პარასკევი, 2025-06-27, 5:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 10 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 8
  • 9
  • 10
სატრფიალო პოეზია
თეკლათარიღი: ორშაბათი, 2013-03-11, 5:43 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2017-02-06, 8:15 AM | შეტყობინება # 136
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
შენ ის ბიჭი ხარ

ლამპიონები ანათებენ ქუჩებს ცარიელს,
და მე გიყვები, უშენობა როგორ მიჭირდა,
ფერად წიგნებში ბავშვობისას რომ ვკითხულობდი,
თოვაში გასულ ბიჭის ამბებს, შენ ის ბიჭი ხარ...

ჭვავის ყანაში ერთხელაც რომ ვერ ვეთამაშე...
მაგრამ სულში კი მისეული ცეცხლი დავანთე,
ის ქარიშხლისას უგზოუკვლოდ გაუჩინარდა,
და მერე დიდხანს მის სახელზე ვწერდი ბარათებს.

ქუჩის კონტურებს ეკარგებათ ფერი ღამეში,
და დგას სიცივე უიმედო და დაზაფრული,
შენ ის ბიჭი ხარ, მეზობელი ქუჩის კაფეში,
ვისთან ერთადაც ნაყინს ვჭამდი მთელი ზაფხული...

შენ ის ბიჭი ხარ, ვისზე ფიქრით დღესაც ვივსები,
მაშინ კი გვსურდა რომ ცხოვრება წამად შეგვეგრძნო,
ორივეს გვეცვა დახეული ლურჯი ჯინსები,
და მეთერთმეტე სართულიდან ფრენა შეგვეძლო.

ვინც აღტაცების და სიგიჟის დამრჩა წამებად,
ვისაც ამბებად ვყვებოდი და ლექსად ვამბობდი,
ვისთან ერთადაც არ შემეძლო თავშეკავება,
ქარის მოსმენას და ბედნიერ სიცილს ვსწავლობდი...

შენ ის ბიჭი ხარ...
უნიღბებო და უფასადო,
რომ გამომტაცა მარტოობას ცივს და კეთრიანს,
შენ ის ბიჭი ხარ, ჩემს ოცნებებს ფრთებს რომ ასხამდა,
სულ რომ ვნატრობდი და ერთხელაც არ შემხვედრია.

ის იყო ცაზე მზის ანთება, შორი ოცნება,
მაგრამ მე მუდამ მეხსომება მისი ''მიყვარხარ'',
შენ ის ბიჭი ხარ, ვინც მიყვარდა მთელი ცხოვრება,
ვინც წიგნის გარდა, არასოდეს არსად მინახავს.

ლამპიონები ანათებენ ქუჩებს ცარიელს,
და მე გიყვები, უშენობა როგორ მიჭირდა,
ფერად წიგნებში ბავშვობისას რომ ვკითხულობდი,
თოვაში გასულ ბიჭის ამბებს, შენ ის ბიჭი ხარ...

ქეთევან ნათელაძე


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2017-05-04, 5:23 AM | შეტყობინება # 137
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მზესავით ნათელო ჭაბუკო!

შენ დარჩი ოცნების ჭაბუკად,
ასეთი კარგი და ცისფერი,
ვერცხლი გიბრწყინავდა თმაში და
იმედი მოგქონდა იმდენი...

გული შეფრთხიალდა ჩიტივით,
შეგხედე, გამითბა ოცნება,
იყავი ლაღი და თამამი,
სანთლად ანთებული ლოცვებად.

ცრემლებად დაღვრილი წარსული
სულში აკაშკაშდა ფერებად,
მზესავით ნათელო ჭაბუკო,
ცხადი იყავი თუ ჩვენება...

ვეფხისტყაოსნიდან მოსული
მთავარი გმირივით ძლიერო,
გაჩენისთანავე გამქრალო
გრძნობავ, სიცოცხლეზე ხნიერო!

შენ დარჩი ოცნების ჭაბუკად,
ასეთი კარგი და ცისფერი,
ვერცხლი გიბრწყინავდა თმაში და
ხურჯინით მოგქონდა იმედი!

ნინო მღებრიშვილი


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2017-07-10, 7:36 PM | შეტყობინება # 138
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

შორით თავს გიხრი და შორით გესალმები
გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს,
შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები
სულში ამოდიან და თინათინობენ.

თუ უზენაესის გამჩენის ცრემლი ხარ,
ტკივილით მითხარი რა მელის ცოდვიანს,
ო, რა კარგი და რა მშვენიერი ხარ,
შენს ცისფერ ყვავილებს რა ტანჯვა სცოდნიათ.

ჭადრის ტოტებზე სხედან ჩიტები,
ნატვრის თვალისო გინდა მიგნება.
ყველაზე მეტად მე დღეს მჭირდები,
ხვალ ჩემი ძვლებიც აღარ იქნება.

შორით თავს გიხრი და შორით გესალმები
გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს,
შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები...
სულში ამოდიან და თინათინობენ.

გიორგი კონტრიძე


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2017-07-19, 10:16 PM | შეტყობინება # 139
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ნუშები...

იის ტოლა, ერთი ციდა სარკმელიდან,
გოგონა რომ საპნის ბუშტებს უშვებდა,
სიყვარულით ბიჭს ალმური წაეკიდა,
თვინიერად მომლოდინე ნუშებთან...
..............................................................
როცა დილა ნაადრევად იშმუშნება
და ნელ - ნელა დალალებსაც ისწორებს,
ბიჭს და გოგოს რაც დამართეს იმ ნუშებმა,
სხვასაც უნდა, მათი ცეცხლით იწვოდეს...
..........................................................
ბევრის მნახველ ძველი სახლის სახურავზე,
მთვარის შუქიც ხშირად ნახეს უშრეტი...
და სანამ ცა იმ სარკმელსაც დახურავდეს,
ძველ სიყვარულს ინახავენ ნუშები...

ბადრი სულაძე


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2017-10-24, 5:44 PM | შეტყობინება # 140
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ვიღაცისადმი...

ოქტომბრის ბოლოს იწყებდა თოვას,
ქარი აცლიდა ხეებს სამოსელს.
მოწყვეტილ ფოთოლთ დიდი ლაშქარი,
ეხუტებოდნენ გამვლელ-გამომვლელს.

ქუჩაში იდექ, როგორც ჭადრის ხე,
ქარი გებრძოდა როგორც შეეძლო.
მინდოდა მოსვლა, სითბოს გაყოფა,
მეთქვა ნუ დარდობ და ვერ შემეძლო.

სევდა სცვიოდა შენს ლამაზ თვალებს,
აშავთეთრებდა ოქტომბრის ფერებს.
დარდი ავსებდა იქაურობას,
მაგ თვალებიდან ცრემლების მერე.

და ქუჩაც ჰგავდა ძველ ნაყვავილარს,
თოვლმა რომ უცებ დააჭკო ვარდი,
ვით ჭადრის ხეებს სცვივა ფოთლები,
ისე გცვიოდა სახიდან დარდი.

არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი სად ხარ,
კვლავ მზის სხივები გამოინათებს.
იანვარს ისევ აპრილი შეცვლის
და შენს ქუჩაზეც გამოიადრებს!!!

ნიკო მიქაია


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2017-10-24, 5:58 PM | შეტყობინება # 141
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გუშინ ... დღეს

იცით? გუშინ გაუვლიათ საქართველოს ქუჩებში,
თურმე ქალი უნახიათ ხორცშესხმული ღვთაება.
ჩამჯდარიყო მწვანე ბაღში, იასამნის სურნელში,
მის მახეში თურმე ლექსი ნადირივით გაება.

სახეს ჩადრი უფარავდა- წმინდა ცრემლით ნაქარგი,
მის თვალებზე თავად სევდაც სიხარულით ელავდა.
შავი თმები ისე დუღდა როგორც ცხენის ფაფარი,
თეთრი კაბა ქარიშხალში ტალღებივით ღელავდა.

გუშინ თურმე ამ წალკოტში ჩაუვლიათ პოეტებს,
გუშინ თურმე პოეზია სტრიქონებად ტიროდა.
გუშინ თურმე ცის ცრემლებმა დედამიწა მოცელეს,
გუშინ თურმე ქარიშხალი ლამაზ ლექსად კიოდა.

აი დღეს კი გარიჟრაჟზე, მე იგივე ქუჩაზე,
ქალი ვნახე ანგელოზი, სილამაზით ღვთაება.
კვლავ ის იყო, რომ დავლანდე იმ გაცრეცილ სურათზე,
ღამით ვიღაც მხატვრის ფუნჯი მის მახეში გაება.

სახეც, ტანიც მისი ჰქონდა, მისი ჰქონდა სამოსიც,
მაგრამ თვალებს დაეკარგათ სევდიანი ცრემლები.
ახლა მასში სულ სხვა იჯდა, სულ სხვა ჰყავდა პატრონი,
ცოდვით ჰქონდა შებოლილი ჩამოქნილი ხელები.

გუშინ თურმე დიდ პოეტებს- საქართველოს ქუჩებში,
უნახიათ თავად მუზა, ხორცშესხმული ღვთაება.
დღეს მეც ვნახე გარიჟრაჟზე, სხვა ეპოქის წუთებში,
ქალი, რომლის ბნელ მახეშიც, თავად ცოდვა გაება...

გიგი მენთეშაშვილი


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2017-11-03, 7:09 PM | შეტყობინება # 142
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
არ შემიძლია

ჩემს სახლში ბოლო ნათურა ჩაქრა,
მთვარე ელვარებს, ცაზე ნისლია,
დასანანია, რომ გულში ჩაკვრა,
შენი, ძვირფასო არ შემიძლია.

მსურს, შენი ხელი ხელში მეჭიროს,
არ ჩამივარდე ტრფობის ნავიდან,
შენ უჩემობას, რომ შეეჩვიო,
მე უშენობას ვერ გადავიტან.

ქარია, ფანჯრის თამაშობს მინა,
ცამ ვარსკვლავებით სიბნელე მორთო,
შენმა თბილმა ხმამ დამაშოშმინა,
ცა იქუფრება, ამ ღამით მოთოვს.

ჩემს სახლში ბოლო ნათურა ჩაქრა,
მთვარე ელვარებს, ცაზე ნისლია,
დასანანია, რომ გულში ჩაკვრა
შენი, ძვირფასო არ შემიძლია.

რითმების კავალერი


 
სინიორათარიღი: კვირა, 2018-09-16, 1:24 AM | შეტყობინება # 143
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ელვა შეგფენია თმაში ..

ელვა შეგფენია თმაში,
ხმაში შეგპარვია დაღლა,
ისე მჭირდებოდი მაშინ-
როგორც არ მჭირდები ახლა.

მიაქვს მიტოვებულ ჩვენს
გზებს სუნი გალეული საპნის,
შენთვის გამოსაგზავნ ლექსებს
ხსოვნის მეტეორი ჩხაპნის.

როგორც გატეხილი ღილი,
აწმყო დაკარგვია წარსულს,
ვითმენ ირონიულ ღიმილს,
იოდს-იარაზე წასმულს.

რაც წლებს ქარიშხლიან რიგში
მიმქრალ მაჯასავით უცემს-
ჩემი ბედისწერის წიგნში
ვეძებ ამოსახევ ფურცელს...

შორს კი, ქარიშხლებზე მაღლა,
დარჩა დატუქსული ბავშვი...
როგორც არ მჭირდები ახლა-
ისე მჭირდებოდი მაშინ...

ვასილ ბესელია


 
სინიორათარიღი: კვირა, 2018-09-16, 1:27 AM | შეტყობინება # 144
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ცეკვავდით ჩემთან ..

ცეკვავდით ჩემთან...
თავს იკლავდნენ სტვენით ჩიტები
და სასოებით მიბნედილი მახსოვს გრაცია,
აკლდა შტრაუსი და შეხება აკლდა თითებით
შორეულ სიზმრის უკანასკნელ დეკორაციას...

მე დამრჩა თქვენგან
სულის ფსკერზე დაღლილი ვარდი,
თქვენ-
მარტოობის მძიმე ბოხჩა თავსასთუმალად...
...მე ახლაც ისე,
ისე მინდა დავმალო დარდი...
თქვენ, ალბათ, ასე გულმოდგინედ
ასაკს თუ მალავთ...

ვასილ ბესელია


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2018-10-27, 9:05 PM | შეტყობინება # 145
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ყინვას გაიმეტებს ზეცა,
ფოთლებს შევაგროვებ ჭადრის,
ისევ შემოვირბენ შენთან,
როგორც ყვავილობა ატმის.

უკვე აზრი არ აქვს სუნთქვას,
როგორც გამჭვირვალე ჩადრის,
გეტყვი რაც არავის უთქვამს,
სანამ მზე ჯერ კიდევ ჩადის.

მოგწყდი როგორც ძველი აღთქმა,
ისევ სუნი ამდის ჭაჭის,
ერთი ოცნებაც არ ახდა,
ხო და ნუღარ მკითხავ რა მჭირს.

შენთან ისევ მინდა ყოფნა,
ვთელავ მოგონებებს დაყრილს,
შენი სიყვარული ჯობდა,
მიტომ გავეყარე აპრილს.

ისვრის კუპიდონი ისრებს,
ხვდება ყველა ნამუს ახდილს,
ისევ შენთან მინდა ისევ,
ყვავილს ვერ მოვპარავ ასკილს.

რომ ვთქვა კიდევ ერთი არა,
სანამ გული სხივებს დათვლის,
ერთი ჩახუტებაც კმარა,
სანამ უშენობა დამღლის.

აღარ შემიძლია ძილი,
უკვე ვემსგავსები აჩრდილს,
იქნებ მიმკურნალო დილით,
ზურგში მეათასედ დაჭრილს.

მე შენ გაღიარებ ღმერთად,
ვეძებ პოეზიის გამზირს,
მერე რა რომ არ ვართ ერთად,
აზრი როდის ქონდა მანძილს...

შმაგი წიკლაური


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2018-11-21, 9:12 PM | შეტყობინება # 146
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

თეთრად შეფერილი მინდა დეკემბერი,
თოვლით მოფენილი მინდა გზა და ეზო,
მე ის თოვლი მინდა შენ,რომ გაივლი და
კვალად დააჩნდება ქუჩას საყვარელო...

​მე ის თოვლი მინდა,ფიქრად რომ დაბარდნის,
სულ რომ გათეთრდება ჩემი საქართველო,
მერე უქმეებზე მთაში,რომ წავალთ და
იქ,სულ სხვანაირად მოთოვს სანატრელო...

დიკა სალაყაია


 
  • გვერდი 10 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 8
  • 9
  • 10
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz