პარასკევი, 2025-06-27, 6:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ყრმობის რვეული

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ვუმღერ სამშობლოს!
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2013-03-05, 9:31 PM | შეტყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline




 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2015-06-19, 9:47 PM | შეტყობინება # 46
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

წუხელ გოგონა წყალმა წაიღო,
არ სჩანდა ღმერთი და კაცი ბჭობდა,
ასეთი ცოდვა ნეტავ რა იყო,
რადგან საუბარს დუმილი სჯობდა...

ღიმილით წვიმას უშვერდა ხელებს,
ზურგშექცეული ღმერთის ამარა,
ცამ, მოვარდნილი ნიაღვრის მერე,
ქალაქის თავზე დაასამარა...

თვალები სჭამდა ნაცრისფერ ქვიშას,
შეშინებული გარბოდნენ მგლები,
ღმერთმა დასტოვა კუთვნილი ნიშა
და ადამიანს მისივე ნებით –

მისცა ველური მხეცთა ბუნება,
განსჯის და ბჭობის, ბჭობის და განსჯის,
მაგრამ ვინც შენ არ გემსახურება,
ნუთუ ასეთი სიმკაცრით დასჯი...

მაშინ გვქონია ბევრი საერთო,
წყალმა ჩამიქრო ჭიაკოკონა,
რადგან ვერ სძლებდნენ უერთმანეთოდ,
წუხელის წვიმას გაჰყვა გოგონა...

მამა პეტრე


 
სინიორათარიღი: კვირა, 2015-10-25, 6:01 AM | შეტყობინება # 47
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ქალო ქართველო!

შენ ისე ცეკვავ ქართულ ცეკვებს ქალო ქართველო,
თვალის მოწყვეტა არ მსურს შენი ტანის რხევისთვის!
შენ ასახელე ფარგლებს გარეთ ეს საქართველო,
ცხოვრობ და იღწვი ისევ მისი უკვდავებისთვის!
შენ ისე ცეკვავ, შენი ცეკვით დღემდე მაოცებ,
სიხარულისგან მიჩქარდება გულის ცემა და...
როს არ ვიქნები, მომაკითხე სასაფლაოზე,
თუკი ფიქრობ რომ ვღირვარ შენს თუნდ ერთ წვეთ ცრემლადაც!

ოთარ რურუა


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2015-10-26, 5:21 AM | შეტყობინება # 48
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ჩემო

სხვისთვის არაფერო - ჩემთვის სუნთქვის წყაროვ,
სხვისთვის თვალსეირო - ჩემთვის სასოებავ.
სხვისთვის ჭრელო მდელოვ - ჩემთვის სალოცავო,
ჩემო საქართელოვ, ჩემო დედა ენავ!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2015-11-05, 3:24 AM | შეტყობინება # 49
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

ერთი მლოცველი მეცა ვარ
შენი წყლისა და ქვიშისა.
ვინა ვარ? _ სამასმეერთე
არაგველთა ვარ ჯიშისა!

შენი გაზრდილი ბოკვერი,
მტრისთვის შემკვლელი თავისა,
სულს სხვა რა უნდა სტკიოდეს,
თუ არ სამშობლო თავისა.

მურღვა არდოტელი


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2016-04-04, 1:14 AM | შეტყობინება # 50
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ვისია

ვისია, ქალი ლამაზი, ბოლოს და ბოლოს ვისია?!
ისევ სადაო გაგვიხდა, რაც ჩემ და ჩემი ძმისია.

ჯერ რუსი შემოგვესია, მერე სხვა წამოგვისია,
სუყველამ გულზე გვიკბინა, უბეში ვინც ჩაგვისვია.

ვისია ტურფა ქვეყანა, ეს მიწა– წყალი ვისია?
იქნება მართლა არ ვიცით, იქნება მართლა სხვისია.

იქნებ აფსუას ეჭირა ნაპირი შავი ზღვისია,
ანდა ქსანი და ლიახვი ოსების საბრძანისია.

ან ყიზილბაშის სამშობლო, ბოლნისი და დმანისია,
მაშინ დიდგორი რა არი, კრწანისი რა კრწანისია?

არ მოსათმენის მოთმენა ძალიან საძრახისია,
გადაგვავიწყდა ნაომრებს სისხლის გაღების მისია.

რომ აქ მხოლოდ ის ვიგუოთ, ვინც ჩვენთან ძმობის ღირსია,
რადგანაც მიწა ჩვენს ფეხქვეშ მამა-პაპათა ძვლისია.

ვისია ეს საქართველო? უნდა გაირკვეს ვისია!
მისთვის სიკვდილი, კაცებო, სიცოცხლის დასაწყისია!


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2017-03-27, 6:45 PM | შეტყობინება # 51
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ყოველ დილით მე შენს ცრემლებს ვეფერები!

ჩემს მიწაზე დავაბიჯებ მწუხარებით
და იმ ტკივილს მეც განვიცდი, მას რომ ტანჯავს,
დედამიწას ვატორტმანებ მქუხარებით
და სტროფებად შემორჩენილ გულ-ღვიძლს ვხარჯავ.

ყოველ დილით,მე შენს ცრემლებს ვეფერები,
ღაპა-ღუპით რომ ჩამოსდის ბებერ ენგურს,
ხანდახან კი გავიხსენებ შეფერებით,
მოულოდნელ გაწბილებას თემურ ლენგურს.

ზოგჯერ ჩუმი მონატრებაც წამომცდება,
ჩემს მიწაზე ჭიქა ღვინით მსურს ვილხინო,
სანამ სული ჩონჩხის ზღუდეს გამოსცდება,
სოხუმისკენ მიმავალი მსურს, მიხილონ.

მე ნატვრად მაქვს ტაო-კლარჯეთს წავცხო ტუჩი,
წმინდა ნინოს შევეგებო ჯავახეთით,
თუკი სიკვდილს კიდევ ერთხელ გადავურჩი,
ყველას თავის სატკივარში ჩავახედებ.

მაგრამ ვეტყვი, მე გპატიობთ წრფელი გულით,
აწი მაინც შეიყვარეთ თქვენი მიწა,
ჩემს ეზოში სამშობლოა დანერგული
რომელსაც მე ოდითგანვე სისხლით ვიცავ.

ვიცავ ამ მთებს, ამ მიდამოს გამალებით,
უდრეკ ციხე-გარნიზონთან მედგრად ვდგავარ,
კვლავ გვიტევენ ბარბაროსთა ამალები
და იქ მყოფი მუხლმომდრეკელს სულ არ ვგავარ.

ცრემლებით ვრწყავ კრწანისის პირს ყაყაჩოებს,
მე ეს მიჯობს,თავი ბრბოში ვიდრე ვიქო,
მეტეხს ვფიცავ,მის გუმბათს და ხარაჩოებს
თუ მტრის სისხლით რწყევამდე არ ვიქეიფო.

ვიცავ გელათს და გატანჯულ დავითის სულს,
ძუ მგელივით ავეფარე ტაძრის კარებს,
ახლა მეფეს ჩემთან ერთად სიკვდილი სურს,
მაგრამ ვაგლახ,რომ ზეცაში დაიბარეს.

ვიცავ მრავალ ომგამოვლილ ქართლს და კახეთს,
ვიცავ მცხეთას,მომჩქეფარე ,,არაგვიანს''
თვითონ ნახეთ, რა მოუვა მოღალატეს,
შორიდან რომ თითქოს მიძღვნის სალამს გვიანს.

შეწყალებას მე არ ვითხოვ და არც ველი,
ეს ვედრება მინდა, ცაში რომ ავარდეს,
მეც მომკვეთეთ უტასავით ცალი ხელი
მეორეთი მაინც ვიტყვი ამ ალავერდს.

გაუმარჯოს ამ პატარა საქართველოს,
სიდიადით ის უმაღლეს ღრუბელს სწვდება,
გაუმარჯოს იმ დაკარგულ მთას და მდელოს,
ბევრ ქართველს რომ ღვინის სმაში ავიწყდება.

გაუმარჯოს ამ გატანჯულ ფიქრებს, მწარეს,
გულით მინდა ერთი რაღაც ვინატრო და,
დამაბრუნე ზეციერო, მეც იმ მხარეს,
სადაც ჩემი წინაპარი ბინადრობდა.

ახლა რაც მაქვს, იმას მაინც შემარგებენ?
მერამდენედ შევეჩეხო დამწვარ მდელოს?
ღმერთო, ერთხელ სიკვდილამდე შემაგებე
აფხაზეთში გათენებულ საქართველოს.

გიორგი თუშიშვილი.


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2017-04-11, 10:26 PM | შეტყობინება # 52
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გივი ბერიკაშვილის ხსოვნას!

თავზე გედგეს ნათლის სხივი,
ლონდრევ, ჩემო ბავშვობავ!
შენი სუნთქვაც ამოაშრო,
წუთისოფლის საშრობმა.

გამოვლილ გზას გადავხედე,
დროშად მიგაქვს კაცობა,
შენი გასვლა სამყაროდან,
ბზობის კვირამ გვაცნობა.

ცა ხსნილია - ბზა დაგიგო,
საქართველომ ცის თაღზე,
სიკეთეში ჩაიფერფლე,
კაცი იყავ მიწაზე!

წამო, ღვინო მოვიპაროთ,
შემოვძახოთ "წინ წყარო",
ეგ ღიმილი, როგორ უნდა
გადაფაროს მიწამო?!

წადი! შენით გავიხსენებთ,
"ბულიკას" და "ტიგრანას,"
წადი! ყველა მოგვიკითხე,
რომ ეწვევი იმ ყანას.

წადი! დათა თუთაშხიას,
ჩაეხუტე კაცურად!
ჯარისკაცის მამას - უთხარ:
"სერგო, რა დრო გასულა,"

წადი! ყველა მოგვიკითხე,
ვინც იმ ქვეყნად წასულა.
უთხარ - რომ თქვენ საქართველო,
არ გთვლით მხოლოდ წარსულად.

თქვენ აწყმოც ხართ, გვეფერებით,
გლოცათ ზეცის ძალამო,
შედევრები დაგვიტოვეთ,
ჩვენი სულის მალამოდ.

იპოლიტეს მიეახლე, უთხარ-
-დღესაც გვაცინებს,
არ გამქრალა მისი სახე,
ჭირს და ტკივილს გვაცილებს.

სესილიას გადაეცი,
გზას მოვყვებით წლებია,
მაინც ცოცხლობს, ძეგლად დარჩა
ზურიკელას ბებია.

ეჰ, ვერიკოს ვერ ვივიწყებ,
შაჰს, მძევლად რომ გაატანს,
იმ ბიჭს ვტირი, დღესაც ვტირი,
თავმოკვეთილ პაატას!

ახლა, ცრემლით ვწერ სტრიქონებს,
დამათენდა ღამე და...
ეჰ! ლამის მეც თან წამოგყვეთ,
ავიბარგო აქედან...

ყველა იქით გადაბარგდით,
ვინც სიცოცხლეს მივსებდით,
ვინც ბავშვობას მიხარებდით.
დადიოდით ღირსებით!

ბზობის კვირამ წაგიყოლა,
დაგვიმწუხრა აპრილი!
წადი! სუფრა გელოდება ,
შენთვის არის გაშლილი!

ჩვენს ზეციურ საქართველოს,
გადაეცი სალამი!
ჩვენი გულის ტკვილი და
ჩვენი გულის ვარამი!

პატივისცემით, ჩვენი გივი ბერიკაშვილის ხსოვნას...
პოეტი: დალი ყარაულაშვილი
2017 წ. 11 აპრილი


 
სინიორათარიღი: კვირა, 2017-07-09, 5:01 PM | შეტყობინება # 53
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


ბაბუას წერილი ნინიკოს:

,,დღეს ყველაზე ბედნიერი და გახარებული დავწექი დასაძინებლად… ჩემი პატარა ნატვრის თვალი დაიბადა. როგორც იქნა, ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა ჩვენს ოჯახს, ამდენი ხნის ნანატრი შვილიშვილი ჩაგვისვა კალთაში… მე, ბაბუა, ერთი უბრალო ბერიკაცი ვარ… წესივრად შეიძლება ზღაპარიც კი ვერ მოგიყვე… სათვალეც კი არ მიშველის ჩემი დაფსობილი თვალებით წიგნი წაგიკითხო… მაგრამ მე შენთვის ახალ ზღაპრებს მოვიგონებ, ბაბუ… მოვიფიქრებ და ზეპირად მოგიყვები… შენ სანამ მიხვდები, რომ ბაბუაშენს კარგად წერა კითხვაც კი არ ეხერხება, მეყოლები კალთაში და მოგიყვები ჩემს გამოგონილ ზღაპრებს… მერე კი… მერე რად გინდა, ბაბუ, ჩემი ზღაპრები… თვითონ ისწავლი კითხვას და დაფრთიანდები… მანამდე მე შეგაყვარებ ჩვენს დალოცვილ სოფელს… ჩვენს ანკარა წყაროებს… ჩვენს ბებერ მურას და ჩირივით ჩამომხმარ ბებოსაც კი, რომელსაც დღესაც ნინიკელას ვუძახი, თითქოს ის პატარა გოგო იყოს, მე რომ პირველად ვნახე…
შენ შეიძლება ისეთი კარგი გოგო დადგე, დაჩაჩანაკებულ ბებრებს წყალს არ გვაკლებდე, დაკარგულ ჯოხს მოგვირბენინებდე და მურას ყეფაზე გარეთ ჩემს ნაცვლად გახედავდე სტუმარს… შეიძლება ისეთი კარგიც იყო, რომ ბაბუს თუთუნიც ამოურბენინო სოფლის კენკელა მაღაზიიდან… მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საერთოდ არცერთი ამ საქმეთაგანი არ დაივალო… შენ მაინც ბაბულიას გოგო იქნები… თვალხატულა და ჰაერივით სიფრიფანა…
ახლა შენს სიცხიან ქალაქში მოვდივარ, ბაბუ… თან მომაქვს შენი პატარა ჩიტებით მოხატული აკვანი… ეს აკვანი საგანგებოდ შენთვის შევარჩიე… წესიერად თვლა რომ ვიცოდე, დავთვლიდი კიდევ ბაბუ რამდენი აკვანი გამოვთალე და სულ რომ მეკითხებიან სოფელში ბერიკაცები, ვუპასუხებდი კიდეც… მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ბაბუ… რაც გამოვთალე და გავაკეთე ყველა სიყვარულით და სითბოთი მიკეთებია… სულ იავნანას დავამღერებდი ხოლმე და ასე მგონია, ესმოდათ კიდეც ჩემი ამ დალოცვილებს… ანგელოზებისთვის ვაკეთებდი და ანგელოზები მეხმარებოდნენ… ისე მიხაროდა, ბაბუ, ჩემს ჭიშკართან რომ კაცი დაიძახებდა, აკვანი უნდა შეგიკვეთოო, ეს ხომ ახალი სიცოცხლის დაბადებას ნიშნავდა… უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, რომ შენთვისაც ჩემი ხელით გამეკეთებინა ეს აკვანი… აბა, ქალაქში ნაყიდი აკვანი, ბაბუ, რა იქნება… ქალაქში გაზრდილი ხეც არ ვარგა… სხვა მადლი აქვს ჩვენს ხეებს… შენს შვილიშვილებს ეყოფა ეს აკვანი ისეთი ხისგანაა გამოყვანილი… რამდენი შაირის მოყოლება ვიცი ხოლმე… ახლა მატარებელი გუგუნით უახლოვდება დედაქალაქს… ჩემი გამოყრუებული დედაკაციც გვერდში მიზის… მეტი ჩვენ ვეღარ შევძლებთ, მგონია, რომ ჩამოვიდეთ ქალაქად… ესეც რომ არ იყოს, მეთექვსმეტე სართულზე რა ამიყვანს კიდევ ერთხელ, ბაბუ… სად შეუძლია ცაზე სიარული ჩვენს ბებერ მუხლებს… გენაცვალე შენ, ბაბუ… შენ მომეცი ახლა ამის ძალა, რომ ისევ დავდგომოდი ამ გრძელ და ხმაურიან გზას… ჩვენი ადესაც აქვე მიდევს და ალბათ მამაშენს ერთი სული აქვს, ყელს როდის გაისველებს ჩვენებური ღვინით… კი იქნება ახლა ქეიფის ხასიათზე… ვარია შევწვით… აბა, მანდ შემწვარი ქათამი რა მისართმევია სტუმრებისთვის… სულგუნიც კი გამოიყვანა თავისი მიმჭკნარი ხელებით ბებიაშენმა… და ზედ ჯვარი გამოსახა შენს სახელზე, ბაბუ… შოთი პურები ვერ გამოვაცხვეთ, მარა არ გეწყინოს… დაბერდა ბებიაშენი და ძალა აღარ აქვს… აპატიე, ბაბუ.
ისე მიცემს გული, ამ მატარებლის გუგუნშიც კი მესმის ხმა მკერდიდან… როდის გნახავ და შეგავლებ თვალს, ჩემო თვალხატულა… აი, გაჩერდა მატარებელი და ამ წერილის წერას თავს ვანებებ, იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი, მაგრამ დამთავრდა გზა და არაა ჩემი ბრალი… არა უშავს, ცოტას აქითობას მოგწერ, ბაბუ, კიდევ”…
,,ტკივილით და სევდით მაქვს, ბაბუ, გული სავსე… როგორღაც ამოვბობღდით მეთექვსმეტე სართულზე მე და ბაბებიაშენი, სული ძლივს ამოვიტანეთ… მარა რათ გინდა… ჩამაგვამწარა სიხარული დედაშენმა და მამაშენმა, მე იმ დახვედრას და მიღებას არ ვჩივი, ბაბუ, მაგენმა რომ იციან… რა ეშმაკი გამაჩერებს ამ ციხეში, ძალიანაც რომ შემეხვეწონ… მაგრამ შენი კოცნის უფლება კი მქონდა, ბაბუკელა… რამდენჯერ სიზმარში დამსიზმრებიხარ… რამდენჯერ წარმომიდგენია ეს დღე, მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი… ბევრი რომ არ მოგაბეზრო თავი, წუხელ შუაღამეზე დედაშენის და მამაშენის ჩხუბმა გამაღვიძა… ისეთი გაბრაზებული იყო დედაშენი თითქოს კეთროვნები ვყოლოდით სახლში, მამაშენს უჩიოდა, რა უნდოდათ რომ ჩამოვიდნენ… ვერ მოესწრებოდნენ ჩვენს ჩასვლას და ნახვასო? ეს ეშმაკის მოგონილი აკვანი რომ ჩამოათრიეს, სირცხვილით თავი სად გამოვყოო ახლა… რა დროს ასეთი სისულელეებია… მაგაში ჩავაწვენ ახლა ჩემს ნანატრ შვილსო, მომაცილე თორემ ფანჯრიდან გადავაგდებ იცოდეო… მამაშენი კი ეუბნებოდა რაღაცას, მაგრამ მე მეტი არაფერი გამიგონია… გული ხელით მეჭირა და გათენებას ასე დაველოდე… მოვკიდე დილას ხელი ჩემს დედაკაცს და აკვანს და უსიტყვოდ წამოვედი… ისიც კი ვერ მოვახერხე შენთვის მეკოცნა… წვერები გაგეპარსა მაინცო, დედაშენმა…



 
სინიორათარიღი: კვირა, 2017-07-09, 5:01 PM | შეტყობინება # 54
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
...

ვერ დავიმახსოვრე შენი სახე, ბაბუ… რომ სიზმარში მაინც დამსიზმრებოდი… მე მანდ რა გამაჩერებდა… ვზივარ ახლა ამ ვაგონში და ვუსმენ ბებიაშენის ქვითინს, ვიღაცამ მკითხა შვილები არ გყავთო… დედაკაცმა იმთავითვე უპასუხა – არაო და გული ჩამწყდა… თითქოს მეხი დამეცა მკერდზე და ჩაიტანა ჩემი გულმკერდი ქვესკნელში… ამ აკვანს კი ვაჩუქებ სოფელში ვინმეს… თუ სადმე ერთი ბავშვი დაიბადება, მაგრამ მე ხომ ის შენი სიყვარულით გავაკეთე… მინდოდა შენ დაგეძინა და ჩემი ლოცვა-მადლი დაგფენოდა სასთუმალთან, ბაბუ… არასოდეს არ დაგავიწყდეს, რომ ადამიანები მგლები არიან და ცხვრად ნუ მოაჩვენებ თავს, თორემ შეგჭამენ, ბაბუ… დაუნდობლად შეგჭამენ… მიყვარხარ, ბაბუ… ნეტა, ისეთი ქალი დადგებოდე ჩემს საფლავთან მოსული ამას ჩამომძახებდეს: რა შვილიშვილი გაგეზარდა, ამირანო… მაგრამ მე ორი პარასკევი მიკლია და ალბათ ორ პარასკევში ეს არ მოესწრება… უფალს ებარებოდე. ჩემო მესისხლევ… გენაცვალოს შენი ბაბულია”.
1982წ, 25 აპრილი…

ეს წერილი რომ წავიკითხე, დედაჩემი მძიმედ იყო ავად, არც კი ვიცი რატომ გადმომცა 20 წლის მერე, შესაძლოა, სინანულის გამო… მაგრამ მე ვიცი, რომ ასეთი საქციელი ადამიანს ოდესმე ახსენებს თავს და თვითგვემაში ვარდება… სწორედ ასე იყო დედაჩემიც… უკურნებელ სენს ებრძოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო მისთვის… ცდილობდა ამქვეყნიური ცოდვები მოენანია და სულ ლოცვაში ატარებდა დღეებს… და როცა დედა აღარ იყო, მისგან დატოვებული ასეთი წერილი მივიღე:
,,ადამიანებს მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის ადამიანობას… შეხედე შენს თავს სარკეში და რაც ჩემი მსგავსი დაინახო, დაასამარე… წაშალე და დაივიწყე, შვილო… შენს თვალებში აუცილებლად ნახავ ბაბუას სახეს… მის ლამაზ სულს და ეცადე, ამ სულით იცხოვრო… გაგიჭირდება სიკეთით ცხოვრება, მაგრამ სჯობს შენ დაგიშავონ რამე, ვიდრე სხვას ატკინო… არ მისცე თავს უფლება, ჩემი გენი დაგეპატრონოს… ებრძოლე ჩემს ცუდს შენში, შვილო… და ილოცე ჩემი სასტიკი სულისთვის… ილოცე, გთხოვ”.
მას შემდეგ წლები გავიდა… როგორც იქნა ექიმის დიპლომი ავიღე და ოჯახიც შევქმენი… ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე რომ პატარას ველოდებოდი… მეუღლე სიხარულით ცას ეწია, სახლის სხვენი გამოაღო… გამიკვირდა იქ რას ეძებს მეთქი … სხვენიდან დიდი რახარუხით რაღაც ჩამოიტანა კიბეზე…სახტად დავრჩი…მითხრა ჩვენი შვილი აკვანში უნდა გაიზარდოს როგორც ნამდვილი ქართველიო…მეც ამ აკვანში გავიზარდე და ჩემი შვილიც ასე იქნებაო, გამეცინა… რა დროს აკვანია საიდან მოიტანე, ან სად ნახე-თქო… სიტყვა ბანზე ავუგდე… ოცდაშვიდი წლის წინ მამას და დედას, რომელიც ჩემზე ორსულად ყოფილა,მატარებელში ვიღაც მოხუცებთან უმგზავრიათ და იმათ უჩუქებიათო… გავშრი… მერე დიდხანს, გაგიჟებით ვკოცნიდი დამტვერილ, დაობებულ აკვანს და დროდადრო ტირილნარევი სიცილით ავხედავდი მეუღლის გაოცებულ თვალებს...

ანა ლაშხელი ონიანი


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2017-09-02, 11:35 PM | შეტყობინება # 55
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ენავ გრიგალო

შენ, უქარქაშო ხმლების წერას გადაყოლილო,
იალბუზიდან მობუბუნე ისევ მეძახი,
მეფე დავითის სინანულის საგალობელო,
დემეტრეს კალამს აწერინე "შენ ხარ ვენახი."

ბაზალეთის ტბას ჩაძირულო აკვანის ენავ,
შენ, სისხლისა და გორის კვერთხო ხევისბერების,
შენ, წიწამურთან გაყიდულო ოცდაათ ვერცხლად,
ჭირისუფალო "გაუმაძღარ არაგველების".

შენ არაერთხელ გადაურჩი თურქებს, არაბებს,
ბერმა ზოსიმემ გაგინათა წმინდა კანდელი,
შენ უსამშობლო ქართველებიც დაასაფლავე,
ხვიჩას და გოჩას კვნესა იყავ უკანასკნელი.

ენავ, ლაშარზე შემომდგარი ბერი ლუხუმის,
ენავ, მანდილო უსპეტაკეს ქართველ დედისა,
ენავ გამზრდელო ბათუსა და ჰაჯი-უსუბის,
შემწყნარებელო მოღალატე საფარ-ბეგისა.

შენ შთააგონე ამა ქვეყნის კირითხუროებს,
როგორ აეგოთ სვეტიცხოვლის თეთრი კამარა,
შენ ჯვარი იყავ გოლგოთისკენ სატარებელი
და მკლავ მოჭრილმა არსაკიძემ მხრებით გატარა.

მხოლოდ შენ შესძელ დაგენგრია ციხე ქაჯეთის,
შენ ააშენე ნიკორწმინდა, გრემი, ხახული,
შენ იყალთო ხარ, ვარძია ხარ კლდეში ნაკვეთი,
ეს შენ ჩაუდგი არაბ აბოს სული ქართული.

ტყუილად როდი გიწოდებენ ენას ღმერთების,
ვაჟას შვლის ნუკრო მოგეფეროს ენა რომელი,
ირაკლისათვის ხან ფუნჯო და ხან საჭრეთელო,
მხოლოდ შენ ჰანგზე ღიღინებდა ყარაჩოხელი.

რამეთუ მზე ხარ თან რომ აჰყავთ ცაში არწივებს,
მხოლოდ შენ უწყი რასაც ნიშნავს ავი ზმანება,
შენ პაოლო ხარ, სიყვარულს რომ აღარ აცლიდნენ
და თეთრ გედივით რომ ისურვა გარდაცვალება.

იქნება ნათელ მზის და მთვარის მგალობელი ხარ,
გალაქტიონის გრაალი ხარ ლოცვას ჩვეული,
ან იქნებ სულაც ორპირელი ტიციანი ხარ,
მუდამ სისხლისფერ მიხაკებზე შეყვარებული.

ენავ-წყალმკვეთო, ენავ-მეხო, ენავ-ლამაზო,
შენ აპრილი ხარ აყვავებულ ნუშის სადარი,
და ერთი სიტყვით შენ ის დიდი იაკობი ხარ,
სიყვარულით რომ აგიშენა წმინდა ტაძარი.

ახლა, როდესაც სიყვარული შენთვის ციაგობს,
ახლა, როდესაც წვდები ცას და ცის დასალიერს,
ლოცვების ენავ, წირვის ენავ, ენავ გრიგალო,
დალოცვილ იყავ, ქებულ იყავ მრავალჟამიერ!

ელისო ფიჩხაია


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2018-10-19, 0:39 AM | შეტყობინება # 56
გენერალისიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 1433
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
***

მთაზე თავთავი აღარ მიღვივის
წამართვეს მიწაც და გარჯის მადაც,
საქართველოში ყველა იღიმის
ყველა იღიმის, ქართველის გარდა.

სიონთან ვხედავ ზანგებს და თურქებს
ათასი ჯურის აფროს და მავანს,
აქეთ ინდუსებს, იქეთ ჩინელებს
თითქოს ბოტკინი დამართეს ქალაქს.

დავმწყდარიყავით უწინ მართვენი,
გადაგვარება თუკი გველოდა,
ყველა ჩამოდის, ხოლო ქართველი?!-
ქართველი გარბის საქართველოდან!

ჯარჯი შუქიაური


 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:


Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz