პარასკევი, 2025-06-27, 7:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2013-12-05, 8:03 PM | შეტყობინება # 76
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
დედა

წყაროს წკრიალი რომ მესმის,
გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი,
ეს დედაჩემის ხმა არის
და დედაჩემის სიცილი!

მაღლობზე ტყე რომ შრიალებს
მთას მიქარგული არშიად,
დედას, საყვარელ დედილოს
თითქოს თმა ქარში გაშლია!

მთების მხურვალე კალთებიც
დედის კალთაა ნამდვილად,
მთაზე რომ თეთრი ნისლია,
დედამ უბოძა მანდილად!

ასეა ჩემი სამშობლო
მიწის ყოველი მტკაველი,
დედის მკერდივით თბილია,
ტკბილია ჩემი მთა-ველი!

ალეკო შენგელია


 
თიკათარიღი: ოთხშაბათი, 2014-03-05, 11:49 PM | შეტყობინება # 77
რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 9
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
სულ რომ არაფერი!..

სულ რომ არაფერი, სისხლი მაქვს ისეთი,
ჯიში მაქვს ისეთი, სულ აგიწიოკებს,
სამშობლო არხვატი, მტრისათვის - შიშეთი!
ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.

სულ რომ არაფერი, გული მაქვს იმხელა,
რწმენა მაქვს ისეთი, მთებს შეაზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი, ისეთი სიმღერა,
აღადგენს საფლავში ჩაგდებულ ლაზარეს!

სულ რომ არაფერი, ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილები კოხტა და მზიანი,
როგორ ვთქვა - ასეთი სამშობლო არ მიყვარს?
ასეთუ ზღაპრული, მთა-გორებიანი!

და ეს ყველაფერი იქით, რომ იყოს და,
ღმერთი მყავს ისეთი სრული და ნათელი,
ყველაფერს ედრება, მეტია კიდეც და
სულ რომ არაფერი, მე მქვია ქართველი.

/თორნიკე ნაროზაული/


 
თიკათარიღი: ხუთშაბათი, 2014-03-06, 0:08 AM | შეტყობინება # 78
რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 9
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
თუ იავნანა არ გესმის...

სულში სიამაყე მინდა ვაბატონო,
დავალ მოგონებით გართული,
როგორ მებრალებით უცხო ქალბატონო,
თქვენ რომ სულ არ გესმით ქართული.

იცი? ამ გამობას ჩემი წინაპრები,
უფალს შესწირავდნენ ალერსით,
რარიგ საბრალო ხართ უცხო ქალბატონო,
თქვენ რომ "იავნანა" არ გესმით.

თუ არ გიდარდია, თუ არ გინაღვლია,
რას ნიშნავს სამშობლო დატოვო,
ამას ვერასოდეს თქვენ ვერ მიხვდებით,
ჩემო უსამშობლო ბატონო.

ქართულ ვაჟკაცობას, ქართულ მოფერებას,
ქართულ მიწის სურნელს დაგიდებ,
მაგრამ, მაპატიეთ, უცხო ქალბატონო,
თქვენ ამას ვერასდროს გაიგებთ.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2014-06-18, 8:52 PM | შეტყობინება # 79
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

არის ტკივილი, რასაც ზოგჯერ სახელი არ აქვს,
არის სათქმელი, დუმილი რომ უფრო ამშვენებს,
ზოგჯერ ოცნება აუხდენელ ოცნებად დაგვაქვს,
ხან კი ქარები დაანგრევენ კოშკებს ნაშენებს...

დღეებს უბრალოდ გადავლილებს სიცოცხლე უჭირთ
ამოსუნთქვაში ჩატეულა რაკი ცხოვრება,
არ დაგიტოვებს მოსაგონარს არსობა ფუჭი,
სიხარულის კი ერთი წამიც გემახსოვრება.


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2014-06-18, 9:01 PM | შეტყობინება # 80
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

თუ მთხოვ, მზეს გაჩუქებ,
კი არ მენანება,
სულში იმდენი მაქვს,
უარს რატომ გეტყვი?..
ოღონდ მოახერხე
სხვათა შეყვარება,
ოღონდ მოერიე
სევდას, გარს რომ გერტყმის.

თუ გსურს, თვალთა შუქით
ღამეს გაგინათებ,
რომ არ შეგაწუხონ
ძილში კოშმარებმა...
ქარებს გავაყოლებთ
სიზმრის ათინათებს,
როგორც გარდაცვლილი
ფოთლის მოშვავებას.

გინდა, მოგიქსოვო
მწვანე ბანდულები?..
ვარდის ფურცლებისგან -
კაბა, – სამაისო,
ოღონდ არ დასვარო
სული დამდურებით,
გული სიძულვილით
ოღონდ არ აივსო...


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2016-04-05, 1:28 AM | შეტყობინება # 81
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
დედა ვარ...

დედა ვარ, ქვაზე და რკინაზე ძლიერი,
შვილების გულისთვის კლდეს შევეჭიდები,
ავიტან, მოვითმენ, ვიქნები მშიერი,
სანამ სული მიდგას, ჩემს შვილებს ვჭირდები.

დედა ვარ, ლომივით ვისწავლე "ღრიალი,"
ჩემ ჯიშს და მონაგარს კბილებით დავიცავ,
ვიბრძოლებ, სანამდის ჯანი მაქვს მთლიანი,
მიწაზე დაცემას ვერასდროს ავიტან.

ყოველი ცრემლი და უძილო ღამენი,
ბალიშზე ნაგროვებ სევდად რომ აწვეთავს,
ეს დედის ცრემლია, თვალებზე ნადენი,
გულში რომ იდუღებს ცხელ სისხლად ნაწვეთარს.

დედა ვარ, არწივის ძლიერი ფრთებით და
შვილების დასაყრდენ ძალად და იმედად,
ტაატით გატარებთ დაღლილი მხრებით და
გავუძლებ, თუ ჩემი სიცოცხლე გჭირდებათ.

გახსოვდეთ! წყალში ნუ ჩამიყრით წვალებას,
დედაა, ვინც შვილებს სიცოცხლეს დაუთმობს,
უძლური თუ მნახოთ, ნუ დაგეზარებათ,
ეცადეთ დედათქვენს გული რომ გაუთბოთ.


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2016-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 82
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ვიცი თუ დავწერე მიშველის,
ლექსს ფიქრს გავაყოლებ დარდიანს,
მერე ნაცნობ ბილიკს გავყვები,
ისევ შველას შევთხოვ მადლიანს.

მტკივა... ვაღიარო?-არ მინდა!
სულში ჯოჯოხეთი ტრიალებს.
ვცდილობ საკუთარ თავს გავექცე,
დრო ვერ მოაშუშებს იარებს....


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2016-07-20, 2:42 AM | შეტყობინება # 83
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გრამატიკის ქალაქში

ქალაქ გრამატიკაში დიდი ჩხუბი მომხდარა,
თურმე უცებ ბგერა ჯ რიგიდან გადმომხტარა,

განიერი ბეჭები მედიდურად უშლია,
გულში წყენად ჰქონია, წინ დგომას რომ უშლიან,__

"შემიცვალეთ ადგილი, აღარ მინდა ჩანჩალი,
ჯანი მე არ მაკლია და არა ვარ ქაჩალი!"__

სიამაყით ულვაშზე ხელი გადაუსვია...
"რას კადრულობს, მომკალით; დედაა,რა ნამუსი აქვს?!"__

შეიცხადეს ანბანში, აჩურჩულდნენ ყველანი,__
"შენს ადგილზე დაბრუნდი, პირს შეგაშრეს მელანი!"

ჯ-მ დოინჯი იყარა:__"აღარ მოვალ, აღარა!"
"ბიჭო, ჭკუას მოუხმე, ნუ შემირცხვენ ჭაღარას!"__

ჰ ეხვეწა კარგახანს, მერე თავი ანება,__
"ძირი გამოუთხარეს ენას შენისთანებმა!"

ჯ-ს ასეთმა ღალატმა ყველაფერი არია,
ყირამლა დადგაო, თითქოს, მთა და ბარია.

ჩ-მ ნაბიჯი გადმოდგა, ჩოხა აიკაპიწა,__
"ჭკუა თუ არ ვასწავლო, დამეყაროს თავს მიწა!"

"__სიტყვა სიტყვას აღარ ჰგავს, სულ მაგისი ბრალია!"
"__იქნებ სიყმაწვილემ ქნა, ანდა კიდევ მთვრალია..."

ასეთ მითქმა-მოთქმაში იყვნენ ასო-ბგერები,
ჩოჩქოლობდნენ ყველანი,__ყრუები თუ მჟღერები.

უცებ ყველამ იყუჩა, რ – მ იკითხა:"რა მოხდა?"
გადახედეს ერთმანეთს, ღ-ს მხოლოდ ეს აღმოხდა:

"მეფე მობრძანებულა, უკვე ამცნეს ეტყობა..."
ზმნამ მოათვალიერა,__ "სად დაკარგეთ თქვენ წყობა?!"

დიდად იყო ნაწყენი, სახეს ნირი ეცვალა,
"გარეშე მტერს ებრძოდა, ახლა თქვენთვის ეცალა?"__

საყვედურით ამბობდა მეფის შორისდებული.
"__რაინდია ნამდვილი, სამეფოში ქებული..."__

კეკლუცურად ჭ-მ თვალი ქვეშ-ქვეშ გამოაპარა,
მზერა დაეჭირა და გაიღებდა რას არა...

მეფემ ბგერებს მიმართა: "რა გჭირთ, რისთვის პაექრობთ?
ათასობით მტერს სურდა, თქვენი გენი გაექრო,

თუ წვალებით შევძელით, კვლავ სინათლე გვენახა,
სასიკვდილო გამოცდა ბევრჯერ გადაგველახა,

ნუთუ ახლა არ გახსოვთ მომავალი თაობა?!
ნუთუ დაგვიწყებიათ ჩვენი ვალი, რაობა?!

არაკს რატომ ვივიწყებთ ერთი კონა ისრების,
როცა ირაზმებიან გარეთ ბარბარიზმები..."

დარცხვენილმა ბგერებმა მორცხვად თავი ჩახარეს,
ჯ-ს ჭკუაზე მოგება მეფეს ძლიერ ახარებს.

ისევ მწკრივად მოეწყვნენ და ფერხულში ჩაებნენ,
ხან ნოველად ჩამოსხდნენ, ხანაც ამოტაეპდნენ...

დიდი ლხინი გამართეს, სადღეგრძელოდ იღვარნენ,
ხმოვნები კი სიმღერით დიდხანს არ დაიღალნენ...

პოეტს გამოეღვიძა, თვალებს არ დაუჯერა,__
"ნუთუ ეს ყველაფერი დამესიზმრა წუხელა?!"

გადახედა ნაწერებს და სიტკბომ გააოცა,__
"დღეგრძელ იყავ, ქართულო!"__სიამაყით დალოცა.

თამთა რეხვიაშვილი


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2016-08-29, 1:47 AM | შეტყობინება # 84
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

კაცმა ოცნებები, შვილში უნდა ხატოს,
წლებიც გადიან და თმები მევერცხლება,
მე მზეს დაგიტოვებ ნათელს, უღალატოს,
მთვარეს, რომ დააბეს ტოტზე ნეკერჩხლებმა.

ჯაჭვს ნუ გამიწყვიტავ, ჯიში დააძველე,
ლეკვებს მოუარე, მგლური გახელებით,
და შინ, დედაბოძზე წერა გააგრძელე,
ჯარად აჩუქურთმე, შვილთა სახელები.

გულზე დაიწერე ჩემი სათხოვარი,
კარი არ დაკეტო, მადლი შეიყვარე
სახით, მათხოვარის, მოვა მაცხოვარი,
რწმენით მიიღე და სახლში შეიყვანე.

ენას გისახსოვრებ, სიტყვის სინატიფეს,
ბეთლემს, გადამალულს, გიმხელს მყინვარწვერი,
ფიქრთა სირთულე და გრძნობის სიმარტივე
ვეფხის ტყავზე არის, ღვთისგან მინაწერი.

მჯობნის მჯობს აჯობა, თავმდაბლობით ნიჭმა,
ქვაზე ღონიერი, მაინც ბალახია,
ნიშნად, ჯაჭვის პერანგს ვტოვებ, ერთმა ბიჭმა,
ხელი რომ გაჰკრა და შუა გადახია.

მრუდედ ვინც დაიწყო, დარჩნენ მრუდეები,
შენ კი ნუ აჰყვები, შვილო, ბავშვურ ვნებას,
სახლზე არ მოშალო მერცხლის ბუდეები,
ლოდინს გასწავლიან და შინ დაბრუნებას...

საშა გველესიანი


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2016-09-06, 5:46 PM | შეტყობინება # 85
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ჰორიზონს იქით ხედავს თვალებით,
ხალხი არ იმჩნევს ნათელსახიანს,
ფარულად, ჩუმად უთვალთვალებენ,
პოეტია და გიჟს ეძახიან.

ჩამოღვენთილი როგორც სანთელი,
წყვდიადთან ომში გმირულად იწვის,
ერთმა იტვირთა ბევრის სათქმელი,
დიდია მაგრამ არავინ იცის.

ლექსებით იწყებს ლაპარაკს ბავშვი,
თაობებს აღზრდის მართალს, გულიანს,
იღწვის ხალხისთვის და ხალხის თვალში,
პოეტი მაინც უსაქმურია.

გაიმეტებენ ტალახს ან ტყვიას,
დაიფარავენ ცოდვებს შინშილით,
მერე კი ყალბი ცრემლით იტყვიან,
პოეტი იყო მოკვდა შიმშილით.

დანტე დარდიანი


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2016-10-05, 1:58 AM | შეტყობინება # 86
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

თუ ერთხელაც უსამართლოდ უარგყვეს,
უსამართლოდ მოგიხურეს დარაბა,
არაუშავს,თქვენ სიკეთით მოხატეთ-
ქვეყნის ყველა სიცივე და ქარაგმა.

თუ ერთხელაც იები ვერ მოგართვეს,
თუ სიყვარულს ვერ გიხსნიან გზადაგზა,
არაუშავს,თქვენ ღიმილი არიგეთ
და დუმილებს უპასუხეთ ხმამაღლა.

თუ ერთხელაც უმიზეზოდ ატირდით,
დაიღალეთ და არ იცით რაღა ჰქნათ,
მთაში წადით... ისეირნეთ წვიმაში
და დაბრუნდით უფრო, უფროოოო ლამაზად.

თუ ერთხელაც მარტო დარჩით თოვაში,
თუ არსაით წასასვლელი არა სჩანს,
ოცნებებში დაუძახეთ - მობრძანდიიით,
უმასპინძლეთ უსიტყვობას ყავასთან)

თუ ერთხელაც უმიზეზოდ გატკინეს,
თუ დარდები წამოგეტყოთ თვალთანაც,
თუ რაღაცა არასწორად გაგიგეს,
არ იდარდოთ, გზა იპოვნის სამართალს.

თუ ერთხელაც შემოდგომა დაგიდგათ,
თუ არავის ელოდებით ზამთარსაც-
თქვენ კედლებზე მზე აპრილად მოხატეთ,
გვირილები ჩამოჰკიდეთ ფარდაგად....

........მერე?
მერე ფართოდ გამოაღეთ ფანჯრები
და იმღერეთ ისე... ისეეეე ხმამაღლა,
რომ ეგონოთ თუნდაც ერთი შეშლილი,
თქვენ ხომ ქვეყნად აღარავის არ ჰგავხართ!!!!!!

დიკა სალაყაია


 
სინიორათარიღი: კვირა, 2016-10-09, 5:04 PM | შეტყობინება # 87
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

გმირთა ძვლები არ მასვენებს ღამით,
მოღალატის ხილვით სული შფოთავს,
საქართველო დაგიკარგეს დავით,
შენი ენა დაივიწყეს შოთა.

მელანდება მომავალი შავად,
ყვავ-ყორნებმა იმედები ჰკორტნეს,
მტერს გაურბის შენი შვილი შალვა,
ძმას არ ინდობს შენი შვილი ცოტნე.

მენატრები დედის ტკბილო ნანავ,
მოვკვდე მაშინ დაგივიწყო რაჟამს,
გვაპატიე საქართველოს მამავ,
წერეთელო, ყიფიანო, ვაჟა.

ვერას ვშველი, უმწეობას ვდარდობ,
ვეღარ ვხედავ არსებობის მიზანს,
სამშობლოსთვის აღარ ვფეთქავთ ლადო,
სხვის ომებში ვიხოცებით მირზა.

დავიშალეთ, ერთმანეთს ვჭამთ ღიად,
უხარია მტერს უგულოს, ვერაგს,
იმპერიებს დავემონეთ ზვიად,
თავგანწირვას ცოტა ირჩევს მერაბ.

მაინც ჩემი საქართველო მიყვარს,
თქვენი ხათრით არ ვეცემი სულით,
თქვენზე დიდი მაგალითი ვინ მყავს,
გამარჯვების რწმენით ცოცხლობს გული.

დანტე დარდიანი


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-05-04, 5:26 AM | შეტყობინება # 88
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გიორგი

რუსთაველზე მოაბიჯებს,
რუსთაველი უხდება,
ტატოს მფრინავ მერნის მადლი
დასტყობია ფიქრებად.

შავგვრემანი ჭაბუკია,
შავი ჩოხა აცვია,
ის სამშობლოს იმედია,
ის მომავლის კაცია!

რა ბიჭია! – არც ერთ გამვლელს
რჩება შეუნიშნავი,
გოგონები ჩურჩულებენ:
– იცნობთ? იცით ვინ არის?

რუსთაველზე მოაბიჯებს,
მხიარული, გულღია,
ტუჩთან ხალი უცინის და
რწმენა სანთლად უნთია!

ნინო მღებრიშვილი


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2017-05-24, 9:22 PM | შეტყობინება # 89
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ნინოს

შენ ახლა უკვე იმ ჩიტს მაგონებ,
ტოტზე რომ ზის და ლაჟვარდს გაჰყურებს;
თავი გგონია უმწეო ბავშვი,
დიდი ხნის წინ რომ აქ მიგატოვეს.

გაუკვალავი გზებით იარე,
ბევრი გოლგოთა რწმენით დაძლიე
რამდენჯერ ,ალბათ, ჯვარზე გაგაკრეს,
რამდენჯერ გული მწარედ გატკინეს;

მაინც ჯიუტად წინ მიიწევდი
და შენი"სრბაი" შენ აღასრულე,
ვალმოხდილი ხარ ყველას წინაშე,
უძილო ღამე ბევრი ათიე.

ახლა შენც შენი სახლი გეძახის,
შენი მიწა, ცა, შენი ქვეყანა,
შენი შვილები შენც ხომ გელიან,
შენს სითბოს ნატრობს ყველა,ვინც აქ გყავს.

მეფის ქალაქში შენც ხომ გელიან,
შენი კისკისი მოგვნატრებია,
"მოირთვებიან შენთვის ქუჩები"
და ფიანდაზად გაგეშლებიან!

ნუნუ გრემელაშვილი


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2017-06-10, 4:57 PM | შეტყობინება # 90
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ბავშვობა გვეძახის, წამოდი,წავიდეთ!
იქ,სადაც ოცნებებს აღვიძებს ტყე-ველი,
იქ, სადაც თვალები სიწმინდეს ასხივებს,
იქ, სადაც შორსაა ცოდვისგან ხელები.

წამოდი, გავცილდეთ ამ დაღლილ სამყაროს,
არ გვინდა ამდენი შავ-თეთრი ფერები,
ცხოვრება ჩვენ ისევ ვარდისფრად დავხატოთ
და მუდამ ერთგულად ჩავკიდოთ ხელები.

გავუყვეთ ხასხასა,დანამულ ბილიკებს,
ვიაროთ დილამდე ცათ აწვდილ აღმართზე,
იქ, სადაც ჰაერიც წუხილებს ამშვიდებს,
იქ, სადაც გრძნობებში არ გთხოვენ არაფერს.

ვირბინოთ მთელი დღე ანკარა წყაროსთან,
დავიცვათ ცოდვისგან დაღლილი სულები,
ვიტკინოთ სიცელქით მუხლები, რა მოხდა?!
ოღონდაც არავინ გვატკინოს გულები.

არ მინდა იქ,სადაც სიყვარულს გვიშლიან,
გამთბარი ხელები გრძნობებს ვერ ამხელენ,
იქ, სადაც ყველაფერს წონიან, ჰყიდიან,
და სადაც ოცნებებს ტყუილზე აგებენ.

ბავშვობა გვეძახის, წამოდი წავიდეთ!
ძვირფასო, თავიდან დავიწყოთ სიცოცხლე!
ავისხავ სხეულზე მზისთვალა გვირილებს,
დავითვლი ათამდე, მოდი და მიპოვე!

თეონა კიკვაძე


 
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz