პარასკევი, 2025-06-27, 7:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:32 PM | შეტყობინება # 2
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.

როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ რქებში ჩაწურვილს...

როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.

როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის,
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა!

როცა ძეწნები ატირდებიან,
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები...

მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად!

დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი!...


 
თეკლათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:34 PM | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დედის სათხოვარი

(...შვილებს)

ვიდრე წავალ, შემაგებე შენთან დილას,
დედის ხელი ნამძინარებ თვალებს დაგბანს,
დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს,
ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს...

ვიდრე წავალ, გასაუზმებ, მოგხვევ ხელებს,
გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ,
ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე,
თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ...

ვიდრე წავალ, იავნანით დაგაძინებ
და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს,
ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ,
ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს...

ვიდრე წავალ არ გაცივდე, დაგაფარებ,
თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს,
ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ,
ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს...

ვიდრე წავალ დედის ლოცვით გაგითენებ,
სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის,
თუ ჭრილობას კარგშვილობით გამიმრთელებ
თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის...

არ მატკინო ის სხეული სადაც ოდეს,
ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა,
უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს.
რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა...

როს პატარა, უმწეო და სუსტი იყავ,
ამ ხელებში გაძინე და გაგაცინე,
ახლა ჯერი შენია და მადლი მიყავ,
ამიყვანე და უცრემოდ გამაცილე......

ვიდრე წავალ, ვიდრე მიხმობს მადლიანი,
როცა ვიცი მონატრება გამამწარებს,
ვიდრე გხედავ არ მამყოფო დარდიანი,
თორემ მერე სინანული გაგაწვალებს!


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:35 PM | შეტყობინება # 4
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს,
ტკბილმოუბარსა;
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე
საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი
მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის
მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას
მამაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ცვარნი ციურნი
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე, მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!


 
თეკლათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:36 PM | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

ამ ქვეყნად არის ბევრი რამ წმინდა
თუკი მიხვდება კაცი,
თუ ვინმე შეძლებს გაიგოს სრულად
ქალის ცრემლების ფასი...

თუ შეეცდება დარდის გაფანტვას,
უიმედობის დღეებს,
თუ ამოაშრობს ჩუმი ალერსით
დარდით დაღვენთილ ცრემლებს.

ქალის ქვითინი, რომელსაც თითქოს
ოცნება გაუფრინდა,
რა შეიძლება ამქვეყნად იყოს
ამაზე უფრო წმინდა?!

ბევრი რამ არის თაყვანსაცემი,
თუკი მიხვდება კაცი,
ოღონდ გაიგეთ, ოღონდ გაიგეთ
ქალის ცრემლების ფასი.


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:37 PM | შეტყობინება # 6
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მე ვარ მისანი ხარი – წიქარა,
შენი დვრიტა ვარ, მამულ – დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე,
რომ გემსახურო და გიერთგულო.

შენი უღელი მემჩატოს აგრემც,
ქედზე რომ მადგას განაჩენივით,
არ მომიღერო, გეთაყვა, სახრე,
სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.

და თუ გქონია რამე ტკივილი,
ან რამე ჭირი ზნეკეთილიანს, –
ამილოკია ქვამარილივით
და ხარის ცრემლით დამიტირია...

რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართან,
ქედგახეხილი, გადატყაული...
ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა,
არაფერი მაქვს დანაშაული.

და როცა მიწას მივებარები
ნაჯაფარი და ტანდაკორძილი,
შენზე დამრჩება ისევ თვალები,
ანგელოსების ამოკოცნილი.


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:37 PM | შეტყობინება # 7
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ბუხარი

სულ ჩაიფერფლა ბუხარი,
ბუხრის პირს თვლემა ტკბილია,
ბედს ქედი არ მოუხარე?
რა გზები გამოგივლია...

გარეთ თოვლია, მუხლამდი,
ქარი ქვითინებს ტიხართან,
იყო დრო – ძლიერ უყვარდი!
იყო დრო – ძლიერ გიყვარდა!

გაყვითლებულან ფურცლები,
რა უნდა გითხრან ფურცლებმა,
განა მარტო ჩვენ ვხუცდებით,
თურმე ბუხარიც ხუცდება!

წლები კი ისევ მიჰქრიან,
წლები კი ისევ მოჰქრიან,
ბუხარში ფერფლი ხომ ყრია, –
დაღლილი კაცის ფიქრია.

გარეთ თოვლია მუხლამდი,
ქარი ქვითინებს ტიხართან,
იყო დრო, ძლიერ უყვარდი,
იყო დრო, ძლიერ გიყვარდა...

ოთარ შალამბერიძე


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:38 PM | შეტყობინება # 8
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ჩემს ტოლებს

ვიცი, რომ მზითვად
არ მომცემენ “ვეფხისტყაოსანს,
არც წასაღებად
დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,
არც ქართულ კაბას
ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს
მომავლებენ დარდიან წელზე.

ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.

დავიმალები
სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზეგადასული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს
სიტყვა ქართული.

ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმეს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს,
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი,
რადგან მზითევში არ მომცემენ “ვეფხისტყაოსანს.

ნინო თარიშვილი


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:39 PM | შეტყობინება # 9
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
თვალები

არ იცი მისი ფიქრი და განცდა,
არ იცნობ მისი ცხოვრების მიზანს,
მაგრამ შეხვდები შემთხვევით კაცს და
თვალები გეტყვის კაცობას მისას.

შეხვდები კაცს და გიწვდის მარჯვენას,
ხელს გართმევს, მკერდში გიკრავს ალერსით,
მაგრამ კაცობა მისი არ გჯერა,
რადგან სიყალბეს ამჩნევ თვალებში...

ზოგჯერ პირიქით, სიკეთის მჩენი,
თვალების ერთხელ ნახვა გეყოფა,
რომ ფიქრი ანდო და გრძნობა შენი
გაუზიარო კაცს და მეგობარს!

ხოდა, მაშ თუკი აშკარა ამბორს,
თვალი გაუგებს ფიქრებს და წადილს,
მოდით, იმ კაცურ კაცს გაუმარჯოს,
ვინც ქვეყნად წმინდა თვალებით დადის!


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:39 PM | შეტყობინება # 10
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მამუკა

მამუკა, კარგო ბიჭო, მამუკა,
მე შენ დაგარქმევ დედის სანუკვარს,
მხოლოდ და მხოლოდ
დედის სანუკვარს...

გესმის, ნანინას ძვირფასი ხმები,
განათებული დედის აზრითა?
დედას აქვს ისე პატარა მხრები,
ამხელა ტვირთი როგორ აზიდა...

დედას აქვს ისე კარგი თვალები,
დაღონებული მარად მას უკან,
მარტო ამისთვის შევიყვარებდი
კაცი რომ ვიყო, ბიჭო, მამუკა...

დედის ნათელი, ნათელი სახე,
კვლავ შენზე ფიქრმა გაასალუქა,
ქვეყნად ბევრია კეთილი ხალხი,
მათი იმედი გქონდეს, მამუკა.

ოღონდ ნუ ჰკვირვობ მარტო სიარულს,
ოღონდ ნუ ჰკითხავ: "მამა რა უყავ?"
ეს გაუმარჯოს ქალის სიყვარულს,
უმამო შვილს რომ არქმევს მამუკას.


 
თეკლათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:41 PM | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
თეკლათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:42 PM | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

როცა ტოლები ვახსენებთ მამებს,
ცა გამეხსნება მაშინ,
ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს,
ცრემლი მომადგეს თვალში.

ცრემლი მომადგეს, თავი დავხარო,
სინანულით და წყენით,
ო, როგორ მინდა კრძალვით გახარო,
რომ გული მიდგას შენი!

ვიცი, ხანდახან გიმძიმს ძალიან,
ამოიკვნესებ წამით,
იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია
და მაპატიე მამი!

დედას რომ უფრო ვეალერსები
გაჯავრებული ნუ ხარ,
არ იწერება თქვენზე ლექსები
და მე ამაზე ვწუხვარ.

იყავ, იცოცხლე, ნუ შეიცვლები,
დარჩი მშვიდი და ბრძენი,
ვამაყობ, დედის გულს გეფიცები,
და ვიამაყებ შენით!


 
თეკლათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:43 PM | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პაპა

მე ერთი პაპა მყავდა, რჩეული გვარ – ტომთა,
უყვარდა გაზაფხული, ყვავილთა ფანტელები,
სულ იმას იძახდა, სულ იმას ამბობდა:
– ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!

შრომობდა, იღწვოდა, სწყუროდა, შიოდა,
ბევრჯერ მისი ოფლით მორწყულა ველები,
შინ იყო, გარეთ იყო, სულ იმას ჩიოდა:
– ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები.

ჰყავდა ცხრა შვილი; – ოჯახის ფუფუნება!
მაღალნი, თამამნი, ლამაზნი, ჯანმრთელები,
და მაინც სწუხდა და სულ იმას ბუხუნებდა:
– ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!

კვდებოდა, ეცლებოდა სული – ზღვის ტალღა,
მკერდს ეწყო გაყინული ვეება ხელები,
კვდებოდა ბერიკაცი და მაინც იძახდა:
– ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები...

ვდგევარ მის საფლავთან, დარდს გულის კარს ვუღებ,
მწვავს ფიქრი, მამულის სუნთქვით ნაფერები,
და მეც პაპასავით მტკივა და მაწუხებს,
რომ დღეს ცოტანი ვართ მართლაც ქართველები.

თუმცა ცოტანი ვართ, ნურავის ეგონება,
უკვალოდ ჩაიფეფრლა ბებერი პაპის ძვლები,
კვლავ სულში მიკიჟინებს წინაპრის შეგონება:
ვამრავლოთ, ვამრავლოთ, ვამრავლოთ ქართველები!

თენგიზ მორჩიაული


 
თეკლათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:44 PM | შეტყობინება # 14
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

ჩვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი,
ხან მზე დგას, ხან კი ქარები ქრიან,
ყველა ვიღაცის იმედით დადის,
ყველას ვიღაცის იმედი ჰქვია.

ჩუმად მოსული ტკივილის გარდა,
გული ხომ ათას სიხარულს ელის,
და ჩვენც ვიცინით, ვიცინით, რადგან
ვიღაცას ჩვენი სიცილი შველის.


 
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:44 PM | შეტყობინება # 15
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს,
უცბათ
ქალის სუნი ჰქონდა.

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა,
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს
ქალის სუნი ჰქონდა.

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის,
სუნი საზოგადოდ ქალის,
სუნი
საზოგადოდ მდედრის...

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო!


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz