რომანტიკა, სიყვარული, ლექსად ამღერებული გრძნობა
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-02-27, 7:30 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:48 PM | შეტყობინება # 526 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
დარდი შემოსულა გულში ისევ მონატრების ფარდად, აღარ დაგიძახე გუშინ... დღეს კი უშენობა მტანჯავს.
სადღაც დამალული ხმებით ჩუმად რომ გიყვები ზღაპარს - შენთვის ნათამაშებ ღიმილს სულში სევდისფერი დაჰკრავს...
დრო კი უნამუსოდ მიჰქრის, დრო არ დაგვიცდის და სადღაც - ჩვენთვის შემონახულ წუთებს ურცხვად წაიღებს და წავა...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:48 PM | შეტყობინება # 527 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| ***
ვიღაცა ჩემს სულში, ხელებს აფათურებს... ვიღაცა, გაზაფხულს იებად ყიდის... რაც იყო აქამდე - სიტყვებით ვანადგურებ, რაც იყო აქამდე – წარსულში მიდის...
და მაინც წარსულში დარჩენას ვაპირებ, მე დარდი მაწვალებს, ვინ იცის, რამხელა, მე ზღვაში მივცურავ, დავეძებ ნაპირს და არ მინდა ტკივილის, ხმამაღლა გამხელა.
ვინ მოთვლის დღეები, რამდენჯერ ავატირე, ვიარე შენამდე ღამეულ ქუჩებით, და როცა ბოლოში, სიკვდილი დავაპირე, სიცოცხლეს მჩუქნიდა მე შენი ტუჩები...
ცხოვრებას ვეფერები – აკინძულს ფურცლებად, წარსულს ვანადგურებ, ასე რომ მაოცებს, გაკოცებ, დაგრჩები დახეთქილ ტუჩებად, და ღამეც, მაჩუქებს სიყვარულს საოცარს.
ვიღაცა მეძახის და უხმოდ მივყვები, უჩუმრად მეპარება წლები და სიბერე, არ მყოფნის, რომ გითხრა, საჭირო სიტყვები და ჩემთვის მოგონილ, სიყვარულს ვიფერებ...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: პარასკევი, 2013-03-01, 7:49 PM | შეტყობინება # 528 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მომენატრები...
მომენატრები, უსაშველოდ მომენატრები, არაფერია - ვიტყვი თუკი შემნიშნეს ცრემლი. დღეს ჩემს სიხარულს ხვალ ტკივილად მოემატები, შენს ღიმილს ვეღარ აირეკლავს ღიმილი ჩემი.
ვეღარ ვისწავლი მარტოობის წლებთან შეჩვევას და ყოველ ღამე გამოვყვები სიზმრებს შენთან მე... არ დამიღონდე უშენობა თუ შემემჩნევა, და ეს ცრემლები გულიდან თუ ამოხეთქავენ.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2013-03-06, 5:20 AM | შეტყობინება # 529 |
 გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
სტატუსი: Offline
| მელაპარაკე (მაკის)
მელაპარაკე, ულამაზეს შენი ნოტებით. შემომეშველე ტკივილების დამიწებაში. მელაპარაკე, ვიდრე წავალთ, განვიტოტებით, ჩვენ ჩვენი გზებით სამუდამო დავიწყებაში. მელაპარაკე, ცაზე ნაწერ შენი ნოტებით.
გიო საჯაია
|
|
| |
თეკლა | თარიღი: ორშაბათი, 2014-01-13, 9:35 PM | შეტყობინება # 530 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 197
სტატუსი: Offline
| ***
ვერ განვეშორე ბავშვობის ფერებს, სულ არ მიხდება ჭაღარა თმები... ამ ქალის როლიც, ვერ შევიფერე, იქა ვარ ისევ, წარსულით ვთბები.
ნუ დამაძალებთ ბატონო ჩემო, რომ შეგიყვაროთ ქალის სიდინჯით, მე ახლაც ბავშვურ საქციელს ვჩემობ, კვლავ სიყვარული მავსებს სიგიჟით.
დატოვეთ ჩემში ფერები ვარდის, დატოვეთ ჩემში ღიმილი ბავშვის, ნუ დამაჯერებთ, რომ წლები გადის, რომ ამ ოცნებებს სიმართლე წაშლის.
სულ არ მგონია ნამდვილი– ომი(!) მზერას ვარიდებ სივრცეს ნისლიანს, გარეთ ბიჭები ცელქობენ მგონი... და სათამაშო თოფეს ისვიან.
მომეცით ნება მჯეროდეს მინდა, პრინცის და მისი თეთრგულა რაშის, ნუ განმაშორებთ, თუ რამე წმინდა, შემორჩა ჩემში ნამდვილი ბავშვის.
ნანა მეფარიშვილი
|
|
| |
|