შაბათი, 2025-06-28, 2:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
პოეზია – უპირველეს ყოვლისა!
სინიორათარიღი: კვირა, 2013-03-03, 11:30 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2017-08-11, 8:19 PM | შეტყობინება # 91
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

გზაში მათხოვარმა ხელი გამიწოდა, დამეხმარეო, მთხოვა,
ბინძურ სამოსში თავი ჩამალა და თხოვნას მოაყოლა ოხვრა.
მცივა ვკანკალებო, მშია მაჭამეო, იქნებ არ დარგრჩეო ვალში,
ზურგს ნუ შემაქცევო, ოჯახს მილოცავდა, თვალს არ მისწორებდა თვალში.

მე კი უტიფარი მზერა გავაყოლე, გულზე არ დავუშვი თხოვნა,
რადგან ძნელი არის ამდენ მათხოვრებში ნამდვილ მათხოვარის პოვნა,
მერე ეკლესიის ხატებს მივაშურე, ლოცვას ვჩურჩულებდი გულში,
უცებ უხილავი ხმები შემომესმა, რაღაც ჩამჩურჩულეს ყურში.

უფლის ხელი ვიგრძენ მხრებზე შემეხო და შიში შემეპარა ხმაში,
შენ რომ იმ მათხოვარს თვალი აარიდე, ის მე ვიყავიო მაშინ.
გული შემეკუმშა, სული დამეხშო და სისხლი გამიჩერდა ძარღვში.
ასე გამომცადა გზაში უფალმა და ცოდვა დამანახა წამში.


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2017-11-11, 6:09 PM | შეტყობინება # 92
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
საუკუნის სილამაზე

(ეძღვნება ლიკა ქავჟარაძეს)

ნუთუ არსად სამართალი აღარ არის,
შენს უტიფარ თვალებს როგორ გაგვისწორებ?
ბრმა სამართლით ღმერთს მათრახი გადაჰკარი
უღმერთო და უსამართლო ციციკორე.

თანადგომა წასულა და გახიზნულა,
გული-გულს და ძმა-ძმას გადამტერებია,
სიყვარულს რომ ტალახს ესვრის გამიზნულად,
დავიხედოთ, იქნებ ჩვენი ხელებია.

დღეს მარიტას ბედი ყველას აგვაღელვებს,
ბედი ქალის ,,ნატვრის ხე"-ში ასახული,
ის ღიმილით შემოირბენს მთებს და ველებს
და დარჩება ჩვენთან, როგორც გაზაფხული.

შემოდგომის მზე გაათბობს ფერმკრთალ სახეს,
ხალხი ტაშით გამოხატავს უთქმელ აზრებს,
სიცოცხლეში სიყვარული ვერ ვანახეთ,
მივაცილებთ საუკუნის სილამაზეს.

ასეც ხდება, სათანადოდ არ ვაფასებთ
ღვთის საჩუქრებს, უფლისაგან ბოძებულებს,
ვიდრე ყვავის და ქვეყანას ალამაზებს,
გავუფრთხილდეთ აყვავებულ ბროწეულებს!

ნანა ტრაპაიძე


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2017-11-11, 6:13 PM | შეტყობინება # 93
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
დღეს შემოდგომამ იცეკვა ტანგო

დღეს შემოდგომამ იცეკვა ტანგო,
ზამთარი მკლავზე გადაიწვინა.
მე გადაღლილი მზე მაინც მათბობს,
ამაღამ სულში თუ არ იწვიმა.

შემოიხვია მხრებზე ნისლები
და ნოტებს აჰყვა ფოთლების "ბრავო".
(მინდოდა მეთქვა რაღაც ისეთი,
მაგრამ აღარ ვთქვი, ჩემია მარტო).

ვიცი, ამ ფიქრით დავიფიფქები...
- დღეს შემოდგომამ იცეკვა ტანგო.

ნინო გაბუნია


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2017-11-11, 6:17 PM | შეტყობინება # 94
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

წუხელ ჩემს სახლთან ჩაიარა
ნასვამმა ღამემ.
მოვიპატიჟე, გამიღიმა,
თავი დახარა;
ვერ შემოვალო, მიბოდიშა
და წვიმით სავსე
სველი ჯიბიდან
ვარსკვლავები შემომაყარა.

ნინო გაბუნია


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2017-11-24, 7:04 PM | შეტყობინება # 95
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

შენ რომ მამული გაქვს, მსგავსი არ არსებობს არსად,
ფიქრშიც არ გასცვალო, არც რა ოქრო–ვერცხლის ფასად,
აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ იცის,
მირონგაჟღენთილი მადლი საქართველოს მიწის.

