პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:45 PM | შეტყობინება # 16 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
არ ვიცი ახლა რა ესიზმრება მარტის ღიმილით დაღლილ საღამოს, რატომ იღვრება სული რითმებად, რამ გააღიმა ასე სამყარო?
მალე აპრილი მოვა და ვიცი, ის გათენება სულ სხვა იქნება, ქარი დამაყრის ყვავილთა სიცილს, და გაზაფხულიც მზედ დაიღვრება.
ჩემი სიზმრების უნდო ნაპირით გაზაფხულამდე ახლა ვინ ივლის? რა გადაგვარჩენს? ღამე აპრილის და ალუბლების თეთრი ღიმილი.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:45 PM | შეტყობინება # 17 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე ერთი ქვეყანა ვიცი, სამოთხის კარია ღია, იქ მართლა გვარზე ხტის კვიცი და სხვებიც თავის გზით ვლიან.
იქ მლიქვნელს აჭრიან ყურებს, მაბეზღარს აჭრიან ენას, პოეტი იქ უფრო ურევს და ბევრი როდი აქვს წყენა.
იქ უკვე არავინ ქურდობს, დახლიდარს არა აქვს ფაშვი და თუკი აჩუქე ხურდა, სასტიკად გაგლანძღავს მაშინ.
უქრთამოდ იღებენ მცოდნეს, უმეცარს სჭრიან და სჯიან, იქ აღარ სჭირდებათ ცოტნე თაფლი კი სუყველას სცხია.
დახლებთან არაა რიგი წიგნის მაღაზიის გარდა, არავის უნახავს იგი არც ერთი მინისტრის კართან.
ერთი ტროლეიბუსში ადის, რაინდი, რაინდზე თვალე; მოხუცებს უთმობენ ადგილს, მეტადრე ბავშვიან ქალებს.
იქ მართლა ფასდება ჭკუა, იქ გულიც ფასდება ბავშვის, კრიტიკა იქ აღარ ცრუობს, პოეტებს არ უყვართ ტაში.
არცა აქვთ მეგობრის შიში, კაცს ვეღარ შეხვდები მტრიანს, ერთმანეთს ლანძღავენ პირში, ზურგს უკან არავის თხრიან...
.....
იმ მხარეს ოცნება ჰქვია, იმ მხარეს სიზმარი ჰქვია, თუ გინდათ წავიდეთ, ძმებო, არასდროს არ არის გვიან.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:46 PM | შეტყობინება # 18 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
რუსთველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო – ვერ ვნახო სამოთხის მთვარე.
მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ – რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი, ნუ მომიშალოს ღმერთმა.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:46 PM | შეტყობინება # 19 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| შეუვსებელი ანკეტა
- ვინ ხარ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - საიდან მობრძანებულხარ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - რას იქმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - რას ითხოვ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - როგორ ვლინდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - რის იმედი გაქვს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ვის რას ჰპირდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - დღეს რით სულდგმულობ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ხვალ რა იქნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ვინ გითავმდება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - ვის რად სჭირდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - თქვი, რას ფიქრობენ შენზე ჩიტები . . . . . . . . . . . . . . . . . - თუ დაგიმოწმებს ერთგულებას ერთი ხე მაინც . . . . . - ო, ერთხელ მაინც თუ დაუსხი სინათლე ყვავილს . . - თუ აღიმაღლე ხმა, როდესაც როზგავდნენ ხარებს . . - თუ შეიფარე ხეტიალით დაღლილი მთვარე . . . . . . . . - თუ დააცალე ლოცვა იგი მღვიმეში მლოცველს . . . . . თქვი და უბრალოდ დამშვიდების უფლებას მოგცემ.
|
|
| |
თეკლა | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:47 PM | შეტყობინება # 20 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * *
მე თუ ვტირივარ, ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს, მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია, მე თუ ვიყვარებ, არა ვგევარ ბრჭყვიალა ქალებს, და რაც ჩემშია, ყველაფერი მუდამ ნაღდია...
მე თუ ვმეგობრობ, ერთგულებას ელოდო უნდა, მე თუ ვღალატობ, იმ ღალატსაც რაღაც ფასი აქვს, არ ვხურდავდები, არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას, და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასიანსს...
მე თუ ვუჩოქებ, ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო, მე თუ ვაღმერთებ, სიყვარულის ღმერთია იგი, და მე თუ ვნატრობ, შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ, რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს!...
მანანა ფრუიძე
|
|
| |
თეკლა | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:48 PM | შეტყობინება # 21 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ნამდვილ მეგობარს თუ ვერსად შეხვდი...
თუ სიყვარულმა გიქცია გვერდი, არ ხარჯო მისთვის ძალი და ღონე, ნამდვილ მეგობარს თუ ვერსად შეხვდი, შენც ადექი და... გამოიგონე!
გული გახურდეს ისე, ვით თონე, რომ ბრიალებდა ალით ამ დილით, ისე ლამაზად გამოიგონე, რომ თვით გეგონოს იგი ნამდვილი.
დაე, შეუნდოს ყველას უფალმა, ზოგი ფლობს დარბაზს და ზოგი სოროს, რამდენი ვინმე, როგორც ფუფალა, გამოგონებულ ცხოვრებით ცხოვრობს.
ბერდია ბერიაშვილი
|
|
| |
თეკლა | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:48 PM | შეტყობინება # 22 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| * * *
თქვენ ჩემს დაქანცულ საქართველოს სანთლად უნთიხართ, და ცისფერ იმედს გაზაფხულის მზესავით ველი, ჩემი ზღაპრების სამყაროდან მორცხვად გიყურებთ, თქვენი სიკეთით და სიდიდით დამფრთხალი შველი.
იყო საღამო ჩუმი ღელვის და სიხარულის, და მთელი ღამე ქარიშხლების იყო ბღავილი. მე კი შორს, თქვენგან, სიყვარულით გულში ვტიროდი. მე - თქვენი დიდი საბაღნაროს ერთი ყვავილი.
მერე გათენდა და როდესაც მზემ გაიღიმა, ასე მეგონა თქვენი დიდი შუქი მფარავდა, და მაშინ მივხვდი, რომ მაგ გულის დიდ სიკეთესთან, ყველა სიკეთე და სიდიდე დაპატარავდა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:48 PM | შეტყობინება # 23 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
დედამ დათესა ეს სილამაზე, დაბადებიდან რასაც ეტრფიან! ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მხოლოდ ერთია!
დედა ძველია, როგორც სამყარო, და როგორც დილა არის ახალი არ გაჩენილა ქვეყნად სახელი, დედის სახელზე უფრო მაღალი!
ახალს ლანდივით შორდება ძველი, ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან, არ გაჩენილა დედის შემცვლელი, სიყვარული და დედა ერთია!
გზა არა გქონდეს - დედის საფლავზე, მაინც არ უნდა გადაიარო! და როცა მშობელ დედას აფასებ, შენს თავს აფასებ ადამიანო!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:49 PM | შეტყობინება # 24 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ნუ გეშინია
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებ ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძილო ღამეც ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია!
თუ გაგიხუნებს გრიგალი ფერებს და ზამთრის სუსხი თმებზე დაგათოვს გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე, დედის გული და კალთა გაგათბობს.
ნუ შეგაშინებს მეხი იერით, მეხი უფესვო ხეებს ერევა, ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი, ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა?
ბედის ქარაგმას თუ ვერ გაექცე, წილხვედრი ალო თუ ვერ გახედნე, დღეში რომ კიდეც ცხრაჯერ დაეცე, დედის ხელები წამოგაყენებს.
ჭირთა თმენა და დიდი ნუგეში, დედა სიცოცხლის თვალის ჩინია, ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი, ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:49 PM | შეტყობინება # 25 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მერცხალი
შავკაბიანი, ეს თეთრი ქალი, მე ფრთამოტეხილს მაგონებს მერცხალს, ყოველდღე ვხედავ ავლილს ან ჩავლილს, ყოველდღე ვნატრობ, სხვა კაბა ეცვას!...
მაგრამ ის მაინც სულ შავით დადის, რადგან მერცხალი არ იცმევს ფერადს, გამოჰყავს გარეთ მას ორი ბარტყი და იმ ცალი ფრთით ასწავლის ფრენას...
შავკაბიანი, ეს კოხტა ქალი, მე ფრთამოტეხილს მაგონებს მერცხალს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:50 PM | შეტყობინება # 26 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მოდი ვიტიროთ!
მოდი ვიტიროთ, დაუკარი შენი გიტარა, რა მოხდა ერთხელ წელიწადში ცრემლი გვედინოს, და რადგან ვიცით სხვათა ჭირთა გულთან მიტანა, დღევანდელი დღე სევდის იყოს, ჩემო კეთილო.
მოდი ვიტიროთ იმ ლამაზი დღეების გამო, რომელიც ხშირად სავსე იყო წვიმით, ქარებით, აკაციები რომ იცმევდნენ უთეთრეს სამოსს, და პაემანზე არასდროს არ ვიგვიანებდით.
როცა პირველად დავითვერით უფროს ბიჭებთან, როდესაც ხელი ჩამოვართვით ჩვენს ორეულებს, როს შუაგზაზე ვაჟკაცებად მივაბიჯებდით, სახლში კი დედა გვამშვიდებდა ცრემლმორეულებს.
და ახლა, როცა გულს გვიწყალებს ჩუმი ლოდინი, როს სანახევროდ გავლილია გზები სავალი, სულში ფათურობს უნაზესი სევდის მოტივი, და არაფერი აღარა გვაქვს დასამალავი.
დარიალობენ მეგობართა მკრთალი ლანდები, რა ადვილია, რა ადვილი მათი მიგნება, მაშ დაუკარი, დაუკარი, ნუ დამზარდები, ხვალ ყველაფერი ალბათ ისევ კარგად იქნება!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:51 PM | შეტყობინება # 27 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| სიზმარი
მიყვაოდა სხივჩაწნული თმები, სრბოლისაგან ამლეწოდა სახე, ვერ მწვდებოდნენ ყალყზე მდგარი მთები, მწვერვალები იწყვეტავდნენ ძარღვებს.
ქალღმერთივით გამეშალა ფრთები, ვიფარებდი ქოხებსა და სახლებს, ვებერთელა ცა დამქონდა მხრებით; ღმერთო ჩემო, რა სიზმარი ვნახე!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:52 PM | შეტყობინება # 28 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
იმხელა ფოთლები ცვივა, ისეთი ჭრელ-ჭრელი ფოთლები, ისეთი მოღლილი მზეა და ისე ერთბაშად მოწყდები.
რომ რაღაც უზომოდ გტკივა, გგონია ცოტაც და მოკვდები, დღეს ისე უღმერთოდ ცვივა ისეთი ლამაზი ფოთლები...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:54 PM | შეტყობინება # 29 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მე და დეკემბრის ქარიანი დღე
როგორ მაგონებს ეს ფოთლები ფერმკრთალ ბარათებს, როგორ მაგონებს, ვაი, მართლა ამ დღის მოსწრებას, მათ ერთ დროს ჩუმად ჩემი გულის ფეთქვა გავანდე და შემრჩა მხოლოდ გაყინული პატიოსნება.
რა ტკივილია უსასოო მათ სიყვითლეში, გარს მეხვევიან გაუგებარ საყვედურებით, ასე მგონია, სულში სხვისი სული მიხვნეშის, გზააბნეულო ბარათებო, რას მემდურებით!
იქნებ სულია ეს ნიავიც, ჟინმორეული, სული, რომელსაც ბინა არ აქვს, ჩეროც აღარა, თითქოს ვიღაცამ დამიხია ყრმობის რვეული და ნაგლეჯები შიგ სახეში შემომაყარა...
რატომ მაგონებს ეს ფოთლები ფერმკრთალ ბარათებს, რატომ მაგონებს, ვაი, მართლა ამ დღის მოსწრებას, მათ ერთ დროს ჩუმად ჩემი გულის ფეთქვა გავანდე, და შემრჩა მხოლოდ გაყინული პატიოსნება!...
ოთარ შალამბერიძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 6:54 PM | შეტყობინება # 30 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| * * *
მე ახლა მივხვდი რატომ სვამენ კაცები ღვინოს, თამბაქოს კვამლში რად აქრობენ მზერას დარდიანს, შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დადგომის, გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან.
დამისხით ღვინო, იქნებ ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის, თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს, დამალევინეთ, გევედრებით, დამალევინეთ, მაგრამ არც ერთი სადღეგრძელო არ მათქმევინოთ!...
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს, და შენი სუნთქვა მახვევია ყელზე მძივივით, შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო და შენი სუნთქვა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით!
|
|
| |
|