კვირა, 2025-07-27, 11:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-05, 3:48 AM | შეტყობინება # 46
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

თითქოს პატარა ვარ, მოკლეკაბიანი,
ეზოს ჩამოვურბენ ფრენით,
შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი,
ძალა მომეცემა შენით.

თითქოს დავეცი და კვნესა გაიგონე
ჩემსკენ გამორბიხარ, ვხედავ.
მერე ნატკენ ხელებს გულზე დაიკონებ,
მალე რომ მომირჩეს დედა.

თითქოს გაგიცივდი, სული სიცხიანი
ბაგით მომისინჯე მძინარს,
ჩემი წუხილები შენთვის წაიღე და
დილა შემაგებე მცინარს.

დამსვი შენს კალთაზე, როგორც ბავშვობაში
წელზე შემომხვიე ხელი,
გულზე მიმიკარი, შვებად ამიკვნესე
ტკბილი იავნანა შენი.

წლები ვერ ერევა მხილოდ შენს სიყვარულს,
მასთან უძლურია ბედი,
როცა შენთანა ვარ, აღარ მეშინია,
აღარც მეტირება დედი.

მოდი, წამიყვანე ისევ ბავშვობაში,
თორემ გამიძნელდა ხედვა,
შენი ნაამბობი ზღაპრის სამყაროში
ისევ დამაბრუნე დედა.

ვიდრე მეყოლები, ვიცი შემეძლება
შენით იმედები ვთვალო,
ჩემო მადლიანო, ჭირთა დამთმენელო
ჩემო თმაჭაღარა ქალო.

თითქოს პატარა ვარ, ისე მომეფერე,
ამსვი ვარსკვლავების ზედა,
გახსნილ ჭრილობაზე სული შემიბერე,
მკერდზე დამაძინე დედა.


 
თეკლათარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-13, 8:06 PM | შეტყობინება # 47
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

სხვისი ნაჭენები რად მინდა იაბო,
როცა მარგალიტის პატრონი თავად ვარ
და მაინც მჭირდება წარსულზე გიამბო,
მოდი, მე ვიქნები სიტყვების თამადა.

მოხდა საოცრება, აზრები მერევა,
ვხედავ არ გამომდის, მალამოდ დაგედო,
ვაითუ, ამ წელსაც ისეთი მეკვლე ვარ,
გზაში დამეკარგოს ოცნების საბედო.

რად მინდა წარსული, თუ ხვალე მკვდარია,
რად მინდა ამდენი უაზრო პირობა,
ვიცი, რომ ავდარზე ლამაზი დარია,
ვაი, რომ ჩაბარდა გარდასულს გმირობა.

ვაი, საქართველო ისეც პატარაა,
თქვენ ნუღარ აკუწავთ, ეყოფა ტკივილი.
საბრალო, ხომ ხედავთ ბედის ამარაა,
გაუსკდა გული და არ ისმის ჩივილი.

აღარ იწერება ხვალის ისტორია,
მარჯვენა მოკვეთეს მცხეთას არსაკიძეს.
პირმშოს ნათლავენ და სულ სხვა მირონია,
"ვეფხისტყაოსანი" ისევ არ აკინძეს.

ისევ გაიყიდა ჩვილი ისტამბულში,
ქალები თავისით გარბიან თათართან.
კაცი გამოუტყდა სხვა კაცს სიყვარულში,
ქართვლის ისტორიაც ამგვარად
დამთავრდა.

კმარა საქართველოვ! - გეყოფა მონობა!
ისევ გააჩინე ლეკვები ალგეთის.
ბავშვის და მოხუცის მოუნდათ მოსპობა,
ნუთუ დაყრუვდი და გოდება არ გესმის.

რატომ გაუძელი ამდენ კატაკლიზმებს,
თუკი შადიმანი კვლავ ტახტზე ავიდა...
მე ქართვლის დედა ვარ,
ვიცი რა მატირებს
და მაინც შენს იქით სიცოცხლე არ მინდა.

როგორ მოვუარო იანკის ბებიას,
როცა საკუთარი მიკვდება შიმშილით.
უტვინო გვმართავს და გენიას შებმიან,
მკვდარი შაჰ-აბასი ხარხარებს გიჟივით.

წვიმა წამოვიდა, შენი ცრემლებია,
ადე, შეიხვიე ძვირფასო იარა.
მთებზე გაზაფხულის ჭრელი ფერებია,
ხვალის დღეს დავლოცავ, დღევანდელს კი არა.

ნანა ცინცაძე


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 6:03 PM | შეტყობინება # 48
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შეჩერდი იუდა

შეჩერდი იუდა, ადგილზე გაჩერდი!
არც ერთი ნაბიჯი, სიტყვა და მიმიკა!
გამჩნევდი იუდა, სიხარბეს გამჩნევდი,
და ბოღმას ქრისტემ, რომ გულ - მკერდზე მიმიკრა!

რას სჩადი უღმერთოვ?! - გასცილდი მათ ბუნაგს,
ეგ ღვარძლი მოისპე, მოთხარე გულიდან,
შვილ - ღვთისად იწოდე, რა ძალამ გაცდუნა?
მიუგდე მაგ ძაღლებს ეგ ვერცხლის ფული და...

დასწყეველე სიხარბე, ზეცამ რომ დანაცროს
წყვდიადის მეუფე, გზა ლუციფერული!
არ ჰკითხო - "რას მომცემთ მე მაგის სანაცვლოდ?"
თავიც რომ წაგაძრონ, დაგლიჯონ სხეული!

არ გესმის იუდა? - ვიცი, რომ ყრუ არ ხარ,
ასე რად გაშლეგდი, ასე რად შევჩენდი?
ნუ გასცემ მას, ვისაც შვილივით უყვარხარ.
სად მიხვალ? - შეჩერდი! შეჩერდი! შეჩერდი!

II

უკუნით წყვდიადში ხმა ისმის - მოძღვარო!
და მგლები მირბიან ყმუილით უფალთან,
რა ჰქენი წყეულო, ცოდვილო მოკვდავო,
მას შენი დამპალი სულიც კი უყვარდა!

"იუდა ამბორით გაჰყიდი კაცის ძეს?"
გეენას აანთებს ეგ გიხაროდენი,
გარბიხარ და მაინც სიკვდილი გაგისწრებს,
და მაინც რომ გქონდეს სულ ცოტაოდენი -

სინდისი, მაგ ჩამქრალ თვალებში ნარჩენი,
რომ გქონდეს სულ ცოტაოდენი სიმორცხვე,
გამცემელ - გამყიდველს გეტყოდა გამჩენი -
"მე შენთვის ვკვდები და შენ ჩემში იცოცხლებ!"

შენ მაინც გარბიხარ, სად დაიმალები?
დაგფერფლავს გვალვა და დაგახრჩობს წყურვილი,
არ დაგავიწყდება ჯვარცმულის თვალები,
და აგედევნება სიკვდილის სურვილი.

III

დგას სადღაც გოლგოთის მახლობლად იუდა,
გამცემი მოძღვრის და სამყაროს შემქმნელის,
კარს სასუფევლისას ვერასგზით მიუდგა,
ოცდაათ ვერცხლად კი იყიდა ქვესკნელი.

იუდას ცოდვები როდია მომკვდარი,
ვერცხლს, ღმერთის სანაცვლოდ, ვიღაც სულ აირჩევს,
მეორედ მოსვლაა კარებზე მომდგარი
და თითქოს წავაო, არავინ არ იმჩნევს.

იუდა მოკვდა და იუდა დასრულდა,
მაგრამ არ მეგობრობს რატომღაც წარსულთან.

თორნიკე ნაროზაული


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-15, 6:56 PM | შეტყობინება # 49
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სიმართლის არსი

უნდა გაზომო ნაბიჯი სულის,
რომ არ მოუხდეს თვალს ატირება,
ხანდახან უნდა გატკინონ გული,
რომ თავად შესძლო შენ პატიება.

ხანდახან უნდა იცრუო, მაგრამ
არ დაივიწყო სიმართლის არსი,
ხანდახან რაღაც შეცვალო რადგან,
ბევრია ირგვლივ ფლიდი და ფარსი.

ხანდახან გრძნობა უნდა გადადო,
რომ კვლავ მოგეცეს მეორე შანსი,
ხანდახან ვინმე უნდა დაკარგო,
რომ დაბრუნების გაიგო ფასი...


 
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-18, 9:21 PM | შეტყობინება # 50
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან
და ყვავილები მოჰფინა ხეებს,
მზით გაალული პატარა კალთა
გადააფარა სუსხიან ტყეებს.

ცეცხლანთებული როცა მოკეცა
ელვების ფარჩა და გაქრა წამსვე,
ცისარტყელებით მოქარგა ზეცა,
ჭექა - ქუხილის სიმღერით სავსე.

ველზე ყვავილთა ზვირთებში ვუმზერ
როდესაც დილამ გაჰფანტა ნისლი,
ანთებულ ცისკრის ლურჯ აბრეშუმზე,
იისფერ სხივებს შორიდან ისვრის.

ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან
და ყვავილები მოჰფინა ხეებს,
მზით გაალული პატარა კალთა
გადააფარა სუსხიან ტყეებს.

პაოლო იაშვილი


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-20, 1:25 AM | შეტყობინება # 51
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ფრთხილად დავაბიჯებდი,
მიწას რომ არ სტკენოდა.
სიტყვებს ციმციმ ვზომავდი,
მავანს რომ არ სწყენოდა.

ჩემს წილ საგზალს ვტოვებდი,
სხვას რომ მეტი ჰქონოდა...
სულ არ გავიცინებდი,
მას ეცინა ოღონდაც.

ზეცას თვალს ვარიდებდი,
უფლის მუდამ მრცხვენოდა,
მარად ჩრდილში ვიდექი,
ციოდა თუ ცხელოდა...

მაგრამ მაინც ვერ ავცდი
ხვედრს, მწარეს და სევდიანს,
სიკეთეც და სიავეც,
იღბალი და ბედია.

მიწას მაინც ეტკინა...
მავანს მაინც ეწყინა,
ვიღაც მუდამ ცდილობდა,
გულზე მწარედ ეპწკინა...

ხო და ასე... ცხოვრება
სულ ერთ წამში გავიდა,
მგონი დღესაც არ ვიცი,
ვინა ვარ და რა მინდა.


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-26, 5:22 PM | შეტყობინება # 52
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

როგორ ძნელად იფურცლება კალენდარი,
როგორ ძნელად ილევიან წლები.
ფიქრით ვდგევარ დღის და ღამის გასაყართან,
ვხედავ, როგორ მითეთრდება თმები.

გული კვნესის, სული კვნესის მონატრებით,
მონატრებით იფერფლება დღენი ...
უგზო - უკვლოდ მიმაქროლებს ეს ცხოვრება,
მიმაქროლებს ჩემი ბედის ცხენი!

ჩემი გული მონატრებით დაილია,
მონატრებას დაუცვივდა ფრთები...
ველოდები, უსაშველოდ ველოდები,
გამოჩნდება დაბრუნების გზები?!

და როდესაც დავბრუნდები ჩემს მიწაზე,
ჩამიხუტებს როს სამშობლო ჩემი,
დავიჩოქებ, უფალს ვეტყვი დიდ მადლობას,
რომ მეღირსა ისევ ნახვა შენი.

კი არ მიდის, მიზოზინებს აქ დღეები,
აქ არ მიჰქრის, მიღოღავენ წლები...
წუთებსა და წამებს ვითვლი მოთმინებით,
დაბრუნების მონატრებით ვთბები!

ჩემი გული მონატრებით დაილია,
მონატრებას დაუცვივდა ფრთები,
როგორ ძნელად იფურცლება კალენდარი,
როგორ ძნელად ილევიან წლები!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-29, 10:16 PM | შეტყობინება # 53
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გაზაფხული

გაზაფხული მომეპარა კარის ზღურბლზე,
გამოდიო, ღიმილებით მანიშნა,
ატმის ტოტი გადამისვა დაჭრილ გულზე,
ჩამიხუტა, ხელი აღარ გამიშვა.

ყელსაბამად ამიკინძა ნუგეში,
და ყვავილთა სურნელება ნამდვილი,
ჩამაკონა ათრთოლებულ უბეში,
სიყვარულით ანთებული აპრილი.

ფერთაფერა, სურნელებით მაოცებს,
უიმედო თვალებს სევდას უწუნებს,
ტანზე მაკრავს ენძელების სამოსელს,
ყურზე მაბნევს ალუბლების კუნწულებს.

გაზაფხულმა შემაყვარა ღიმილები,
დამავიწყა წლის დარდი და იარა,
ჭრილობაში ჩამიფინა გვირილები
და ტკივილმაც უცებ გადაიარა.

ნანა მეფარიშვილი


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2013-03-29, 10:22 PM | შეტყობინება # 54
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ნამდვილ მეგობარს უჭირავს ხელი, როს ებრძვი ტკივილს...
თუ რამე გტკივა შენთან ერთად ცრემლებით სტირის.

შენს სანუგეშოდ თავს გევლება, სავსეა ნდობით,
ყველა სატკივარს გითანაგრძნობს ის წმინდა გრძნობით.

გულში ჩაგიკრავს მაშინაც კი, რომც სძულდე ყველას,
არ დაიშურებს თვით სიცოცხლეს... ეცდება შველას,

ხან ფეთქებადსაც აგიტანს და მალამოდ გაქცევს,
შენთვის ილოცებს თუკი ოდეს ეშმაკი გაცდენს.

მეგობარია შენი მადლი და სიძლიერე,
მის თბილ მზერას და კეთილ ზრახვას გულით მიენდე.

კვალდაკვალ გზებზე მყარ კედლებსაც გიგებს სავალად,
თუ სევდა მოგდევს, გულში გიხმობს ის დასამალად.

როცა შეიგრძნობ, რომ მარტო ხართ შენ და სამყარო,
როს სიმარტოვემ და ტკივილმა უფრო დაგღალოს,

თუკი გჭირდება დაგიფაროს ვიღაცამ ფრთებით,
შემოგატაროს ეს ქვეყანა იმედის მთებით –

მაშინ მოუხმე ნაღდ მეგობარს შენთვის საშველად,
მოგევლინება სანუკვარი სულიერ შვებად.

გამოგიწოდებს თავის ხელებს, ჩაგიკრავს გულში,
გინდ მათხოვარი ქუჩის იყოს, არ გაგცვლის ფულში!

საოცარია ჭეშმარიტი მეგობრის სითბო,
როცა თვალებში მის სიყვარულს უსიტყვოდ იგრძნობ...


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2013-04-01, 7:28 PM | შეტყობინება # 55
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

დღეს გავაცილე თავხედი მარტი,
მომიჯახუნა სახლის კარები,
მერე აპრილთან იცეკვა ვალსი,
კეკლუცია და ცოტა თავხედი.

გულაჩუყებულს ცრემლებსა სწმენდს აისს დაისი,
ჩასაფრებული თვალს ადევნებს წყვილებს მაისი;

რამდენი ხანი გაგრძელდება ცეკვა, ვინ იცის,
ორკესტრს, რომელსაც დირიჟორობს თბილი ივნისი.

საოცარია, გაზაფხულს რომ იცვამს თბილისი,
აგვისტოს დღემდე ვერ ჰპატიობს ღალატს ივლისი.

სექტემბერი კი ვეღარ მალავს გაბერილ მუცელს,
იმშობიარებს შემოდგომა,
ოქტომბერს გული მალი-მალ უცემს.

ცელქი ბავშვივით იჭირვეულებს კვლავ ნოემბერი,
მუზებით მთვრალი ბუხართან ზის დეკემბერი,
თითქოს ბებერი.

თეთრ ანაფორას შეიმოსავს იანვარი და
თებერვალს კაბას შემოახევს ქარი, მზაკვარი.

მერე? მერე კი... ისევ მარტი მოვა,
თავხედი მარტი...

ნოდარ რევაზიშვილი


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-04-02, 4:30 PM | შეტყობინება # 56
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ვიცი სიცოცხლე წამიერია,
მაინც არ მინდა უკვალოდ გავქრე,
თუ ყველაფერი ღვთისმიერია,
მე მაინც ჩემსას ავანთებ სანთელს.

ცხოვრება სცენად არასდროს მედგა,
არც წარმოდგენებს არასდროს ვდგამდი,
თუ დამაქვს ცრემლიც, ღიმილთან ერთად,
იცით – არც ერთი არ არის ყალბი!..


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 6:16 PM | შეტყობინება # 57
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ბავშვობაში ჩემთან ერთად ტიტინებდა

ბავშვობაში ჩემთან ერთად ტიტინებდა
ჩემი თოთო ნაბიჯების უტყვი მცველი,
ვიტირებდი? - ალბათ, ისიც იტირებდა,
ჩემს ლოყაზე შედგებოდა დედის ცრემლი.

ახლა, როცა მწუხარებამ ამატირა,
როცა სულში ზამთრის სევდა ჩამისახლეს,
როცა ჩემი სიხარული გამარტივდა,
სიზმრად ისევ წარმომიდგა დედის სახე.

ჩემს საწოლთან ქვითინებდა დედაჩემი,
თუ შენიშნა ,,ბავშვი" მშვიდად რომ არ იყო...
გამეღვიძა, ლოყას წვავდა ცხელი ცრემლი,
ნეტა მართლა დედის ცრემლი ხომ არ იყო?!

დათო ახლოური


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-04, 6:29 PM | შეტყობინება # 58
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
წლები და ჭაღარა მემატება

წლები და ჭაღარა მემატება,
აღარ ვარ ლაღი და მხიარული...
ზოგჯერ კი ბავშვობა მენატრება,
ცალ-ცალი ქოშებით სიარული.

ძველის ნოსტალგია მომეძალა,
გული ვეღარ გულობს დაღდასმული...
ღმერთო, გადარჩენის მომეც ძალა,
ღმერთო, დამიბრუნე გარდასული.


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-11, 4:45 PM | შეტყობინება # 59
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მელაპარაკე,
ულამაზეს
შენი ნოტებით...
შემომეშველე
ტკივილების
დამიწებაში...
მელაპარაკე,
ვიდრე წავალთ,
განვიტოტებით,
ჩვენ ჩვენი გზებით
სამუდამო
დავიწყებაში...
მელაპარაკე,
ცაზე ნაწერ,
შენი ნოტებით...

გიო საჯაია


 
თეკლათარიღი: ხუთშაბათი, 2013-04-18, 8:46 PM | შეტყობინება # 60
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ბედნიერებას არ შეგვარგებს სიმუხთლე წლების,
გრძნობებს - სიშორით, სიყვარულს კი ღალატით მოვკლავთ.
სითბოს სანაცვლოდ გაციებულ ბილიკზე ვრჩებით,
წუთისოფელი გვავიწყდება საბრალო მოკვდავთ.

ვზეიმობთ, ვილხენთ, ღრეობებში ვაგროვებთ ცოდვებს,
ფიქრშიც არ ვუშვებთ განკითხვის წამს, თითქოს მითია,
ბრძენთა ღაღადი უმწეოთა გვაგონებს ბოდვებს,
არ გვსურს გვჯეროდეს, რომ ყოველი დროებითია.

წლები კი, წლები შეუვალი სისწრაფით წაშლის,
უდარდელობას, წარსულში რომ გვეფარა სულზე,
სარკიდან აღარ გვიცქერიან თვალები ბავშვის
და ჩვენს ორეულს, როგორც უცხოს, ბოროტად ვუმზერთ.

მოგონებები! აი, რისთვის ვაგროვეთ წლები...
ჭაღარა თმებზე შეუცნობი სიბერე გვათოვს,
და როს შევიგრძნობთ, გავასრულეთ ცხოვრების გზები
უფლის წინაშე მისატანი წარსული გვაკრთობს.


 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz