პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 9:41 PM | შეტყობინება # 61 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| თოვლი თოვს...
რა საოცრად თოვს, ფიფქი მიქრის შორს... ეფინება დროს... თოვს... თოვს... თოვს...
გული რასაც მთხოვს, სველი ფიფქი გრძნობს... გარეთ ცივა... ქარი კივის... თოვს... თოვს... თოვს...
რა ლამაზად თოვს... რა საოცრად თოვს... ქარი უმღერს თოვლს... თოვს... თოვს... თოვს...
დღეს პირველად თოვს... დღეს პირველად ბარდნის... გამომხედე გარეთ... თორემ შემოვვარდი...
დღეს პირველად ბარდნის, დღეს პირველად თოვს... ქარი სადღაც შორს, კივის... თოვლი თოვს...
ზვიად კეჭაყმაძე
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 9:52 PM | შეტყობინება # 62 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| პოეზიას
მინდა ჩემი არსება სავსე იყოს შენითა, ვივსებოდე რიჟრაჟზე … მადლითა და ლხენითა.
შენი სიტყვის მართვენი ფრინდებოდნენ ცერიდან, ვიღლებოდე ფიქრით და ვიღლებოდე წერითა...
სავსე იყოს სამყარო შენი რითმის ფერითა, მარცვლებით და რითმებით, მუსიკით და ბგერითა.
გადიდებდე კალმით და გადიდებდე ენითა... მივდიოდე იმქვეყნად ლექსის მღერა - მღერითა!
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 10:00 PM | შეტყობინება # 63 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| გაზაფხული
მოდი ცელქობა ბავშვებს გაუგე, ან გულუბრყვილოდ იყავ მიმნდობი, თითქოს გაზაფხულს ფეხი დაუდეს, ისიც თამაშით გაწვა მინდორში...
დაწკრიალებენ ცისკრის ზარებად, მზისკენ იშვერენ პატარა ხელებს და გაზაფხული ამ ონავრებმა ყვავილებივით შეაბეს ხეებს...
სივრცეს იკლებენ ყიჟინ-ბრახუნით, არ გაუჯავრდე ბავშვებს მოდი და... მე მეშინია რომ გაზაფხული არ გადმოვარდეს ტყემლის ტოტიდან...
მოდი ცელქობა ბავშვებს გაუგე, ან გულუბრყვილოდ იყავ მიმნდობი, თითქოს გაზაფხულს ფეხი დაუდეს, ისიც თამაშით გაწვა მინდორში...
სოსო ნადირაძე
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 10:10 PM | შეტყობინება # 64 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 10:21 PM | შეტყობინება # 65 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
ქარი და ყინვა ითმინა, ძიძგნა სტრიქონმაც, რითმამაც, და გაზაფხულმა კვირტიდან ლექსები გამოიტანა...
კვლავ შედგა თითის წვერებზე, ათრთოლებული ტრფობითა და ყვავილებად ხეებზე ლექსები ააფოფინა...
შეეხო პეპლებს თითებით, ნიავი ეუცნაურა, და ჭრიჭინებად მინდვრებში ლექსები აახმაურა...
ქარი და ყინვა ითმინა, ძიძგნა სტრიქონმაც, რითმამაც, და გაზაფხულმა კვირტიდან ლექსები გამოიტანა..
სოსო ნადირაძე
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 10:23 PM | შეტყობინება # 66 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| გაზაფხულო
მალე გაზაფხულო მალე, თორემ ვეღარ ვუძლებ ლოდინს, ჯიბრზე სევდიანი ზამთრის, გულზე დაწოლილი ლოდის, როგორ მომენატრე, როგორ, როდის დაბრუნდები, როდის, შენი ალუბლის და ატმის, უსურნელოვანეს ტოტით, მწვანედ დაფოთლილი კაბით, გულში ამღერებულ ნოტით.
მარიკა ოჯონიკიძე.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 10:31 PM | შეტყობინება # 67 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. ლექსები იყო მისი საგზალი, არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული მზე და ქართული მიწა, ბედნიერებას მას უმალავდენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: პარასკევი, 2013-04-19, 3:12 AM | შეტყობინება # 68 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ქართულო ენავ!
ა - ი, სამშობლო, აი, ენა ჩემი ქართული, ბ - ნელეთს რამდენჯერ გამოხსნილი უფლის მარჯვენით, გ - ულის ფიცარზე დაწერილი ჯვარგამართული, დ - ღემდე ურყევად მოტანილი ქვეყნის გამჩენით.
ე - წერათ სულზე და იქ, სადაც ვერავინ შლიდა, ვ - ისთვისაც ენა უფალივით ერთ-არსი იყო, ზ - ვირთად შეკრული საუნჯეა უხსოვარ დღიდან, თ - აობებს, ჩვენი არსობისთვის წყალობა გვიყო.
ი - კვირტებოდა, მატეანეს ჩუქურთმად კრავდა, კ - ედლებს ტაძრისას გვიხატავდა, გვიზრდიდა რწმენას, ლ - ითონჩამოქნილს შემოქმედად თვით ღმერთი ჰყავდა,
მ - ირონდადენილ საჩუქურთმე ღმერთების ენას. ნ - უგეშად ქმნილი, წმიდანებმა დაატკბეს მადლით, ო - ი, უფალო, შენ ქართველი ხომ არ ხარ ნეტავ??? პ - ურის და ღვინის საბარძიმე სიწმიდეს გადრით,
ჟ - ღურტულის ენავ, შენს ქებას და დიდებას ვბედავ. რ - ამდენჯერ სცადეს, ვერ შეგცვალეს, ვერ ჩაკლეს შენში, ს - ული და ფეთქვა გიმძლავრებდა მადლიან ლოცვებს, ტ - კივილითა და სისხლით გწერდნენ ქვასა თუ ხეში,
უ - ღმერთოდ მყოფნი, ასო-ასო გაჭრიდნენ ხორცებს. ფ - არნავაზ მეფის ხილვა თუ ხარ თავად უფლისგან, ქ - ართულო ჩემო, საოცნებო გაქვს სიტყვის წყობა, ღ - მერთმა რამდენჯერ გამოგიხსნა მძიმე უღლისგან.
ყ - მუოდა მტერი, შენ შესძელი სიკეთით გმობა. შ - ენშია ჩემო, საიდულმო, აწ დამარხული, ჩ - ვეული თმენით დაელოდე მეორედ მოსვლას, ც - ისა და მიწის სიწმინდე ხარ, თვალდანახული.
ძ - ვალსა და რბილში რომ დაუვლი სათქმელად მგოსანს. წ - მიდაო ენავ, გალობის და ლოცვის სადარო, ჭ - ირის დღეებში უფრო მეტად გიჭრიდა თვალი, ხ - ვალის იმედად, მამულისთვის ნაჭედო ფარო,
ჯ - ვარი გეწეროს საუკუნოდ გეწეროს ჯვარი. ჰ - ერიო ენავ, შენ სამყაროს შეაზანზარებ, უფლის - მოსვლისას წამოდექი ფეხზე ლაზარე.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:26 PM | შეტყობინება # 69 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ხუთი წერილი
ეგებ აჩრდილი ნახოთ ცისფერთვალება ბიჭის, ეს წერილები, ძმანო, მას გადაეცით, იცის...
ჩვენ ვთამაშობდით ორნი - წვიმა, ფანჯრები სველი, მერე ის - მსხვერპლი სროლის და მე - ხუთი წლის მკვლელი.
საღამოები მუქი, ველოდი, როგორც წინათ მერე გამანდეს ყურში - წაიყვანაო წვიმამ...
ჰე, წაიყვანა საით? არ ვიცი, გზაა უტყვი. და ყოველღამე მაინც ხუთი წლის ძმაკაცს ვუცდი.
ისევ უჩინარს ვაწვდი დღეთა გადათვლილ ზოდებს. და თრთის ყვავილი ქარში, შემორჩენილი რტოზე...
ჰო, თუ აჩრდილი ნახოთ ცისფერთვალება ბიჭის, ეს წერილები, ძმანო, მას გადაეცით, იცის...
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-06-05, 11:35 PM | შეტყობინება # 70 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ბალადა კაპიტანზე
ასეთი ბიჭუნა სადღაც მყავს ნანახი. ვეება ჩექმები, ვეება ფაფახი,
დიდებს და ძლიერებს სულ ყინჩად უდექი. ისეთი მხნე იყავ, ისეთი უტეხი.
ისეთი, ღმერთმანი, კაცს ღიმილს მოჰგვრიდი: ჩაპაის ვარსკვლავთან მეკობრის ჭოგრიტი. ჩაპაის ფაფახთან კაპიტნის კორტიკი ?
გიყვარდა წიგნები "კრაზანა'', ''სპარტაკი'' კრივი, ჭიდაობა, ბურთი და ჭადრაკი,
მარცხი და წაგება არასდროს არც ერთი! მართლა არაფერი მინახავს ასეთი: მოგებულ მეტოქეს სულ უკან დასდევდი, არ გსურდა, არ გწამდა წაგება არც ერთი .
- ერთხელაც, ერთხელაც, ხელახლა! თავიდან! მეჩხუბე... მეჭიდე, მომიგე რა გინდა!
გიყვარდა მოხმობა გარდასულ გრიგალთა და სამოქალაქო ომები გიყვარდა. გქონდა დაჩხაპნილი წიგნების გვერდები, გიყვარდა წითლები და გძულდა თეთრები
იბრძოდი დაჭრილი, მთლად ღონემიხდილი და თუკი მოგკლავდნენ, არ გსურდა სიკვდილი,
ყვიროდი: ''ხელახლა! თავიდან, თავიდან!'' ბრაზობდნენ ბიჭები: ''მკვდარი ხართ, კაპიტან! ''
- ხელახლა! თავიდან! არა, არ ითვლება! ასე არ კვდებიან ბიჭებო წითლები.
და "რევოლუციას" ხელახლა იწყებდი, ხელახლა უტევდი მტერს თავდავიწყებით.
და როცა წლები და ბავშვობა გავიდა, შენ მართლა დაეცი ბერლინთან კაპიტან!
იქ ნამდვილ სროლაში, იქ, ნამდვილ სანგარში, ნამდვილად დამთავრდა სიკვდილთან თამაში...
ნამდვილად კვდებოდი და არა გჯეროდა, წვეთავდა სიკვდილი წარბების ჩეროდან.
გინდოდა გეყვირა: ''ხელახლა! თავიდან! " ტიროდნენ ბიჭები: ''ნუ ღელავთ, კაპიტან''
ეჰ, ხვეწნა - მუდარა არ ჭრიდა სიკვდილთან, და ისე კვდებოდი, სიკვდილი გიკვირდა!
დიახ, სამშობლოსთვის ხელახლა მოვკვდებით, ხელახლა ვეცემით მტერს გაბოროტებით.
ხელახლა! ხელახლა! თავიდან, თავიდან! კაპიტან, მომწონხართ, სწორი ხართ კაპიტან!
ხელახლა! ხელახლა! თავიდან! თავიდან! მეც მინდა, მეც მინდა მოგბაძოთ, კაპიტან!
და თუკი ვეცემი და თუკი ვმარცხდები, ჩემი დამარცხება არ მჯერა არც ერთი.
არც სიტყვა, არც ბედი არ მიყვარს უკმარი, მეც ვებრძვი, მეც ვუტევ ხვეწნით და მუქარით,
ერთხელაც მეჭიდე, ერთხელაც წყეულო, მარცხსა და წაგებას არა ვარ ჩვეული.
ხელახლა! ხელახლა! თავიდან თავიდან! მიზანსაც მივაღწევ, ლელოსაც გავიტან.
და თუმცა ცხოვრება უჩინარად გავიდა, შენსავით დავეცე - მზადა ვარ, კაპიტან!
|
|
| |
თეკლა | თარიღი: სამშაბათი, 2013-06-11, 10:05 PM | შეტყობინება # 71 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
სიხარული, სიყვარული დაგებედოს დღეს... სიკეთე და ღვთის წყალობა გინათებდეს გზებს.
იმედი და უფლის რწმენა არ მოგკლებოდეს, გეფერები და გილოცავ დაბადების დღეს!
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-06-17, 10:09 PM | შეტყობინება # 72 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
დრო მიდის და ყველაფერი იცვლება და ქრება.. წუთისოფლის ეს ცხოვრება, როგორც თოვლი დნება.. რასაც კაცის თვალი ხედავს ბერდება და ჭკნება, მეგობრობა არის ერთი არასდროს რომ კვდება.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-07-14, 8:43 PM | შეტყობინება # 73 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ნიკალა
ცის ბილიკები მზემ დასავლით გადაიკვალა... ღარიბ დუქანში აღიღინდა მთვრალი ნიკალა.
ჩამოუქროლა ღამის სიომ ბაღში მიმოზებს და შთაგონება მწუხარებად გაშრა ტილოზე.
ეს დღეც დასრულდა, მოიცილა ამ დღისაც ვალი, დუქნის კედელზე დარჩა მუზის ლამაზი კვალი.
თავჩაქინდრული, ნაღვლიანი აბარბაცდება, ვარდებს მიართმევს ტურფა სატრფოს, უთქმელ განცდებად.
აგნიასდება მტკვრის ნაპირზე ლოთი დაირა, არონინდება ცაზე მთვარე, რაღაცნაირად.
ძველია, მაინც მწუხარეა მხატვრის განცდები, ცივ ქვაფენილზე ისვენებენ მკვდარი ვარდები...
წადი ნიკალა, მიაშურე დუქნის ამფსონებს, არა ყოფილა ის აქტრისა შენი საცოლე...
ხვალ კი, რიჟრაჟზე, კიბის ძირში, ახალი დილა ნაღვინევ სულში გაიღვიძებს ნაცნობ ტკივილად.
შემოაცილებ მშრალ საღებავს, საყვარელ ფუნჯებს, ცრუ წუთისოფლის მსახვრალ კლანჭებს რომ გადაურჩე!
მარიამ კოზმანიშვილი
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-07-19, 8:28 PM | შეტყობინება # 74 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| დედა
ქორი დაეშვა, როგორც შურდული და წიწილებმა როცა იწივლეს, შვილების შიშით გულდამდუღრული გადაეფარა კრუხი წიწილებს.
უცებ შევუშვი ჩემს თოფს მარჯვენა, აზრმა დაიწყო გამოდარება, - იქ, სადაც დედა შვილს ესარჩლება, უაზრობაა, ალბათ ჩარევა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-11-03, 1:05 AM | შეტყობინება # 75 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
მიატივტივებს რითმებს გალაკტიონის ხიდი. რა ვქნა, მტკივა და ვითმენ. ეს ნოემბერიც მიდის.
წუხელის ქარი მღლიდა, წვიმაზე ვისაუბროთ... დღესაც მთელი დღე ცრიდა, სევდა ღრმა იყო უფრო.
გალაკტიონის ხიდი მიატივტივებს რითმებს, ეს შემოდგომა მიდის, ვცხოვრობ, მტკივა და ვითმენ...
ბექა აბუთიძე
|
|
| |
|