ნახე რა ზეცა გაქვს, ნახე რა ტაძრები გიცავს,
მთათა ბილიკები, ყველა სალოცავში მიდის,
შენ რომ თავზე გხურავს ბევრი ეშურება იმ ცას,
ირგვლივ ღალატია, ვიღაც სინდის–ნამუსს ყიდის.

აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ დედი,
ღმერთმა დაგაბერტყა მადლად ქართველობის ბედი,

შენი წინაპარი თითქმის წმინდანია ყველა,
ჯიშს არ უღალატებ, ვიცი, შენი გულის მჯერა.
ცისკრის შესადარი ენით შეგიძლია ლოცვა,
ნახე დალოცვილმა, ნახე, რა სამშობლო მოგცა,

ვისი გორისა ხარ, პაპა ანდერძივით გწერდა,
ჯერ ის დაიფიცე, მერე დაიფიცე დედა.


 
paatatkemaladzeთარიღი: სამშაბათი, 2018-09-18, 4:18 PM | შეტყობინება # 96
რიგითი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 1
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გამარჯობა, შემთხვევით ვნახე თქვენი ულამაზესი გვერდი და ძალიან გული დამწყდა რომ ბევრ ჩემს ლექსს ავტორი არ აწერია...თუ მიპასუხებთ, გეტყვით რომელი ლექსებია და იქნებ მიაწეროთ სახელი და გვარი.
პატივისცემით ნანა მეფარიშვილი
meparishvili_nana@yahoo.com
 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2018-10-25, 2:45 AM | შეტყობინება # 97
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ხომ შეიძლება

************************

ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს
შენ კი არადა არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.

ხომ შეიძლება მომავლის გარდა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო, მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.

ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს.
ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ,
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.

ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?

მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ,
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვაძინებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.

და მიდის ასე ცხოვრების ეტლი,
გრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით,
გვიხარია და არ გვიხარია...

ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ,
შენი ცხოვრების ყველა სისწორე.

თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდე მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე,
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ.

ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?

მორის ფოცხიშვილი


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2018-11-16, 6:00 AM | შეტყობინება # 98
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

შვლის ნუკრს ვეძებ...
მოჩითულა სევდისფერი კაბით...
უცნაურად ჭირვეული... დამეკარგა სადღაც.
ყელზე ფიქრი მოჰკონვია ღრუბლისფერი ბაფთით...
დავეძებ და... ვერსად ვპოვე... სულ ამებნა თავ-გზა.
იქნებ ვინმემ მაპოვნინოთ...
გთხოვთ მოისხათ მადლი,
შევისვენე...
კარგი ერთი... რა დროსია დაღლა,
თიბათვეშიცც ბილიკებზე იისფერად ბარდნის...
თავქვე დავყვე?!
იქნებ აღმა...
აღარ ვიცი რა ვქნა...
არა და არ მოისვენა,
ნისლის კაბას ხევდა...
რაღაც უცხოს დაეძებდა...
თითქოს ჯერარყოფილს,
იქნებ მთაში გამექცა და... შეერია რემას,
სად ვეძებო... შემეშველეთ,
ძალა აღარ მყოფნის.
ჩემი ნუკრი... მოჩითული სევდისფერი კაბით...
ხანაც ჩუმი... ხან სიჩუმით უღვთოდ დაზაფრული...
ნუშისთვალა... ყელმაღალი... მოხატული კალმით...
სადღაც ნუკრი დამეკარგა...
ნუკრი...
ჩ ე მ ი ს უ ლ ი.

შორენა შორეული


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2018-11-16, 6:06 AM | შეტყობინება # 99
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ოთხშაბათი, 2018-11-21, 4:17 AM | შეტყობინება # 100
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

თვალში რომ ჩაქრება სინათლე,
თმაში რომ გაჩნდება ჭაღარა,
იტყვი: მოვიდაო სიბერე,
ამ წუთისოფელმა დამღალა.

ნაოჭებს უყურებ ყოველდღე,
ამჩნევ, რომ მრავლდება თანდათან,
გული სიხარულით აღარ ძგერს,
სული დარდს მიჰყვება კვალდაკვალ.

გულო, გაუძელი ტკივილებს,
გულო, გაიხარე ხანდახან,
სახე ამ ტკივილებს ვერ უძლებს,
სახე ამ ტკივილებს ვერ მალავს


 
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz