პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:55 PM | შეტყობინება # 31 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ჩემს ლექსებში
მე არც თამადას ვირჩევ ჟინიანს, რომ გადარევით არ დაიგეშოს, თუმცა ლექსებში მუდამ ლხინია, ერთი სტრიქონიც ვერ გაილეშოს.
ცეცხლი გამომყვა ძველთა მამათა, ლექსებს მივსდევდი მუდამ მადიანს, ლექსებში გრძნობა დავსვი თამადად და სამუდამოდ უთამადია.
შოთა ჩანტლაძე
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:57 PM | შეტყობინება # 32 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| სეკვენცია
ანი ბანი და განი და მართლა არ ვიცი რა მინდა, ალბათ პატარა და მინდა ღმერთო, დამინდე, ამინ, და ანი ბანი და განი და. მინდა ამოვძვრე კანიდან, სიცოცხლე მინდა თავიდან. სიკვდილი მინდა? - არ მინდა, არა, როგორმე გავუძლებ, არა, როგორმე ავიტან, მხრით გოლგოთაზე ავიტან დღეებს, რომელიც სვე-ბედმა გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა. ანი ბანი და განი და სევდის სივრცე და განი და ბედის ცამეტი განედი ვერ გავისეგრძეგანე და მისი უღრმესი ქანიდან ვყვირივარ: ანი ბანი და განი და დანი ზანი და თანდათან თანი კანი და ლანი და მანი მანი და მე ნანი-ნანი-ნა მინდა. ვეხფვის ტყავისა გაძრობა ამ გატანჯული ტანიდან და წასვლა იერუსალიმს, კანას ქორწილში სმა მინდა. მეგზურად მწყემსი ძმა მინდა: პანი და ჟანი რანი და ფანი და ღანი ყანი და შანი ჩანი და ქანი და ეზო-კარიდან, ყანიდან მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის მიტანა ქანაანიდან. მე ცაზე ცანი ვცანი და ჯანი და ძანი წანი და მინდა გამოსვლა წამიდან, ვეებერთელა ცა მინდა. ვიწრო ბილიკის მაგიერ ათი ათასი გზა მინდა. გზა მინდა მნათობებიდან, შენსკენ მავალი გზა მინდა, მზის მუცელღების ხმა მინდა. სანი და ჭანი ხანი და ვერძის შუბლიდან, ხარიდან ისევ მნათობთა გზა მინდა, ყოველ მნათობში ანთებულ საიდუმლოში წვა მინდა.. ყველა ვარსკვლავში წვა მინდა, ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა, ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა, მინდა გამოსვლა წამიდან, ვეებერთელა ცა მინდა. ანი ბანი და განი და, ღმერთო, ამ შუბლის ამინდი ცხრა მზით ამინთე, ამინ, და ისევ ა-მინდა, ე-მინდა, თეთრი ი-მინდა, ო-მინდა, სანამ ცხოვრების ჰოემდე მივალ ათასი ომიდან, ერთი ძლიერი უ-მინდა, სამოთხის ვაშლი უმი, და მერე შენს გვერდით თუ გინდა, ანი ბანი და განი და, ღმერთო, დამინდე და მინდა.
რატი ამაღლობელი
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:57 PM | შეტყობინება # 33 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * *
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს, შენ კი არადა არ გაგეცინოს, ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება გარდასულ დღეთა, გარდასულ დღეთა ბედზე იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო, მაგრამ დადგე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგო, წყალში იდგე და მაინც იწვოდე, ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ, შენი ცხოვრების ყველა სისწორე.
ხომ შეიძლება ეტფოდე იებს, და ენძელების იქცე ძიებად, გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ, ეს ყველაფერი ხომ შეიძლება!
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:58 PM | შეტყობინება # 34 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ლომო!
შენს წიაღში დაბრუნება გინდა, ილტვი, მაგრამ ვეღარაფერს ღონობ, ჩრდილს ნათელი დაუფარავს ისევ, რა დიდ სევდას შეუპყრიხარ ლომო!
დაგიტოვეს გალიიდან თათის გამოყოფის უფლებაღა მხოლოდ, თავისუფალ სამყაროსთვის ნაშობს პატიმრობა მოგისაჯეს ლომო!
გემძიმება შგუება ბედთნ, ხშირად მაინც შენებურად ომობ, სეირისთვის მოსულთ ზოგჯერ შიშის ზარსაც დასცემ მრისხანებით ლომო!
შენი ბრდღვინვა ღამით მტერს ძილს უფრთხობს მოყვარეს კი გულს იმედად ფონობ, ნუ იქნები მორჩილი და უტყვი, ძველებურად აღრიალდი, ლომო!
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:59 PM | შეტყობინება # 35 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * *
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს, მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.
მე იმდენად შევეჩვიე სევდას, ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს, ის სინათლე ვიცი გამაწამებს.
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს, აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:59 PM | შეტყობინება # 36 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| გაზაფხულის საღამო
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცილდა ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე წვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 7:00 PM | შეტყობინება # 37 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ვინა სთქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან, ერთი ოთახის ამარა დავრჩით. ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.
მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად და ოცნებებად დავიხარჯებით, ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით, მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს, პატიოსნება ურდულად ადევს და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია, მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან, ერთი ოთახის ამარა დავრჩით. ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 7:01 PM | შეტყობინება # 38 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * *
ბევრი მყავს, ბევრი მეგობარი, მტერი კი ცოტა, რა მდიდარი ვარ, ღმერთო ჩემო, რა განძის მქონე; არ მივიწყებენ მეგობრები, ვერ ვიტყვი ცოდვას, მტრებს კი ისედაც ვახსოვარ ვგონებ.
სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ, ოჰ, მეგობრები - თანამგზავრნი ჩემი ცხოვრების, სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ, მტრებო იცოცხლეთ, მტრებო მუდამ გემახსოვრებით!
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 7:02 PM | შეტყობინება # 39 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| როლი
დახუნძლულია ხეები თოვლით, ჰაერში ფრთხიან ყინვის ჩიტები, დამითმეთ თქვენი ლამაზი როლი, ბავშვის ხელები - სავსე გირჩებით...
ბავშვის ხელები-სირბილე მოვის, გლუვი მაქმანი და გამაშები... დამითმეთ თქვენი ლამაზი როლი, მე თქვენს როლს უკეთ ვითამაშებდი...
დაფარა თოვლმა ყინულის სცენა მერე ლღობასაც უნდა გავასწროთ. ჩემი ბრალია! რა ბედისწერა - საკუთარ თავს რომ ცუდად ვთამაშობ...
ბავშვი - დიდრონი თვალების ჭრილი და მტრედის ფრთები ოქროსფერ თმაში... დამითმეთ თქვენი ლამაზი როლი, გირჩებით სავსე ხელები ბავშვის...
დახუნძლულია ხეები თოვლით...
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 7:03 PM | შეტყობინება # 40 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ჩვენი სკოლა
ახალი სკოლა აღმოუჩენიათ, იქ უნდა შეხვიდე რწმენით, პირველ გაკვეთილზე დაიბადები და ბოლო გაკვეთილზე კვდები.
ამ სკოლის დირექტორი არავის უნახავს, ჰაერის ფერი ყოფილა, არცერთი მოსწავლე ჯერ არ გაულახავს, არასდროს გამოდის წყობიდან,
მოსწავლეს არ დააქვს წიგნი და რვეული, და არც უჩანთობა თრგუნავს, არა აქვს კლასი და არა აქვს კედლები, ეს სკოლა მრგვალია და ბრუნავს.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 7:03 PM | შეტყობინება # 41 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * *
აღარც ავთანდილი სჩანს და აღარც თინა თინათინობს, სულ ამაოდ, სულ ამაოდ, ვიღაც დავითობას ცდილობს,
რა ვარდებით, სულ დარდებით, სისხლით ვწერდით ისტორიას! თურმე, სულ ამაო არის, რაც აქამდე გვიბრძოლია.
ამაოდ გვიშენებია მცხეთა, ჯვარი, ფიტარეთი, ენაზე მომდგარ ავ სიტყვას ვერ ჩარეცხავს მდინარეთი.
ღმერთო, გვიხსენ! უმეცართა, უგულოთა მოდის ურდო, ქართველ ჯალალედინებად, შაჰებად და მურვან ყრუდო.
რა გიშველო, საფიცარო? გმირებს ვეძებ ვინა ვინობს... აღარც ავთანდილი ჩანს და აღარც თინა თინათინობს.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 7:04 PM | შეტყობინება # 42 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
გედები მოფრინდნენ ქარიდან, სილის კოშკს გაუჩნდა ბზარები. რაც იყო, ნაცრისფრად წავიდა... დახურეთ წარსულის კარები!
ცრემლებით დაღლილი თითები, კლავიშებს გულს გადაუხსნიან, და წვიმის წვეთები იმედით მოლოდინს უცდიან, უცდიან.
იყიდეთ ოცნების ბილეთი, ჩაეშვით ლივლივა პარტერში, ეს იყო ცხოვრების ილეთი, გვირგვინებს ვერ დაწნავთ კრატერში.
სივრცეთა შეგრძნება ნავიდან. ღრუბლებთან გაფრინდნენ ზარები! ებრძოლეთ ლურჯ მიზნებს თავიდან, დახურეთ წარსულის კარები!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 7:04 PM | შეტყობინება # 43 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
ბაღში ისევ ტირიფების ლოდინია, ხანგრძლივი და უსასრულო ლოდინი. ხეივნები მოდიან და მოტირიან, ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის. მთა კვნესის და ცაიც გულდაკოდილია, ჩემო კარგო, მტკვარიც გულდაკოდილი. ხეივნები მოდიან და მოტირიან, ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის...
ანა კალანდაძე
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 7:05 PM | შეტყობინება # 44 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ფოთლები... ფოთლები...
ატირდნენ მთები და ლამის მეც ავტირდე, ნაძვები დაღონდნენ და მეც, მეც ვღონდები... მოწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ გაფრინდნენ ფოთლები... ფოთლები...
ხეთ ხელი აღაპყრეს და ღმერთი ადიდეს, მაგრამ უჩვეულო კვნესით და გოდებით, მოწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გაფრინდნენ ფოთლები... ფოთლები...
ანა კალანდაძე
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 7:05 PM | შეტყობინება # 45 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| რომელი საათია
ახლა რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია, მაინც არ მასვენებს მწარე სინანული – რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება, მთელი შემოდგომა თავზე დამათია. ახლა მხოლდ სამი იყოს შეიძლება, რომელი საათია? რომელი საათია?
სამის შეიძლება არის მესამედი, მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია, კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე – რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი, ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია. ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, - რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია, აღარ გათენდება ღამე საზიზღარი! რომელი საათია? რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: მწარე და ძვირფასი, თრობის საათია, ღვინის საათია! ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე – რომელი საათია?
|
|
| |
|