემი ხელები, და როგორც წვიმა გაზაფხულზე მზეს სახეს მოჰბანს, ასე მოგბანდი ლამაზ თვალებს ფერებ-ფერებით..
კაცი რომ ვიყო.. თუნდაც შენთვის არ-სასურველი, შენი თვალებით მოვხატავდი ანგელოზს ჩემში, მეყვარებოდი, როგორც ქალი, ბავშვიც სულელი, შავ-თეთრ სამყაროს გაჩუქებდი უთვალავ ფერში..
და შენი მზერა გახდებოდა, არც ისე მკაცრი, გულში ყინულებს გაგილღობდი ხელისგულებით, მე ვიქნებოდი ღირსებებით შემკული კაცი, ცხადსა და სიზმარს მოგირთავდი თაიგულებით.
მე ვიქნებოდი ყველგან, სადაც შენ არ მელოდი, მე ვიქნებოდი მონატრების მიზეზი დიდი, კაცი რომ ვიყო.. უსათუოდ უნდა გჯეროდეს, ჩემი სიგიჟით იქნებოდი ძალიან მშვიდი.
მე შენს თვალებში დავხატავდი ბედნიერებას, დავაკონებდი შენს ბაგეზე ამბორს და სიცილს, სიცოცხლეს ჩემსას შევალევდი შენს მოფერებას, ვერ დამწამებდი ორგულობას, გატეხვას ფიცის.
შენს სიყვარულში ჩავსახავდი სიცოცხლის ნაყოფს, შენს ორსულ სხეულს ვატარებდი ტაატით ცხრათვე, როს დაბადება შენგან ახალ სიცოცხლეს გაჰყოფს, ჩვენი ბუდიდან ფრთას გაშლიდა პატარა მართვე.
ჩვენ ვიქნებოდით მერე ალბათ სამყარო მთელი, იყვავილებდა სიყვარული შენთვის ნაფიცი, შენ იქნებოდი უსასრულოდ ჩემში და ჩემი, ან რაღაც მეტი, უფრო მეტი, ზუსტად არ ვიცი..
კაცი რომ ვიყო.. კაცს თუ უნდა, კაცმა თუ იგრძნო.. ყველაზე გონჯიც ანგელოზად მოგეჩვენება, და ნატვრა იგი სინამდვილედ აქციო ვინძლო, ვისაც უყვარხარ, ეს მას მოაქვს ბედნიერება.
კაცი რომ ვიყო.. მამაკაცის ყველა თვისებით, ჩემს გარეგნობას სიმახინჯეს ეძახდე თუნდა.. პირობას გაძლევ, უჩემობას არ გაღირსებდი, მე განახებდი სიყვარული, როგორი უნდა.
|
|
| |
თიკა | თარიღი: სამშაბათი, 2014-03-04, 11:19 PM | შეტყობინება # 114 |
 რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 9
სტატუსი: Offline
| * * *
კიდევ ერთხელ ჩაიარეთ რა მოხდება, ან რამ შეგქმნათ ამისთანა მზის სადარი, ეგ ტუჩები დათმობისთვის მეცოდება, მერე რა, თუ აგრევიათ მისამართი.
მხოლოდ ერთხელ გაკოცებდით, დამრთეთ ნება, მერე წახვალთ, მე ჩუმად დაგხატავდით. ვიცი, თუ ის ვერ იპოვეთ, ასეც ხდება, დაბრუნდებით, მაგრამ ცრემლებს დამალავდით.
ისევ მსურდა, ჩემს ქუჩაზე დამენახეთ, ყველა ფიქრს და ოცნებას რომ გაფანტავდით, მე კი უკვე გამეტებით დამემართეთ, მაგრამ სადღაც გაფიქრებას ვიკრძალავდი.
უშენობით სული ისე ამომხდება, რომ ამ სიკვდილს დაერქმევა მისაბაძი დარჩი ჩემთან, სამუდამოდ, რა მოხდება, მერე რა, თუ აგრევიათ მისამართი..
/რეზი ქინქლაძე/
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2014-03-05, 9:07 PM | შეტყობინება # 115 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| მკლავს უშენობა
მკლავს უშენობა და ვერ ვიშორებ, წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით, ისევ მაგიჟებს შენი სიშორე, ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა, – ასე მაცდური წარსული ისევ ისე მიგონებს, მომნატრებიხარ ვით გაზაფხული, მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა ჯერ არნახული, ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს, შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული, წარსული, ასე რომ ჰგავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა, – სევდა ფარული. ვგრძნობ, უშენობა მაინც ჭორია, ალბათ ადრეა ჯერ დასასრული, დასასრულამდე კიდევ შორია.
მკლავს უშენობა, ისევ ასეა, ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით, გული წარსულით ისევ სავსეა, ისევ სავსეა შენი კოცნებით.
მკლავს უშენობა, ისევ მაწვალებს შენი ღიმილი, შენი სიშორე, კვლავ ენატრები, იცი, ამ თვალებს, და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ!
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2014-03-05, 9:20 PM | შეტყობინება # 116 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
მე დავიბადე სიყვარულისთვის და მარტოობის დამყვა უღელი; მე დავიბადე სიხარულისთვის, და უტყუარი დამყვა წუხილი; მე დავიბადე... სიცოცხლეს ჩემსას - ჰქვია იმედი... ჰქვია დარდები... მე დავიბადე გამოსაცდელად, ნამდვილად მერე დავიბადები. მერე... როდესაც აპრილის თვეში შემოასკდებათ ტოტებს კვირტები, ასფალტს გავხეთქავ ბალახის ღერო და სულ ვიქნები და სულ ვიქნები...
|
|
| |
თიკა | თარიღი: ოთხშაბათი, 2014-03-05, 11:08 PM | შეტყობინება # 117 |
 რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 9
სტატუსი: Offline
| * * *
ერთმანეთს ისე შემოვეყარეთ ჩემი ცხოვრების გზაზე, რომ უნებურად შემომეყვარე, მიხარიხარ და მავსებ...
...ჩემი გახდი და აღარ დამტოვო... ამ სიყვარულის ხათრით შენი სხეული უნდა მათხოვო ჩვენი შვილისთვის ცხრა თვით.
მე შენგან მინდა მხოლოდ და მხოლოდ ფშავლის თავნება ბიჭი. მამის თვალები გამოვაყოლოთ და სიყვარულის ნიჭი.
რომ გაგვახსენდეს შენი წარსული ვაჟს მოვაყოლოთ ქალი, მინდა შენ გგავდეს ჩემი ასული - დედის ალი და კვალი...
მერე გაივლის კიდევ ცხრა თვე და კიდევ ცხრა თვე და ცხრა თვე... მინდა სულ ასე გვერდით მყავდე და მინდა სულ შენით გავთბე.
|
|
| |
თიკა | თარიღი: ოთხშაბათი, 2014-03-05, 11:14 PM | შეტყობინება # 118 |
 რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 9
სტატუსი: Offline
| * * * წამოუბერა ზღვაურმა, ღრუბელი სევდას ცრის, მემუდარები: - გამიშვი! მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!
ხელით გისწორებ სათუთად ყელს მარგალიტის მძივს, ისევ ჩურჩულებ: - წავალ რაა! გარეთ გახედებ: - წვიმს!
ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ, ღრუბელს ვუღერებ მჯიღს; არ გადაიღო იცოდე, მეფე ვარ სანამ წვიმს!
/ოტია იოსელიანი/
|
|
| |
თიკა | თარიღი: ოთხშაბათი, 2014-03-05, 11:34 PM | შეტყობინება # 119 |
 რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 9
სტატუსი: Offline
| * * * ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ჰაერივით და მზესავით მჭირდები, წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ და ასფურცელას ასი ფერით ვირთვები.
ბავშვობაში რომ დავკარგე ის თოჯინა, მიპოვნია წუხანდელი სიზმარით, ვერ გავუძელ უშენობის ტკივილებს და ცხრა მთას იქეთ, ჯადოქრებთან ვიყავი...
ვერ მიწამლეს, დავბრუნდი და ეხლაც მინდა ასკინკილა ვითამაშოთ თავიდან, კაკანათი კვლავ დავუგოთ ჩიორებს და არ გავიქცეთ ერთმანეთის ზღაპრიდან...
ცის ხელაზე, ზღვის ხელაზე მიყვარხარ და ხელისგულზე კვლავ გვირილებს ვიხატავ, ჰაერივით და მზესავით მჭირდები და წარსულიდან მოგონებებს ვიპარავ...
/ელგა ფოლადაშვილი/
|
|
| |
თიკა | თარიღი: ხუთშაბათი, 2014-03-06, 0:02 AM | შეტყობინება # 120 |
 რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 9
სტატუსი: Offline
| ნუ დამ-ჩემ-ფერდები!
არ წამაკითხო ლექსები ღამეში ნუ დაითვლით ვარსკვლავებს ჩემი თვალებიდან, ანუ ნუ ჩამხედავ მოლისფერ თვალებში, თორემ უეჭველად შეგიყვარდები და...
ამიტომ ნუ მეტყვი, რომ თოვლი გაოცებს, რომ ქარი ქრისტეს ხმა და სუნთქვა გგონია, რომ გული გისკდება წვიმა თუ გაკოცებს, ნუ გაგახსენდება, რომ ბევრჯერ გქონია
სურვილი ფრენის და ღმერთამდე აღწევის, ნუ დამემსგავსები, ნუ დამ-ჩემ-ფერდები, თორემ აგეწვება ვნებისგან ღაწვები როდესაც ქუჩაში შემთხვევით შემხვდები.
ნუ მეტყვი, რომ ლექსი გიბინდავს გონებას, რომ გინდა ყოველდღე, ყოველ წამს გათოვდეს, შეგიყვარდები და არ მოგეწონება, ჩემი უგულობა, ამიტომ გახსოვდეს -
რაც უნდა გაქონ და გადიდონ კაცებმა, ნუ დათვლი ვარსკვლავებს ჩემი თვალებიდან, ნურასდროს მოუსმენ გულის ხმას და ცემას... თორემ უეჭველად შეგიყვარდები და... როდესაც ტკივილი ჩვილივით დაგარწევს, მიხვდები თუ როგორ არ ვგავარ სხვა კაცებს!..
/თორნიკე ნაროზაული/
|
|
| |
|